Jump to content
Planeta.Ge

ბურჯანაძე მოსკოვში მიდის


Recommended Posts

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხვალ მოსკოვში მიემგზავრება. ვიზიტის შესახებ ბურჯანაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს საქართველო, ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული. დღევანდელ ხელისუფლებასთან საუბარზე დეკლარირებულად უარს აცხადებს რუსეთი, ხოლო არადეკლარირებულად მსოფლიო საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები. ხელისუფლების საომარი რიტორიკა ქვეყანას მუდმივი პროვოკაციის რეჟიმში ამყოფებს. ვაცნობიერებთ რა ზემოაღნიშნულს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია საერთაშორისო არენაზე საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობა სრულფასოვნად იქნეს დანახული და გაანალიზებული.

დღეს საქართველოს დაკარგული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%. ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა, არ არსებობს ქვეყნის გამთლიანების რეალური სახელმწიფო გეგმა. ხელისუფლება შეგუებულია და ცდილობს საკუთარი მოსახლეობაც შეაგუოს პრობლემის მოგვარების უპერსპექტივობას.

რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის აბსოლუტური უნდობლობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოებისთვის უცნობია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების რეალური სურათი და ის, თუ ამ ურთიერთობების დარეგულირების რა პერსპექტივები არსებობს.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რუსეთსა და ევროპის წამყვან სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს სრულიად ახალი ურთიერთოების ჩამოყალიბება, ასევე, რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში აქტუალურია ე.წ. „გადატვირთვის“ თემა, მიგვაჩნია, რომ საჭიროა არაორდინალური საერთაშორისო აქტივობების დაუყოვნებელი განხორციელება.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემების მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, ვფიქრობთ, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის.

„დემოკრატიული მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი, დემოკრატიული, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, იყოს რეალურად დამოუკიდებელი და სუვერენული! მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება; სწორედ ამიტომ, ხვალ მივემგზავრები მოსკოვში, ხოლო შემდგომი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები ბრუსელში, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და აშშ-ში.

მხოლოდ აქტიური კონტაქტები, საერთაშორისო მხარდაჭერა და დიალოგი, დაფუძნებული ქართველი ერის ნებაზე იცხოვრონ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, გამთლიანებულ ქვეყანაში, არის გზა ერთიანი საქართველოსკენ“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ყველა ძალა ამოქმედდა, ზოგი კარგად ზოგი ცუდად....

 

უმძიმესი პერიოდი გველის წინ იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბურჯანაძე მოსკოვში მიდის

ვიფიქრებ სამშობლოზე შეღავათიან ფასად-ეს პონტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ყოველთვის, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არგუმენტირებილი პოზიცია აქვს ქალბატონს. ბარემ ერთად იაროს ყველამ რუსეთში, თვითმფრინავში რომ არ მოიწყინონ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

როგორც ყოველთვის, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არგუმენტირებილი პოზიცია აქვს ქალბატონს. ბარემ ერთად იაროს ყველამ რუსეთში, თვითმფრინავში რომ არ მოიწყინონ

ავტობუსით წავიდნენ - ხომ გაუხსნეს ლარსი სომხებმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...