Jump to content
Planeta.Ge

უნდა იარსებოს თუ არა თბილისში ჯოჰარ დუდაევის ქუჩამ?


Recommended Posts

მგონი, ჯერ სერიოზულად უნდა იქნა გამოძიებული აფხაზეთთან დაკავშირებით ჯოხარას როლი და მერე შეიძლება ამაზე ფიქრი. ისე, გინდ მოგწონდეს გინდ - არა, მაგრამ მართლა მაგარი იყო. ეს ფაქტია. სხვათაშორის რუსებიც აღიარებენ ამას. მაგის მოკვლის მერე გადაი...ეს ვახაბიტებმა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 47
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მგონი, ჯერ სერიოზულად უნდა იქნა გამოძიებული აფხაზეთთან დაკავშირებით ჯოხარას როლი და მერე შეიძლება ამაზე ფიქრი. ისე, გინდ მოგწონდეს გინდ - არა, მაგრამ მართლა მაგარი იყო. ეს ფაქტია. სხვათაშორის რუსებიც აღიარებენ ამას. მაგის მოკვლის მერე გადაი...ეს ვახაბიტებმა.

Grig

 

ჯოჰარი აფხაზეთში ქართველებიოს წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებს ჩეჩნეთის და კავკასიის მოღალატეებს უწოდებდა.

 

 

რუსებთან თამაშში ბასაევმა ბევრი რამ ვერ გათვალა და თავისი ქმედებით ხელი შეუწყო რუსეთის გავლენის შენარჩუნებას შუა აზიაში. ამის გამო დუდაევმა მას კრიტიკის მთელი კორიანტელი დააყენა. ბასაევზე ეს არ მოქმედებდა, მალე შამილის მეომრები გამოჩნდნენ აზერბაიჯანში. თავად ბასაევიც ერთხანს მთიან ყარაბაღში სომხების წინააღმდეგ იბრძვის, შემდეგ მისი მეომრები მხარს უჭერენ მეამბოხე სურეტ ჰუსეინოვს. ამ ამბოხის შედეგად დაამხეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი. ბასაევი და მისი რაზმი იბრძოდა აფხაზეთშიც. ამან ჯოხარ დუდაევი გააცოფა:

 

– ე.წ. მოხალისეებს, რომლებიც აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელით იბრძვიან, არაფერი საერთო არ აქვთ ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობასთან. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ესროლონ მათ და მოეპყრან, როგორც მტრებს! – ასეთი გახლდათ დუდაევის ოფიციალური განცხადება.

 

ბასაევის აფხაზეთში ბრძოლამ უდიდესი ლახვარი ჩასცა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს. ამან რუსულ პროპაგანდას საფუძველი მისცა ეყვირა ისლამურ საფრთხეზე, რომელიც თურმე საქართველოს ემუქრება. სინამდვილეში ბასაევის აფხაზური ვოიაჟი რუსების მიერ იყო დაფინანსებული. მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომლის ერთ–ერთი ლიდერი ბასაევი გახლდათ, რუსების მიერ იყო შექმნილი. ამ ორგანიზაციის უკან არამარტო ანტიქართული, არამედ ანტიჩეჩნური ძალებიც იდგნენ. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყველა ჩერქეზული ტომის გაერთიანება. ამ "გაერთიანებული სახელმწიფოს" დედაქალაქი კი სოხუმი უნდა ყოფილიყო. ჩეჩნეთის დამოუკიდებლად არსებობას ეს ძალები გამორიცხავდნენ. ამიტომაც გასაგებია ჯოხარ დუდაევის გააფთრება, რაც ბასაევის აფხაზეთში წასვლას მოჰყვა:

 

– ბასაევი პროვოკატორია! ასეთი საქციელის გამო ის დახვრეტას იმსახურებს!

 

დუდაევს არ შეეძლო მუქარის ასრულება, რადგან შამილის უკან ორგანიზებული შეიარაღებული ძალა იდგა. თუმცა ის და ბასაევი დაუძინებელი მტრები გახდნენ. მოსკოვშიც იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ბასაევის გამოყენებას დუდაევის წინააღმდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბასაევმა და მასხადოვმა რუსეთთან ომამდე მოუწყვეს პუტჩი ჯოხარ დუდაევს,იქაც ტელევიზიის "ოკუპირება" მოახდინეს ,როგორც 1991 წელს თბილისში( სცენარი ორივესთვის კრემლში იყო დაწერილი)...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...