Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილი – პუტინის არ მეშინია


Recommended Posts

Grig

Его в аэропорту Ататюрка встретил помощник губернатора Стамбула Ахмед Айдын

მიშა მალე დამთავრდება, მარგრამ ამოცანა ამ რეჟიმის დასრულებაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი:”კრემლში საქმე გვაქვს ქირურგებთან და ფარმაცევტებთან”

რუსული აგრესიიდან წელიწადნახევრის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ცივი ომის პირობებშია. რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილს დამნაშავედ მიიჩნევს, სააკაშვილი კი რუსეთს - ოკუპანტად. ამ ფონზე, გაზეთი "კომერსანტის" ყოველკვირეული ანალიტიკური გამოცემა "Коммерсант Власть" აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

 

ამბები.ge გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს

 

- რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმთან და პირადად თქვენთან არ სურს საუბარი. გამოდის, რომ 2013 წლამდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება?

- ჯერ ერთი, ვინ უთხრა მათ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მხოლოდ 2013 წლამდე იარსებებს? დიახ, მე აღარ ვიყრი კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი იდეოლოგია საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული არ იქნება. არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვიღაც სხვა. მაგრამ კურსი იგივე დარჩება. მეორეც - საჭიროა იმის გაგება, რომ პიროვნებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს იდეოლოგია უკვე შექმნილია, ეს თაობა უკვე არსებობს და ამას აღარაფერი შეცვლის. ჩვენთან იყო მიტინგები და დემონსტრაციები, მაგრამ ჩემი კურსის პოპულარობა მოსახლეობაში 50%-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა, ეხლა კი 70%-ზე მეტია. ეს ქვეყანა მკვეთრად კონსოლიდირებულია და ჩვენი კურსი ლიბერალური ეკონომიკის, დემოკრატიის და თავისუფალი, ღია საზოგადოებისკენ მხოლოდ განმტკიცდება.

 

- და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები?

- მედვედევმა განაცხადა, რომ ხელს არასოდეს გამოგვიწვდის, ეს ყველაზე უწყინარი რამ არის, რისი თქმაც რუსეთის ხელმძღვანელს შეეძლო. ადრე ჩემი სხეულის ზოგიერთ ნაწილზე რთული ქირურგიული პროცედურებით მემუქრებოდნენ, არ ვიცი ლანცეტით, თუ მის გარეშე. იწყებდნენ ქვემოდან, შემდეგ ვლადიმერ ვლადიმერის ძე ჩემს ჰალსტუხზე საუბრობდა, მერე იმაზე, თუ როგორ მირტყამდა ცხვირზე წკიპურტებს. წკიპურტების ამბავი რომ გავიგე, ამოვისუნთქე, რადგან ცხვირი ნაკლებად მგრძნობიარე ადგილია იმაზე, რომლითაც პუტინმა დაიწყო. კრემლში საქმე გვაქვს არაპროფესიონალ, მაგრამ თამამ ქირურგებთან და ფარმაცევტებთან. არ შეეფერება ასეთ დიდ ქვეყანას ასეთი წვრილმანები.

 

- გეშინიათ პუტინის?

- ღმერთმა დამიფაროს! პუტინის პრობლემა იმაშია, რომ არ იცის იმასთან ურთიერთობა, ვისაც მისი არ ეშინია. მე ვიცი რამდენიმე ევროპელი მოქმედი და გადამდგარი პოლიტიკოსი, რომლებიც მას ფიზიკურად არიდებდნენ თავს.

 

- რაღაც არ შემინიშნავს ამგვარი რამ...

- საქმე იმაში კი არ არის, ვინ ვის როგორ ექცევა. ბოლოს და ბოლოს პოლიტიკა ინტერესებით ყალიბდება და არა პირადი ურთიერთობებით. თუმცა, რაღაც მომენტში პირადმა და ქუჩურმა გარჩევებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს. ავტორიტარული მსოფლიო ყოველთვის უმცირესობაშია და მარცხდება. ეს ჩემი ისტორიული ინსტიქტი და ცოდნაა.

 

-თქვენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთადერთი ლიდერი ხართ, რომელიც რუსეთიდან მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობდა და დასავლეთისკენ ისწრაფვოდა, რატომ?

-მე ბევრჯერ მითქვამს პუტინისთვის, რომ თუ პატივს სცემდა ჩვენს დამოუკიდებლობას, ვერსად ნახავდა ჩვენზე პრორუსულ ქვეყანას, მაგრამ თუ ასეთ პოლიტიკას გააგრძელებდა, დაგვკარგავდა.

 

შესაძლოა, რომ მე ბოლო არა, მაგრამ საქართველოს ბოლოსწინა ლიდერი ვარ, რომელიც კარგად ფლობს რუსულ ენას, მაგრამ შეიძლება ბოლო მათგანი ვარ, ვინც უსასრულობამდე ციტირებს ესენინს, ბროდსკის, პუშკინს ან ვისოცკის. სავსებით შესაძლებელია, ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ ქართველმა ლიდერებმა საერთოდ არ ისაუბრონ რუსულად, ისევე, როგორც ადამკუსი და ილვესი არ საუბრობენ. ნახეთ, რა ხდება ბელორუსიაში. იქ აბიტურიენტების 75%-ზე მეტი უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებს. რუსულმა პოლიტიკამ მათ მშობლიური ფესვების ძებნისკენ უბიძგა. ეს არ არის დაახლოებაზე გათვლილი პოლიტიკა.

სამხედრო ძალით ხალხის გარკვეულ ნაწილს რაღაც ვადით დააშინებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შედეგს არ იძლევა. რუსეთის კულტურის გავლენა უსაზღვრო იყო, მაგრამ როდესაც ჩვენ რუსული თვითმფრინავებით გვბომბავდნენ, ჩემმა დაცვამ მითხრა, ”ნუთუ არ ესმით, რომ თითოეული გასროლის შემდეგ უფრო და უფრო გვკარგავენ".

 

- პრეზიდენტად არჩევისთანავე მთავარ მიზნად ქვეყნის გამთლიანება დაასახელეთ. ოთხი წლისთავზე კი საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სამუდამოდ.

-ამგვარი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს მხოლოდ ზედაპირულად დამკვირვებელს. კრემლში რომ ასე ფიქრობდნენ, საქართველოში მიმდინარე მოვლენები მათთვის სულერთი არ იქნებოდა. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ აფხაზეთი და ოსეთი კოსოვოა, ეს ასე არ არის. სამხრეთ ოსეთში უბრალოდ, მოსახლეობა არ არის, მათ გარეშე კი სახელმწიფო არ არსებობს. შeიძლება ვინმე დაიქირავო, რომელიც თავს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად წარმოგიდგენს და კრემლი წითელ ხალიჩაზე წელიწადში სამჯერ მიიღებს, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა არ არის. ეს არის დანარჩენი საქართველოს პატარა ხეობა, რომელიც რუქაზე უფრო დიდი ჩანს, ვიდრე რეალურადაა.

 

რაც შეეხება აფხაზეთს, ეს არის ”დეპოპულირებული”, ოკუპირებული ტერიტორია და რომც ყოფილიყო იქ სახელმწიფოს შექმნის საერთაშორისო ლეგალიზების რაიმე შანსი, რუსული ოკუპაციის შემდეგ, აღარ არსებობს. იქ, სადაც ოკუპაციაა, არ შეიძლება იყოს სახელმწიფოებრიობა. პრობლემა არა იმაშია, რომ ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ, არამედ იმაში, რომ კრემლი დაკარგავს მას, თუკი არ დაიპყრობს მთელ საქართველოს, რისთვისაც იღწვის კიდეც..

 

- საქართველოსთვის სერბეთის გზა გამორიცხულია? ბელგრადი ხომ შეურიგდა კოსოვოს დაკარგვას და ევროკავშირის წევრობა მოისურვა?

-კოსოვოში მილოშევიჩმა ეთნიკური წმენდა ჩაატარა. ჩვენთან იგივე გააკეთა რუსეთმა, რისი შედეგიც 500 ათასი დევნილია. და თუ ვინმეა კოსოვო, ეს ჩვენ ვართ.

 

-ასეა თუ ისე, რეგიონში ახალი რეალობაა, რომლის შექმნაში თქვენ მიიღეთ მონაწილეობა. რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაწყვეტილია, აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება კი - შეუძლებელი.

- ნებისმიერი ოკუპაცია ადრე თუ გვიან, მთავრდება, განსაკუთრებით, რუსული პრობლემის გათვალისწინებით. ეს რომ იყოს საბჭოთა კავშირი, ჩინეთი ან აშშ, ასეთი ოპტიმისტი არ ვიქნებოდი. თუ ისინი თვლიან, რომ გადაჭრეს ქართული პრობლემა, მაშ რატომ აკეთებენ კვირაში რამდენიმე განცხადებას საქართველოზე? კრემლის მხრიდან ამდენი საუბარი დასტურია იმისა, რომ იქ მშვენივრად ესმით, რა მდგომარეობაშია რუსეთი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ახალი დოქტრინა აკანონებს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას. დღეს კრემლი ღიად აკეთებს იმას, რაზეც თავის დროზე საბჭოთა კავშირი ოცნებობდა, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს.

 

-საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არასოდეს სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. თქვენ საზოგადოებას სთავაზობთ რაღაც სტრატეგიებს ”ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში”. რისი იმედი გაქვთ?

- იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად მივიჩნევ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, საუბარი არ არის ცალკე ქვეყნებზე. საუბარია მათ ოკუპაციაზე სხვა ქვეყნის მიერ. მსოფლიომ ეს ისტორია კარგად იცის და ამიტომ, არანორმალური ჩავესისა და გაჭირვებული ნაურუს გარდა იგი არავინ აღიარა. ნუკარაგუაში პარლამენტმაც კი არ გაუკეთა რატიფიცირება ამ შეთანხმებას. დროდადრო იმასაც ამბობენ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კუბა და ეკვადორი აღიარებენ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნებთან, და ისინი ამბობენ, რომ ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. მათთვის ეს პრინციპის საკითხია. ეს პრინციპი კი უნივერსალურია და იგი ჩვენს გარდა რუსეთსაც ესადაგება.

 

-მაშ რა აზრი აქვს აფხაზებისა და ოსებისთვის თქვენს შეთავაზებებს.

- ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ გამოვიყენებთ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო ძალას. გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ეხლა, როდესაც აფხაზეთში დაინახეს რუსული სამხედრო ძალის იქ ყოფნის შედეგები, არჩევანი ცალსახაა. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ, რომ არ ვართ ეთნიკურად ორიენტირებული ქვეყანა. ეს ნულოვანი ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში. ეს ჩემი იდეოლოგიაა და ჩვენ უნდა დავანახოთ ეს მათ. ადრე თუ გვიან, სიმართლე თავის გზას იპოვნის.

 

- ჰაიდი ტალიავინის მოხსენებაში ნათქვამია, რომ პირველმა ქართულმა მხარემ გაისროლა.

- ტალიავინის ასე არ დაუწერია. მან ასე თქვა. თუ არ წაგიკითხავთ ეს მოხსენება, გირჩევთ წაიკითხოთ. როგორ გგონიათ, რატომ დაივიწყეს რუსეთში ასე მალე ეს მოხსენება? იმიტომ რომ მოხსენებაში ერთი სიტყვა არ წერია იმაზე, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.

 

- მოსკოვი და თბილისი თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ ამ მოსხენებას.

- მე კარგად მახსოვს 2008 წლის 8 აგვისტო. რუსეთის მიერ საქართველოში მშვიდობის ძალით დამყარების ოპერაციის დაწყებამდე მე დავურეკე თქვენს ერთ-ერთ მაღალჩინოსან თანამემამულეს, რომელიც ეხლაც მთავრობაში მუშაობს. მაშინ მან მკითხა : ”არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსები ჩვენ ყველაფერს გვაბარებენ?”. დღემდე ვფიქრობ, რას ნიშნავდა ეს ფრაზა.

 

არ ვიცი, მე ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია. დილით მივხვდით, რომ რუსული კოლონები შემოდიან და პირველივე მცდელობისას, თავიდან აგვეცილებინა ეს, მოსკოვიდან სასწრაფოდ გაისმა შეტყობინება, რომ რუსეთი საქართველოზე სრულმასშტაბიან თავდასხმას იწყებს. ასე რომ, დილით მხოლოდ არაინფორმირებულ ადამიანს თუ გაუჩნდებოდა იმის შეგრძნება, რომ რაღაცას გვაბარებენ. ჩემი ყველა განცხადების ადრესატი რუსეთი იყო და არა სეპარატისტები. ჩვენ რომ წინააღმდეგობა არ გაგვეწია, დაიწყებოდა ეთნიკური წმენდა, რაც ასევე ჩვენ დაგვბრალდებოდა.

 

- ეხლა, წელიწადნახევრის შემდეგ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს გარდაუვალი იყო?

- შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება საერთაშორისო თანამეგობრობას რომ 2006 წლის მსგავსად, პუტინი გაეჩერებინა.

 

- თქვენ რა გააკეთეთ ომის თავიდან ასაცილებლად?

- პრაქტიკულად ყველაფერი. თუმცა, შეიძლება არც კი იყო ასე. 2006 წელს, როდესაც პუტინი კინაღამ დაგვესხა თავს, იგი ფინეთის სამიტზე ევროკავშირის და ამერიკის მკვეთრმა პოზიციამ შეაჩერა. 2008 წელს კი, ნატო-ს სამიტზე, შემდეგ კი სოჭში ბუშთან შეხვედრამ მას არასწორი სიგნალები გაუგზავნა. ყოველ შემთხვევაში, მან ეს ასე მიიღო. სოჭის შემდეგ მან ჩათვალა, რომ ხელს არავინ შეუშლის და 80%-ით მართალი აღმოჩნდა.

 

- და არასოდეს გიფიქრიათ იმაზე, რომ 8 აგვისტოს ბრძანება რომ შეგეცვალათ, ომი არ იქნებოდა?

- მე არ ვთვლი ასე. იმ დროისთვის ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი უკვე დაღუპული იყო ჩვენს კონტროლს დაქვემდებარებულ სოფლებში. თავდაცვის მინისტრი მეხვეწებოდა, რომ ცეცხლი გამეხსნა და დაჭრილების ევაკუაცია დაგვეწყო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ცეცხლს არ გავხსნიდით მაშინაც კი, თუ ყველა დაჭრილი დაიღუპებოდა. ხალხი ევაკუაციისთვის გზის გახსნას ითხოვდა, ამისთვის კი გასასვლელის გაწმენდა იყო საჭირო. სინამდვილეში ჩვენ დავაგვიანეთ როკის გვირაბთან, რომლითაც გვიტევდნენ. ერთადერთი, რაშიც თავს ვიდანაშაულებ არის ის, რომ ვაგვიანებდით, მაგრამ შეგნებულად ვაგვიანებდით იმის იმედით, რომ მსოფლიო დაინახავდა, რა ხდებოდა, მაგრამ ამისთვის არავის ეცალა.

 

ამ ომმა საქართველო ძალიან დახია უკან. ამაში ეჭვი არ მეპარება. კარგი იყო ყველაფერი თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენ არ ვაკეთებდით არჩევანს ამ თამაშში. ტანგოს ორი ცეკვავს და არა ერთი.

 

- თქვენი მტკიცებით, დასავლეთი მხარს გიჭერთ. მე შევედი თქვენს ვებგვერდზე და ვნახე, ვის შეხვდით ბოლო პერიოდში. ლონდონში ვიზიტის დროს თქვენ შეხვედრა გქონდათ საგარეო უწყების ხელმძღვანელთან და არა პრემიერთან.

- ლონდონში ვიზიტი საინვესტიციო ხასიათის იყო. ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი და არა მხოლოდ ბალტიისპირეთში, როგორც ამას რუსეთში ამბობენ. ოფიციალური ვიზიტები მქონდა სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში იყო საქართველოში და ისე დაგვიჭირა მხარი, თავის დროზე ბუშს არ გაუკეთებია ეს. მე მაგიდაზე მიდევს ობამას მიწვევა ვაშინგტონში, მაგრამ საქართველო ეხლა ეკონომიკური დიპლომატიით არის დაკავებული. მე ბევრს დავდივარ ყატარში, ქუვეითსა და ემირატებში. ჩვენ ბევრი ახალი მეგობარი შევიძინეთ. რაც შეეხება ლონდონს, იქ ვანკუვერის ოლიმპიადიდან დაბრუნებისას შევიარე.

 

 

-უკრაინა და საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციის ყველაზე წარმატებული პროექტები იყო. შემდეგ საქართველო ომში ჩაება, იუშჩენკომ კი უკრაინაში წააგო. რა მოსდის მოწინავე დემოკრატიებს?

- უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებაცაა. რაც შეეხება საქართველოს, მისი წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად რუსეთის შემოჭრისა, ქვეყანა მაინც არსებობს და ვითარდება. ჩვენ მსფლიოში კორუფციასთან პირველი მებრძოლები ვართ, საინვესტიციო კლიმატით მე-11 ადგილი გვიკავია და დიდი ხანია, პოსტსაბჭოთა ლიგაში არ ვთამაშობთ. ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიო ეკონომიკის უმაღეს ლიგაში ანგლოსაქსონურ ქვეყნებთან ერთად. ის, რაც საქართველომ ეკონომიკური რეფორმების კუთხით გააკეთა, უნიკალურია. პუტინი საქართველოში 2006 წელს რომ შემოჭრილიყო, უფრო წარმატებული იქნებოდა, 2008-ში კი მას ცოტა დააგვიანდა.

 

-ინტერვიუს დასაწყისში თქვენ თქვით, 2013 წლის შემდეგ არ აპირებთ სიკვდილს, როგორც პოლიტიკოსი. რას გააკეთებთ? საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად აქცევთ?

- ბოლო, რის გაკეთებასაც ვაპირებ, კონსტიტუციას მოვირგებ. მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა იყოს ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება. გარდა ამისა, ყოველ ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია საკუთარი რესურსი. როგორც ქვეყნის ლიდერი, 2013 წელს მე ჩემს რესურსს მეტნაკლებად ამოვწურავ. არ გამოვრიცხავ, რამდენიმე წლის მერე მოხდეს აღდგენა. ამასთან, მიმაჩნია, რომ მმართველობის განსაზღვრული ვადების არსებობა მართებულია. არ მგონია, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდეს. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. გატარებული რეფორმები ხელისუფლების გარკვეულ კონცენტრაციას მოითხოვს, რათა რომელიმე მცირე ჯგუფმა არ დაბლოკოს სერიოზული რეფორმები. მაგრამ ნებისმიერი ხელისუფლება გაწონასწორებული უნდა იყოს თავისუფალი პრესით და სხვა ინსტიტუტებით. უამისოდ თავისუფალი ქვეყანა ვერ იარსებებს.

 

 

მომზადებულია "Коммерсант Власть"-ის მიხედვით

01-03-2010

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

Его в аэропорту Ататюрка встретил помощник губернатора Стамбула Ахмед Айдын, пишет CNN Turk.

:viciousgirl : ვის დახვდაოოოო?

 

მისა იმ დონემდე დავიდა , რომ ღუბერნატორის თანაშემწე ხვდება უკვე?

 

გავაფრინე! :pupuza:

ვაი! საცოდავო საქართველო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვის დახვდაოოოო?

kisa

მიშას დახვდა ულვაშებიანი თურქი კრიალოსანით ხელში, ჩემო კისულია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s60.radikal.ru/i169/1003/b6/5203ab1097ce.jpg

აი ესეთი სურათი ახლავს ტან ამ სტატიას დედანში

 

განცვიფრებული ვარ ამ ადამიანის უსინდისობით და უტიფრობით - უნამუსოდ იტყუება და ყველა გარშემომყოფი ბრიყვი ჰგონია!

 

http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1327192

 

ლ ი ც ი

მიშას დახვდა ულვაშებიანი თურქი კრიალოსანით ხელში, ჩემო კისულია D.gif

ამ ფორმაში თუ ცავიდე კი დახვდებოდა "ეგეთი" თურქი, ჩემო ლ ი ც ი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...