Jump to content
Planeta.Ge

ფქვილოვნა პუტინს შეხვდა.


Recommended Posts

  • Replies 169
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

shavlego91

მთელი ცხოვრება ტყულებით ხართ გაბერილი...ტყუილებით ცხოვრობთ ედუარდ ორჯონიკიძესთან ერთად 1992 წლიდან...მე ვარ მოწმე ამ პროექტის კონფერენციაზე წარმოდგენის...კითხე პაატას და თუ იჩივლებთ ,მე მთელი დამსწრე მეცნიერებს მოგიყვან მოწმედ , ჩემი თავის გარდა...გაიგე?!

რომელ კონფერენციაზე დააზუსტეთ ან რა პროექტი, კონფედერაციის თუ ასიმეტრიული რეგიონალიზმის.თქვენ ეს ორი ერთმანეთისგან ვერ გაგირცევიათ და უნდა გელაპარაკოთ. ან ის დააზუსტეთ გვ13 ან გვ9 რა წყაროდანაა ან იმ ციტატიდან რა აზრის გამოტანა შეიძლება.

Saturn

დავმშვიდდეთ ახლა ბატონებო.

მე წყნარად ვარ, ეს ბატონი რაღაც გაურკვეველ ტექსტებს დებს მეასეჯერ ისე რომ ისიც არ იცის საიდანაა.ამაზე თქვენგან რამდენჯერმე შენიშვნა მიიღო, მაგრამ იგივეს აგრძელებს.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი: სადღაც წავიკითხე, რომ თალიბებმა პიდარასტების მტკივნეული წამების ხერხი მოიგონეს - ისინი მათ ანალურ ხვრელში ე.წ. ”ირანულ კუპრს” უსხავენ, წებოს მეორენაირად ”ამერიკულ სიმყრალესაც” ეძახიან და ირანში ამზადებენ. თუ კი მას ადამიანს კანზე წაუსვამთ, ის იმდენად მყარად ეკრობა, რომ მოცილება მხოლოდ ქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელი. ანალური ხვრელის დახშობის შემდეგ, მსხვერპლს წამალს ასმევენ, რომელიც ძლიერ ფაღარათს იწვევს. როგორც ხვდებით კუჭის აშლილობა ცისფერს საშინელი წამებით კლავს.

ჰოდა,სახიერო მამაო, ძე მხოლოდშობილო და სულო წმიდაო, ... სულო ჩემო ცოდვილო შემინდე, მაგრამ მაგრამ ყველა რუსოფილ პოლიტიკოს (ნოღაიდელს თამადობით)იგივე რეცეპტს დიდი სიამოვნებით გამოვუწერდი-თქვენ?

 

შენ ხოლმე ისეთ რაღაცეებს აძრობ რო :) ... წინაზეც რაღაც მაგარი დაწერე და დამავიწყდა რა იყო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

wanderer

მე იმაზე მეცინება, რუსებმა რომ დიდ პოლიტიკოსად აღიარეს უცებ ნინიკო..

მეკი იმაზე მეცინება ქარტველებმა რომ უუცებ ოპოზიციონერად აღიარეს ნინიკო http://s16.rimg.info/1c88cc37df7adf54bc691c2e8de83ec7.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

shavlego91

 

1 : 1

 

დავმშვიდდეთ ახლა ბატონებო.

:)

 

მე იმაზე მეცინება, რუსებმა რომ დიდ პოლიტიკოსად აღიარეს უცებ ნინიკო.. :)

მათ მის ასპირანტურაზე და ქატოს პრინცესად დასმაზე ფული აქვთ დახარჯული და ცდილობენ იმ ფულიდან მაქსიმალური მოგება ნახონ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ამაზეც გავიცინოთ:

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქთან მადლობა დააბარა

 

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქისათვის მადლობის გადახდა სთხოვა.

რადიო ~პალიტრის~ ეთერში მოსკოვიდან სატელეფონო ჩართვისას ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მოსკოვში წასვლის წინ ილია მეორემ სთხოვა, რუსეთის პატრიარქისთვის საქართველოს ეკლესიის მთლიანობასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამო, მისი მადლობა გადაეცა.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, ამან თავისი ვიზიტის მიზნების სისუფთავეში ეჭვის შეტანის შანსი არ დაგვიტოვა... :user:

 

ილიაც ხოშიანად ჩაუშვა :*

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ რანაირად არის დალაგებული ეს ფორუმ, რაღაც არ მომწონს :(

სახელის და ტექსტის მარტივი ციტირება, ფორუმ.გე-ზე როგორც აქ როგორ უნდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ მე სანამ ამაში გავერკვევი... :(

ქ-ნო მოდერატორო, მაინც ნიკის ქვემოთ არის 2 ღილაკი, ''ზევით'' და ''მოხესენება'' და არცერთი ის არ არის რასაც მე ვეძებ. ხო მარჯვენა მხარეს არის ციტატა და პასუხი, ეს ციტატაც ვერ გავიგე რას ნიშნავს და იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა რუსოფილ პოლიტიკოს (ნოღაიდელს თამადობით)იგივე რეცეპტს დიდი სიამოვნებით გამოვუწერდი-თქვენ? :(

............................................................................................................................................

ყველას? მერედა თუ დაგითვლია რამდენი არიან მასეთები? ქართული ოპოზიციიდან 10 პროცენტიც აღარ დარჩება ცოცხალი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზურაბ აბაშიძე - შექმნილ ვითარებაში საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის ფორმულის შემუშავება

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

06 / 03, 2010 16:06

Print

Font size:

ქართული ოპოზიციის ლიდერთა მოსკოვში გახშირებულ ვიზიტებზე, თუ რა მსოფლიო პრაქტიკა არსებობს დიპლომატიური ურთიერთიერთობის შეწყვეტის ვითარებაში ქვეყნებს შორის ურთიერთოების, ასევე - რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში კრემლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში უფრო დამთმობი იქნება, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო ზურაბ, მოგეხსენებათ, ქართული ოპოზიციის მოსკოვური ვიზიტები ქართული პოლიტიკური რეალობის აქტუალური თემა გახდა. ფაქტია, რომ ახალი პოლიტიკურ პროცესი სახეზეა, რომელმაც დინამიკაც კი შეიძინა. მხედველობაში მაქვს ჯერ ექსპრემიერის, ხოლო შემდეგ პარლამენტის ექსსპიკერის რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები. გასაგებია, რომ პოსტკოლონიური ქვეყანა ვართ და ვერ ავცდებოდით „მტრის ძიების“ პრაქტიკას, მაგრამ როდესაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო რუსეთთან გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები, დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის ურთიერთოების რა პრაქტიკა არსებობს თანამედროვე მსოფლიოში?

- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რეალობამ მოიტანა აუცილებლობა, გაეცეს პასუხი კითხვას - როგორ და რა ფორმით ვიმოქმედოთ რუსეთთან და რა ჩარჩოებში უნდა გვქონდეს მასთან ურთიერთოები. პირადად ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. აპრილის დასაწყისში მიწვეული ვარ მოსკოვში დაგეგმილ ავტორიტეტული საერთაშორისო კონფერენციაზე. არ მივდივარ იმის გამო, რომ ვიცი, ამან საზოგადოებაში შეიძლება, გამოიწვიოს აზრთა სხვაობა. ახლა მე, დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, რომელიც არც ერთ პარტიას არ წარმოვადგენს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, მაინც დილემის წინაშე ვდგავარ. გულდასაწყვეტია, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივიღებდი. კონფერენციის მსვლელობისას საქართველოსთან მიმართებაში, შესაძლებელია, პასუხი იყოს გასაცემი და ამის გაკეთების საშუალება არ მექნება. წახვალ და ამან ჩვენთან შეიძლება, გაუგებრობა გამოიწვიოს. ეს ყველაზე მცირე და უმტკივნეულო საკითხი შეიძლება იყოს. მაგრამ აბა ნახეთ რა დიდი აურზაური გამოიწვია ჯერ ნოღაიდელის, შემდეგ ბურჯანაძის ვიზიტებმა მოსკოვში...

მართალი რომ გითხრათ, სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო ზოგი რამ, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, მაგრამ თუ რეალისტები ვიქნებით, უნდა შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას _ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ დიდ და რთულ მეზობელთან?

მართლაც არსებობს გამოცდილება, რომლის კოპირება ან პირდაპირი პარალელების გავლება არანაირად არ შეიძლება, მაგრამ რაღაც რაციონალური შეიძლება ვიპოვოთ ამა თუ იმ მოდელში. მაგალითად, ჩინეთი და ტაივანი. ტაივანის მოსახლეობას და ხელისუფლებას შეიძლება არანაკლები მიზეზი აქვთ იმისა, რომ უკმაყოფილო იყვნენ ჩინეთის ხელისუფლების. 1949 წელს ჩინელმა კომუნისტებმა ქვეყნიდან გააძევეს მთავრობა და მათი მხარდამჭერები, რის შემდეგაც ამ ხალხმა ხრიოკ კუნძულზე, აშშ-ს დახმარებით ჩამოაყალიბა საკმაოდ განვითარებული თანამედროვე სახელმწიფო. ცნობილი ისტორიაა და აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ეტაპზე ტაივანშიც გაჩნდა კითხვა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ მათ კომუნისტურ ჩინეთთან. ბევრი განსჯის, დებატების შემდეგ ტაივანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩინეთთან გარკვეული ურთიერთოებები საჭიროა. ახლა კუნძულსა და მატერიკს შორის საკმაოდ ინტენსიური სავაჭრო-ეკონმიკური და ჰუმანიტარული ურთიერთოები არსებობს. ტაივანელები თვლიან, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთოები ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ განვითარებას და პოლიტიკურ გაძლიერებას. ახლა არც პეკინი და არც ტაიბეტი არ ჩქარობენ მოვლენების ფორსირებას. ორივე მხარე ახალ ისტორიულ შანსს ელოდება.

იაპონიის მაგალითი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-მ იაპონიას კუნძულები წაართვა. იაპონიას სსრკ-სთან და დღევანდელ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს, რაც ხელს უშლის ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის - ეკონომიკური ურთიერთოების განვითარებას. ამავე დროს ტოკიოს მოსკოვთან აქვს მრავალმხრივი ურთიერთობა, მაგრამ იაპონია ტერიტორიების საკითხს ყველა დონეზე ძალიან მწვავედ აყენებს.

არის ფინეთის მაგალითიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინელებსაც მოუწიათ არჩევანის გაკეთება, უნდა ეთანამშრომლათ თუ არა მოსკოვთან მას შემდეგ, რაც სსრკ-მ სამხედრო აგრესიის შედეგად ტერიტორია წაართვა. ამ სისხლიანი აგრესიის შედეგად ათასობით ფინელი დაიღუპა. არის სხვა მაგალითებიც.

- რამდენადაც ვხვდები, თქვენ საუბრობთ არსებულ ვითარებაში ქართული მხარის მიერ რუსეთთან ურთიერთობების საერთო ფორმულის შემუშავების აუცილებლობაზე, რომელსაც გაიზიარებს, როგორც საზოგადოება, ისე - პოლიტიკური სპექტრი. ანუ, საუბარია მოსკოვთან იმგვარი ურთიერთობების ფორმულის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული ქართული სახელმწიფოს ინტერესები?

- დიახ, სწორდ ამის აუცილებლობაზე ვსაუბრობ. რუსეთთან მიმართებაში ერთიანი ფორმულის არარსებობის ვითარებაში ჩვენ ასეთ კოლიზიებს თავიდან ვერ ავიცილებთ. ოპოზიციის რაღაც ნაწილი ხედავს, რომ ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ერთმანეთთან არ საუბრობენ და ამ „ნიშას“ თავის სასარგებლოდ იყენებს. თუ ამას იყენებ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთია, თუ ამას პირადი ინტერესებისთვის იყენებ - ეს მეორეა. შექმნილ ვითარებაში, რუსეთთან ურთიერთობის ფორმულა თავად ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს. სპეციალისტები მზად ვართ, დავეხმაროთ. ექსპერტებმა და ოპოზიციამ რა ფორმულაც უნდა შეიმუშაონ, თუ ხელისუფლებაში არ მოხდება ამ პრინციპების გათავისება, არაფერი გამოვა, ვინაიდან ხელისუფლების გარეშე რაიმე პოლიტიკის წარმოება სხვა ქვეყანასთან წარმოუდგენელია. ამიტომ ვამბობ, რუსეთთან ურთიერთობის ერთიანი პრინციპები სახელმძღვანელო იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მხოლოდ ემოციური განცხადებები საკმარისი არ არის.

მე მგონი, ზოგადად, ამ ფორმულის კონტურები შეიძლება ჩვენც ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, არ მოხდება სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის შეთანხმების შესრულება. არასდროს შევეგუებით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა დონეზე განსაკუთრებული პრინციპულობით უნდა იყოს დასმული. მაგრამ, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, თუ პარალელურად რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაგვადგება ქვეყნის გასაძლიერებლად. შეიძლება, ეს იყოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. რეალობა აქეთკენ გვიბიძგებს. გაიხსნა საზღვარი, ეს საზღვარი ხომ ტვირთების გატარებისთვის გაიხსნა. ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები ისედაც არსებობს, თბილისში „ლუკოილის“ საწვავი იყიდება, რუსული კომპანია „ბილაინის“ საშუალებით მობილურზე შეიძლება ილაპარაკო, სინათლეს ჩართავ და წყლით ისარგებლებ, რუსული კომპანიები გვემსახურებიან, სხვათა შორის ქართული პროდუქცია რუსეთში როგორღაც გადის. ამიტომ ვამბობ, რეალობიდან გამომდინარე სჯობია, რუსეთთან ურთიერთობები რაღაც ფორმულაში მოვაქციოთ, რაც ცხოვრებას გააიოლებს. ამგვარი ერთიანი ფორმულის არსებობა ხელისუფლებასაც და ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანებს გაუიოლებს მდგომარეობას. მეც მეცოდინება, ველაპარაკო თუ არა რუს ექსპერტებს. ამგვარი ერთიანი ფორმულის არსებობის პირობებში უფრო იოლი იქნება ოპოზიციისთვის პრეტენზიების წაყენება. პრეტენზიები, რაც ოპოზიციის მისამართით მესმის, შეიძლება ითქვას, სადავოა. კანონით აკრძალული არ არის მოსკოვში ჩასვლა, ეს უფრო ზნეობრივი პოზიციის ამბავია, უნდა, წავა ადამიანი, უნდა - არ წავა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ შემთხვევებზე, როცა ვიღაცა ცდილობს, რუსეთი ან სხვა სახელმწიფო გამოიყენოს საქართველოში არაკონსტიტუციური სახელისუფლო ცვლილებებისთვის. ეს მართლაც ნამდვილი მოღალატეობაა. მაგრამ მთავარია, მოსკოვში რაზე საუბრობ: ქვეყანაზე ზრუნავ, თუ - საკუთარ ტყავზე.

ხელისუფლებამ რუსეთთან საკუთარი ურთიერთობის პერსპექტივაც არ უნდა მოიკვეთოს. ხვალ რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიწვიონ რუსებმა სასაუბროდ, მერე რას ვშვებით? ასეთ შეხვედრაზე დათანხმება იქნება კოლაბორაციონიზმი?

- მოსკოვი დიდი ხანია, ცდილობს თბილისთან ერთი-ერთზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორების გარეშე საუბარს. რუსეთთან ურთიერთობის 200-წლიანმა, ასევე, ბოლო 20-წლიანმა პრაქტიკამ დაგვარწმუნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველო მეტს კარგავს, ვიდრე - იგებს. უპრიანი ხომ არ იქნებოდა, ურთიერთობების პრინციპებში გათვალისწინებული იყოს ის ვითარება, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების წარმოება საქართველოს დასავლელი პარტნიორების გარეშე ქართული მხარისთვის მიუღებელია?

- ხელისუფლებამ აფხაზეთთან და ცხინავლის რეგიონთან ურთიერთოების სტრატეგია შეიმუშავა. ეს მისასალმებელია, ვინაიდან მასში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს ქართული მხარის პოლიტიკა ამ რეგიონების მიმართ. დასავლეთმა აღნიშნული სტრატეგია მოიწონა. ჩემი აზრით, საჭიროა რუსეთთან მიმართებაშიც ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობის ტაქტიკა და სტრატეგია. ამგვარი რამ სახელმძღვანელო იქნებოდა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. სხვათა შორის, ასეთი რამ რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნებოდა.

რუსეთთან მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ. ჩვენი დასავლელი პარტნირების გარეშე რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა დაუშვათ. ჩვენ მხარში გვიდგანან ჩვენი სტრატეგიული პატნიორი აშშ, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშრისო რეალობებიც. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, სამწუხაროდ, არ „ეწერება“ არც ევროპულ და არც ამერიკულ მიდგომებში მოსკოვის მიმართ.

- რამდენად იზიარებთ შეფასებას, რომ კრემლი ქართული ოპოზიციის დაახლოებით ცდილობს, დასავლეთს შეუქმნას ილუზია, თითქოს რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს ამყარებს და არ არის გამორიცხული, საქართველო დროთა განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას შეეგუოს. . . და კიდევ - როცა ქართული ოპოზიცია პუტინის კარზე რიგში დგას, როგორ უნდა ვუსაყვედუროთ სარკოზის რუსეთთან თანამშრომლობის გამო?

- საერთოდ, რუსეთთან ურთიერთობა ურთულესი თემაა და ძალიან ბევრი მომენტის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის იმ მომენტის, რაზეც თქვენ საუბრობთ. მოსკოვის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში თანამშრომლობის იმიტაციის მცდელობა სახეზეა. ფორმულა ასეთია _ რაც იყო, იყო, ყველაფერი დავივიწყოთ და ახლა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ იმიტაციაზე აყოლა არანაირად არ შეიძლება, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ურთიერთოებებზე. ახლა ამ სფეროების იდენტიფიკაცია და კონცეპტუალურად ჩამოყალიბებაა საჭირო.

- მოსკოვში დღეს საქართველოს ინტერესების დაცვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ოპოზიციონერ ლიდერთა მოსკოვში გახშირებული ვიზიტები უფრო საკუთარი პოლიტიკური სტატუსის ძებნას ხომ არ ჰგავს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ვითარებაში, როცა ოპოზიციას რეალური გადაწყვეტილებების მიღების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, მათი მხრიდან მოსკოვში გახშირებული ვიზიტები ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს.

- თუ ხელისუფლებას არა აქვს რაიმეს გაკეთების სურვილი, მე, ზურაბ აბაშიძე რამდენიც უნდა მოველაპარაკო, პირობითად ვამბობ, ივანე პავლოვს, არაფერი არ გამოვა. ოპოზიციის კონტაქტებსაც თავის ზღვარი აქვს. რამდენჯერ შეიძლება ოპოზიციონერი ჩავიდეს მოსკოვში, რაღაც ეტაპზე ესეც ხომ დაკარგავს აზრს. სხვათა შორის, ოპოზიციონერსაც შევახსენებდი, რომ ჩვენში პოლიტიკა ხშირად ფარსად იქცევა და თუ ზომიერების გრძნობას დაკარგავ, შეიძლება, კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდე. ამის ნიშნები უკვე სახეზეა...

- ოპოზიციური ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება შესაძლებელია. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამგვარი მტკიცება? რამდენად სარწმუნოა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში კრემლი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებში უფრო დამთმობი გახდება?

- მოსკოვში ჩათვალეს, რომ უკრაინაში ვითარება მათ სასარგებლოდ შეიცვალა და ახლა საქართველოს მიმართ კრემლის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო. დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს. და რაც მთავარია, კარდინალურ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობა და მართლაც სტრატეგიული მოთმინება! იმათ, ვინც ასე უბრალოდ აყენებს საკითხს და იმედოვნებს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება, კითხვას ასე დავუსვამდი - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ რომ გავწევრიანდეთ დსთ-ში, შეუერთდეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას, უარი ვთქვათ ნატო-ში გაწევრიანებაზე, უარი ვთქვათ ევროპულ ინტეგრაციაზე, შევუერთდეთ დსთ-ს ერთობლივ საბაჟო კავშირს, არის რაიმე გარანტია იმისა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დავიბრუნებთ? ამ გზით დაიბრუნა მოლდოვამ დნესტრისპირეთი და რაიმეს მიაღწია? არა. ასე რომ, ნუ ვიქნებით ზედმეტად გულუბრყვილოები. გარდა ამისა, უახლესი ისტორიიდან გამოცდილება უკვე მიღებული გვაქვს. 90-იან წლებში საქართველო დსთ-ს წევრიც იყო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრიც, საქართველოში სამხედრო ბაზებზეც ვთანხმდებოდით და ძალოვან მინისტრებსაც კი ვნიშნავდით მოსკოვის რეკომენდაციით. დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლა შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს და სხვა ხელისუფლება თუ მოვა, არ უნდა დადგეს ისეთი დილემის წინაშე, რომელსაც ვერ გადაწყვეტს.

 

 

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...