newstudio Posted March 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 [ინტერპრესნიუსი]თბილისის მერობის კანდიდატს პრაიმერის ინიციატორი პარტიები სოციოლოგიური გამოკითხვის გზით შეარჩევენ, - ამის შესახებ განცხადება “ხალხის პარტიის” ოფისში დღეს გაკეთდა. როგორც “ხალხის პარტიის” ლიდერმა, კობა დავითაშვილმა განაცხადა, საკრებულოს წევრობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში პრაიმერის საშუალებით გამოვლინდება. სოციოლოგიური გამოკითხვა და პრაიმერი 2010 წლის 5-დან 20 აპრილამდე გაიმართება. თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი კი, სპორტის სასახლეში პრაიმერის ინიციატორი პარტიების შეკრებაზე 2010 წლის 9 აპრილს გამოცხადდება. ამასთან, როგორც კობა დავითაშვილმა განაცხადა, გამოკითხვა და პრაიმერი ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკური ძალისთვის 2010 წლის 28 მარტამდე ღიაა. გარდა ამისა, კობა დავითაშვილის განცხადებით, 12 მარტიდან დაიწყება ერთობლივი საპროტესტო აქციები და შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, ხოლო პირველი საპროტესტო კოლონა კახეთის მიმართულებით 12 მარტს, დილის 10.00 საათზე რიყედან გავა. განცხადებას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით ხელს აწერენ “კონსერვატიული პარტია”, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის”, “ხალხის პარტია”, “მომავლის პარტია”, პოლიტიკური გაერთიანება “მამულიშვილი” და ასევე “ქრისტიანული საქართველო”. http://presa.ge/index.php?text=news&i=9533 პ.ს. და მერე როგორ არ ვირწუნო, რომ ესენი ხელისუფლების თამაშს არ თამაშობენ..და კიდევ...ვინმე ამათ კანდიდატს მისცემს ხმას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted March 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 newstudio ვინმე ამათ კანდიდატს მისცემს ხმას?ჭკვიანურად თუ მოიქცევიან ჩემი აზრით ხმებსაც მიიღებენ. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სააკაშვილის პოლიტიკამ მოსახლეობაში გააძლიერა პრორუსული განწყობები. კვირის პალიტრაში იყო გამოკითხვა ნოღაიდელის ვიზიტებთან დაკავშირებით. 10% ამ ვიზიტებს დადებითად აფასებს. 33% - ს უჭირს პასუხის გაცემა. ანუ ეს ჯამური 43% პოტენციურად ამ პრორუსული ძალის ამომრჩეველია. თუ ე.წ. პრაიმერისტები ღიად დააფიქსირებენ თავიანთ პრორუსულ პოზიციას, მათ საკმაოდ სერიოზული შანსი უჩნდებათ ახლა თუ არა, შემდეგ არჩევნებზე მაინც. ამას დაამატე რეგიონები, სადაც პრორუსული განწყობები კიდევ უფრო ძლიერია. თანაც ერორებიც ძალებს არ ზოგავენ ნოღაიდელის გასაპიარებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 McLaren თუ ე.წ. პრაიმერისტები ღიად დააფიქსირებენ თავიანთ პრორუსულ პოზიციას, მათ საკმაოდ სერიოზული შანსი უჩნდებათ ახლა თუ არა, შემდეგ არჩევნებზე მაინც.ეს იმას ნიშნავს, რომ ალასანიას ართმევენ ხმას...და იმარჯვებს უგულავა... ხოდა ეგეთი სიჭკვიანის##### Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted March 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 newstudio ეს იმას ნიშნავს, რომ ალასანიას ართმევენ ხმას...და იმარჯვებს უგულავა...ამ არჩევნებზე ალასანიას კონკურენციას იასნია ვერ გაუწევენ. მაგრამ ალასანიას არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, წინა პლანზე სწორედ ნოღაიდელის გუნდი გამოვა. ალბათ ეს გათვლა აქვთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 ლევან გაჩეჩილაძის პოზიცია სოციოლოგიურ გამოკითხვაში ჩართვის შესახებ მილანიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ცდილობენ ბიჭები უგულავა გავიდეს, ვერ დაუკარგავ! McLaren ამ არჩევნებზე ალასანიას კონკურენციას იასნია ვერ გაუწევენ. მაგრამ ალასანიას არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, წინა პლანზე სწორედ ნოღაიდელის გუნდი გამოვა. ალბათ ეს გათვლა აქვთ.ზუსტად, გაყალბდას ძახილი და არეულობის მოწყობა, ანუ რუსული სცენარი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted March 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 ვსიო... ვერ ხედავთ, უგულავა წინასაარცევნო კამპანიას აღარ ატარებს.... რაში დახარჯოს ფული??? აგერ არ არიან გიგი პიარშიკები??!! ფუფ ამათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.