ძუკუ Posted March 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2010 უკვე რამდენი ხანია იუზერ შავლეგოს და არა მარტო მის მიერ მიერ შეგნებულად თუ შეუგნებლად ვრცელდება აშკარა დეზინფორმაცია რესპების და კონკრეტულად პაატა ზაქარეიშვილის მიერ ვითომდა საქართველოს კონფედერაციული მოწყობის გეგმის შესახებ.ერთხელ კიდევ დავდებ მასალას რესპების მონაწილეობით შემუშავებულ კონცეფციაზე. აქ ამ კონცეფციის მიმართ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზეა პასუხები. თვითონ კონცეფცია შეიძლება იხილოთ პაატას საიტზე www.zakareishvili.comმე მესმის რომ ვიღაცას ეს კონცეფცია არ მოეწონება, ვიღაცას მოეწონება და შეიძლება ამაზე კამათი.თუმცა დეზინფორმაციის გავრცელება სულ სხვა საქმეა, რასაც მე ყოველთვის აქტიურად შევეწინააღმდეგები.http://zakareishvili.com/pdf/pasuxebi.pdf ჩემი თხოვნაა ვისაც ეს გაინტერესებთ ნუ დაიზარებთ, წაიკითხეთ და გამოთქვით თქვენი აზრი.ყოველ შემთხვევაში წაიკითხეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 თემა გაიწმინდა ოფტოპიკებისგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 Saturn პოლიტ ანალიტიკაშI ხომ არ გადაგვეტანა? იყოს იქ დაარქივებული და თუ კიდე მსგავსი დავა წარმოიშვა, იქიდან ლინკი დაიდება...ტორე აქ ჩაიძირება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 ძალიან კარგი, თუმცა შავლეგოსთვის ეგ სულერთია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 (edited) კი მაგრამ ბატონო ძუკუ ასე თუ ისე მაინც გარკვეული ( და არც თუ მცირე ) პრობლემაა თქვენი ტერიტორიული მოწყობის გეგმა , რომელაც აგერ ევროკავშირის წევრ დ ისეთ განვითარებულ და მძლავრ სახელმწიფოშიც კი როგორიცა ესპანეთი გარკვეული პრობლემები შექმნა კატალონიაში და იქნებ განგვიმარტოთ ( უფრო სწორად ფორუმელებს განუმარტოთ, რადგან ჩემთვის ნებისმიერი არგუმენტის შემთხვევაში მიუღებლად რჩება მსგავსი ტერიტორიული მოწყობა, თვით აფხაზეთის დაბრუნების გარანტიითაც კი, რადგან მე მსგავსი ტერიტორიული მოწყობის პირობებში აფხაზეთისა და სამაჩბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას საბოლოო და მყარ დაბრუნებად არ ვთვლი ) რა აზრი ჰქონდა რესპუბლიკელების მიერ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას, მაშინ როდესც დამეთანხმებით რომ რუსის ჯარის გასვლის გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნება ( დაბრუნებაში მე არ ვგულისხმობ კონფედერაციულ მოწყობას და იმედია არც რესპუბლიკელები გულისხმობენ მთლად კონფედერაციას ) და რუსის ჯარის გასვლის შემდეგ ნამდვილად აღარ ექნებათ აფხაზებს საქმე როგორი ტერიტორიული მოწყობა ურჩევნიათ Edited March 9, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 (edited) shamili რუსის ჯარის გასვლის შემდეგ ნამდვილად აღარ ექნებათ აფხაზებს საქმე როგორი ტერიტორიული მოწყობა ურჩევნიათეს არის სწორედ ის შეცდომა რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. რა ავიღებთ და გავწყვიტავთ? ამის უფლებას დღევანდელ მსოფლიოში არავინ მოგვცემს.იმედია არც რესპუბლიკელები გულისხმობენ მთლად კონფედერაციასკონფედერაცია ბატონო შამილ დამოუკიდებელი სახელმწიფოების ერთობაა. თუ არ წაიკითხავთ თვალი გადაავლეთ ამ კონცეფციას და არავითარ აფხაზების დამოუკიდებლობაზე საუბარი არაა.ეს კონცეფცია 2003 წელს დაიწერა და მარტო რესპები არ არიან ამის ავტორები.დღეს ამ კონცეფციის განხორციელება პრაკტიკულად შეუძლებელია. Edited March 9, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 (edited) shamili ეს არის სწორედ ის შეცდომა რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. რა ავიღებთ და გავწყვიტავთ? ამის უფლებას დღევანდელ მსოფლიოში არავინ მოგვცემს. კონფედერაცია ბატონო შამილ დამოუკიდებელი სახელმწიფოების ერთობაა. თუ არ წაიკითხავთ თვალი გადაავლეთ ამ კონცეფციას და არავითარ აფხაზების დამოუკიდებლობაზე საუბარი არაა.ეს კონცეფცია 2003 წელს დაიწერა და მარტო რესპები არ არიან ამის ავტორები.დღეს ამ კონცეფციის განხორციელება პრაკტიკულად შეუძლებელია.წავიკითხე და გავიგე რომ კონფედერაცია არ არის, მაგრამ რაც არის ეგეც მიუღებელია ჩემთვის. ამაზე პასუხი არ გაგიციათ : სეპარატიზმის ფრთებშესხმის მხრივ მაინც გარკვეული ( და არც თუ მცირე ) პრობლემაა თქვენი ტერიტორიული მოწყობის გეგმა , რომელაც აგერ ევროკავშირის წევრ დ ისეთ განვითარებულ და მძლავრ სახელმწიფოშიც კი როგორიცა ესპანეთი გარკვეული პრობლემები შექმნა კატალონიაში და იქნებ განგვიმარტოთ ( უფრო სწორად ფორუმელებს განუმარტოთ, რადგან ჩემთვის ნებისმიერი არგუმენტის შემთხვევაში მიუღებლად რჩება მსგავსი ტერიტორიული მოწყობა, თვით აფხაზეთის დაბრუნების გარანტიითაც კი, რადგან მე მსგავსი ტერიტორიული მოწყობის პირობებში აფხაზეთისა და სამაჩბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას საბოლოო და მყარ დაბრუნებად არ ვთვლი ) რა აზრი ჰქონდა რესპუბლიკელების მიერ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას, მაშინ როდესც დამეთანხმებით რომ რუსის ჯარის გასვლის გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნება ( დაბრუნებაში მე არ ვგულისხმობ კონფედერაციულ მოწყობას და გავიგე რომ არც რესპუბლიკელები გულისხმობენ მთლად კონფედერაციას , თუმცა ჩემთვის რასაც გულისხმობენ ეგეც მიუღებელია ) და რუსის ჯარის გასვლის შემდეგ ნამდვილად აღარ ექნებათ აფხაზებს ასარჩევად საქმე როგორი ტერიტორიული მოწყობა ურჩევნიათ . არც გაწყვეტას და გაყრას აპირებს ვინმე, ეგენიც წინარეევროპული, პროტოკოლხური მოდგმის, ფაქტიურად ჩვენი იდენტური ერია . უბრალოდ შევიყვანთ შინაგან ჯარს და ჩავაწყნარებთ სიტუაციას და არ მგონია რუსის ჯარის გასვლის და ქართველების გასვლის მერე რაიმე სახის პრობლემები შექმნას მათმა უკმაყოფილებამ Edited March 9, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 (edited) განსაკუთრებით ამაზე მაინტერესებს პასუხი : რა აზრი ჰქონდა რესპუბლიკელების მიერ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას, მაშინ როდესც დამეთანხმებით რომ რუსის ჯარის გასვლის გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნება ( დაბრუნებაში მე არ ვგულისხმობ კონფედერაციულ მოწყობას და გავიგე რომ არც რესპუბლიკელები გულისხმობენ მთლად კონფედერაციას , თუმცა ჩემთვის რასაც გულისხმობენ ეგეც მიუღებელია ) Edited March 9, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 shamili ისეთ განვითარებულ და მძლავრ სახელმწიფოშიც კი როგორიცა ესპანეთი გარკვეული პრობლემები შექმნა კატალონიაში და იქნებ განგვიმარტოთ ( უფრო სწორად ფორუმელებს განუმარტოთ, რადგან ჩემთვის ნებისმიერი არგუმენტის შემთხვევაში მიუღებლად რჩება მსგავსი ტერიტორიული მოწყობა, თვით აფხაზეთის დაბრუნების გარანტიითაც კი, რადგან მე მსგავსი ტერიტორიული მოწყობის პირობებში აფხაზეთისა და სამაჩბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას საბოლოო და მყარ დაბრუნებად არ ვთვლი )მერამდენეჯერ გიმეორებთ ბატონო შამილ რომ ფედერაციული თუ ასიმეტრიული მოწყობები კარგი ცხოვრებისგან არ მოდის. ესპანეთი სწორედ ამან გადაარჩინა დაშლას, თუმცა ეს რომ პანაცეა არ არის და პრობლემები რჩება გასაგებია.ნეტავი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს დაუბრუნდეს და თქვენ ან მე რას ვიფიქრებთ ეს მეასეხარისხოვანია. მაგრამ როგორც მე სიგნატურაზე მიწერია მე ამას ვერ მოვესწრები, თქვენ კი ღმერთმა მოგასწროთ.რა აზრი ჰქონდა რესპუბლიკელების მიერ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას, მაშინ როდესც დამეთანხმებით რომ რუსის ჯარის გასვლის გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნებამე გარკვევით დავწერე რომ ეს კონცეფცია 2003 წელს არის შემუშავებული, ანუ ომამდე და მაშინ რუსის ჯარი მხოლოდ სამშვიდოებების სტატუსით იყო, რომლის გაყვანა განსხვავებით ოპოზიციიდან, ჩვენს ხელისუფლებას(აღმასრულებელს ვგულისხმობ) არ მოუთხოვია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 (edited) shamili მერამდენეჯერ გიმეორებთ ბატონო შამილ რომ ფედერაციული თუ ასიმეტრიული მოწყობები კარგი ცხოვრებისგან არ მოდის. ესპანეთი სწორედ ამან გადაარჩინა დაშლას, თუმცა ეს რომ პანაცეა არ არის და პრობლემები რჩება გასაგებია.ნეტავი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს დაუბრუნდეს და თქვენ ან მე რას ვიფიქრებთ ეს მეასეხარისხოვანია. მაგრამ როგორც მე სიგნატურაზე მიწერია მე ამას ვერ მოვესწრები, თქვენ კი ღმერთმა მოგასწროთ. მე გარკვევით დავწერე რომ ეს კონცეფცია 2003 წელს არის შემუშავებული, ანუ ომამდე და მაშინ რუსის ჯარი მხოლოდ სამშვიდოებების სტატუსით იყო, რომლის გაყვანა განსხვავებით ოპოზიციიდან, ჩვენს ხელისუფლებას(აღმასრულებელს ვგულისხმობ) არ მოუთხოვია. თქვენ როგორ გგონიათ მე რა რესპუბლიკელების ჯინი მჭირს ან რესპუბლიკელების დაბრუნებული აფხაზეთი და სამაჩაბლო არ მინდა ? უბრალოდ ეგ არ არის დაბრუნება რაც მაგ დოკუმენტში წერია . ეგ არის გათვლა მოკლევადიან ეფექტზე და არ არის ეგ დაბრუნება და ცოტა ხანში უარესი ძალით იფეთქებს სეპარატიზმი და ამ სეპარატიზმში სეპარატისტებს ქართული მხარის მიერ ხელმოწერილი დამატებითი ძლიერი ბერკეტებიც ექნებათ. არ არის ეგ დაბრუნება. მაგ ტერიტორიული მოწყობით როცა მოინდომებს მაშინ დაგვშლის ამერიკა და რუსეთიც ( რუსეთი თუ უკვე თავად დაშლილი არ იქნება ). ვერ ვიცხოვრებ მე ამერიკის და დასავლეთის კეთილი ნების იმედზე რომ ისე იდეალურად შევათანხმებთ პოლიტიკას რომ არ გაუჩნდება დაშლის სურვილი. ნახეთ რა უქნეს კოსოვოს ? არაფერია გამორიცხული და კარგად იცით რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები. მე რა ამერიკის ჯარების შემოყვანას რომ ვყვირივარ ყოველდღე გულზე კი არ მეხატება დასავლეთი თავიანთი გასაზიზღრებული იდეოლოგიით და გადაგვარებული სახით. უბრალოდ ასეა საჭირო ჯერჯერობით მილიტარიზაციისა და დეოკუპაციისთვის და იმისთვის რომ ჩრდილოკავკასიიდანაც გავაძევოთ რუსეთი და საქართველო თავის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების კონფედერაციით ამერიკის სამხედრო მოკავშირეობის საფუძველზე გახდეს კავკასიასა და წინა აზიაში ყველაზე ძლიერად შეიარაღებული, ჰიპერმილიტარისტული, მასობრივი განადგურების მქონე იარაღის ექსპორტიორი სახელმწიფო და ამერიკასთან მოკავშირეობის საფუძველზე მიიღოს უფლება ბირთვული იარაღის შექმნის. ამერიკის მოკავშირეობა და მათი სამხედრო ბაზები გვჭირდება იქამდე სანამ რუსეთს გავაძევებთ ჩრდილო კავკასიიდან და გავხდებით ევრაზიის ბირთვული შეიარაღების მქონე ზესახელმწიფო . საქართველო ამერიკის მოკავშირეობის საფუზველზე უნდა გახდეს კავკასიის პაკისტანი და შემდგომ პაკისტანზე უფრო ძლიერი ზესახელმწიფო რაც მაგ ონცეფციაში წერია, მაგას მირჩევნია აფხაზეთი და სამაჩაბლო ორასი წელი იყოს ოკუპირებული და ქართულ მხარეს ორასი და ქართულ მხარეს ორასი წელი ჰყავდეს გამოცხადებული კანონგარეშედ აფხაზეთის და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები და ორასი წელი ჰყავდეს რუსეთი ოკუპანტ სახელმწიფოდ გამოცხადებული და ორასი წელი გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან გაწყვეტილი და ორასი წელი შესაბამის მომენტს და გაძლიერებას ველოდოთ დასარტყმელად იმ შემთხვევასი თუ ღმერთმა არ ქნას და ორასი წელი რუსეთი არ დაიშალა და ორასი წელი მათ ომი თუ ვერ მოვუგეთ . P.S. ღმერთმა დაგვასწროს მეც , თქვენც და დენიელ ფრიდიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მარტო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას არ ვგულისხმობ ... Edited March 9, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 პოსტ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 shamili რა აზრი ჰქონდა რესპუბლიკელების მიერ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას, მაშინ როდესც დამეთანხმებით რომ რუსის ჯარის გასვლის გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნება ( დაბრუნებაში მე არ ვგულისხმობ კონფედერაციულ მოწყობას და იმედია არც რესპუბლიკელები გულისხმობენ მთლად კონფედერაციას ) და რუსის ჯარის გასვლის შემდეგ ნამდვილად აღარ ექნებათ აფხაზებს საქმე როგორი ტერიტორიული მოწყობა ურჩევნიათძალიან არასწორი მსჯელობაა. დაახლოებით დარჩიაშვილი რომ მსჯელობს, ისეთი მსჯელობაა. ყველაფერი ლოგიკური იქნებოდა რომ არა ეს ფრაზა: "რუსის ჯარის გასვლის შემდეგ". როგორ წარმოგიდგენია შენ რუსის ჯარის გასვლა? ვერც საქართველოს შეიარაღებული ძალები, და ვერც საერთაშორისო ზეწოლა ვერ აიძულებს რუსეთს საკუთარი ჯარები გაიყვანოს სეპარატისტული რეგიონებიდან. არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ რუსეთი დაიშლება და ჩვენ ძალით დავიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. ესეც ძალიან ცუდი მიდგომაა. იმას თავი რომ დავანებოთ რა მოხდება კავკასიაში რუსეთის სავარაუდო დაშლის შემდეგ, როგორ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკა დაფუძნებული იყოს სხვა სახელმწიფოს დაშლის მოლოდინზე? ეს იგივეა რომ ვთქვათ ოდესმე მაინც მოვკვდებით და ბარემ ახლავე მოვიკლავ თავს. ამიტომ ჩემი პირადი აზრით რუსეთის ჯარის გაგდება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეიძლება მხოლოდ შიდა წინააღმდეგობით. როცა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთს გამოეცლება დასაყრდენი (როგორც გამოეცალა დასაყრდენი 89-90 წლებში საქართველოში), მაშინ გახდება რეალური მათი გასვლა. მაგრამ სანამ თბილისში ასეთი ფრაზებით ილაპარაკებენ:რუსის ჯარის გასვლის შემდეგ ნამდვილად აღარ ექნებათ აფხაზებს საქმე როგორი ტერიტორიული მოწყობა ურჩევნიათმანამ რუსებს ყოველთვის ეყოლებათ დასაყრდენი ცხინვალშიც და სოხუმშიც. უზარმაზარი რესურსების მიუხედავად რუსეთის სახელმწიფოს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა. მას არ შეუძლიათ მეგობრობა, პარტნიორობა. იგი აღიარებს მხოლოდ ბატონ-ყმურ ურთიერთობას. აფხაზეთში უკვე ხვდებიან ამას. ნელნელა ეს განწყობა სულ უფრო და უფრო მოედება აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც. ამ დროს ჩვენგანაა საჭირო მათთვის ალტერნატივის შეთავაზება. არაა ლაპარაკი მაინცდამაინც ამ კონცეფციაზე. ამაზე აფხაზები ახლა არც დაიწყებენ ლაპარაკს. უბრალოდ ნელნელა ჩვენ ურთიერთობაში პოზიტიური ტენდენცია უნდა წავიდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნეგატიური ტენდენციის ფონზე გვქონდეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 McLaren მაგრამ სანამ თბილისში ასეთი ფრაზებით ილაპარაკებენ:ციტატარუსის ჯარის გასვლის შემდეგ ნამდვილად აღარ ექნებათ აფხაზებს საქმე როგორი ტერიტორიული მოწყობა ურჩევნიათმანამ რუსებს ყოველთვის ეყოლებათ დასაყრდენი ცხინვალშიც და სოხუმშიც.სწორედ ასე საუბრობდნენ ეროვული მოძრაობის ლიდერები 90-იანი წლების დასაწყისსი და ეხლაც ქართული პოლიტიკური სპექტრიდან იგივე ისმის.შესაბამისი შედეგი სახეზე გვაქვს.უზარმაზარი რესურსების მიუხედავად რუსეთის სახელმწიფოს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა. მას არ შეუძლიათ მეგობრობა, პარტნიორობა. იგი აღიარებს მხოლოდ ბატონ-ყმურ ურთიერთობას.აბსოლუტური სიმართლეა.არაა ლაპარაკი მაინცდამაინც ამ კონცეფციაზე. ამაზე აფხაზები ახლა არც დაიწყებენ ლაპარაკს.ესეცუბრალოდ ნელნელა ჩვენ ურთიერთობაში პოზიტიური ტენდენცია უნდა წავიდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნეგატიური ტენდენციის ფონზე გვქონდეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსი.ესეც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 ძუკუ სწორედ ასე საუბრობდნენ ეროვული მოძრაობის ლიდერები 90-იანი წლების დასაწყისსი და ეხლაც ქართული პოლიტიკური სპექტრიდან იგივე ისმის.შესაბამისი შედეგი სახეზე გვაქვს.დროა ჩვენც გავთავისუფლდეთ იმპერიული ზრახვებისგან სხვათაშორის პლანეტელებტან შეხვედრა რომ ქონდა ზაქარეიშვილს, ძალიან საიტერესო წინადადებები თქვა...ეხლაც არაა გვიან რომ განხორციელდეს....და საერთოდ, მემგონი იქიდან უნდა დავიწყოთ, რა არის სახელმწიფო, და რა გვინდა მისგან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 (edited) უკვე რამდენი ხანია იუზერ შავლეგოს და არა მარტო მის მიერ მიერ შეგნებულად თუ შეუგნებლად ვრცელდება აშკარა დეზინფორმაცია რესპების და კონკრეტულად პაატა ზაქარეიშვილის მიერ ვითომდა საქართველოს კონფედერაციული მოწყობის გეგმის შესახებ.ერთხელ კიდევ დავდებ მასალას რესპების მონაწილეობით შემუშავებულ კონცეფციაზე. აქ ამ კონცეფციის მიმართ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზეა პასუხები. თვითონ კონცეფცია შეიძლება იხილოთ პაატას საიტზე www.zakareishvili.comმე მესმის რომ ვიღაცას ეს კონცეფცია არ მოეწონება, ვიღაცას მოეწონება და შეიძლება ამაზე კამათი.თუმცა დეზინფორმაციის გავრცელება სულ სხვა საქმეა, რასაც მე ყოველთვის აქტიურად შევეწინააღმდეგები.http://zakareishvili.com/pdf/pasuxebi.pdf ჩემი თხოვნაა ვისაც ეს გაინტერესებთ ნუ დაიზარებთ, წაიკითხეთ და გამოთქვით თქვენი აზრი.ყოველ შემთხვევაში წაიკითხეთ.დერეზინფორმატორები საქართველოს გამყიდველ -საოკუპაციო რეჟიმების სატელიტ პარტიებში(რესპუბლიკელები,ქდკ,ედპ...) მოიკითხე... ...მჯერა,მჯერას ძახილით... Edited April 1, 2010 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.