Jump to content
Planeta.Ge

რატომ აძლევენ უგულავას ხმას?

Recommended Posts

  Saturn said:
Siknadmo

ჩემო სიკნადმო, მაშინ როცა მე ენდრიუ ჰეივუდის ნაშრომებს ვკითხულობდი პოლიტიკური სისტემების შესახებ, შენ "მიშა მოვდივარ"-ის და "გრეჩიხას გაუმარჯოს" ბღავილით იფხრეწდი ყელს. ასე რომ არ ჟღერს ეგ ჭკუის სწავლება შენი მხრიდან ლამაზად.

არ გეტყობა :love:

როგორც ჩანს, თუკი ადამიანს არა აქვს შინაგანი კულტურა

წიგნების კითხივით იგი თავის დონეს ვერანაირად ვერ აიმაღლებს :love:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 101
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Saturn

  Saturn said:
მიშას სისტემა? ასეთ ცნებას პოლიტოლოგია არ იცნობს. ლიბერალური ეკონომიკაა კარგი სისტემა. ჩვენთან ახლა არსებული სისტემა შეიძლება ველურ კაპიტალიზმად მოვიხსენიოთ. ეს ეტაპი გასავლელია რომ ნორმალურ სისტემამდე მივიდეთ.

მიშა ამბობს რომ ლიბერალურ ეკონომიკას ატარებს და მთელი თავის პროპაგანდა ამისკენ აქვს მომართული :love: ხო და თავისუფალი არის ჩვენი ბაზარი, უცხოურ კაპიტალისადმიო და რაღაც კვლევებს გვაძლევს თუ რამდენად თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს, ხო და მაშინ გეკითხები, რატომ ვერ განიცდის განვითარებას ქართული ეკონომიკა? :love:

  Saturn said:
შვედური სისტემა კარგია თუმცა აქვს გარკვეული ნაკლი მაგ სისტემასაც. მაგრამ სოციალიზმის კლასიკურ გაგებასთან შვედეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელს იმდენი აქვს საერთო, რამდენიც მერსედესს ზაპოროჟეცთან.

უკაცრავად მაგრამ იდეალური სისტემა არ არსებობს და არ იარსებებს, ნაკლოვანება ყველაფერს აქვს, უბრალოდ რაც უფრო ცოტაა ეს ნაკლოვანება მით უკეთესია.

კლასიკურს კი რაც შეეხება, ნეოლიბერალიზმიც არ არის კლასიკური კაპიტალიზმი, ყველა სისტემა ვითარდება და გარდაიქმნება.

საბჭოთა კავშირში იყო რეალურად არა ის რაც მარქსმა აღწერა, შესაბამისად სსრკ-ს კრიტერიუმით რომ საზღვრავ სოციალიზმს, ვერ გამოდის სსრკ კლასიკური სოციალისტური ქვეყანა :love:

FRIDRIX

  FRIDRIX said:
ჩინეთს შეიძლება ძლიერი ეკონომიკა აქვს მაგრამ მსოფლიო ლიდერი არის და კიდევ დიდხანს იქნება ამერიკა

12% ზრდა აქვს, იმდ როს როცა აშშ-ს 2-3% ზრდა აქვს, თან ისიც გაიტვალისწინე რომ კრიზისი ჩინეთს არ შეეხო (სოციალიზმის გამო)

  FRIDRIX said:
ვეღარ ჩაგვითრევენ ომებში ვეღარ განახორციელებენ სამოქალაქო დაპირისპირებას

ვერარ განახორციელებენ ლეგიტიმური პრეზიდენტის დამხობას

მხოლოდ მაშინ გახდება საქართველო შვედეთის ნაირი

უკაცრავად და ომი მიშიკომ დაიწყო

თუმცა სოციალური თანასწორობა და ომი ამ შემთხცვევაში ერთმანეთთან კავშირში არ არის.

  FRIDRIX said:
იმ შუაშია რომ გასრესილები არ გაისრისებოდნენ კაპიტალიზმზე ძლიერები რომ ყოფილიყვნენ და გასრესილები უკან ვეღარ

შენ გგონია ეკონომიკურად დაინგრა სსრკ? :D სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა 2% იყო დღეს კი 2% ეკონომიკური ზრდა განვითარებულ სახემწიფოებს დღეს 2% რომ აქვს ზრდა, ნორმალურად ითვლება. სსრკ დაინგრა იმიტომ რომ იმპერია იყო და იმპერიის ბუნებიდან გამომიდნარე დაინგრა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღმოსავლეთ ევროპა იგულისხმე თუ არა,

  Saturn said:
ციტატა(Pompiero @ Mar 2 2010, 10:34 PM)

ერთი რომელმა ნასოციალისტარ-ნაკომუნისტარი ბლოკის ქვეყანამ იარა 20 წელიწადი მზარდი ველურობის კაპიტალიზმის გზით?

ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანამ

და სად მივიდნენ? თუმცა ჩვენ მაინც ყველას გავუსწარით

არც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, არც ბალტიისპირეთი, არც თუნდაც ჩინეთის რეფორმების სტრატეგია ჩვენთვის არაა მისაღები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  Nukriko said:
მიშა ამბობს

როცა სისტემებს ვადარებთ, მე არ მაინტერესებს რას ამბობს მიშა და გრიშა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენთან, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელიც ჯერ 200 წლის განმავლობაში რუსეთის გუბერნია იყო, არ არის ამჟამად ის სისტემა, რომელიც შეესაბამება განვითარებულ კაპიტალიზმს თავისი საბაზრო ურთიერთობებით და ლიბერალური ეკონომიკით.

ავტოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანი ქმნის სისტემას, შესაბამისად როცა ავტოკრატიულია სისტემა, იქ ის სისტემა იქმნება რაც იმ პიროვნების ახირებაზეა დამოკიდებული.

ჩამოთვალე კაპიტალიზმის დადებითი მხარე, რატომ უნდა დაუჭიროს ჩვეულებრივმა მოქალაქემ კაპიტალისტურ სისტემას მხარი და არა სოციალისტურს, იმ სოციალისტურს რომელიც უფასო სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ სამართლიანობას, უფასო განათლებას პირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Nukriko said:
Saturn

მიშა ამბობს რომ ლიბერალურ ეკონომიკას ატარებს და მთელი თავის პროპაგანდა ამისკენ აქვს მომართული :love: ხო და თავისუფალი არის ჩვენი ბაზარი, უცხოურ კაპიტალისადმიო და რაღაც კვლევებს გვაძლევს თუ რამდენად თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს, ხო და მაშინ გეკითხები, რატომ ვერ განიცდის განვითარებას ქართული ეკონომიკა? :love:

უკაცრავად მაგრამ იდეალური სისტემა არ არსებობს და არ იარსებებს, ნაკლოვანება ყველაფერს აქვს, უბრალოდ რაც უფრო ცოტაა ეს ნაკლოვანება მით უკეთესია.

კლასიკურს კი რაც შეეხება, ნეოლიბერალიზმიც არ არის კლასიკური კაპიტალიზმი, ყველა სისტემა ვითარდება და გარდაიქმნება.

საბჭოთა კავშირში იყო რეალურად არა ის რაც მარქსმა აღწერა, შესაბამისად სსრკ-ს კრიტერიუმით რომ საზღვრავ სოციალიზმს, ვერ გამოდის სსრკ კლასიკური სოციალისტური ქვეყანა :love:

FRIDRIX

12% ზრდა აქვს, იმდ როს როცა აშშ-ს 2-3% ზრდა აქვს, თან ისიც გაიტვალისწინე რომ კრიზისი ჩინეთს არ შეეხო (სოციალიზმის გამო)

უკაცრავად და ომი მიშიკომ დაიწყო

თუმცა სოციალური თანასწორობა და ომი ამ შემთხცვევაში ერთმანეთთან კავშირში არ არის.

შენ გგონია ეკონომიკურად დაინგრა სსრკ? :D სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა 2% იყო დღეს კი 2% ეკონომიკური ზრდა განვითარებულ სახემწიფოებს დღეს 2% რომ აქვს ზრდა, ნორმალურად ითვლება. სსრკ დაინგრა იმიტომ რომ იმპერია იყო და იმპერიის ბუნებიდან გამომიდნარე დაინგრა...

იმპერიები ბუნებრივად არ ინგევა იმპერიებს ანგრევენ

ასევე დაანგრია ამერიკამ სსრკ და ასევე დაანგრევს ჩინეთს თუ რამე პრობლემებს შექმნის მსოფლიო მაშტაბებით და ამერიკის ინტერესებს გადაეღობება

გეთანხმები ჩინეთი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა

მაგრამ ამერიკა არის სამხედრო სიძლიერის მქონეც

ასე რომ მარტო ეკონომიკური სიძლიერე არ წყვეტს შედეგებს

შედეგებს წყვეტს იარაღი და მუშტი ასე იყო ასე არის და ასე იქნება

და ის სისულეელები

რომ ყველაფერი მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს ცივილიზებულ სამყაროს არ ეკადრება იარაღის ჟღარუნი და ასე შემდეგ

ეგ არის ფარსი

ხოლო რეალურად ძლიერი სახემწიფო არის ის რომელიც ფლობს ძლიერ სამხედრო ინფრასტრუქტურას და შეიარაღებას

მარტო ეკონომიკით ფონს ვერ გახვალ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  newstudio said:
60% ჩვენ ვართ!

და ასეთი ზუსტი ინფორმაცია საიდან? :love:

გადავიკითხე თემა და მაინც გიგის ვაძლევ ხმას... :love: ანუ, ბნელი ვარ... :love:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Nukriko said:
Saturn

ავტოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანი ქმნის სისტემას, შესაბამისად როცა ავტოკრატიულია სისტემა, იქ ის სისტემა იქმნება რაც იმ პიროვნების ახირებაზეა დამოკიდებული.

ჩამოთვალე კაპიტალიზმის დადებითი მხარე, რატომ უნდა დაუჭიროს ჩვეულებრივმა მოქალაქემ კაპიტალისტურ სისტემას მხარი და არა სოციალისტურს, იმ სოციალისტურს რომელიც უფასო სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ სამართლიანობას, უფასო განათლებას პირდება.

სოციალისტების დროს უფასო ამედიცინო მომსახურება თუ არსებობდა საავადმყოფოში კანალიზაცია ამოდიოდა ასე რომ ეგეთი უფასო მომსახურება არავის არ ჭირდება

რომელი სოციალური სამართლიანობა იყო

მოსამართლის შვილი მაღალ პარტიულ თანამდებობაზე რო დაინიშნებოდა მამის დახმარებით და

ღარიბი რუსთაველის შვილი მეტალურგიულ ქარხანაში რო დაიწყებდა მუშაობას და ცხოვრების მანძილზე თითებს რო აჭრიდა მანქანა დანადგარები რო ბრმავდებოდა

ეგ სოციალური სამართლიანობა იყო კარგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  Nukriko said:
ჩამოთვალე კაპიტალიზმის დადებითი მხარე, რატომ უნდა დაუჭიროს ჩვეულებრივმა მოქალაქემ კაპიტალისტურ სისტემას მხარი და არა სოციალისტურს, იმ სოციალისტურს რომელიც უფასო სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ სამართლიანობას, უფასო განათლებას პირდება.

კიდევ გიმეორებ, ის რასაც შენ შვედურ სოციალიზმს ეძახი, გაცილებით უფრო ახლოს ვთქვათ აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ სისტემასთან ვიდრე ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ სისტემასთან, რომელმაც სრული კრახი განიცადა გასულ საუკუნეში. რაც შეეხება უფასოს. უფასო ამ ქვეყანაზე არაფერი არაა (ერთადერთი გამონაკლისი ყველია სათაგურში), იმ "უფასოს" უკან ვიღაც დგას, ვინც მის საფასურს იხდის. კარგი სისტემაა საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ვინც საშუალოზე მაღლა დგას თავისი ნიჭით და უნარებით, მისთვის წამგებიანია. რადგამ ასეთ კაცს ეკისრება სხვისი სწავლის და დაზღვევის ფულის გადახდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Quote
იმპერიები ბუნებრივად არ ინგევა იმპერიებს ანგრევენ

ასევე დაანგრია ამერიკამ სსრკ და ასევე დაანგრევს ჩინეთს თუ რამე პრობლემებს შექმნის მსოფლიო მაშტაბებით და ამერიკის ინტერესებს გადაეღობება

ვეღარავის ვეღარ დაანგრევს :P

და ვაფშე მოეშვით სხვის ტაკუნებით გაჩმახებას რაააა :D

  irusha said:
და ასეთი ზუსტი ინფორმაცია საიდან? :)

გადავიკითხე თემა და მაინც გიგის ვაძლევ ხმას... :love: ანუ, ბნელი ვარ... :love:

სამაგიეროდ გრძელი ფეხები გაქვს :love:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  Saturn said:
კიდევ გიმეორებ, ის რასაც შენ შვედურ სოციალიზმს ეძახი, გაცილებით უფრო ახლოს ვთქვათ აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ სისტემასთან ვიდრე ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ სისტემასთან,

პოლიტიკური სისტემა სულ სხვა რამეა და ეკონომიკური სისტემა სულ სხვა რამეა

არ არის აუცილებელი დემოკრატია იმისთვის რომ ან კაპიტალიზმა ან სოციალიზმა იარასებობს, ასევე არც დიქტატურაა აუცილებელი. მართველობის სისტემა გეშლება სოციალურ და ეკონომიკურ სისტემაში და ამ დროს უშვებ დიდ შეცდომას.

  Saturn said:
რომელმაც სრული კრახი განიცადა გასულ საუკუნეში.

კი კრახი განიცადა სსრკ-მ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სოციალიზმმა განიცადა კრახი. ჩინეთი, სკანდინავია და იგივე გერმანია ამის მტკიცებულებაა.

  Saturn said:
უფასო ამ ქვეყანაზე არაფერი არაა (ერთადერთი გამონაკლისი ყველია სათაგურში), იმ "უფასოს" უკან ვიღაც დგას, ვინც მის საფასურს იხდის.

მეცოდება შვედები, სათაგურში ცხოვრობენ თურმე :love:

  Saturn said:
იმ "უფასოს" უკან ვიღაც დგას, ვინც მის საფასურს იხდის.

რა თქმა უნდა და ეს არის სახელმწიფო

  Saturn said:
კარგი სისტემაა საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ვინც საშუალოზე მაღლა დგას თავისი ნიჭით და უნარებით, მისთვის წამგებიანია.

საზოგადოებას როდესაც არ გააჩნია ერთი სდტრატეგია იმ დროს ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბთა ფენა იქმნება, ასევე თუ არ იარსებებს ძლიერი სოციალური ურთიერთობები, რომ ვიღაც ერთი არ წააბლატაონ, თუ არ გადაუხდის საზოგადოებას და ხელისუფლებას ფულს ბიზნესმენი, საზოგადოებრივი ბოიკოტი ექნება და არავინ შეიძენს არა მარტო მის საქონელს არამედ არ იმუშავებს მის ფირმაში. ნიჭიერი ხარ, ძალიან კარგი, მაგრამ შენი ნიჭი კეთილი ინებე და საზოგადოებას მოახმარე, რადგან ესდ საზოგადოება შენ გიქმნის იმის შესაძლებლობას რომ შენი ნიჭი გამოამჟღავნო.

FRIDRIX

  FRIDRIX said:
სოციალისტების დროს უფასო ამედიცინო მომსახურება თუ არსებობდა საავადმყოფოში კანალიზაცია ამოდიოდა ასე რომ ეგეთი უფასო მომსახურება არავის არ ჭირდება

სად ერთი? :love: რაღაცეებს ნუ იგონებ ეხლა :love:

  FRIDRIX said:
რომელი სოციალური სამართლიანობა იყო

სოციალური სამართლიანობას რას ეძახი?

  FRIDRIX said:
მოსამართლის შვილი მაღალ პარტიულ თანამდებობაზე რო დაინიშნებოდა მამის დახმარებით და

ღარიბი რუსთაველის შვილი მეტალურგიულ ქარხანაში რო დაიწყებდა მუშაობას და ცხოვრების მანძილზე თითებს რო აჭრიდა მანქანა დანადგარები რო ბრმავდებოდა

და რაა შეიცვალა რომ? დღესაც ამერიკაშI გყავს მდიდარი მამიკო მომავალი გარანტირებული გაქვს, ხარ ზანგი ღარიბთა ფენაში, ძალიან მცირეა იმის შანსი რომ ელემენტარულად განათლება უმაღლესში გააგრძელო.

  Saturn said:
ეგ სოციალური სამართლიანობა იყო კარგი

ზატო სოციალისტურ ქვეყნებში, კლასები ესე არ არსებობდა, ჩვეულებრივი გლეხის ბიჭი შეიძლებოდა გამხდარიყო ცეკას მდივანი და მეტიც, დღეს პრეზიდენტს ან გუბერნატოს ვერ ნახავ საშუალოზე მაღალ ფენას რომ არ განეკუთვნებოდეს. ერთი მითხარი რომელი ჩვეულებრივი დაბალი ფენის წარმომადგენელი იცი შენ ამერიკის პრეზიდენტად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  Nukriko said:
პოლიტიკური სისტემა სულ სხვა რამეა და ეკონომიკური სისტემა სულ სხვა რამეა

ეჰ საბავშვო ბაღია რა. აზრი არ აქვს შენთან კამათს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  Saturn said:
ეჰ საბავშვო ბაღია რა. აზრი არ აქვს შენთან კამათს.

რაში არ მეთანხმები ერთი? :love:

გინდა დიქტატორები ჩამოგითვალო კაპიტალისტური სისტემიდან? :love:

თუ კაპიტალიზმს არ ახასიათებს ავტორიტარიზმი? :love:

ისტორიას გადახედე და გაიგებ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irusha

  irusha said:
გადავიკითხე თემა და მაინც გიგის ვაძლევ ხმას... ანუ, ბნელი ვარ...

ხოდა რატომ? ტემაც ამაზეა///კითხვა, რატომ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

იმიტომ, რომ უკეთეს ვარიანტს ვერ ვხედავ... მაგრამ აქ აზრი არ აქვს, როგორც ჩანს ამის დაწერას... ჯერ ეს ერთი ეგრევე შეურაცხყოფაზე გადადიან... უკეთეს შემთხვევაში ცინიზმზე...

თან საერთოდ, არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიტიკური მრწამსის გამო...

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...