Jump to content
Planeta.Ge

რატომ აღარ მაქვს იმედი


Recommended Posts

1. თორთლაძე, ედპ, ქდმ

2. ნაციონალური მოძრაობა, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი

3. ლეიბორისტები, კონსრვატორები, დავითაშვილი, ჯონდი, მე თვითონ, მაისაშვილი, კოკო

4. ახლები, მრეწველები

5. რესპუბლიკელები, ალასანია, სალომე

 

ეს ჩამონათვალი სპეციალრად დავნომრე. თუ რა ნიშნით გავაერთიანე სუბიექტები და რომელ სტრიქონში ამას მომდევნო სიაში ჩამოგიწერთ. მერე კი უფრო დაწვრილებით ავხსნი:

 

5. ნორმალურები

4. ცუდები

3. უარესები

2. ##########

1. ##########

 

ზემოთა ნუსხიდან პირველები ამაზრზენ და გულისამრევ პოლიტიკურ მეძავებად მიმაჩნია, რომელთაც არანაირი ღირებულება და პრინციპები არ გააჩნიათ. მე როგორც ვიცი რუსეთში არსებობს ხალხის კატეგორია, ავღანეთში ნაომარი, გაბომჟებული ლოთებისა, რომლებიც სულ რაღაც 500$-ად ნებიმიერ მკვლელობას შეასრულებენ, თუ მაგრად შეევაჭრე და თან "ზაპოიც" აქვს 200$-ადაც გამკეთებლები არიან. ხოდა მათგან ვერაფრით ვანსხვავებ "###########", კაპიკებში გაყიდიან ქვეყანასაც, ოჯახსაც და მეგობრებსაც. რასაც გინდათ, ვის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც გინდათ იმას იტყვიან.

 

მეორენი ამათ იმით სჯობიან, რომ უფრო ძვირად ფასობენ. ესენი პროფესიონალი "ნაიომნიკები" არიან, დიდი "სტავკები" აქვთ და გაცილებით დახვეწილი მეთოდები. თუმცა აქლემის ქურდის და ნემსის ქურდის არ იყოს, ესენიც ამოსაძირკვებად და გადასაშენებლად მიმაჩნია ერის განსაწმენდად.

 

მესამეებს ზედა ორისგან ის განასხვავებს, რომ თავისი ბოდიში და "ზაიობები" აქვთ, რომლებიც გარკვეულწილად პრინციპებად და წესიერებად აღიქმება (ვისგან როგორ და ვისთვის როგორ). თუმცა უბიწონი არ არიან და შიგა და შიგ, თავის სარჩენად, კაცს არ კლავენ, მაგრამ სამაგიეროდ მაზიანზე დედიმისის შეუძლიათ მიირთვან მათლაფიდან.

 

ეს სამნი, ცალკე აღებულნი ან მხოლოდ ერთმანეთთან ბლოკ-ალიანსით ჩემს საარჩევნო ხმას ვერასოდეს მიიღებენ.

 

მეოთხეებს თითქოს ყველაფერი თავის ადგილას აქვთ - პრინციპულობაც არაერთხელ გამოუვლენიათ თავისი საქმით იმ კურსიდან არ გადაუხვევიათ, რასაც სიტყვით ამბობენ, ყიდვიტაც იქით თუ იყიდიან ვინმეს, თორემ მათი ყიდვა ძნელია. ფული და ოქრო საკმარისად აქვთ ნანახი და თვალს არ ჭრით.

სამაგიეროდ მათ კლანური მმართველობის და კორუფციისკენ აქვთ მიდრეკილება. მათ იმიტომ არ დავუჭერ მხარს, რომ ეს იქნება იმ ფილმის ნახვა, რომელიც ნანახი მაქვს და საშინლად არ მომწონდა (შევარდნაძის დროის). მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს ამ სადო-მაზოხისტური ინცესტ-პორნოს ნახვას ანუ სიის პირველი სუბიექტების და თანამედროვე დროის რეჟიმს და მათ მოიწინააღმდეგეთა და "მოწინააღმდეგეთა" ნაწილს ისევ ის ძველი ყელში ამოსული ინდური ფილმები მირჩევნია.

 

აი მეხუთეები არასოდეს გასვრილან (არ გაყიდულან), ყოველთვის პროგრესულად აზროვნებდნენ და ძირითადი პრინციპებისა და იდეებისთვის არ უღალატიათ. თუმცა ძალიან ბევრი შეცდომა ქონდათ, მეტ-ნაკლები სიმძიმეებისა და ამიტომ კარგს ვერ დავარქმევ, მივიჩნევ ნორმალურად და ამიტომ იყო ერთადერთი ძალა, ვისაც არჩევნებში მხარს ვუჭერდი, მაგრამ...

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ტალახიან ციცაბო აღმართზე ასვლას ცდილობენ 0.5 კუბატურის, უკანა გამწევ თვლებიანი და განიერი გაცვეთილსაბურავებიანი ავტომანქანით. არც სხვა მანქანაში გადაჯდნენ, არც გადმობრძანება და ფეხით ასვლა იკადრეს და სიმართლე რომ ითქვას არც მაინცდამაინც ტარება იცოდნენ კარგად. ეხლა საერთოდ ბენზინი უთავდებათ და გარეთ ბნელდება.

 

გადმომიშვით, ფეხით მივდივარ!

 

მთელი ღამე, ტყეში, მანქანაში გათევას მირჩევნია ცოტა დავსველდე, სამაგიეროდ მერე აბაზანა მივიღო, ვივახშმო, მერე კი ლოგინში ჩავწვე, ტელევიზორს ვუყურო და ისე დავიძინო.

Edited by McLaren
რაღაცეები ჩასწორდა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 89
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბოლო ორი წლის განმავლობაში ტალახიან ციცაბო აღმართზე ასვლას ცდილობენ 0.5 კუბატურის, უკანა გამწევ თვლებიანი და განიერი გაცვეთილსაბურავებიანი ავტომანქანით. არც სხვა მანქანაში გადაჯდნენ, არც გადმობრძანება და ფეხით ასვლა იკადრეს და სიმართლე რომ ითქვას არც მაინცდამაინც ტარება იცოდნენ კარგად. ეხლა საერთოდ ბენზინი უთავდებათ და გარეთ ბნელდება.

:P

პირველად რომ ვნახე ირაკლი,შეფასების ნუმერაცია რომ მეხუთედან იწყებოდა ვერ დავინახე და გამიკვირდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. თორთლაძე, ედპ, ქდმ

2. ნაციონალური მოძრაობა, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი

3. ლეიბორისტები, კონსრვატორები, დავითაშვილი, ჯონდი, მე თვითონ, მაისაშვილი, კოკო

4. ახლები, მრეწველები

5. რესპუბლიკელები, ალასანია, სალომე

ყველაფერში გეთანხმები, ჩემო ირაკლი, ოღონდ მრეწველებს მეორე, ხოლო სალომეს მეოთხე კატეგორიაში გადავიყვანდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გინდა ასე თქვი ძმაო, გინდა ისეეე, ნორმალური ადამინისთვის

ალიანსი დღეს არის ყველაზე ჯანსაღი ძალა,

 

კი, გასაგებია, რომ ალასანიამ გაგვაოცა თავისი არათანმიმდევრობით,

მემარჯვენეეებმა და რესპებმა კი უკიდურესად რადიკალური პოზიცია დაიჭირეს ნოღას გრუპიროვკასთან,

 

მაგრამ ვფიქრობ რომ ტანცი მანცის დრო დამთავრდა

და ეს ყბადაღებული ერთობა ყველასთან ტავდიანვე განწირული იყო,

მორჩა, გაერთიანება მხოლოდ ღირებულებების ირგვლივ,

ოპოზიცია გასაწმენდი იყო და ეს პროცესი დაიწყო,

 

 

თუკი ალიანსს ფორუმიც დაემატება საკმაოდ დადებიტ შედეგს მივიღებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული ფორუმი სადაა?

ისტორიის ლაბირინთებში დაბორიალობენ :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

 

ოოო?! :P

 

ფორუმი და გაჩეჩილაძე სუფრასთან გამიგია მე. მაგათ პოლიტიკურ ძალებად არ მივიჩნევ საერთოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, გასაგებია, რომ ალასანიამ გაგვაოცა თავისი არათანმიმდევრობით,

 

ჯერ სად ხართ, გაოცება აწი გელით.

 

დაიცა დარეკოს ბიძია სემმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ფორუმი და გაჩეჩილაძე სუფრასთან გამიგია მე. მაგათ პოლიტიკურ ძალებად არ მივიჩნევ საერთოდ.

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

კარგი იყო, analgin! :)

ოღონდ მრეწველებს მეორე, ხოლო სალომეს მეოთხე კატეგორიაში გადავიყვანდი

ლიც, სალომეს რა შეატყე სამაგისო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მთელი ღამე, ტყეში, მანქანაში გათევას მირჩევნია ცოტა დავსველდე, სამაგიეროდ მერე აბაზანა მივიღო, ვივახშმო, მერე კი ლოგინში ჩავწვე, ტელევიზორს ვუყურო და ისე დავიძინო.

 

მანდ ერთი მომენტია. თუ დიდია იმის ალბათობა რომ ფეხით ვერ მივაღწევ მიზნამდე, მაშინ მანქანაში ღამის გათევა მირჩევნია. :love:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიფო

მანდ ერთი მომენტია. თუ დიდია იმის ალბათობა რომ ფეხით ვერ მივაღწევ მიზნამდე, მაშინ მანქანაში ღამის გათევა მირჩევნია.

:love: :love:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიფო

 

რატომ ვერ მიაღწევ ფეხით? შენი სახლისკენ მიმავალი გზა არ იცი? :nekro:

 

მოდი მაგის მსგავს ალეგორიას მივყვეთ მაშინ:

 

A პუნქტიდან B პუქტისკენ მიემართებიან ჟან კლოდ ვან დამი, ჯეკი ჩანი და ბრიუს ლი :pupuza: :)) :D

ვან დამი ფერარის საჭეს უზის, ჯეკი ჩანი ლენდ როვერის, ბრიუს ლი კი ფეხით მიდის.

ვინ უფრო მალე მიაღწევს B პუნქტს?

თუ გზა კარგად დაგებული ასფალტისაა - ვან დამი;

თუ ტყეში, მთაში ან უდაბნოში გადის - ჯეკი ჩანი;

მაგრამ თუ გზა კლდიდან ჩამოცვენილი ლოდებით, ადიდებული მდინარის მიერ მოგლეჯილი და გამორიყული ხეებით, ღვარცოფისგან მოტანილი ტალახით და ქვა-ღორღითაა ჩახერიგილი ბრიუს ლი ყველას აჯობებს. ასე არაა? :no:

 

ხოდა, ქვეყანაში შექმნილი ამჟამიდნელი სიტუაცია, სხვაზე რომ არ ვიდავოთ დაუსრულებლად, პოლიტიკური მაინც, სწორედ ისეთ გზას წააგავს, რაც ზემოთ ბრიუს ლის გამარჯვებით დასრულებულად მივიჩნიეთ. რესპუბლიკელები და ალიანსი კი გვიმტკიცებენ, რას ამბობ ფერარითი ჯობია წასვლა, 350 აქვს სიჩქარე, ჩვენ გავიმარჯვებთო.

ფერარი (დამოუკიდებელი და არა ერთიანი კანდიდატი) სწორ და გატკიცინებულ გზებზე (ცივილიზებულ, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში გამართულ არჩევნებში) სასიარულოდაა სწრაფი, ძლიერი და ნებისმიერ შეჯიბრში ფავორიტი.

დამეწყრილ რაჭის გზებზე ვერ იქროლებთ ფერარით, ვერც ადიდებული მდინარისგან გზაწართმეულ კოდორში აინავარდებთ ზუგდიდიდან. მერე ქუნემ თბილისშიიი, ჰავლაბრიდან სოლოლაკშიც ვერ მიასწრებთ მაგ თქვენი ფერარით ჩემ მეზობელ ტაქსისტ ლოვასა, რომელიც ყოველ დილას თავის გაზ დვდცატჩეტირეს ტუფლის საწმენდი გუბკით აპრიალებს.

 

რაც არ უნდა ნიჰილზმად ჩამითვალოთ და მაგრად მეკამათოთ, თუ არჩევნები პოლიტიკურ ძალთა ასეთი კონფიგურაციით ჩატარდება ჯერ არნახული გაფარჩაკება ელის ოპოზიციას, მაქსიმუმ 20% აიღოს მათგან საუკეთესომ, სამაგიეროდ ღიღი' აიღებს 60%-ზე მეტს.

 

მერე კარგად მეყოლეთ, კაი ტანგა-ტრუსიკივით ამოიჩრიან ნაციონალები მთელს საქართველოს.

 

...მოგინდებათ და მოგენატრებათ მერე "ჭექა-ქუხილი" :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...მოგინდებათ და მოგენატრებათ მერე "ჭექა-ქუხილი"

 

 

ანუ შენ გრეჩოს ვარიანტი უფრო მოგწონს??

 

ვერავითარ "ჭექა-ქუხილზე" ხალხს ვერ გამოიყვანენ,ეს შეუძლებელია. ნაროდს უნდა "მასვი-მაჭამე", მეტი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია.

 

უგულავას დარჩენა ,სწორედ გრეჩოს ბრალი იქნება, თუ დროზე არ ცნო ალასანია ერთიან ლიდერად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...