ლ ი ც ი Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 (edited) ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი. არიან დაშავებულებიც.როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, აფეთქების ხმა დღეს, დაახლოებით, 05.00 საათზე გაისმა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ტყიბულში მაშველები ჩავიდნენ ქუთაისიდან და თბილისიდან.შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფება იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა. ჯერ უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, არ არის ცნობილი დაღუპულთა და დაზარალებულთა ვინაობა. მაღარო, არსებული ინფორმაციით, კომპანია ”საქნახშირს” ეკუთვნის. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები... მოკლედ, ქართველებს კარგი ამბავი სანატრელი გაგვიხდა... Edited March 3, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზებზე გამოძიება დაიწყო ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ლაშა მაქაცარიას ინფორმაციით, გამოძიებაში ჩართულები არიან მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. წინასწარი ინფორმაციით კი, ტყიბულის მაღაროში აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოწვია. იმერეთის გუბერნატორის თქმით, მაღაროში სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ ბესო ზოსიაშვილს, ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცის ცენტრიშია გადაყვანილი.ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება, დაახლოებით, 05.00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.არსებული ინფორმაციით, მაღარო კომპანია “საქნახშირს” ეკუთვნის.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ტყიბულში აფეთქების შესახებ ”ინდუსტრიულ ჯგუფში” კომენტარი ჯერ არ კეთდება ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევი კონკრეტული მიზეზები ამ დროისთვის არ სახელდება.როგორ “ინტერპრესნიუსს” “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” აღმსარულებელმა დირექტორმა, ზაზა სადუნიშვილმა განუცხადა, მიზეზები სპეციალური კომისიის მუშაობისა და გამოძიების დასრულების შედეგ გახდება ცნობილი.მისივე ინფორმაციით, “ინდუსტრიული ჯგუფის” წარმომადგენლები ამ დროისთვის მაღაროში ჩადიან, რათა ვითარებას ადგილზე გაეცნონ.კომპანია “საქნახშირი”, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მფლობელია, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპნიაა.“საქნახშირის” ძირითადი საქმიანობის სფეროა ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირის გამდიდრება და რეალიზაცია.“ინდუსტრიული ჯგუფის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “საქნახშირი” ტყიბულის მაღაროებში 2006 წლიდან საქმიანობს. მუშაობის პირველ წლებში მაღაროების გადაიარაღების, გვირაბების აღდგენისა და მომზადების მიზნით ინვესტირება განახორციელა.საექსპლუატაციოდ მომზადდა მინდელის სახელობის მაღაროზე 3 ნახშირმომპოვებელი უბანი, ძიძიგურის სახელობის მაღაროზე კი - ერთი ნახშირმომპოვებელი უბანი.“საქართველოს საქნახშირი” ტყიბული-შაორის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირების საბადოებზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელია.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 "ჩემი ქვეყანა-ჩემი უბედური ციხე..." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 :nekro:ყოველ დღე რაღაც საშინელება მესმის - აღარ შემიძლია! ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ძლიან ვწუხვარ, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. ====== ტექ.ზედამხედველობა და საამშ.ზედამხედველობა თუ არ გაძლიერდა (გააერთიანეს 1 თვის წინ)ტექნოგენური კატასტროფები წაგვლეკავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ვაიმე, საწ####ბი, არადა ნახევარი ტყიბული მაგ შახტებით ჭამდა პურს...(( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 საქართველოში 4 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდება თბილისი 14:06 - 03.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 4 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს გარდაცვლილი 4 მაღაროელის ხსოვნის პატივსაცემად მიიღო. http://ghn.ge/news-9486.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 (edited) ყველაფერი მაგ მაღაროს ხელმძღვანელობის ბრალია. როგორც იცით ჭიათურაც მაღაროების ქალაქია. გაცხოველებული მუშაობა მიდის, ტონობით მანგანუმი გააქვთ, ამ დროს გვირაბები ისეთ დღეშია, ხან სად ჩამოინგრევა ხან სად. მარტო ჩემს სანათესაოში ორი ადამიანი დაიღუპა გვირაბში კედლის ჩამონგრევის გამო. ეს კი იმის ბრალია, რომ გვირაბების შესაკეთებელ მასალას ადგილობრივი ხელმძღვანელობა ყიდის. დარწმუნებული ვარ იგივე სურათი იქნება ტყიბულშიც. Edited March 3, 2010 by dariala Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 prologic არ გაერთიანებულა ჯერ. თუმცა უკვე ერთი წელია იგეგმება.ჩემი ბავშვობის უახლოესი ძმაკაცია ტექ ზედამხედველობის უფროსი. ეხლა დაინიშნა 1 კვირის წინ. იქაა ეხლა. ხვალ გვიან ჩამოვა...გაძლიერდება მალე იმედია.დღეს ველაპარაკე კაკრაზ და საქმის კურსში ვარ რო არ გაერთიანებულა, რადგან მანამდე არქმშენ ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო ის ჩემი ძმაკაცი და დღეს ვკითხე ზუსტად მაგაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted March 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2010 ტექზედამხედველობის ინსპექიამ გუშინ პრემიერ მინისტრს გაუგზავნა დასკვნა ტყიბულში მოხდარი ტრაგედიის შესახებ. დასკვნა უმკაცრესია და ნათქვამია, რომ იმ შახტაში უსაფრთხოების პრაქტიკულად არცერთი ნორმა არ არის დაცული. ტრაგედიის მიზეზი გახდა არა გაუფრთხილებლობა, არამედ უსაფრთხოების საშუალებების არარსებობა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გულგრილობა.2006 წლიდან დღემდე დაღუპულია 6 და სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა აქვს მიღებული ოცამდე მეშახტეს.შსს-ს და პროკურატურის მხრიდან იყო სერიოზული ზეწოლა, რომ დასკვნაში ჩაწერილიყო დაღუპული მეშახტეების მხრიდან გაუფრთხილებლობა და მათი არაპროფესიონალიზმი. ძალიან დიდ ფულზეა ლაპარაკი (დღეში 64 000$-ზე) და არ გამიკვირდება თუ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე ან საერთოდ არანაირი განცხადება არ გაკეთდება ხელისუფლების მხრიდან ან შსს-ს ვერსიას გაავრცელებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.