Jump to content
Planeta.Ge

პრაიმერისტები არ ისვენებენ


Recommended Posts

[ინტერპრესნიუსი]

თბილისის მერობის კანდიდატს პრაიმერის ინიციატორი პარტიები სოციოლოგიური გამოკითხვის გზით შეარჩევენ, - ამის შესახებ განცხადება “ხალხის პარტიის” ოფისში დღეს გაკეთდა.

 

როგორც “ხალხის პარტიის” ლიდერმა, კობა დავითაშვილმა განაცხადა, საკრებულოს წევრობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში პრაიმერის საშუალებით გამოვლინდება.

 

სოციოლოგიური გამოკითხვა და პრაიმერი 2010 წლის 5-დან 20 აპრილამდე გაიმართება. თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი კი, სპორტის სასახლეში პრაიმერის ინიციატორი პარტიების შეკრებაზე 2010 წლის 9 აპრილს გამოცხადდება.

 

ამასთან, როგორც კობა დავითაშვილმა განაცხადა, გამოკითხვა და პრაიმერი ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკური ძალისთვის 2010 წლის 28 მარტამდე ღიაა.

 

გარდა ამისა, კობა დავითაშვილის განცხადებით, 12 მარტიდან დაიწყება ერთობლივი საპროტესტო აქციები და შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, ხოლო პირველი საპროტესტო კოლონა კახეთის მიმართულებით 12 მარტს, დილის 10.00 საათზე რიყედან გავა.

 

განცხადებას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით ხელს აწერენ “კონსერვატიული პარტია”, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის”, “ხალხის პარტია”, “მომავლის პარტია”, პოლიტიკური გაერთიანება “მამულიშვილი” და ასევე “ქრისტიანული საქართველო”.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9533

 

პ.ს. და მერე როგორ არ ვირწუნო, რომ ესენი ხელისუფლების თამაშს არ თამაშობენ..და კიდევ...ვინმე ამათ კანდიდატს მისცემს ხმას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ვინმე ამათ კანდიდატს მისცემს ხმას?

ჭკვიანურად თუ მოიქცევიან ჩემი აზრით ხმებსაც მიიღებენ. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სააკაშვილის პოლიტიკამ მოსახლეობაში გააძლიერა პრორუსული განწყობები. კვირის პალიტრაში იყო გამოკითხვა ნოღაიდელის ვიზიტებთან დაკავშირებით. 10% ამ ვიზიტებს დადებითად აფასებს. 33% - ს უჭირს პასუხის გაცემა. ანუ ეს ჯამური 43% პოტენციურად ამ პრორუსული ძალის ამომრჩეველია. თუ ე.წ. პრაიმერისტები ღიად დააფიქსირებენ თავიანთ პრორუსულ პოზიციას, მათ საკმაოდ სერიოზული შანსი უჩნდებათ ახლა თუ არა, შემდეგ არჩევნებზე მაინც.

 

ამას დაამატე რეგიონები, სადაც პრორუსული განწყობები კიდევ უფრო ძლიერია. თანაც ერორებიც ძალებს არ ზოგავენ ნოღაიდელის გასაპიარებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

თუ ე.წ. პრაიმერისტები ღიად დააფიქსირებენ თავიანთ პრორუსულ პოზიციას, მათ საკმაოდ სერიოზული შანსი უჩნდებათ ახლა თუ არა, შემდეგ არჩევნებზე მაინც.

ეს იმას ნიშნავს, რომ ალასანიას ართმევენ ხმას...და იმარჯვებს უგულავა...

 

ხოდა ეგეთი სიჭკვიანის#####

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეს იმას ნიშნავს, რომ ალასანიას ართმევენ ხმას...და იმარჯვებს უგულავა...

ამ არჩევნებზე ალასანიას კონკურენციას იასნია ვერ გაუწევენ. მაგრამ ალასანიას არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, წინა პლანზე სწორედ ნოღაიდელის გუნდი გამოვა. ალბათ ეს გათვლა აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან გაჩეჩილაძის პოზიცია სოციოლოგიურ გამოკითხვაში ჩართვის შესახებ მილანიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ცდილობენ ბიჭები უგულავა გავიდეს, ვერ დაუკარგავ!

 

McLaren

ამ არჩევნებზე ალასანიას კონკურენციას იასნია ვერ გაუწევენ. მაგრამ ალასანიას არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, წინა პლანზე სწორედ ნოღაიდელის გუნდი გამოვა. ალბათ ეს გათვლა აქვთ.

ზუსტად, გაყალბდას ძახილი და არეულობის მოწყობა, ანუ რუსული სცენარი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვსიო... ვერ ხედავთ, უგულავა წინასაარცევნო კამპანიას აღარ ატარებს....

 

რაში დახარჯოს ფული??? აგერ არ არიან გიგი პიარშიკები??!!

 

ფუფ ამათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...