Jump to content
Planeta.Ge

პრაიმერი აღარ გაიმართება


Recommended Posts

ნ-გაიდელი თუკი ივლის კარდა-კარ ან ტელეფონებზე დარეკავს

აუ! მოვიდეს რა!!

კაი დღე დაადგება! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ! მოვიდეს რა!!

კაი დღე დაადგება! :D

ხარიზმატიჩნია და მანდილოსნებს უეცრად ხიბლავს

ხოლო მამაკაცებში აღძრავს პაჩწენიეს და ჯარისკაცულ მორჩილებას.

 

როგორც მამრაძე იტყვის ნოღაიდელზე-მისი სიტყვა ბეჭედიაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდაა...

ვისაც რა გინდათ თქვით, მაგრამ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ცხოვრებაში პირველად ამაღლდნენ ჩემს თვალში. არ ვიცი ამ ნაბიჯს ღირსების, ჭკუის თუ ვაჟკაცობის გამოვლინებად ჩავთვლით, მაგრამ რაც არის აშკარად რესპებზე და ახლებზე მეტი აღმოაჩნდათ.

ჩემგან მხოლოდ მადლობას იმსახურებენ, რომ ვიღაც-ვიღაცეებივით უშნოდ არ იბრიქებიან და იაზვობენ და შეურაცხყოფა-ბრალდბებიც (მათ შორის უსამართლოებიც) ჩაყლაპეს და ისევ თვითონ გადმოდგეს ნაბიჯი ერთიანობისკენ. გვერდზე თემაში წერია სოციოლოგიურ გამოკითხვაზეც უარს ამბობს ალიანსიო.

ეს თუ მართლა ასეა, არც ამ და არც აღარცერთ არჩევნებში ჩემ ხმას ვერ ეღირსებიან!!!

უსინდისო ღორები ყოფილან, საკუთარ ინიციატივაზეც კი უარს ამბობენ, ოღონდ არავის არაფერი გაუნაწილონ. დედა ეტირებათ ეგრე და მომავალი არ აქვთ! სულ ესენი როგორ უნდა ანგრევდნენ ერთობას? ძალიან გამაღიზიანებელია უკვე რა. პატივსაც აღარ ვცემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კობა და ძიძიგური თამაშ გარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,

ლევანამაც იფიქრა ეგებ რამე ხეირი ვნახოო

+ნოღაიდელს თაივისი პოლიტ გვამის გაპრავება სურდა,

ალასანიამ იფიქრა ეგებ ეს ხალხი საერთო საქმის სასიკეთოდ გამოვიყენოო,

რესპებს და მემარჯვენეების კი სჯეროდათ რომ ზემო ჩამოთვლილი ხალხისგან ხეირი არ იქნებოდა

 

სულ ეს იყო

 

 

100%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრაიმერი აღარ გაიმართება

 

 

გვეკაიფებიან ლიც? ამ განყოფილებაში ყველაზე მაგარი თემა,ჭადრაკზეა. :privet:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვეკაიფებიან ლიც? ამ განყოფილებაში ყველაზე მაგარი თემა,ჭადრაკზეა.

კი ბატონო, კარგი თემაა, მაგრამ სამწუხაროდ არა ყველაზე აქტუალური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მდაა...

ვისაც რა გინდათ თქვით, მაგრამ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ცხოვრებაში პირველად ამაღლდნენ ჩემს თვალში. არ ვიცი ამ ნაბიჯს ღირსების, ჭკუის თუ ვაჟკაცობის გამოვლინებად ჩავთვლით, მაგრამ რაც არის აშკარად რესპებზე და ახლებზე მეტი აღმოაჩნდათ.

ჩემგან მხოლოდ მადლობას იმსახურებენ, რომ ვიღაც-ვიღაცეებივით უშნოდ არ იბრიქებიან და იაზვობენ და შეურაცხყოფა-ბრალდბებიც (მათ შორის უსამართლოებიც) ჩაყლაპეს და ისევ თვითონ გადმოდგეს ნაბიჯი ერთიანობისკენ. გვერდზე თემაში წერია სოციოლოგიურ გამოკითხვაზეც უარს ამბობს ალიანსიო.

ეს თუ მართლა ასეა, არც ამ და არც აღარცერთ არჩევნებში ჩემ ხმას ვერ ეღირსებიან!!!

უსინდისო ღორები ყოფილან, საკუთარ ინიციატივაზეც კი უარს ამბობენ, ოღონდ არავის არაფერი გაუნაწილონ. დედა ეტირებათ ეგრე და მომავალი არ აქვთ! სულ ესენი როგორ უნდა ანგრევდნენ ერთობას? ძალიან გამაღიზიანებელია უკვე რა. პატივსაც აღარ ვცემ.

 

+1

 

სამწუხაროდ, მეც მაგ აზრზე ვარ.

 

ამათ მიშას ალტერნატივად ყოფნა არ უნდათ, კმაყოფილები არიან ამჟამინდელი სტატუსით. ალასანიას კი არა მარტო მერობის, შორეული პრეზიდენტობის შანსებიც უმცირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

მალხაზ, ჩემი აზრით თქვენი გაზეთის დღევანდელ ნომერში სათაურში გამოტანილი რამაზ საყვარელიძის ფრაზა, რბილად რომ ვთქვათ ძალიან არაკორქტული იყო.

თურმე გრეჩიხას იმაზე მეტი მეგობარი ყავს, ვიდრე რესპუბლიკურ პარტიას მხარდამჭერები.

რა გრეჩოს 80 000 მეგობარი ყავს? ამდენი ხმა მიივიღეთ წინა არჩევნებზე.

მესმის რომ ეს საყვარელიძის სიტყვებია, მაგრამ ამის ორ გვერდზე სათაურში გამოტანა მე მგონია თქვენი შემოქმედებაა.იმედია ვცდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მესმის რომ ეს საყვარელიძის სიტყვებია, მაგრამ ამის ორ გვერდზე სათაურში გამოტანა მე მგონია თქვენი შემოქმედებაა.იმედია ვცდები.

 

ნამდვილად ცდებით, ბ-ნო მიშა. ახლა წავიკითხე მარტო, თქვენი პოსტის შემდეგ. იქნებ სჯობდა, ასეთ საკითხზე თავიდან პიემში მოგეწერათ.

 

ჩემ 'შემოქმედებას' ხვალ იხილავთ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ნამდვილად ცდებით, ბ-ნო მიშა. ახლა წავიკითხე მარტო

მაშინ უკაცრავად, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბოლოოდ ალასანიამ ოპოზიციას “კუკლა გაუკეთა” - პრაიმერისტები ნოღაიდელის დაფინანსების გარეშეც დარჩნენ?

 

“ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ძველ პოზიციებს დაუბრუნდა და მერობისთვის ბრძოლას კვლავ “ალიანსთან” ერთად აპირებს. მათ კი, ვისაც სურვილი აქვს მისი კანდიდატურის მხარდაჭერის, ყოველგვარი გამოკითხვებისა და პრაიმერის გარეშე თავის გუნდში ეპატიჟება. პრაიმერის მომხრეები, კი რომლებიც დათანხმდნენ “ალიანსის” იდეას - ლიდერი სოციოლოგიური გამოკითხვის გზით შეერჩიათ, ასევე ძველ გზას უბრუნდებიან და პრაიმერი კვლავ შედგება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ჭექა-ქუხილამდელი” სტატუს კვო აღდგა / ალასანია “ალიანსს” დაუბრუნდა, პრაიმერისტები ისევ პრაიმერზე ფიქრობენ.

“განხეთქილების მიზეზი კი კვლავ ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელია. “ალიანსში” აცხადებენ, რომ ეს იყო ხაფანგი, რომელიც მათ ლიდერს დაუგეს და მიზანი “ალიანსის” დისკრედიტაცია იყო. ამ საქმეში მთავარი “ეჭვმიტანილი” ნოღაიდელია. “ალიანსის” წევრები ახლა ამაყად აცხადებენ, რომ მათი ლიდერი ამ ხაფანში არ გაება და დაინახა, რომ ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელსაც პრაიმერი სურდა, ეს უბრალოდ ხრიკი იყო ალასანიას გასაბრიყვებლად და არა პრინციპული პოზიცია. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პრაიმერს ემხრობა, ალასანიას მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ კანდიდატურას არჩევნებზე აუცილებლად წარადგენენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროცესები კი ასე განვითარდა - ალასანიას მიერ კვირას გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ის პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა გუშინ საგანგებო განცხადება გააკეთეს, უარი განაცხადას პრაიმერის ჩატარებაზე და დაეთანხმნენ წინადადებას, რომელიც მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენას ეხებოდა. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ახალმა მემარჯვენეებმა თავიანთ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირაკლი ალასანია ძველ პოზიციებს უბრუნდება და წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, პრაიმერის ყოფილი მომხრეები სერიოზულად შეშფოთდნენ. “ახლების” განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ალასანია კვლავ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერად რჩება და თბილისის მერის არჩევნებში კვლავ “ალიანსის” კანდიდატი იქნება”, დასძენს გამოცემა.

“ალიანსი საქართველოსთვის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას უღებს კარს, ვინც ყოფილ პრემიერს, ზურაბ ნოღაიდელს გაემიჯნება. ირაკლი ალასანიამ ერთობისკენ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი, თუმცა დარწმუნდა, რომ ნოღაიდელი და პოლიტიკური ჭექა-ქუხილის იდეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გაახმოვანა, ერთობას ვერ შექმნის. ალასანიას ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი ნოღაიდელს და აჯანყების იდეას არ გულისხმობდა”, - ნათქვამია “ახლების” განცხადება. აქვე აღნიშნულია, რომ ალასანია არც პრაიმერში და არც სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს. პრაიმერის მომხრე პარტიები კი ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგად წუხილს გამოთქვამენ ალასანიას ნაბიჯის გამო. კობა დავითაშვილი ალასანიას ბოლოდროინდელ ქმედებებს “სამწუხაროს” უწოდებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბოლო 10 დღის განმავლობაში ირაკლი ალასანიას მცდელობა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ნოღაიდელის გარეშე მიემხრო, უშედეგოდ დასრულდა. ის პარტიები ნოღაიდელთან დარჩნენ,” - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, აპრილის შუა რიცხვებში ერთიანი კანდიდატის გამოვლენა დაგვიანებულია, არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი, უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი და ეს გონივრული მიდგომა არ არის. ლიდერი კი გამოკვეთილია - “ალიანსის” კანდიდატი ირაკლი ალასანია. “საქართველოს გზაში” “ალიანსის” გაცხადებას მიესალმებიან და ასევე მიიჩნევენ, რომ უკვე დიდი ხანია გამოვლენილია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ალასანია, რომელსაც პირველი დღიდანვე უჭერენ მხარს. სალომე ზურაბიშვილს პარტიაში ეთანხმებიან “ალიანსის” დებულებებს პრაიმერზე უარისა და ყოფილ პრემიერ ზურაბ ნოღაიდელთან გამიჯვნის თაობაზე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ირაკლი ალასანიას პოლიტიკური მიმოქცევა ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა - ნოღაიდელის ნაწილი გაწითლდა. წითელი ფერი გუშინ ერთმა განცხადებამაც გაგვახსენა: “ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან” - ლენინის ნაღვაწის პლაგიატური ახსნა მოუძებნა ალასანიას “ალიანსში” დაბრუნებას “ხალხის პარტიის” მეთაურმა კობა დავითაშვილმა. დავითაშვილთან ერთად, მისი სხვა ამხანაგებიც დარჩნენ ნაწყენნი”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “ჭექა-ბუხილის” პოლიტგაერთიანება ვერ შედგა.

“გუშინდელმა დღემ გაარკვია, რომ ნოღაიდელის ფინანსებიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა აშკარად ნირწამხდარმა ნოღაიდელმა: მე არჩევნებში არ ვმონაწილეობ და რატომ დავაფინანსებ წინასაარჩევნო ღონისძიებებსო. თუ გუწინწინ იმედგაცრუებული ჩანდნენ ალიანსელები, ახლა გაწბილებას ვერ ფარავდნენ “ჭადრაკის სასახლელები”. ალიანსის “ალიანსში” დაბრუნებისთვის გადამწყვეტი როლი საზოგადოებამ შეასრულა. სწორედ საზოგადოებამ დაიცვა მთავარი ღირებულება. თუმცა, არს “რესპუბლიკელებსა” და მემარჯვენეებს” უნდა დაუკარგოს კაცმა ღვაწლი - მატი მტკიცე პოზიცია და ბოლომდე ერთგულება ფორმულისა “ყველა მინუს ერთი” თავისი მნიშვნელობის მატარებელი იყო”, მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“ალასაინამ კი, თავისი მერყეობით, საკუთარ თავთს დიდად ავნო - ახლო მომავალში მისი პოლიტიკური იმიჯის გამოსწორებას დიდი ჯაფა დასჭირდება. ამ სამდღიანი ოპოზიციური ოდისეის მთავარი შედეგი კი ისაა, რომ “ჭექა-ქუხილის” პოლიტგაერთიანება ვერ შედგა. კრემლს კი ცივი წყლის დალევა მოუწევს - ქართულ საზოგადოებაში მას დასაყარდენი არ აქვს”, - ასკვნის სტატიის ავტორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...