Nukriko Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ცივილიზაციათა დიალოგიცივილიზაციათა დიალოგის იდეა მოჰამედ ხათამიმ ს. ჰანთინგტონის თეორიის პასუხად წამოაყენა. ცოტა მოგვიანებით მან ამ სახელწოდების წიგნიც გამოაქვეყნა (სპარსულ ენაზე). იდეა პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 2001 წელი გაეროს მიერ ცივილიზაციათა დიალოგის წლად გამოცხადდა. ამჟამად მსოფლიოში არსებობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც მიზნად ისახავს ცივილიზაციათა დიალოგის იდეის ხელშეწყობას. მათ შორის ერთ-ერთი პირველი დაფუძნდა ცივილიზაციათა დიალოგის ცენტრი თეირანში. ცივილიზაციათა ალიანსიცივილიზაციათა ალიანსი გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივაა, რომელიც მიმართულია წინააღმდეგობათა, უნდობლობისა და დაძაბულობის დაძლევისაკენ დასავლურ და, პირველ რიგში, მუსლიმურ სამყაროთა, აგრეთვე ყველა იმ საზოგადოებას შორის, რომლებიც განსხვავდებიან რელიგიური და კულტურული ფასეულობებით.ინიციატივა განაპირობა XXI საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, რამავ პოლიტიკოსებს უბიძგა საერთო საფუძვლის ძიებისაკენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის თანაარსებობისათვის, რომელიც დაეფუძნება შემწყნარებლობას, ურთიერთგაგებას, განსხვავებული ფასეულობებისა და რწმენის პატივისცემას. ეს ხელს შეუწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას მსოფლიოში.ინიციატივის პრაქტიკული განხორციელება დაიწყება 2009 წლიდან, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოში.ცივილიზაციათა ალიანსის იდეა შემოთავაზებულ იქნა ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მიერ 2005 წელს, გაეროს 59-ე გენერალურ ასამბლეაზე. ინიციატივას მხარი დაუჭირა თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა. ინიციატივის საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ჩამოაყალიბა მაღალი დონის ჯგუფი _ Hიგჰ-ლეველ Gროუპ (HLG) 20 ცნობილი პიროვნების შემადგენლობით, რომელშიც შედიოდნენ ირანის პრეზიდენტი მოჰამედ ხათამი (რომელიც წარმოადგენდა ცივილიზავიათა დიალოგის ინიციატივას), არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ – ნობელის პრემიის ლაურეატი სამხრეთ აფრიკიდან, პროფესორი პან გუანგი, რომელიც სანკტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილეზე დაჯილდოვდა მედლით ჩინეთ-რუსეთს შორის ურთიერთობათა ხელშეწყობისათვის, არტურ შნეიერი და სხვ. 2006 წელს ჯგუფმა წარმოადგინა ფინალური მოხსენება, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველში განხილული იყო დასავლურ და მუსლიმურ სამყაროთა შორის ურთიერთობის მდგომარეობა და გლობალური კონტექსტი, აგრეთვე მოცემული იყო რეკომენდაციები პოლიტიკოსებისათვის, მიმართული ამ ურთიერთობათა გაუმჯობესების პირობათა შექმნისაკენ. მეორე ნაწილში აღნიშნული იყო, რომ “მუსლიმურ და დასავლურ სამყაროთა შორის დაძაბულობის სათავე რელიგიაში კი არა, პოლიტიკაში იძებნება”. მიუხედავად ამისა, დაძაბულობა კულტურებს შორის გასცდა პოლიტიკის სფეროს და ადამიანთა გონებასა და გულებში გადაინაცვლა. ამ ვითარების დასაძლევად, ჯგუფმა წარმოადგინა რეკომენდაციები 4 თემატურ არელში: განათლება, ახალგაზრდობა, მიგრაცია, მედია.ალიანსის მთავარი ყურადღების საგანია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რომლის მოგვარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.