Jump to content
Planeta.Ge

რატომ აღარ მაქვს იმედი


Recommended Posts

ვერ დაგეთანხმები ირაკლი, არ შეიძლება ნოღას ფულის აღება, ისევე არ შეიძლება,როგორც ნაცებისგან ფულის აღება,ერთნაირად

ყარს ორივე და არ მჯერა მე იმ ხალხის ,ვინც ამბობს ფულს სუნი არ ააქვსო. მაგათ ფულს ძალიან ცუდი სუნი უდის.

 

რაციონალურად მოაზროვნე ადამიანდ მიმაჩნიხარ, ისიც მესმის,რომ გრეჩოს გულშემატკივრობ, მაგრამ პოლიტ.რეალობა დღეს ისეთია,

რომ გრეჩოს გარშემო აღარ შედგება გაერთიანება, მაგრამ მას შეუძლია ძალიან პოზიტიური როლის შესრულება, თუ დროულად და მტკიცედ დაუჭერს მხარს ალასანიას,არა კულუარულად , არამედ ღიად და ოფიციალურად.

 

ალასანიამ თავისი დამოუკიდებლობის ხარისხი, ალიანსის სხვა წევრებისაგან, უკვე აჩვენა , როდესაც დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ,როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება, არაადეკვატურ რეაქციას დაეჯახა.

 

ჩემი პროგნოზი ასეთია, თუ ერთობა ალასანიას გარშემო ვერ შედგა, მან შეასძლოა წააგოს. რასაც მოყვება ალასანიას გასვლა ალიანსიდან და დამოუკიდებელი გზით სიარულის გაგრძელება.

ყველაზე ნაკლები დანაკარგებით ამ ბრძოლიდან სწორედ ალასანია გამოვა, დანარჩენები კი ..............................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 89
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ყველაზე ნაკლები დანაკარგებით ამ ბრძოლიდან სწორედ ალასანია გამოვა, დანარჩენები კი ..............................

ეს კი ასეა მარა ...ბრძოლას ვინ იგებს როო?:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

 

ჯერ ერთი არანაირად არ ვგულშემატკივრობ გრეჩიხას, არანაირად.

უბრალოდ ნერვები მეშლება როცა იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის ოპოზიციის წარუმატებლობაში და ყველაზე ნაკლებად აწევს ცოდვები კისერზე, ახოცავენ ხელს.

 

ჩვენს სურვილზე და მორალზე რომ იყოს დამოკიდებული არათუ ყველაფერი, საერთოდ რამე, კი ვიცით მე და შენ როგორ ქვეყანაშიც ვიცხოვრებდით.

 

მე იმის მეშინია და სრული საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ ნოღაიდელის ანუ რუსული ინტერესების ასე გარიყვა უარეს შედეგს მოიტანს. ისეთ შედეგს, რაც 1922 წელს დადგა.

მითი (რომლისაც მეც გულწრფელად მჯეროდა!), რომ დღეს 21-ე საუკუნეა და ასე აშკარა ინტერვენციას რუსეთი ვერ განახორციელებს და რომ ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული ფუნქცია გვაქვს ძია სემი, ნატო და ევროკავშირი შეგვაკვდებიან აგვისტოში არათუ დაიმსხვრა, არამედ აღმოჩნდა, რომ უდაბნოს ხვატისგან გულშეწუხებული ადამიანების მირაჟი იყო. ამას დაუმატე ეხლა 4 ცალი მისტრალის ყიდვა და ამაზე ნატოს გენერალური მდივნის კომენტარი.

 

ცუდი სუნი ასდის იმ ამბებს რაც ბოლო ხანს ხდება რუსეთთან მიმართებაში და ვიცი შენ მაინც არ აზროვნებ ისე, რომ გაჯგიმვა და გულზე მუშტის ბრახუნი დაიწყო, მოვიდნენ და დავხვდებით, ვისაც გეშინიათ გაიქეცით, ჩვენ არ დავუთმობთ ჩვენს მიწასო...

 

ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე და ჩემი შიში ჩემივე ფანტაზიის ნაყოფი იყოს, მაგრამ გამორიცხულია. თქვენ თუ შემთხვევითი გგონიათ ეს მოსკოვური ვოიაჟები და ხელისუფლების გაუგონარი უმოქმედობა ამ ყველაფერზე, თქვენი ნებაა. დარაბებს მიღმა გაზაფხული კი არა დენთის სუნია.

 

P.S. ნოღაიდელის ფულზე არაა ლაპარაკი. ჯობია ფულით მოვიდეს, ვიდრე ტანკით მოიყვანონ. ჩვენს სურვილზე ეგ არაა დამოკიდებული, მითუმეტეს მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების სურვილზე.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მითი (რომლისაც მეც გულწრფელად მჯეროდა!), რომ დღეს 21-ე საუკუნეა და ასე აშკარა ინტერვენციას რუსეთი ვერ განახორციელებს

მოიცა კაცო, ოპოზიციის ვერსია რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, დაგავიწყდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

დიახ ჩვენ დავიწყეთ. ეს ტალიავინის დასკვნაშიც ნათლად წერია.

დავუწყეთ სროლა ოსებს და შემოვიდა ოკუპანტი.

რა, ასე არ იყო?

ასე იყო იმ ინფორმაციის მიხედვითაც რაც მე ვიცი, რაც ტალიავინის დასკვნაში წერია და რასაც თავად ხელისუფლება ავრცელებს. აღარ გვინდა მაგ თემაზე რა. ეგ ის საკითხია, რომელსაც სანამ ცოცხალი ვარ ვერ ვაპატიებ მიშას და ნაციონალებს, მაგათ რო მოვუტყან მე 6 აგვისტო ! არ მეშელება, 6 აგვისტო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

დიახ ჩვენ დავიწყეთ. ეს ტალიავინის დასკვნაშიც ნათლად წერია

დავუწყეთ სროლა ოსებს და შემოვიდა ოკუპანტი.

რა, ასე არ იყო?

არა. სროლა ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაიწყო. ე.წ. "სამშვიდობოები"-ს პოსტიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე იყო განლაგებული მათი საცეცხლე წერტილები. ტალიავინის დასკვნაშიც წერია, რომ კონფლიქტი გაცილებით ადრე დაიწყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

კონფლიქტი კი. ომი არა.

 

და სროლასა და სამხედრო ოპერაციას შორის დიდი განსხვავებაა. მანდ ყოველდღე ეგრე ისროდნენ წლებია უკვე, მარა კასეტური ბომბებით იერიშის მიტანა და მერე ამას მძიმე ტექნიკისა და ქვეითების მთელი ბატალიონების მიყოლება უკვე ომს ნიშნავს მე მგონი. ტალიავინის დასკვნაშიც ზუსტად ეგ წერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტოგში, ნოღაიდელს ბურჯიკაც შეუერთდება. ისე, მეც რომ ვიყო მაგათ ადგილას, ასე ვიფიქრებდი, მაინც ყველა მოღალატეს მეძახის, ყველამ ღლეზე გამიშვა, ამ დროს თითონ უარესს აკეტებენ, ხოდა მაგად დედაც, ერთი ცხოვრება მაქვს, წავალ ჩავეხუტები პუტინს და ამათ მოვუდღნამ დედებს. აბა, ისე ისინი მომიდღნავენ. ხოდა ეძახეთ ახლა მოღალატე. ყოველთვის უნდა დაუტოვო უკან დასახევი გზა, მითუმეტეს, როდესაც თავადაც უარესად გასვრილი ხარ. თორემ ვირთხა, როგორც კი მიხვდება რომ პიზდეცი აქვს, შეტევაზე გადმოდის.

რაც შეეხება რესპებს, 16% მაგათი მაქსიმუმია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

წავალ ჩავეხუტები პუტინს და ამათ მოვუდღნამ დედებს

გათვლაც კი არასწორი აქვთ მაგ უბედურებს. აგერ შენ და აგერ გერმანია, დედა ვისაც მოედღვნება ვნახავთ ყველა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფლიქტი კი. ომი არა.

 

და სროლასა და სამხედრო ოპერაციას შორის დიდი განსხვავებაა. მანდ ყოველდღე ეგრე ისროდნენ წლებია უკვე,

იქაურს თუ იცნობ ვინმეს სატურნ კითხე-სპირტტავაია ვაინას ეძახდნენ მაგ სროლებს რამდენიხანია იქაურები აქეთ -იქიდან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

უბრალოდ ნერვები მეშლება როცა იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის ოპოზიციის წარუმატებლობაში და ყველაზე ნაკლებად აწევს ცოდვები კისერზე, ახოცავენ ხელს.

 

ამაში გეთანხმები, მაგრამ დადგა დრო გრეჩომ არჩევანი გააკეთოს, ბევრი მისი მხარდამჭერი გაურკვევლობაშია, რა უნდა ,რას ელოდება?ეს გაურკვევლობა ქმნის შეგრძნებას,რომ რაღაც ვაჭრობა მიდის, ვისთან და რაზე ესეც მხოლოდ ჭორების დონეზე,

დამეთანხმე შორიდა ძალიან "ნე ტო პონტია", გრეჩო ყოველთვის აწვებოდა "არ მინდა არავითარი თანამდებობა, ესენი მოვიშოროთო"

ეს თუ ესეა,მაშინ რატომ აქამდე არ დაუჭირა მხარი ალასანიას,როგორც ეს სალომემ გააკეთა??

 

და არავითარი "ჭექა-ქუხილის" მე არ მჯერა, გადაღლილია ხალხი, პურის ფულს ეძებს, გარდა მაგისა ყავდა უკვე გრეჩოს 300 000 კაცი იპოდრომზე,2008-ის იანვარში, თუ "ჭექა-ქუხილი" უნდოდა დაეძრა რუსთაველზე, ყველა წამყოლი იყო.

 

მე პირადად ვერავითარ "ჭექა-ქუხილ"-ში ვერავის ვერ წავყვები.არ მჯერა , არც 2003-მჯეროდა, მაშინაც ვიცოდი,რომ კრახით დაამთვრებდნენ.

 

არის კიდევ ერთი გარემოება, ნოღას ოპოზიციურობის მე არ მჯერა, არ არის ეგ ოპო ტიპი.

თუ დაიჭერენ და 10 წელს მიარჭობენ,აი მერე სხვა ამბავია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

 

იმიტომ, რომ მართალია სასაცილო რამეებს ამბობს ხოლმე, მაგრამ ჭკუა ბევრ გამართულად მოსაუბრეზე უკეთ უჭრის და იცის აზრი არა აქვს ეგეთ მხარდაჭერას. ისე, ის ხალხი ვინც დღეს ალასანიას დაუჭირა მხარი, სწორედ მისი მხარდამჭერები იყვნენ და მასთან კონსულტაციების შემდეგ გადადგეს ეგ ნაბიჯი. არ გამოვრიცხავ მალე თვითონაც ეგრე მოიქცეს. თუმცა ამას მისგან ხელის ჩაქნევად მივიღებ მე პირადად.

ძალიან ადვილი მისახვედრი და დასანახია რა მოხდება ხვალ და რა საფრთხე გველის. :)

დარწმუნებული ვარ გრეჩიხაც ზუსტად იმას ხედავს რასაც მე და ამიტომ იბრძვის გამწარებული ერთობისთვის, თორე რომელი დებილი დამარწმუნებს, რომ მაგაზე მეტად ვინმესთვის არის ნოღაიდელი მიუღებელი??? ბევრს დაავიწყდა ეტყობა რა დღეში ჩააგდო უცნობმა თავის საკანში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და არავითარი "ჭექა-ქუხილის" მე არ მჯერა, გადაღლილია ხალხი, პურის ფულს ეძებს, გარდა მაგისა ყავდა უკვე გრეჩოს 300 000 კაცი იპოდრომზე,2008-ის იანვარში, თუ "ჭექა-ქუხილი" უნდოდა დაეძრა რუსთაველზე, ყველა წამყოლი იყო.

 

მე პირადად ვერავითარ "ჭექა-ქუხილ"-ში ვერავის ვერ წავყვები.არ მჯერა , არც 2003-მჯეროდა, მაშინაც ვიცოდი,რომ კრახით დაამთვრებდნენ.

მარტო იპოდრომზე?:)

ერტიდაიგივე წყალში 2-ჯერ ვერ შედიან..3-ჯერ წემბოლეე...პავიდლო-საწებლების ბიზნესს მიხედოს არაა პოლიტიკა მისი საქმე...ისე როგორც პოეზია მისი ძმის( მეჩურჩულება ილიაზე მბურძგლავს უკვე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაავლეთ თვალი :D

 

http://maestro.ge/?address=sakani5&id=203

 

სადღაც 50-ე წუთის მერე არის ძალიან მაგარი :)

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უახლოეს მომავალში ირაკლი ალასანიაც შეხვდება ან პუტინს ან მედვედევს, ამის შემდეგ კი სავარაუდოდ ჰილარი კლინტონს. ეს შეხვედრები ისეთივე ღია იქნება როგორც ბურჯანაძე-ნოღაიდელისა თუ არა ეგ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. წყაროს აქ არ დავასახელებ, მისივე თხოვნით.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...