Jump to content
Planeta.Ge

კონსერვატორთა განცხადება


Recommended Posts

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თავისი ყველა კომპონენტით უკვე მრავალი წელია წარმოადგენს ტრაგიკულ საკითხს. ურთიერთობებში დაგროვილმა უმწვავესმა პრობლემებმა გადაფარა და დაჩრდილა უამრავი პოზიტიური მოვლენა, რაც მანამდე მჭიდროდ აკავშირებდა ჩვენს ერებს: ერთი სარწმუნოება, კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური და ადამიანური ურთიერთობები.

 

განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებმა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო დაპირისპირების შემდეგ. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიის შესახებ დისკუსიას ხშირად ისტერიის სახე უფრო აქვს, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტის მცდელობის. პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს რაციონალური მსჯელობა იმაზე, თუ რა გზით შეიძლება გადაწყდეს ის საკითხები, რამაც ჩვენი ურთიერთობები ასე გაამწვავა:

 

• ერთის მხრივ, საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე - თუ როგორ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ეკონომიკური კავშირები რუსეთთან;

 

• მეორეს მხრივ, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე - გარანტიები, რომ საქართველოს და რეგიონების სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკურმა კურსმა არ შეუქმნას საფრთხეები რუსეთის ინტერესებს და რეგიონულ სტაბილურობას;

 

ვფიქრობთ, აუცილებელია თავი დავაღწიოთ ყოველგვარ აგრესიულ ტონს და დავიწყოთ დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ გადავწყვიტოთ ზ/ა საკითხები, ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ დიალოგში, ჩვენი აზრით ჩართული უნდა იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, დიასპორები და სხვა.

 

არ გვაქვს მოლოდინი, რომ წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები ადვილად და სწრაფად გადაწყდება, თუმცა ღირს დავიწყოთ მსჯელობა მ.შ. იმ საკითხებზეც, რომელზეც დღეისათვის შეიძლება დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოზიციები გაგვაჩნდეს. კეთილი ნების შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ ყოველთვის შეიძლება ურთულეს საკითხებზეც კი მოიძებნოს გონივრული კომპრომისები.

 

პატივისცემით,

 

კონსერვატიული პარტიის

თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური

http://conservatives.ge/?p=7956

რამდენად მიზანშეწონილია ასეთი განცხადებები თქვენი აზრით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენად მიზანშეწონილია ასეთი განცხადებები თქვენი აზრით?

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომენტარი ნახეთ რა

 

რუსეთია ერთადერთი შანსი საქართველოსთვის რომ იარსებოს ქვეყანამ ნატო და სხვა ორგანიზაციები ბოროტი ზღაპრებია. ჩვენი არჩევანია ნეიტრალიტედი და მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გავხდებით ერთმანეთის ღირსეული პარტნიორები. ქართველების და რუსების დამარცხებელი ძალა დედამიწაზე არ არსებობოს ჩვენ მართმადიდებლები ვართ და ერთი ბედი გვაქვს ჩვენ ერთნი ვართ!!!!!

 

:puke:

Edited by Blaugranator
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთია ერთადერთი შანსი საქართველოსთვის რომ იარსებოს ქვეყანამ ნატო და სხვა ორგანიზაციები ბოროტი ზღაპრებია. ჩვენი არჩევანია ნეიტრალიტედი და მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გავხდებით ერთმანეთის ღირსეული პარტნიორები. ქართველების და რუსების დამარცხებელი ძალა დედამიწაზე არ არსებობოს ჩვენ მართმადიდებლები ვართ და ერთი ბედი გვაქვს ჩვენ ერთნი ვართ!!!!!

ტაშფანდუროვის ჯიშის ჰომო სოვიეტიკუსის კომენტარია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოსო ჯაჭვლიანი

 

რუსეთი ჩვენი მეზობელია. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტი ის არის, რომ ნათესავს და მეზობელს ვერ აირჩევ, ამიტომ უნდა ეცადო და საერთო ენა გამონახო მასთან. მაგალითისთვის სვანეთში არსებულ წესს მოვიყვანდი - ისეთი შემთხვევის დროსაც კი, როცა ორი გვარი მტრად იყო გადაკიდებული ერთმანეთს და დასწრებაზე იყო რომელი აჯობებდა სროლაში, ითვალისწინებდნენ განსაკუთრებულ ფაქტებს და მაგალითად, თუ ერთერთი გვარის ოჯახის წევრი გარდაიცვლებოდა, გადამტერებული მეორე გვარი ხალხს აგზავნიდა იმ ოჯახში, რათა დროებით დაევიწყებინათ მტრობა და გასვენებაში მისვლის უფლება მიეცათ. ასეთ მოლაპარაკებებში მორალი იდო.

ისტორიიდან გვახსოვს უამრავი მაგალითი, როდესაც გადამტერებული სახელმწიფოები შესარიგებლად დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამენ. ჩემი აზრით, დღეს აუცილებელია რუსულ-ქართული ურთიერთობის აღდგენა. პირადადაც დიდი ხანია ჩართული ვარ ამ საქმეში.

მდაააა .

http://www.geotimes.ge/uploads_script/news/b87eea5c949f9fc.jpg

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორეს მხრივ, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე - გარანტიები, რომ საქართველოს და რეგიონების სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკურმა კურსმა არ შეუქმნას საფრთხეები რუსეთის ინტერესებს და რეგიონულ სტაბილურობას;

კონსერვებთან მაქ ერთი კითხვა - რა გარანტიები გვაქ რომ რუსეთი შეასრულებს დანაპირებს?

 

რამდენჯერ შეიძლება ერთსა და იგივე "გრაბლებს" დააბიჯო ფეხი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთთან ურთიერთობა რომ აღსადგენია ეს გასაგებია, მაგრამ...... ისედაც გასაგებია და ეს სპეცპარტიული რიტორიკა ძალიან უხერხულია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსებს საუბრის თემა ძალიან მარტივია. მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების სრულად შესრულება, ანუ მათი ჯარების გაყვანა ომამდე პოზიციებზე, ანუ კავკასიონს გაღმა.

ამის შემდეგ შეიძლება სხვა თემებზე საუბარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ იციან თავის რეიტინგი, და ცდილობენ ხალხს თავი არ დაავიწყონ, სერიოზულად ვერ ვუყურებ...

 

მე ლარსი უფრო მადარდებს(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...