Jump to content
Planeta.Ge

"დედის დღეს" გილოცავთ ყველა დედას!


Recommended Posts

http://s54.radikal.ru/i143/1003/16/72ebfe353511.jpg

დღეს 3 მარტია, დედის დღე. ასე რომ, "დედის დღეს" გილოცავთ ყველა დედას! ავანსად მომავალ დედიკოებსაც. ბედნიერ დედობას და ღირსეული შვილების აღზრდას გისურვებთ. თქვენ შემოგევლოთ ბიძია-ბაბუა ლიცემერი. :D :D :D

 

გურამ ოდიშარიას დავესესხები

 

 

დედებს გაუმარჯოს! ყველა დედას! შავთვალება, მწვანეთვალება ,ცისფერთვალება, თაფლისთვალება, ლურჯთვალება ქალებს! ქერათმიან, შავთმიან, ალისფერთმიან ქალებს გაუმარჯოს!

 

თონესავით მხურვალე ქალებს, აგვისტოს ზღვასავით მომთენთავებს, აპრილის ნიავივით გრილ ქალებს, თოვლივით, ვერცხლივით ცივ ქალებს გაუმარჯოს! ყველას!

 

ზაფხულისა და ზამთრის ქალებს! დღისა და ღამის ქალებს, დილის ქალებს! ქალებს-მდინარეებს! ქალებს-მწერვალებს! ქალებს-ოკეანეებს! ქალებს-ქარებს! გაუმარჯოს!

 

ქალებს-ფრთებს გაუმარჯოს!

ქალებს-პირამიდებს!

ქალებს-აისბერგებს!

 

იმ ქალებს, რომლებიც ვნებით დამუხტული ძუძუებით უსმენენ სამყაროს და ჯადოსნური თვალებითაც უსმენენ და ბაგეებითაც!

იმათ სინათლეს გაუმარჯოს!

 

რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ და თითქოს გვღალატობენ და ერთლდროულად თითქოს ერთგულები არიან და ჩვენ ვუყვარვართ!

 

იმ ქალებს, რომელთა ალერსი და ღიმილი მიმოხვრა მილიარდი წლისაა უკვე და რომელთა სადღერგძელოს მეფეებიც მათივე ქოშით მათსავე წინაშე

დაჩოქილები სვავდნენ!

 

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და მაინც გვიყვარს და იმ ქალებს გაუმარჯოს , რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე და მაინც გვიყვარს! და გვიყვარდა და გვეყვარება!

 

ფიძიამის ქალებს, საჰარის ქალებს, განგის ქალებს, სტეპების ქალებს, ოკეანეებისა და ზღვების ქალებს, პრერიების ქალებს, კონტინენტების ქალებს და რა თქმა უნდა, ქართველ ქალებს!

 

მათ ტაჯმაჰალებს გაუმარჯოს! მათ მელოდიებს! მათ ფერებს-მათ მწვანეს, მათ წითელს, მათ ყვითელს, მათ თეთრ, მათ შავს გაუმარჯოს!

 

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც პოეტები ჰყავთ და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც არა ჰყავთ პოეტები, არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ!

 

მათ სანაპიროებს, მათ ქუჩებს, მათ ოთახებს, მათ ტელეფონებს, მათ აბაზანებს, მათ მისამართებს, მათ საწოლებს, გაუმარჯოს!...მათ სუნამოებს, მათ სუნთქვას, სურნელს!...

 

მათ ასწლეულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და მათ ასწლეულებს, რომლებშიც კვლავ დაიბადებიან!

 

იმ ქალებს გაუმარჯოს, სიყვარულში რომელთაც გაუმართლათ და იმ ქალებს, რომელთაც არ გაუმართლათ!

მათ სიზმრებს გაუმარჯოს!

 

მათ სხეულებს, მათ კაბებს, მათ კოსმეტიკა და მაკიაჟს გაუმარჯოს! მათ თეძოებს, ფეხებს, ყელს, ტუჩებს, მკერდს, მათ სიცოცხლეს, მათ აზღუდებს, მათ კვნესას...

 

რომ კვდები და კვდები და კვდები მათში და მაინც ცოცხალი ხარ და თავდები და თავდები და თავდები მათში და მაინც იწყები...

 

რომ კვდები და თავდები და რომ ცოცხლდები და იწყები და და თავდები, კვდები, ცოცხლდები...

 

იმ წამებს, იმ წამებს გაუმარჯოს!

 

ალავერდი ყველა მამაკაცთან...

 

განაგრძეთ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mein Gott!

სმაილსაც კი ვერ ვწერ საპასუხოდ - ასე მგონია განწყობას გავაუბრალოებ!

dariala

http://i081.radikal.ru/1003/d7/d7cb84cb7cdc.jpg :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დედის დღეს" გილოცავთ ყველა დედას!

არც ერთი მამაკაცი არ შემოვიდა თემაში და არ მიულოცა დედებს

 

ს ა მ წ უ ხ ა რ ო ა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...