Jump to content
Planeta.Ge

ზვიად გამსახურდიას სულიერი მისსია საქართველოს, კავკასიის და კაცობრიობის წინაშე


Recommended Posts

ზვიად გამსახურდია მეოცე საუკუნეში დაბადებულ ადამიანთა შორის მერაბ კოსტავასთან ერთად წარმოადგენს ყველაზე დიდი სულიერი მისსიის ადამიანს, რომელიც უფალმა წარმოუგზავნა კაცობრიობას და რომელმაც ღვთივბოძებული სიკეთის გამო განურჩევლად დაუყარა მარგალიტები ადამიანის ტყავში გახვეულ ღორებს და ღვთიშვილებს და ღორებმაც არ დაახანეს, ღორული ზნე გამოაჩინეს და ამ მარგალიტებს კრემლის მიერ დასხმული სალაფავი არჩიეს.

ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა მერაბ კოსტავა მასზე მიძღვნილ ლექსში ზვიადს მიმართავდა :

 

შენი სამშობლო არის სულეთი

სხვა სრა სასახლე ძმაო ნუ გინდა,

დე ხალხის თვალში დარჩი სულელი

მამის წინაშე იყავი წმინდა.

 

დაე გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული

და მიქაელის წმინდა მახვილი,

დაე ღირსად გცნონ იქმნა ვნებული

წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით.

 

არ მიიკარო მწიკული ზადის,

შენი ტანია თვით ეკლესია,

სცან ღაღადისი, გზა განიმზადე

დედამიწაზე დადის მესსია.

 

 

ზვიადის გზა იყო სიმბოლურად ადამიანში განხორციელებული მარადიული სწრაფვა სრულყოფილებისა და ღმერთკაცობრივი იდეალებისკენ და ამ იდეალებისთვის თავშეწირვის წმინდა მისტერია.

შეიძლება ითქვას რომ ზვიადის გზა არის ქართველი ერის გზა რომელიც მან ასე გამოხატა თავისივე სიტყვაში რომელიც წერია მის საფლავზე : ,, ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა''.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდიას და ქართველი ხალხის მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი

 

9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 

თბილისი, მთავრობის სასახლე

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა მაშინ ტერიტორიების გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა(სერგო შევარდნაძე,ვარაზ-ბაკური))?! გმირობას და პოლიტიკოსობას რას ეძახით ?! ტერიტორიებს რომ გაყიდის,30 000 ადამიანს აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ მოკლავს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რომ მოკლავს,20 მილიარდი დოლარის ანაბრებს ხალხს ,რომ წაართმევს,1,5 მილიონ ადამიანს მამლუქებად ,რომ გაყიდის? საკუთარ დედას,რომ გულიანად შეიგინებს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემაში ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას შემოქმედებაზეც. მე პირადად ძალიან მიყვარს მისი ლექსები.

ზვიად გამსახურდიას ლექსები გამოირჩევა გემოვნებიანი ბგერათშეთანხმებით და ულამაზესი ჟღერადობით . ვეცდები მოვიძიო და დავაკოპირო მისი ლექსები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ამ თემაში ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას შემოქმედებაზეც. მე პირადად ძალიან მიყვარს მისი ლექსები.

ლექსები ლიტერატურაშია, ძვირფასო

მისამართი შეგეშალა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

I

 

 

შორია შარიშური შარათა,

მოჰქრიან სოველნი ქარნი,

ბორიო - ფლოქვების მარაბდა,

ალები ტალებად მდგარნი.

 

სანთელი მთიების მფანტველი,

ლიცლიცებს ციალით ნელი,

კანკალებს კილამონ-კანკელი,

ბანი და ებანი ბნელი.

 

ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე,

დამთიე სუდარა დარად, -

ამით რამ იდარა მითი რამ,

არკადებს აკრია: კმარა!

 

 

II

 

 

ელიან ლიანს და ლელიანს,

ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი,

გულიანს ბროლიან-ყელიანს,

ხახაში იხერგავს მტკვარი,

 

ქვიშათა ქუშია ქაშვეთი,

დროთა მარაბდულთა სევდა,

ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი

მუსრვად და სალმობად სდევდა.

 

ან არარატებად არი რად

კეცტყავი კეცილი კეცად?

მამულო, გაქრობად ლამულო,

მრისხვალი თვალი თუ გეცა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰა, ლიუციფერი გაეკრა ზეციურ კამარას ცეცხლოვან

გველების სისინში,

სამყარო დადრიკა მზის კატაკომბებში გრიგალთა გარებად,

ზღვა აბორგებული შეჰღმუის პლანეტას სატანის გაბასრულ

სამსჭვალთა სიცილში,

დათალხულ სივრცეში ასვეტილ ვულკანთა შავ ნიაგარებად.

იქცევა გუმბათი მაშვრალთა ცრემლით და გოდებით გებული –

ძრწოდეთ ტირანებო!

ჰა, თავისუფლების მზემ არე გახლიჩა არმურმორეული...

ხარობდეთ ბარდებო, მტარვალთა ფეხთაქვეშ გათელილ ერთათვის

ოდენ მტირალებო:

ციური დასების მუსიკად გაისმა ჰანგი შორეული,

განიხვნენ ბჭეები ზათქით და ზეიმით, რაშმან მოაგელვა

ქარცეცხლისმფრქვეველმან,

ეჰა, მეომარო, ეოსის ნათელის გშვენის დიადემა,

ბნელ საუკუნეთა საშო განანათლა შავეთის ძალთათვის

შიშის დამთეველმან,

პელაზგთა დევგმირო, შენმა სიალფემან და სიდიადემან!

ვენუსის რაინდი ოდეს დაიფერფლა და წვათა სიმძიმით

დადუმდა ებანი,

მუზებმა დასტოვეს მაშინ შესუდრული დარდებით პარნასი,

იგლოვეს სალარო მაღალი სიბრძნისა და აწ დაშრეტილნი

გრძნობათ სავსებანი

და დაჰგმეს არესი, ვინაც აღასრულა პარკების კარნასი.

 

შორი ალბიონი ტალღათა ხმაურში სთვლემდა და ბარდები

უმღერდნენ ოსანას

და სადღაც ჩამწყდარი სიმები გულისა სტიროდნენ მალულად,

აროდეს შობილა მის მშობელ მიწაზე დიდების რაყიფად

არცერთი მგოსანი,

ფატუმის ეტლისთვის მსგავსი გაემართოს ორგიის მარულა!

 

პალადიუმის რაინდისადმი

(ბაირონისადმი)

/ზვიად გამსახურდია/

 

ზვიად გამსახურდია

მთვარის ნიშნობა

 

გალაკტიონ ტაბიძისადმი

 

არფაზე გაკრული გველი

ჩუმი ნიშნობაა მთვარის.

გათავდა ვარსკვლავთა რთველი

აღმოხდა ცისკარი ჯვარის.

 

მნათობთა ეს სამოსელი

სარკეა ანგელოზთ მხარის

გაბრიელ - ზღურბლისა მცველი

მიქაელ - დამცემი ზარის!

 

ალმასით მოსთული სელი,

ტატნობზე - ელვათა ბზარი

ზავდება კამარა ვრცელი

იხსნება ცხოვნეთის კარი.

 

არფაზე გაკრული გველი

ფერისცვალებაა ქნარის

ცის გარდაცვალებას ელი

ახლოა დარობა დარის!

 

ზვიად გამსახურდია

მესხეთისადმი

 

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,

სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედვით წუნდა,

შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,

ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

 

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,

მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი,

ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,

კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

 

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,

იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,

ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,

ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

 

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,

ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,

მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,

და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

 

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,

დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,

მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები

და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.

 

თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,

სეფე გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,

გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,

ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

 

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,

დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,

დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,

ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

 

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,

თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას,

ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის

ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.

 

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,

დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,

ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,

და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

 

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,

მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,

წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,

ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"...ერზე მჭვუნვარე ძმათა კრებული

ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,

უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული

სასუფეველში შეხვალ, იცოდე!

ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები

და სერაფიმთა ჰაეროვნება,

არ გწამს მონღოლის ნატრაბახევი

და არც მარდოხეს ყალბი ცხოვნება.

გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,

შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,

მაგრამ ხომ დავრჩით, მაინც ჩვენ ორნი,

მკრთალი რაინდნი მწუხარე სახის!

კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,

ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,

ამგვარ წამებას ხომ შვებაც ახლავს,

ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს

ცხოველმყოფელი საფლავი იგი

გვიწამებია ცხოვრების წყაროდ

დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგი

ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროს.

და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,

ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,

ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი

ღვთისწილხვდომილი ჩვენი მამული.

დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე

მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,

გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი

და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.

ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,

ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი

და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე

წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.

 

თავისი ცხოვრებისეული კრედო კი მერაბ კოსტავამ შემდეგ სტრიქონებში ჩააქსოვა:

 

„წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,

მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,

ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,

შემდეგ ეს მიწა და საქართველო!“

 

და მისი პოეზიაც ხომ ზეცის, მიწის და საქართველოს მარადიული დიდებაა.

 

ზვიად გამსახურდია

1990 წელი, ნათლისღება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რომელმაც ღვთივბოძებული სიკეთის გამო განურჩევლად დაუყარა მარგალიტები ადამიანის ტყავში გახვეულ ღორებს და ღვთიშვილებს და ღორებმაც არ დაახანეს, ღორული ზნე გამოაჩინეს და ამ მარგალიტებს კრემლის მიერ დასხმული სალაფავი არჩიეს.

:)) ირაკლი წერეთელის თამადობით.

 

რახან ზვიად გამსახურდიაზეა თემა, ეს ინფორმაციაც იდოს აქ. მეც ბევრი რამ მაინტერესებს იმ პერიოდზე.

 

В августе 1989 года представители кавказских национальных движений провели в Сухуми I съезд народов Кавказа, где создали Ассамблею горских народов Кавказа. С 13 на 14 октября 1990 года прошёл II съезд горцев Кавказа в Нальчике. На нём было объявлено, что организация является правопреемницей Горской республики. На прошедшем 1-2 ноября 1991 года III съезде в Сухуми представители двенадцати народов подписали Договор и приняли Декларацию о конфедеративном союзе горских народов Кавказа, а также решили сформировать Кавказский парламент, Третейский суд, Комитет обороны, другие структуры, а также определили столицу Абхазии — город Сухуми, штаб-квартирой Конфедерации.

 

Российская Федерация проявила настороженность по отношению к КГНК, так как опасалась начала процесса отделения Северного Кавказа от России на базе этой организации. Предпосылками таких опасений стали присутствие на съездах КГНК представителей президента Грузии Звиада Гамсахурдии, которым было заявлено о праве Грузии войти в КГНК, и сепаратистские настроения генерала Джохара Дудаева, избранного в октябре 1991 года президентом Чеченской Республики Ичкерия. Ещё сильнее страсти накалились осенью 1991 года, когда Гамсахурдиа и Дудаев стали обсуждать проект Кавказской Конфедерации, в которой Абхазии отводилась, по словам Дудаева, особая роль «Кавказской Швейцарии». Подобные инициативы стали существенным аргументом в пользу поддержки Россией Шеварднадзе, более озабоченного территориальной целостностью Грузии, чем панкавказскими проектами. При этой поддержке был организован государственный переворот в Грузии и приход к власти так называемого Госсовета Грузии во главе с Эдуардом Шеварднадзе].

http://ru.wikipedia.org/wiki/Конфед

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

:) ირაკლი წერეთელის თამადობით.

 

რახან ზვიად გამსახურდიაზეა თემა, ეს ინფორმაციაც იდოს აქ. მეც ბევრი რამ მაინტერესებს იმ პერიოდზე.

http://ru.wikipedia.org/wiki/Конфед

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელია... ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთვისაც წავიდა ამ მილიონებიდან თანხები...ოსების უმრავლესობამ საქართვრლოს დამოუკიდებლობას და ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა... ი

.......ბუკოვსკიმ ,ჭანტურიამ,აირიკიანმა... პრაღის 24 -ე დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი გმირები-მინდიაშვილები გოგა ხაინდრავამ კინოგადაღებით ოსებად გაასაღა ამ კონფერენციაზე რუსების,კერძოდ მოსკოვიდან შევარდნაძის დაფინანსებით..საქართველო მცირე იმპერიად გამოაცხადეს კრემლის დავალებით...ამით გაამართლეს საქართველოს დაშლისთვის ბრძოლა...ჰელსინკის რეზოლუციით თვითგამორკვევის,ადამიანის უფლებების შესახებ...ზვიადმა ისინი გააფრთხილა აკრიტიკონ იგი და დაანებონ თავი ქვეყანას ,სახელმწიფოს ზიანს ნუ აყენებენ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

პუტჩზე და პუტჩისტებზე არ ვკამათობთ. ყველამ იცის რა ხალხიც იყვნენ და რეებიც აქვთ ჩადენილი თბილისში, ცხინვალში, სამეგრელოში და ა.შ.

 

ზვიად გამსახურდიაზე მქონდა კითხვა. მართლა არსებობდა ეს იდეა "კავკასიურ შვეიცარიაზე"? რა იგულისხმებოდა ამაში? რატომ აღმოჩნდა გამსახურდიას მხარდაჭერილი კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია ჩართული საქართველოს დაშლის პროცესში? რა მოხდა ოჩამჩირესა და გალში სოხუმის დაცემის შემდეგ. ვიდეო მაქვს ნანახი სადაც გამსახურდია ამ ორი რეგიონის სეპარატისტებისგან დაცვის პირობას იძლეოდა. (28 თუ 29 სექტემბრის ვიდეოა).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...