Jump to content
Planeta.Ge

მიშას ამ მეგობარს რაღაც უმართლებს


Recommended Posts

http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/pozicia/bejuashvili.jpg

http://www.ambebi.ge/ekonomika/17540-nakhe...onad-iyida.html

 

ნახევარ მილიარდად შეფასებული "თბილსრესი" დავით ბეჟუაშვილმა შვიდ მილიონად იყიდა

1990-იან წლებში, როცა საქართველო წყვდიადში იყო ჩაძირული, "თბილსრესზე", ქვეყნის მთავარ ელექტრომომმარაგებელსა და მის მეცხრე ენერგობლოკზე ლეგენდები დადიოდა.

 

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მდგომარეობა, ერთი შეხედვით, გამოსწორდა, მაგრამ 2005 წლიდან ხელისუფლებამ "თბილსრესი", ასე ვთქვათ, გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანა. არადა, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თბოელექტროსადგურის ენერგობლოკებს გამართულად რომ ემუშავათ, სახელმწიფო გაყიდული ენერგიით ასეულ მილიონობით ლარს მიიღებდა. სავარაუდოდ, 2005 წელს ხელისუფლებამ უკვე იცოდა, რას აკეთებდა და შედეგი ახლა მიიღო.

 

- "თბილსრესს" მხოლოდ სახელმწიფოს დავალიანება 200 მილიონი ლარი აქვს, 60 მილიონი სხვა კრედიტორებისა მართებს, არის სახელფასო და სხვა დავალიანებებიც და, საერთო ჯამში, "თბილსრესის" ვალი 309 მილიონია. გაკოტრების რეჟიმი მარტამდე უნდა დასრულდეს და ელექტროსადგური გაიყიდოს, - განაცხადა "თბილსრესის" გაკოტრების რეჟიმის მმართველმა დავით ჩაჩხიანმა შარშან. პირველი აუქციონი 2009 წლის 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ "თბილსრესის" ყიდვა არავინ მოისურვა, აუქციონი არ შედგა.

 

"თბილსრესი" 321.753.828 ლარად შეფასდა, ამას დაუმატეთ ვალებში გადასახდელი 309 მილიონი ლარი და საბოლოოდ 630 მილიონ ლარზე მეტს მივიღებთ. წესითა და რიგით, მეორე აუქციონი 6 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ, განცხადების არარსებობის გამო ისევ გადაიდო. ყველაფერი კი გასულ კვირას დასრულდა - "თბილსრესი" აუქციონზე მაინც გაიყიდა და ახალმა მფლობელმა მასში... 7.350.000 დოლარი გადაიხადა(?!)

 

- "თბილსრესი" გაიყიდა და მისი მფლობელი დავით ბეჟუაშვილის მიერ დაარსებული ფირმის შვილობილი კომპანია გახდა, - ამ ერთი წინადადებით ამოწურა "ბიზნესკურიერში" აკაკი გოგიჩაიშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტად შეფასებული ობიექტის გაყიდვა, ობიექტისა, რომლის ქონება თბილისში, დაბა კოჯორში, ბეთანიაში, გარდაბანსა და გარდაბნის რაიონის ორ სოფელში - ქესალოსა და კალინინოშია განლაგებული.

 

"თბილსრესის" მხოლოდ კოჯორში არსებული ქონება 50 მილიონ ლარზე მეტად არის შეფასებული, მაგრამ ეს ახლა არავის ახსოვს. სამაგიეროდ, ჩვენ გვახსოვს, რომ... შარშან გაკოტრების რეჟიმში მყოფი თბოელექტროსადგურის ადმინისტრაციის შენობა გაარემონტეს, რისთვისაც სახელმწიფომ ოთხი მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა რემონტს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია - სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები დააპატიმრეს, აქაოდა, სახელმწიფოს ფული მოიპარეთ და გამოყოფილი ოთხი მილიონი სრულად არ აითვისეთო. არადა, თუ "თბილსრესი" გაკოტრების რეჟიმში იყო, რატომ დაიხარჯა მხოლოდ ადმინისტრაციის შენობის გასარემონტებლად ოთხი მილიონი?

 

არც იმით დაინტერესებულა ვინმე, რატომ გაარემონტეს რამდენჯერმე ბლოკები, რომლებიც არ აუმუშავებიათ და დღემდე არ ამუშავებენ. ან რატომ ამჯობინეს გერმანულ ფირმას უკრაინული, მაშინ, როცა გერმანელები უკრაინელებზე გაცილებით ნაკლებს მოითხოვდნენ, არც თავიანთი მუშების ჩამოყვანას აპირებდნენ და ადგილობრივი მუშახელის დასაქმების პირობას იძლეოდნენ, უკრაინელები კი ლამის ოჯახებით დასახლდნენ გარდაბანში და ადგილობრივებს წილად მხოლოდ ჯართის გამტანის ფუნქცია და მინიმალური ხელფასი ხვდათ.

 

"თბილსრესში" დასაქმებულ გარდაბნელებს ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ და მათ ხშირად უმეორებდნენ, ხელფასს "თბილსრესის" გაყიდვის შემდეგ მიიღებთო... ენერგოსაწარმოს ახალ მფლობელს ყველა იმედით შეხვდა და ამ იმედმა "გაამართლა" - 24 თებერვალს "თბილსრესის" თანამშრომლები შეკრიბეს და განუცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან თავისუფალი არიან გაურკვეველი ვადით, ხოლო ხელფასს, რომელსაც ასე ელოდნენ, სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ, რადგან ახალმა მფლობელმა თბოელექტროსადგური ვალების გარეშე იყიდა.

 

"თბილსრესის" უკმაყოფილო თანამშრომლები გაფიცვასა და გზის გადაკეტვასაც გეგმავდნენ, რასაც მოჰყვა ის, რომ ფინანსებზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი დააკავეს, ახლა ორი თვის ხელფასს სწორედ მას ედავებიან.

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - "თბილსრესი" კი გაიყიდა, მაგრამ მეცხრე და მეათე ბლოკების მფლობელი ოფიციალურად რუსული "რაოეესია"... დღეს გასაშვებად გამზადებულია "თბილსრესის" მესამე და მეოთხე ბლოკები, რომლებსაც, საერთო ჯამში, 290 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, მაგრამ თუ ოთხ მილიონად გარემონტებულ შენობას არ ჩავთვლით, "თბილსრესის" ტერიტორია ცარიელია.

 

ამ საკითხზე კომენტარისათვის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურ დირექტორს, ნათია თურნავას მივმართეთ:

 

- ჩვენმა კომპანიამ "თბილსრესი" შეიძინა აუქციონზე, რომელიც, 23 თებერვალს გაიმართა და ამ დღის შემდეგ "თბილსრესი" ჩვენს განკარგულებაშია.

 

- რა თანხა დაგიჯდათ მისი შეძენა?

- 7 მილიონი დოლარი.

 

- "თბილსრესი", თავდაპირველად, 321 მლნ ლარად იყო შეფასებული, ვალიც დიდი ჰქონდა - 309 მილიონი, შვიდ მილიონად როგორ შეიძინეთ?

- "თბილსრესი" გაკოტრების რეჟიმში გაიყიდა. გარდა იმისა, რომ ჩვენმა კომპანია გიეც-მა ამ საწარმოში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა, პარალელურად, დაგვეკისრა ვალდებულება, რომ სამ წელიწადში "თბილსრესის" გვერდით ავაშენოთ ახალი თბოსადგური, რომელიც ნახშირზე იმუშავებს. ამ და სხვა საქმეებზე ჩვენმა კომპანიამ 200 მილიონი დოლარი უნდა დახარჯოს.

 

- დავალიანებას ვინ აანაზღაურებს?

- ვალები ანაზღაურდება ეტაპობრივად, გაკოტრების მმართველის ზედამხედველობით, რომელიც სახელმწიფომ დანიშნა.

 

- რატომ დაითხოვეთ "თბილსრერის" ყველა თანამშრომელი?

- იმიტომ, რომ ჩვენ სუფთა ქონება შევიძინეთ. ცოტა ხანში, როდესაც ჩამოვყალიბდებით, თანამშრომლების დიდ ნაწილს კვლავ დავაბრუნებთ.

 

- "თბილსრესის" თანამშრომლებს ორი თვის ხელფასიც არ აუნაზღაურეს. თუ მისცემთ კუთვნილ ხელფასებს და როდის?

- მათ აუცილებლად მივცემთ კუთვნილ ხელფასებს, ოღონდ ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება.

 

- გაკოტრების რეჟიმში მყოფი "თბილსრესის" ადმინისტრაციის შენობის გასარემონტებლად 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუ საწარმო გაკოტრებული იყო, შენობა რატომ გაარემონტეს?

- არ ვიცი, ამ საქმის კურსში არ ვარ. ჩვენ რაც მოგვყიდეს, ის შევიძინეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

მილიარდერია ეგ კაცი :))

 

შენ აზრზე არ ხარ რამდენი ფული აქვს. კახა ბენდუქიძე მაგასთან შედარებით ღატაკია.

 

ჯერ მარტო ტყიბულის შახტას მოაქვს დღეში 64 000$ მოგება. :D

 

მაგის გარდა კიდევ "ყაზტრანსგაზი" (ვანო მერაბიშვილთან "პაპალამ"), რამდენიმე ჰესი, კასპის ცემენტის ქარხანა, სამშენებლო კომპანიები, გაზისა და ბენზინის ავტოგასამართი სადგურები აქვს.

 

ეს რაც მე ვიცი და რაც აქა აქვს. საზღვარგარეთ უფრო მეტი კაპიტალდაბანდება აქვს რამდენადაც ვიცი. განსაკუთრებით რუსეთში (მოსკოვში) და უკრაინაში. მე ვეთაყვანები მაგ ძმებს :) :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

საერთო ჯამში, "თბილსრესის" ვალი 309 მილიონია
"თბილსრესი" 321.753.828 ლარად შეფასდა, ამას დაუმატეთ ვალებში გადასახდელი 309 მილიონი ლარი და საბოლოოდ 630 მილიონ ლარზე მეტს მივიღებთ.

კი მაგრამ 321 მილიონად თუ შეფასდა და ვალი თუ 309 მილიონი აქვს, რა ლოგიკით კრიბავთ ამ რიცხვებს? რეალური ღირებულების გასაგებად 321 -ს უნდა გამოაკლოთ ეგ 309 და გამოვა 12 მილიონი. თუ ვცდები? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიძაჩემი მიყვებოდა; ახალგაზრდობაში თურმე რაღაც ნეფწიბაზის დირექტორის შოფერი ყოფილა-წინივოის პონტში რაღაც მიუფორმა -მოუფორმა შეფმა, მერე ამან გადააგდო ტუ რაღაც მოკლეთ იმახინაცია და მის ადგილზე მოჯდა-ეგრე აიგორა "ბიზნესი".

ჩვენთან მანგლისელს მოქონდა ეზოში ხორცი და რძის რაღაცეები ტიროდა-მთელი მიწები უთრევია( იქაურია) ვინც გაუოჩდა სპეცნაზით დამუქრებია.მემამულე ფეოდალიაო ოფიციალურათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის გარდა კიდევ "ყაზტრანსგაზი" (ვანო მერაბიშვილთან "პაპალამ"),

სად არის ის იუზერი, მე რომ მეუბნებოდა - უგონებენო?

 

ესეც მე ვარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:yes: ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ყველაფრისთქმა... და ერთგავარად იძულებულს გხდით სიტყვაზე მენდოთ... :(

 

ტყუილია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

სად არის ის იუზერი, მე რომ მეუბნებოდა - უგონებენო?

 

ესეც მე ვარ?

არა უარესი :( ეგ ანალგინია, მისტერ ფორუმის ფანტაზიორის ტიტულის მქონე იუზერი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ ქართველები ჭორის ოსტატები ვართ და ერთი ოქროს კანონიც ზუსტად ვიცით - თუ გინდა დაგიჯერონ თავზარდამცემი ტყუილი უნდა თქვა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არა უარესი D.gif ეგ ანალგინია, მისტერ ფორუმის ფანტაზიორის ტიტულის მქონე იუზერი rofl.gif

იქნებ თავი შეიკავო - სხვა თუ არაფერი, მოდერატორი ხარ.

მერე გიკვირს, რომ გერჩიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

საერთოდ ქართველები ჭორის ოსტატები ვართ

ქართველები კი არა - საერთოდ ადამიანები

 

მე სხვა კანონი ვიცი - ინფორმაციის ნაკლებობამ და მალვამ იცის ჭორები

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ხომ გაგიგია?

ხელფასით ( მათ შორის ძალიან მაღალითაც) ესე არ ცხოვრობენ როგორც ეხლანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო ცხოვრება , ტან იმის მერე რაც ტავად აღიარეს - 100 ლარი გვედო ჯიბეშიო

ასე, რომ - დავაი ნე ბუდემ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

იქნებ თავი შეიკავო - სხვა თუ არაფერი, მოდერატორი ხარ

მერე რომელი წესი დავარღვიე? პუნქტი მიმითითე გეთაყვა

 

მერე გიკვირს, რომ გერჩიან

არ მიკვირს. სულ ერთია :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

 

ქართველები კი არა - საერთოდ ადამიანები

მე სხვა კანონი ვიცი - ინფორმაციის ნაკლებობამ და მალვამ იცის ჭორები

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ხომ გაგიგია?

ხელფასით ( მათ შორის ძალიან მაღალითაც) ესე არ ცხოვრობენ როგორც ეხლანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო ცხოვრება , ტან იმის მერე რაც ტავად აღიარეს - 100 ლარი გვედო ჯიბეშიო

ასე, რომ - დავაი ნე ბუდემ

როგორც მივხვდი ქართველებისთვის ინფორმაცია განსაკუთრებით დამალულია, შესაბამისად, სხვა ადამინებზე მეტი მიზეზი ქონიათ ჭორაობის და ამასობაში დაოსტატებულიყვნენ, რა გასაკვირია ...

 

მაინცდამაინც ყასტრანსგაზის მფლობელობით (თუნდაც პაპალამ) არ არის გამდიდრებული მერაბიშვილი თქო- ვთქვი მე, ვინაიდან ეს ინფორმაცია მცდარია, გამოგონიალია...

არსებობს მისი სიმდიდრის ნამდვილი, რეალური, არაგამოგონილი წყაროები... ყასტრანსგაზში და ბანკებში წილები ტყუილია.

იმედია ამჯერზე მაინც გასაგებად ვთქვი...

თუ თვითმიზანია რომ ყასტრანგაზს დაბრალდეს მისი გამდიდრება... :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

კი მაგრამ 321 მილიონად თუ შეფასდა და ვალი თუ 309 მილიონი აქვს, რა ლოგიკით კრიბავთ ამ რიცხვებს? რეალური ღირებულების გასაგებად 321 -ს უნდა გამოაკლოთ ეგ 309 და გამოვა 12 მილიონი. თუ ვცდები? :yes:

 

ხო და ნორმალურ სახელმწიფოში 321 მილიონად მაინც უნდა გაყიდულიყო და პირველ რიგში ვალები დაეფარათ, მაგრამ ქონების გარდა არის ბიზნესის ფასიც, რომელიც შეიძლება ჯერადად აღემატებოდეს ქონების ღირებულებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...