Jump to content
Planeta.Ge

ზვიად გამსახურდიას სულიერი მისსია საქართველოს, კავკასიის და კაცობრიობის წინაშე


Recommended Posts

shavlego91

პუტჩზე და პუტჩისტებზე არ ვკამათობთ. ყველამ იცის რა ხალხიც იყვნენ და რეებიც აქვთ ჩადენილი თბილისში, ცხინვალში, სამეგრელოში და ა.შ.

 

ზვიად გამსახურდიაზე მქონდა კითხვა. მართლა არსებობდა ეს იდეა "კავკასიურ შვეიცარიაზე"? რა იგულისხმებოდა ამაში? რატომ აღმოჩნდა გამსახურდიას მხარდაჭერილი კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია ჩართული საქართველოს დაშლის პროცესში? რა მოხდა ოჩამჩირესა და გალში სოხუმის დაცემის შემდეგ. ვიდეო მაქვს ნანახი სადაც გამსახურდია ამ ორი რეგიონის სეპარატისტებისგან დაცვის პირობას იძლეოდა. (28 თუ 29 სექტემბრის ვიდეოა).

კავკასის მთიელ ხალხთა კონფედერაცია მუშაობდა მოსკოვის კგბ-ს დავალებით მუსა შანიბოვი, სოსლანბეკოვი , სერგეი შამბა,კრუნკი,სოიუზი, აიდგილარა, მაშტოცი,ადიღე ხასსა...რაც შეეხება გამსახურდიას ,დუდაევს,კაძოევს, ეროვნულ ხელისუფლებას მათ ცალკე კავკასიური სახლის შექმნა უნდოდათ, რუსული იმპერიის შემოტევის წინააღმდეგ...როგორც გამსახურდიას,ისე დუდაევს შეუქმნეს კავკასიელების ურთიერთდასაპირისპირებელი მხედრიონი(ჩეჩნებს ლაბაზანოვის დაჯგუფება იგივე მხედრიონი), შევარდნაძე--ხასბულატოვ-სოსლანბეკოვი( ეს უკანასკნელი ჩეჩენმა პატრიოტებმა მოსკოვში მოკლეს)...ადგილობრივი მარიონეტები -კადიროვ-შევარდნაძის დაჯგუფებამ რუსეთის სამხედრო პოტენციალის სრული გამოყენებით დაამარცხა კავკასიის ერთობის კონცეფციის ავტორები, კავკასიელ ხალხთა გმირები და დღეს კავკასია სულს ღაფავს...ყველაზე მეტი დამხმარე რუსებს საქართველოდან ჰყავდათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

....და დღესაც ჰყავთ ქატოევნას, დაღლილი ვირის, წიწიბურ -ძიძიგურ-დავითაშვილ-ედიკა-ნათელაანთ ბიჭის...სახით!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

:privet: ირაკლი წერეთელის თამადობით.

 

რახან ზვიად გამსახურდიაზეა თემა, ეს ინფორმაციაც იდოს აქ. მეც ბევრი რამ მაინტერესებს იმ პერიოდზე.

 

 

http://ru.wikipedia.org/wiki/Конфед

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვა გალის მიტინგზე - ენკენისთვე 28, 1993 წელი

 

 

ძვირფასო მეგობრებო! დანო და ძმანო! ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენი ხნის შემდეგ გხედავთ თქვენ და თქვენთან ვარ ისევ.

 

აქ, ამ მოედნაზე არაერთხელ ჩამიტარებია მიტინგი, თქვენ ყველას გახსოვთ. მაშინ სხვა პრობლემები გვაღელვებდა, მაგრამ მაინც ერთი უმთავრესი პრობლემა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა და ბედნიერება.

 

დღეს, როგორც არასოდეს, უჭირს საქართველოს და საფრთხე ემუქრება მის დამოუკიდებლობას, ვინაიდან მოღალატურმა ხუნტამ განდევნა კანონიერი ხელისუფლება, ხელთ იგდო სათავეები ხელისუფლებისა და დაქცევის პირას მიიყვანა საქართველო; და მაინც ხუნტის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რისთვისაც მას განსჯის ისტორია და ქართველი ერი, რომ ჩვენი ძირძველი კუთხე - აფხაზეთი, საქართველოს და კოლხეთის განუყოფელი ნაწილი დღეს იკარგება კომუნისტური ხუნტის მოღალატური, დნაშაულებრივი ქმედებების შედეგად. მეგობრებო! გუშინ ხუნტამ და რუსეთის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ სოხუმი საბოლოოდ დაიკარგა, რომ საქართველომ დაიჩოქა და ქართულმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს ვითომდა აფხაზეთი. ეს სიცრუეა, სოხუმი არ დაკარგულა, არ დაკარგულა და არც დაიკარგება და ხუნტა დაიკარგება! მე ეს-ეს არის მოვდივარ, მეგობრებო, წინა ხაზიდან, მე შემოვიარე მთლიანად ფრონტი და არის ძალიან... კარგი... მდგომარეობა... და არის ბევრი ისეთი ფაქტორი, რომლებიც მოგვიტანს წარმატებებს.

 

მე მინდა დეტალურად გესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის პირევლი დღიდან, მართალია დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებსთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლებები და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ, ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთა ვარ, მეგობრებო. პირველივე დღიდან, პირველივე მიტინგიდან, რომელიც ჩავატარე ზუგდიდში, მე მოვუწოდებ ხალხს, მე მოვუწოდებ ქართველ ერს არ დათმონ აფხაზეთის ძირძველი კუთხე, არ დათმონ მამა-პაპათა საფლავები, გაერთიანდენ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გარშემო და ერთიანი ძალისხმევით დავიბრუნოთ ის, რასაც გვართმევენ მოღალატენი, ჩვენი სამშობლოს გამყიდველები, ჩვენი სამშობლოს მტერთან ალიანსში მყოფი მოღალატეები.

 

მეგობრებო! ხუნტა თესავს პანიკას, იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი ცრუ ხმების გავრჩელებით, დაამახინჯოს ჩვენი პოსიცია აფხაზეთის მიმართ, დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ მე პირველსავე მიტინგზე მოვუწოდე მთელს სამეგრელოს და მთელს საქართველოს, რომ დავიცვათ აფხაზეთი და გადავისროლე ძალზე მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები ოჩამჩირის ფრონტზე, რომლებიც მალე გაარღვევენ, კოდორზე გადავლენ და სოხუმში შევლენ მალე, მიუხედავად ყოველივე ამისა ხუნტა ურცხვად ავრცელებს ჭორებს, ვითომ მე წინააღმდეგი ვარ აფხაზეთში ბრძოლისა და მოვითხოვ ვითომდაც ჯერ თბილისის აღებას. თბილისი უკვე აღებულია, თბილისი უკვე ჩვენია, არასოდეს არ დაიკარგება. ახლა მთავარია აფხაზეთის ფრონტი გავამაგროთ, განვამტკიცოთ და გავარღვიოთ, სადაც საჭიროა და ავიღოთ მთლიანად ინიციატივა მთელი ფრონტის გაყოლებაზე. აი, ამ მიზნით ვარ მე ჩამოსული და ეხლა ბატონი ვახტანგ ქობალია იქ იმყოფება, ბატონი გურამ ლაკია, შესანიშნავი სამხედრო სპეციალისტი და სტრატეგი, იქ იმყოფება - ჩვენი შტაბის უფროსი და მალე ეს შტაბი დაიქვენდებარებს ყველა შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის უკანონო ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებსაც. უნდა მოგახსენოთ რომ ჩემთვის ძალიან საასიამოვნოა, რომ მართალია, უკანონო ხელისუფლების ჯარში მსახურობენ, მაგრამ იქ მრავალი კარგი ქართველი აღმოჩნდა და მრავალი პატრიოტი, რომელიც ჩვენ ამოგვიდგება მხარში და რომელიც არ დაემორჩილა ხუნტის ბრძანებას, არ ემორჩილება!

 

მოღალატე შევარდნაძემ მოუწოდა ქართულ შეიარაღებილ ძალებს, რომ დატოვონ აფხაზეთი, დატოვონ სოხუმი, დატოვონ ოჩამჩირე და მოუწოდა ქართველ მოსახლეობას, რომ დატოვონ აქაურობა. ვერ ეღირსება ვერასოდეს თავის სიცოცხლეში ამას, ვერასოდეს ვერ ეღირსება. მაგრამ სავალალოდ, მეგობრებო, მან მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას იმ მხრივ, რომ სოჭის მოღალატური, კაპიტულანტური ხელშეკრულების დადების შემდეგ, როდესაც მან ხელი მოაწერა აფხაზეთიდან ქართველების გაძევებასა და არძინბას უკანონო ხელისუფლების სოხუმში შემოყვანაზე; და რომ ეს ხელშეკრულება დღეს ხორციელდება; აი, აი, ეს არის უდიდესი უბედურება საქართველოში და ჩვენ არ დავუშვებთ ამ მოღალატური, კაპიტულანტური ხელშეკრულების განხორციელებას. მთელი საქართველო ფეხზე დადგება და ხუნტას ჩაქოლავს და აფხაზეთს დაიბრუნებს. ვერ მოეწრებიან გენშერებთან გარიგების შესრულებას, რომლის ძალითაც რუსეთის ჯარი, გერმანიიდან გამოყვანილი, უნდა დასახლდეს სოხუმში, უნდა დასახლდეს შავი ზღვის სანაპიროზე და ქართველები აქედან უნდა გააძევონ. ამას ვერ ეღირსებიან ვერასოდეს, ვერ მოეწრებიან. აი, ამ მიზნით წამოიწყეს ეს პროვოკაციული ომი მოუმზადებლად ყოველგვარი შემზადების გარეშე, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, ყოველგვარი გეგმის გარეშე, ყოველგვარი მომარაგების გარეშე. გაჟლიტეს უამრავი ქართველი, გაანადგურეს ჩვენი გენოფონდი და მიზანი კი თურმე ის ყოფიულა, რომ ბოლოს აფხაზეთი უნდა დაეთმოთ და იქ შემოეყვანად ჯარი, რომელიც გამოდის გერმანიიდან და იქ დაესახლებინად. აი, რა ყოფილა, თურმე, მეგობრებო. აი, ამისათვის იბრძვის ეს მოღალატე, მაგრამ ვერ ეღირსება. თავისის თვალით ვერ დაინახავს ვერც ეგ და ვერც სხვა მოღალატენი, რომლებიც დღეს შხამს ანთხევენ აი ამ მოწამლული ტელევიზიიდან და ათასგვარ სიცრუეს და სიბილწეს ავრცელებენ. ისინი პასუხს აგებენ ერის წინაშე და, კანონის წინაშე უახლოვეს ხანაში!

 

მეგობრებო, მათმა ბინძურმა აგიტაციამ გამოიღო ძალზე ცუდი შედეგები, ოჩამჩირეში ქართველობა ტოვებს თავის მშობლიურ სახლებს. ეს ყოვლად დაუშვებელია. არაფერი პანიკისათვის არ არსებობს საფუძველი, მით უმედეს გალში. მე მოგიწოდებთ, არავითარი პანიკა არ უნდა იყოს, არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ძირძველი კუთხე. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, უახლოვეს ხანაში მე გამოვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას მთელ საქართველოში და ყველგან შევქმნი სამობილიზაციო შტაბებს. გალში იქნება სამობილიზაციო შტაბი. გავაფრთხილებ აქაურ უკანონო ხელისუფლებას, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე, რომ, მეგობრებო, გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას, ყველას, გთხოვთ მთელი რაიონის მოსახლეობას, მთელი ქალაქის მოსახელობას; უნდა მოხდეს ერთი რამ: მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობას აუცილებლად, თავშემონახულ კარგ ვაჟკაცებს აუცილებლად ექნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქმნება სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის, ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში და სასურველია, რომ მოხვიდეთ თქვენივე იარაღით. ჩვენ იარაღს კიდევ ვიშოვით, მაგრამ გვჭირდება, თქვენივე იარაღით მოდით, ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დაადგება საქართველოს სადარაჯოზე - დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე - დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის ხელმძღვანელობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ მიმართვიდან მცირე ხნის შემდეგ იმის შიშით რომ გამარჯვების სახელი დარჩებოდა ზვიად გამსახურდიას და მერე ვეღარაფერი აღუდგებოდა წინ მის თბილისში შემოსვლას და კანონიერი ხელისუფლების აღდგენას, შევარდნაძემ უბრძანა თავის კონტროლირებად საჯარისო შენაერთებს დაეტოვებინათ აფხაზეთი და დაეცვათ საქართველო ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიელებისგან. კიტოვან ყარყარაშვილის მიერ სიტყვის გატეხვის და მეორედ ღალატის შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი და ერთგულ გვარდიელებთან ერთად გადასულიყო სამეგრელოში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს

 

დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის.

მეგობრებო! გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი.

 

ძმანო და დანო! ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ მფგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას - იმჟამად წართმეულს, იმჟამად დამარცხებულს და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს იგავი სახარებისა არის შემდეგი: როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოიყვანეს ებრაელი ხალხის წინაშე რომაელებმა და მისმა მტანჯველებმა, ისრაელს ჰქონდა წეს-ჩვეულება: სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს, უნდა მიეტევებინათ ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ერს: ვინ მოგიტევოთ? და წარუდგინა ქრისტე - ღმერთკაცი და ბარაბა - ავაზაკი. მაშინ იხუვლა ისრაელის ერმა: ჯვარს აცუ ეგე და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა, მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიხუტა და ჯვარცმად გაუშვა ქვეყნად მოვლენილი მესია-ღმერთკაცი!

 

ძმანო! უსაშინელესი ტრაგედია დაატყდა ისრაელს ამის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა ოცი საუკუნის მანძილზე, მათ დაკარგეს სახელმწიფოებრივობა, დაკარგეს ენა, დაკარგეს ტერიტორია, გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში, არნახული ტანჯვით ვიდოდნენ და მხოლოდ ორი ათასი წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ის, რომ მათ აირჩიეს ავაზაკი, ავაზაკის გზა და უარყვეს ქრისტე. და, აი, ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი, ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით. მოვიდა მეოცე საუკენემდე და მის წინაშე წარდგა არჩევანი. აი ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტებისა, დიდი დემოკრატებისა და, აჰა მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთო ერისა, ბარაბასი. და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

 

და, აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს.

 

აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა.

 

აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი მიზეზი იმისა, რომ ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან ძლეულნი. მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვართ. და, აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე.

 

ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშეპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი - ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.

 

გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას!

 

კურთხეულ იყოს ილია მართალის გზა!

 

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...