Jump to content
Planeta.Ge

ბოლოს რა კერძი დაამზადეთ?


Recommended Posts

asesino_141

არა ვარ საქართველოში

უი მაშინ ხოოო

 

ძალიან კარგი საიტია ეს .... და არა მარტო ამ ხაჭაპურის გამო ......

 

პ.ს. ვურჩევ ყველას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ცოტა ხანს თუ მოიცდი მე დაგიწერ დაწვრილებით რეცეპტს, ოღონდ ეხლა ვერა, სტუმრები მყავსდ ა საღამოს გპირდები რომ მოგწერ :) თუ ვინმე მანამდე დაგიწერს ხო, თუ არადა ჩემი იმედი გქონდეს ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ეხლა მოკლედ:

1) მოზილავ ჩვეულებრივ დროჟიან ცომს, ძალიან სქელი არ უნდა იყოს, არც ძალიან თხელი. საშUალო სისქის.

2) როცა ცომი კარგად გაფუვდება, ერთი-ორჯერ ჩაზილე და დააცადე, რომ ისევ გაფუვდეს.

3) გაყავი ცომი სამ-ოთხ საშუალო ზომის გუნდად, მიეცი ბურთის ფორმა და დადე ცოტა ხანს ფქვილიან დაფაზე, რომ იქაც გაფუვდეს.

4) აიღე ერთი გუნდა და გააბრტყელე ორი სანტიმეტრის სისქეზე, მიეცი ოვალური ფორმა.

5) დაფშვნილ ყველს შეურიე ერთI კვერცხი და ცოტა წყალი, იმისათვის, რომ გამოცხობისას ყველი ხაჭაპურში არ გამაგრდეს. თუმცა ძალიან თხელიც არ უნდა მოგივიდეს.

6)გაბრტყელებულ ცომზე გაანაწილე ყველი ისე, რომ გვერდებზე ორი სანტიმეტრი ცარიელი ადგილი დარჩეს.შემდეგ ეს ადგილები უნდა გადმოაფარო ყველიან ნაწილს და ბოლოები შეკრა. ანუ აჭარული ხაჭაპურის ფორმა უნდა მისცე.

7)ცომზე გადაუსვი ათქვეფილი კვერცხი და შედგი გაზქურაში.

8)როცა შეატყობ, რომ ხაჭაპური მზადააა გამოიღე და სუაგულში ჩაახალე ერთი კვერცხი და სამი წუთით დააბრუნე გაზქურაში.

9) როგორც კი გარეთ გამოიღებ ხაჭაპურს ეგერევე ჩაუდე შუაგულში სასურველი ზომის კარაქის ნაჭერი.

როცა შეგრილდება მიირთვი :))

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ წესით კარგი უნდა გამოგივიდეს.

 

სატურნ შენ რომ მითხარი ბანანის და ქოქოსის ნამცხვის რეცეპტი ის საკონდიტრო ნაწარმის თემაში მიდევს და მერე დრო როცამექინება დაგილინკავ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ კეთდება?

ამ გვერდზე პირველივე სურათიანი პოსტია ეგ ნამცხვარი, ძალიან გემრიელია და ხშირად ვაკეთებ :))

ბანანისა და ქოქოსის ნამცხვარი

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maka

აი ეგ არ ვიცი ზუსტად, ეს ჩვეულებრივი როგორია

რომ ვცადე მესწავლებინა გაჯიუტდი ფქვილს ვერ ვეკარებიო ......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროჟიანი ცომი (ჩვეულებრივიც და არაჩვეულებრივიც :D)

ვიღებ დაახლოებით 500 გრამ ფქვილს და ვყრი ღრმა ჯამში. ცალკე ჭიქაში ვყრი კოვზნახევარ საფუარს, ცოტა მარილს(დანის წვერით რაც ამოვა), ერთ კოვზ შაქარს, ორ კოვზ ზეთს და ნახევარ კოვზ სოდას, ვასხამ ამ ყველაფერს ნახევარ ჭიქაზე ცოტა ნაკლებ თბილ წყალს და თბილს ადგილზე ვდებ ცოტა ხნით< სანამ მასა არ ამოფუვდება. მანამდე ფქვილს შუაში ვაღრმავებ და ვაყრი გემოვნებით მარილს. ანუ თუ მარილიანი ცომი გიყვართ ბევრ მარილს ვუკეთებ და თუ არა ცოტას :D

აფუებულ დროჟიან მასას ვასხამთ ცომის შუაგულში და ვიწყებთ ცომის ზელვას, დროდადრო უნდა დავუმატოთ თბილი წყალი. წყალი უნდა იყოს ისეთი სიმხურვალის, რომ ოდნავ წვავდეს თითს. ძალიან ცხელი წყალის შემთხვევაში საფუარის შემადგენლობა ირღვევა და ცომი არ აფუვდება კარგად. როცა საკმარისი რაოდენობით მივაწვდით წყალს შემდეგ გადავიდეთ ცომში ფქვილის შეზელვაზე. ამისათვის დროდადრო ცომი უნდა ავწიოთ და ჯამის ძირზე მოვაყაროთ ხოლმე ცოტა ფქვილი, თან სულ უნდა ვზილოთ და ვზილოთ. ცომის სისქე უნდა ვაკონტროლოთ, ბევრი ფქვილის შეზელვის შემთხვევაში ცომი ძალიან მაგარი გამოვა. როცა ცომი მივა იმ მდგომარეობამდე, როცა აღარ ეკვრება ჯამიდ კიდეებს ე.ი. მზადაა. ამის შემდეგ დავისველოთ ხელები ზეთში და კიდევ კარგად გადავზილოთ. შევახვიოთ ცომი თბილად და დაველოდოთ აფუებას, წესით ორ საათში მაინც უნდა ამოვიდეს. როცა მაოფუვდება ზეთიანი ხელებით ისევ გადაზილეთ და 15 წუთი დაიცადეთ. ასე გააკეთეთ ორჯერ და უფრო კარგი ცომი გამოგივათ. ხო კიდევ ძალიან კარგია მაცივარში აფუებული ცომი, ანუ როცა მოზილავთ პირდაპირ შედგით მაცივარში. ძალიან ნელა ამოდის ასე , მაგრამ სამაგიეროდ ფუმფულაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

:D აი ამას ქვია ახსნა:D ვცდი ამ დღეებში, ვნახოთ რა გამოვა. ისე ცომზე გამახსენდა კურიოზი და ბარემ აქ დავწერ. უკვე იცით, რომ ცხობასთან მწყრალად ვარ , ჰოდა მეგობარმა მითხრა, იყიდეო პურის ცომი და მოკლედ შეაზილეო ფქვილი.........ხაჭაპურის გამოცხობა მინდოდა მოკლედ. ამიხსნა ყველაფერი. მაგრამ ჰოი საოცრებავ, რო დავდე თაფაზე ხაჭაპური ცომი აშკარად ახლოს მოდის, ანუ იკუმშება და არ ბრტყელდება რა.......დავურეკე მეთქი რა ვქნა არ ჩერდება:D იმან კიდე რა უნდა ქნა და შპილკებით დაამაგრე ტაფაზეო ;) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maka

ცომი საფუარიანი "სფეშელი ფორ იუ"

0.5 ლიტრი თბილზე ოდნავ ცხელი წყალი + 1 სუფრის კოვზი საფუარი + 1 სუფრის კოვზი შაქარი + 2-3 სუფრის კოვზი ზეთი .... გადაურიე ერთმანეთში + 1 ჭიქა ფქვილი .... გამოვა არაჟანივით მასა + 3 ან 4 ჭიქა Fქვილი (აქედან უკვე ხელით უნდა მოზილო) .... უნდა გქონდეს ისეთი სისქის ცომი ქე რომ გიყიდია საცხობში .... დადებ ამას და ამოფუვდება .... გახდება 2 ჯერ ან 3 ჯერ მეტი ...... ჰოდა თუ დრო გაქვს კარგია კიდე ჩაზილო .... თუ არადა პრინციპში ცომი მზადაა ..... ამოიღებ ცომს და დაყოფ გუნდებად ... მე 5 ცალი გამომდის ამ ცომიდან (ტაფის)

..... ნუ აჭარულები არ ვიცი რამდენი

 

ესეც ცომი ....

 

არის კიდე მეორე ვარიანტი .... მთხოვე მოვალ გაგიკეთებ გაჩვენებ გასწავლი ..... ნუ რა ვქნა მეტი???????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ბადრიჯანი ორთაჭლულად :givi:

 

2 ცალი გრძლად დავჭრათ და ცხელ ტაფაზე მოვათავსოთ ზეთთან ერთად.

 

დავჭრათ პამიდორი (2 ცალი), ხახვი და ნიორი - დავაყაროთ.

 

დავასხათ ცოტა წითელი ღვინო

 

და

 

მოვაყაროთ მარილი და წითელი 'პერეცა'

 

კარგად მოითუშოს.

 

მერე დავაყაროთ მწვანილი და (მეგრელებისთვის) დაჭრილი მწვანე წიწაკა.

 

მიირთვით ცხლად.

 

კოპირაითი - ჩემი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...