Jump to content
Planeta.Ge

უნდა იარსებოს თუ არა თბილისში ჯოჰარ დუდაევის ქუჩამ?


Recommended Posts

  • Replies 47
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

წადი ახლა შენ შენს გზაზე რაჟა ბიძიკო

იდეური მტერი გაიჩითა,

შენ ამერიკა გიყვარს ზენს რუსეთი და რაფერ შეთანხმდებით ახლა :))

 

არადა თუკი უარს ვამბობთ თავმოყვარეობაზე და სუვერენიტეტზე

და სხვა გზა არ გვრჩება თვითგადარჩენს გარდა იმისა რომ რომელიმე ქვეყანას შევეტენოთ,

 

ჩემის აზრით ზენის გზა უფრო ეფექტურია :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"რუსეთუმეები" უნდა გავხდეთ
როგორც ილიამ თქვა?

ილიამ თქვა ჩვენი თAვი ჩვენადვე გვეყუდნოდესო.

 

ვისაც უნდა გახდეს რუსეთუმე, მთაწმინდაც აქვეა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენ ამერიკა გიყვარს ზენს რუსეთი

მე ჩემი ქვეყანა მიყვარს. ამერიკა რუსეთისგან თავის დასახსნელად მჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მე ჩემი ქვეყანა მიყვარს. ამერიკა რუსეთისგან თავის დასახსნელად მჭირდება.

რა ვიცი, მე როგორც ვხედავ პირიქით, საქართველო ოკუპაცია მიმდინარეობს და მტერი ჩვენს მიწებს იკავებს, ნელ-ნელა,

 

მე ვერ დავინახე სააკაშვილის მომხრეებო თქვენი სიყვარული სამშობლოსადმი

როდესაც იკარგებოდა ახალგორი, ლიახვის ხეობა, კოდორი,

 

პოსტი დარედაქტირდა. მეორედ დაიბანები შეურაცხყოფისთვის.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე ვერ დავინახე სააკაშვილის მომხრეებო თქვენი სიყვარული სამშობლოსადმი

როდესაც იკარგებოდა ახალგორი, ლიახვის ხეობა, კოდორი,

არ გინდოდათ დანახვა და იმიტომ. აბა პარლამენტის წინ ვინ იდგა, დროშებს ვინ იქნევდა და მიშა მიშას ვინ ყვიროდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უდიდესი დამსახურებისთვის კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ჩვენ უნდა დავიწყოთ პანკავკაისური მოძრაობა და ამ პანკავკლასიური მოძრაობის ფუძემდებლები მეოცე საუკუნეში იყვნენ ზვიადი და ჯოჰარი

რომელი თავისუფლებისთვის?

 

რამზანა რომ მოაჯდა ჩეჩნეთს და ხმარობს როგორც უნდა?

 

და რომ ჩეჩნების ოტრიადი 'ვოსტოკი' სამაჩაბლოში იბრძოდა იამადაევის მეთაურობით ოსი ხალხის თავისუფლებისთვის?

 

თუ აფხაზი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლა შეგახსენო ჩეჩნებისა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ, როგორ მაღიზიანებს ეს, უაზროდ ჩახვეული რო აქვთ თითქოს რუსეთი ისე ეზიზღებათ, ისე რომ მზად არიან შეაკვდნენ და თან ვითომ თავის ქვეყანა ისე უყვართ რო აი და უი რა. :)

 

სინამდვილეში კი ფსევდოჯოკრად აქციეს ეს რუსეთი, რომელიც თითქოს ყველა სხვა არგუმენტს ჭრის.

 

"აი, ვსიო, ის რუსებს დაელაპარაკა ზნაჩიტ მოღალატეა! ამან რუსებზე კარგი თქვა რაღაც - მოღალატეა! იმან ცუდი არ თქვა რუსებზე - ეგეც მოღალატეა! ეს რაღაც ხმადაბლა აგინებს რუსებს - მოღალატეაააააა!"

 

არადა ამ დროს 80% ამას იმიტომ აკეთებს, რომ ფიზიკურად არა აქვთ არგუმენტი, რომლითაც ხელისუფლების მხარდაჭერას გაამართლებდნენ. ხოდა ეს ჯაან ტაკოი პოზების მიღება მაგარი დაამუღამეს რა - "არა, ბრატ მე მიშას კი არ ვუჭერ მხარს, პროსტა ამ ოპოზიციის დედა ################## რა. აღარ მინდა მე რუსულ ორბიტაზე დაბრუნება და მაგ პონტში ვინუჟდენში ისევ მიშა მირჩევნია რა".

დაჟე ამაზე მტყვანის დედაო რო უთხრა, ეგრე იყოსო გეტყვიან, იმდენად დაკარგული აქვთ ნამუსი :)

 

სინამდვილეში გადასარევად ვიცი, რომ მხოლოდ ხელფასსა და შემოსავალს არიან ჩაბღაუჭებული და მიშამდე ედოსთან იყვნენ შემძვრალები და ამერიკას აგინებდნენ, იგივე ოპოზიციას აშშ-ს აგენტებად და სოროსის მონებად მოიხსენიებდნენ. დაგავიწყდათ??? :)

 

ხოდა ეს სულაც არ არიას ადამიანთა ახალი ჯიში. პირიქით ეს ადამიანთა ყველაზე ძველი მოდგმაა - ხარბი, ვერცხლისმოყვარე, მშიშარა, მლიქვნელი და მატყუარა!

კომუნისტების დროს კომკავშირის და კომპარტიის წევრები იყვნენ, ღმერთის არ სწამდათ, ქურდების ეშინოდათ და პატივს სცემდნენ. მერე 9 აპრილს მუხლებზე დაჩოქილი პირჯვარს იწერდნენ , მეწამულ დროშას იქნევდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, "ენა, მამული, სარწმუნოებაო!" გვიკიჟინებდნენ.

სამოქალაქო ომის დროს სახლებიდან ცხვირს არ ყოფდნენ, კანკალებდნენ და ქვეშ ისველებდნენ, პოზიცია საერთოდ არ ქონდათ, რადგან ჯერ ვერ გარკვეულიყვნენ ვის მხარეს იყო ძალა და ვისთვის ეგინებინათ, ვისთვის კი ტრაკზე ეკოცნათ. შემდეგ შევარდნაძეს შეუძვრნენ, იგივე სახელმწიფო სამსახურებში მუშაობდნენ, მაშინაც ქვეყანას ემსახურებოდნენ რო გეკითხათ და შევარდნაძის დიდ პოლიტიკოსობაზე საუბრობდნენ, ბერლინის კედლის დანგრევაზე, ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე, ნავთობსადენზე, სტაბილურობაზე...ზუსტად ეგენი არიან ეხლაც - მონიტორის ლომები, იაზვები, ურწმუნოები, "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კანონმორჩილი, პატრიოტი, რუსთმოძულე, ქურდების მაგინებლები".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ!რესპუბლიკელები ერთერთი პირველნი" ათავისუფლებდნენ" აჭარას..დავით ბერძენიშვილი, მასალკინი...იყვნენ აქტივისტები...ასევე პირველი იყავი 1991 წელს ედუარდ ორჯონიკიძის ჩამოყვანაში...სახელმწიფო საბჭოში- რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციში რაოდენობით ბევრნი იყავით "ინტელექტუალები"...მჯერას იძახდით ყოველკვირეულ სატაელევიზიო გადაცემაში,როცა ედიკა ხვრეტდა მიტინგებს,აოხრებდა სამეგრელოს,აბარებდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთს...ჩამოვთვალო ადამიანის უფლებათა დამცველო პარტიის წევრო! :) :) :) Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

!რესპუბლიკელები ერთერთი პირველნი" ათავისუფლებდნენ" აჭარას..დავით ბერძენიშვილი, მასალკინი...იყვნენ აქტივისტები...

ჯერ ერთი ის რომ ამ თემასთან რა შუაშია, მეორე აჭარა ასლანისგან ნამდვილად გასათავისუფლებელი იყო.მესამე ასლანა ვინ დანიშნა აჭარის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პოსტზე ისე რომ დეპუტატიც არ იყო გაიხსენეთ. მეოთხე ვინ შედიოდა ასლანასთან მრგვალ-წითელ კოალიციაში იქაურ უზენას საბჭოში ისიც გაიხსენეთ.შემიძლია გავაგრძელო.

ჰო კიდევ ჩემს მიერ დადებული აფხაზეთის კონცეფცია წაიკითხეთ და მერე ილაპარაკეთ ვითომდა კონფედერაციაზე. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მაინც თქვენსას გააგრძელებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

ჩემი დაჟინებული თხოვნაა აფხაზეთის , რესპუბლიკელების და კონფედერაციის ( ფედერაციის) შესახებ ისაუბროთ შესაბამის თემაში.

სხვა თემებში ძუკუს მისამარტით ამ საკითხის წამოჭრისას თქვენი პოსტი წაიშლება და ტანმდევი გაფრთხილებით....

პ.ს. მე პირადად 24 გვერდამდე წავიკითხე უკვე( ჯერ) და თქვენი არცერტი არგუმენტი ტუ პრეტენზია არაა მოტივირებული....ნუ დანარჩენი იმ თემაში:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნდა... როგორც ვატყობ, არამიშისტებიც მოწამლული არიან რუსოფობიით და ამდენი წლის მერე ისევ იმ პოლიტიკას აწვებიან.

დუდაევის ქუჩა კი არა, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ თუ გვინდა მშვიდობა, ნორმალური ცხოვრება, განვითარება და ბოლოს, ტერირორიული მთლიანობა გვეღირსოს, აფხაზებზე, ოსებზე და რუსებზე მეტი "რუსეთუმეები" უნდა გავხდეთ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. არავითარი სხვა გზა არ არსებოს, რამდენი უნდა ურახუნოთ თავი კედელს, როგორც ილიამ თქვა?

 

ზუსტად აფხაზებს, ოსებს და სომხებს არ უნდათ ქართველების "რუსეთუმეობა", ზუსტად მაგათ ლობის აქვს დაკავებული კრემლში ადგილები და გააფთრებით ებრძვიან სწორედ პრორუსულ ქართულ ძალებს. აფხაზური, სომხური და ოსური ლობი და ცალკეული ძალები რუსეთის ელიტაში. ესენი ბლოკავენ საქართველოს პრორუსულობას.

ეს პოსტი არის უთავმოყვარეობის აპოგეეა

 

 

 

 

სანდო წყაროების მიხედვით, რომლებიც ეჭვს არ იწვევენ, ცნობილია, რომ დუდაევის მებრძოლებმა გროზნოს დატოვებისას თან წაიღეს გამსახურდიას ნეშტი და დაასაფლავეს მთებში. ვიცით რა მუსულმანის დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ, ვრწმუნდებით: ჩეჩნების საქართველოსთან სამარადისო კავშირის რწმენის უკეთეს დასაბუთბას ვერ ნახავთ. ნეშტი ქართველი ქრისტიანისა მუსულმანური ჩეჩნეთის სამარადისო დიდების პანთეონში - ეს არის ახალი ერის დასაწყისი კავკასიის ისტორიაში.

აი, თურმე რისთვის დაიწყო ეს ახალი კავკასიური ომი. აი, თურმე რისთვის გაავსეს საქართველო რუსეთის სამხედრო ბაზებით დაქირავებულმა ჯალათებმა და გამყიდველებმა, რისთვის ამყოფებენ მოსახლეობას სიკვდილის ზღვარზე. აი, თურმე რისთვის ცდილობენ, რუსული ბომბებით აღგავონ მიწისგან პირისა და ამოაშთონ მეხსიერებიდან, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა - იჩქერია.

სადღაც მაღლა, მიუვალ მთებში კი გაჩნდა საფლავი, ახლა ალბათ უკვე ორი. ოდესმე ეს მთები იქცევა სალოცავ ადგილად. ახლა კი მხოლოდ თოვლისფერი, მოცისფრო ჩეჩნური ნისლი, რომლის მსგავსი არსად არის, წყნარად ეშვება მთის ფერდობზე. ხოლო ძველი ჩეჩნური კოშკები, ასე საოცრად რომ გვანან საღამოს ბინდ-ბუნდში წყაროზე მიმავალ მთიელ ქალს, მგონი წამით შეჩერდნენ ქვემოთ, რათა ამლულად შეავლონ თვალი მთებს, სადაც უნდა განისვენებდეს საქართველოს ბოლო მოწამე. იგი წევს წმინდა მიწაში, რადგან ჩეჩნეთში არ არის ერთი გოჯა მიწაც კი, რომელიც მათი სისხლით არ იყოს გაჟღენთილი, ვინც კვდებოდა ზოგჯერ იმისთვისაც კი, რომ სიკვდლს შეხვედროდა სიტყვებით:

"მე თავისუფალი ვარ, შენ?"

როცა ანტიკური თეატრის სცენაზე იღუპებოდა გმირი, ქორო დითირამბებს გალობდა,რათა გმირის სიცოცხლე გაგრზელებულიყო მომავალი თაობების სიცოცხლეში. როგორ არის XX საუკუნის ბოლოს?

ახლად გარდაცვლილი პოეტი ი. ბროდსკი მიიჩნევდა ნამდვილ ტრაგედიად, როცა გმირთან ერთად იღუპება ქორო. დღეს ეს ხომ არარის ტრაგედია კავკასიის ისტორიულ სცენაზე? რა ელის მის ხალხებს, ბუნებისაგან ასე მომადლებულებს და ისტორიისგან ასე დაჩაგრულებს? შევა კი მათი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების უმდიდრესი მემკვიდრეობა "შემოქმედებითი გონის სრულყოფის ნაწარმოებში, რომელსაც ჰქვია ისტორია" (ჰეგელი "ისტორიის ფილოსოფია)", თუ მათ უწერიათ, რუსეთის უფრო და უფრო გაძლიერებული აგრესიის შედეგად, გენოციდისა და გამანადგურებელი ომების შიშით, გაიფანტნონ მტრული იმპერიის უსაზღვრო სივრცეში, მათ მიმართ გულგრილ სამყაროში და წარსულს მოწყეტილები სწრაფად გადაშენდნენ გეგმური რუსეთის გეგმის შესაბამისად. ჩაიძირონ ოაზრო გულგრილობასა და ლუკმაპურის მოპოვების წვრილმან ინტერესებში. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ ამბობენ, რომიმედი ბოლოს კვდება, მაგრამ ეს ხომმონის საფლავის ეპიტაფიაცაა. სადაც მხოლოდ იმედია, იქ დიდი ხანია არაფერია.

მაგრამ კავკასიის ხალხებს, ისტორიულ ბედსა და წარმომავლობასთან ერთად, აქვთ კიდევ ერთი საერთო თვისება, განსაკუთრებით ნათლად ჩეჩნებთან გამკვეთილი: მოვლენების ამ წუთიერების ღრმა შინაგანი შეცნობა.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცხოვრო ხორცშესხმულ დროში, ნიშნავს იცხოვრო მთებში. ჩეჩნები დროს შეიგრზნობენ არა როგორც წუტისოფელს, არამედ, როგორც ყოფეირების უსასრულობას. სწორედ ესაა პატარა ჩეჩნეთის მიერუზარმაზარირუსეთის სახელმწიფოსადმი გაუგონარი, მამაცური წინააღმდეგობის გაწევის საიდუმლო როგორც ამ გამანადგურებელ ომსი, ასევე წარსულ ომებშიც. ჩეჩნები მსოფლიოს ერთერთი უძველესი ხალხია და თავისი მრავალათასწლოვანი გენეტიკური მეხსიერების გამოცდილებით ისინი შეიგრძნობენ ნებისმიერი თვითმპყრობელობის ფუჭ წარმავლობას. ამას ვერ იგებენ ვერც მრავალრიცხოვანი რუსო დამპყრობლები, ვერც კავკასიაზე შეყვარებული რუსი პოეტები. ის, რაშიც ხედავენ, მათი აზრით, ხალხის ნახევრადველურ, ბარბაროსულ ეგზოტიკას, სინამდვილეში არის უძველესი კულტურის გამოვლენა, კულტურისა, რომელიც ბევრად აღემატება დამპყრობთა ახალგაზრდა ცივილიზაციას.

ეს გამოვლენაა დავიწყებული, საუკუნეებში დაკარგული ფილოსოფიისა, დიდი ფილოსოფიისა, რომელიც შეგუებული იყო არ ყოველდრიურობის წვრილმან მოთხოვნილებებს, არამედ აღემატებოდა ცხოვრების წარმავლობას თავისუფლებისაკენ დაუძლეველი მისწრაფების შეგნებით.

სწორედ ეს ფილოსოფია, რომელიც მოცემულია არა ცნობიერებაში, არამედ არის სულის მარადიული მდგომარეობა და ბედისწერის გარდაუვალობად მიიღება, ყოველთვის განსაძრვრავდა კავკასიის ტრაგიკულ, ჰეროიკულ და ლამაზ ისტორიას. მასშია კავკასიის მომავლის პასუხიც.

დაისის სისხლიან ცაზე ისინი მხარდამხარ დგანან - ჯოხარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია.

ვინ არიან? წინამორბედნი? მომავალი დღეების სიმბოლოები?

თუ უკანასკნელი ისტორიული გმირები, ცოცხალი ანაქრონიზმი, კაცობრიობის არყოფნაში უდროოდ წასულები?

ვინ არიან ისინი, ანტიკური ხანის მკაცრი კანონებით განსაზღვრული ტრაგიკული როლის ბოლომდე შემსრულებლები? გმირები? მსხვერპლნი? გამარჯვებულნი?

 

 

"სვობოდნაია გაზეტა"

N 9 (010), 1996

მთარგმნელი თ. კუბლაშვილი

ჟურნალი "კარდუ" N2 2000

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსებთან თამაშში ბასაევმა ბევრი რამ ვერ გათვალა და თავისი ქმედებით ხელი შეუწყო რუსეთის გავლენის შენარჩუნებას შუა აზიაში. ამის გამო დუდაევმა მას კრიტიკის მთელი კორიანტელი დააყენა. ბასაევზე ეს არ მოქმედებდა, მალე შამილის მეომრები გამოჩნდნენ აზერბაიჯანში. თავად ბასაევიც ერთხანს მთიან ყარაბაღში სომხების წინააღმდეგ იბრძვის, შემდეგ მისი მეომრები მხარს უჭერენ მეამბოხე სურეტ ჰუსეინოვს. ამ ამბოხის შედეგად დაამხეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი. ბასაევი და მისი რაზმი იბრძოდა აფხაზეთშიც. ამან ჯოხარ დუდაევი გააცოფა:

 

– ე.წ. მოხალისეებს, რომლებიც აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელით იბრძვიან, არაფერი საერთო არ აქვთ ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობასთან. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ესროლონ მათ და მოეპყრან, როგორც მტრებს! – ასეთი გახლდათ დუდაევის ოფიციალური განცხადება.

 

ბასაევის აფხაზეთში ბრძოლამ უდიდესი ლახვარი ჩასცა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს. ამან რუსულ პროპაგანდას საფუძველი მისცა ეყვირა ისლამურ საფრთხეზე, რომელიც თურმე საქართველოს ემუქრება. სინამდვილეში ბასაევის აფხაზური ვოიაჟი რუსების მიერ იყო დაფინანსებული. მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომლის ერთ–ერთი ლიდერი ბასაევი გახლდათ, რუსების მიერ იყო შექმნილი. ამ ორგანიზაციის უკან არამარტო ანტიქართული, არამედ ანტიჩეჩნური ძალებიც იდგნენ. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყველა ჩერქეზული ტომის გაერთიანება. ამ "გაერთიანებული სახელმწიფოს" დედაქალაქი კი სოხუმი უნდა ყოფილიყო. ჩეჩნეთის დამოუკიდებლად არსებობას ეს ძალები გამორიცხავდნენ. ამიტომაც გასაგებია ჯოხარ დუდაევის გააფთრება, რაც ბასაევის აფხაზეთში წასვლას მოჰყვა:

 

– ბასაევი პროვოკატორია! ასეთი საქციელის გამო ის დახვრეტას იმსახურებს!

 

დუდაევს არ შეეძლო მუქარის ასრულება, რადგან შამილის უკან ორგანიზებული შეიარაღებული ძალა იდგა. თუმცა ის და ბასაევი დაუძინებელი მტრები გახდნენ. მოსკოვშიც იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ბასაევის გამოყენებას დუდაევის წინააღმდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...