Jump to content
Planeta.Ge

პრაიმერის პროექტი შესაძლოა ძალაში დარჩეს


Recommended Posts

პრაიმერის პროექტი შესაძლოა ძალაში დარჩეს

 

01 / 03, 2010 18:34

 

პრაიმერის ინიციატორი პარტიები თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად შესაძლოა, პრაიმერის პროექტს დაუბრუნდნენ.

‘’ინტერპრესნიუსთან’’ საუბრისას ‘’კონსერვატორმა’’ კახა კუკავამ არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოციოლოგიური კვლევის ჩატარების შესახებ პრაიმერის ინიციატორთა ერთობლივ განცხადებას ოპოზიციური პარტიები 7 მარტამდე არ გამოეხმაურებიან, პრაიმერი ისევ ძალაში დარჩება.

‘’ჩვენ პოლიტიკური ძალებისგან ველოდებით წინადადებებს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სოციოლოგიური გამოკითხვა საერთო კანდიდატის შესარჩევად, თუ ისინი 7 მარტამდე არ გამოგვეხმაურებიან, სავარაუდოდ, პრაიმერს დავუბრუნდებით’’, - განაცხადა კუკავამ.

პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმადაც, უარი თქვეს პრაიმერის ჩატარებაზე და დაეთანხმნენ წინადადებას, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენის შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაიმერის ინიციატორები მზად არიან, ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ ნებისმიერი წინადადება განიხილონ დაინტერესებულ მხარესთან 7 მარტის ჩათვლით, ხოლო 7 მარტის შემდეგ სოციოლოგიური გამოკითხვის წესებს დამოუკიდებლად შეიმუშავებენ.

უკვე ცნობილია, რომ სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეობას არ მიიღებს ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ ლიდერი ირაკლი ალასანია.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ლიცემერი: გამოვქლევდიიიიი-თქვენ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს კუკავა მაგარი გამო**** რა. გუბაზას თქმის არ იყოს ამ გაზაფხულზე ამ სამეულს (თუ ოთხეულს) დასამარება ელოდება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრაიმერის პროექტი შესაძლოა ძალაში დარჩეს

 

 

ვაი ამათ პატრონს უბედურს? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: ძიძიგურსა და კობას შორის ჩაატარონ პრაიმერი სამტრედიის რკინიზის სადგურის უფროსის თანამდებობაზე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: ძიძიგურსა და კობას შორის ჩაატარონ პრაიმერი სამტრედიის რკინიზის სადგურის უფროსის თანამდებობაზე.

:bushti: :boli: :D

 

მართლა ვერ ხვდებიან რომ მასხარებს დაესმგავსნენ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: ძიძიგურსა და კობას შორის ჩაატარონ პრაიმერი სამტრედიის რკინიზის სადგურის უფროსის თანამდებობაზე.

ძუკუ

ჩაგეთვალა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა მაგრები არიან, უფრო მაგრები იქნებიან საერთო კანდიდატად ლეკიშვილს თუ დაასახელებენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო მაგრები იქნებიან საერთო კანდიდატად ლეკიშვილს თუ დაასახელებენ.

Jonathan Livingston

ახვარ ბეგაშვილთან პარაში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ძიძიგურსა და კობას შორის ჩაატარონ პრაიმერი სამტრედიის რკინიზის სადგურის უფროსის თანამდებობაზე.

ჯერ ჩაატარონ და მერე არ დავნიშნოთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი: გამოვქლევდიიიიი-თქვენ?

:) შენ მშვენიერ ფორმაში ხარ, კუკავა-ძიძიგურ-დავითაშვილის კი რა მოგახსენო :)

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...