ლ ი ც ი Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ირაკლი ალასანია "ალიანსში" ბრუნდება. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თბილისის მერის არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება. მისივე თქმით, პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. "ალიანსი აგრძელებს ერთობლივ გზას არჩევნებისთვის. პრაიმერში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერებსა და მე ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, რაც მოლაპარაკებების დროსაც დავაფიქსირეთ, თუმცა "კონსერვატორებთანაც" და სხვა პარტიებთანაც, რომლებსაც წარდგენილი ჰყავთ არჩევნებში თავიანთი კანდიდატურები, ღია კარის პოლიტიკას გავაგრძელებთ", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ირაკლი ალასანია თანაალიანსელ პარტიებს გაემიჯნა და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონსულტაციებში "ახლებისა" და "რესპუბლიკელებისთვის" მიუღებელ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ჩაერთო.http://ghn.ge/news-9285.html ლიცემერი: საღოლ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლის სოზარ სუბარის შეფასებით, ირაკლი ალასანიას მცდელობა, შეექმნა დიდი ოპოზიციური გაერთიანება უშედეგოდ დასრულდა. "ირაკლი ალასანიას მცდელობას, მოეხდინა ოპოზიციის უფრო დიდი გაერთიანება, შედეგი არ მოჰყვა, რადგან გარკვეუმა ძალებმა ვერ მოახერხეს გამიჯვნოდნენ ჩვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას - ზურაბ ნოღაიდელს", - აცხადებს სოზარ სუბარი ირაკლი ალასანიას "ალიანსში" დაბრუნებაზე კომენტირებისას. მისივე განმარტებით, "ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერის არჩევნებში "ერთიანი გუნდით" წარსდგება და მზადაა აწარმოოს დიალოგი ყველასთან, "ვისაც სურს ამ გუნდს შეუერთდეს".სოზარ სუბარი: ირაკლი ალასანიას მცდელობა, შეექმნა დიდი ოპოზიციური გაერთიანება უშედეგოდ დასრულდა შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია "ალიანსში" ბრუნდება. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თბილისის მერის არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება. მისივე თქმით, პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. როგორც ცნობილია, გასულ კვირას ირაკლი ალასანია თანაალიანსელ პარტიებს გაემიჯნა და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონსულტაციებში "ახლებისა" და "რესპუბლიკელებისთვის" მიუღებელ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ჩაერთო.http://ghn.ge/news-9286.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 დაუბრუნდა ცივილიზაციას ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 საბავშვო გამოცანა გამახსენდა მარტო ...მიდის მოდის ადგილზე დგას პასუხი: ალასანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ირაკლი ალასანია პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, - ამის შესახებ მან გუშინ საღამოს, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. შესაბამისად, არ დავესწრები იმ შეკრებას, რომელსაც პრაიმერის ჯგუფი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართავს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. ოპოზიციის პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეიკრიბებიან და არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა ლადო ბოჟაძემ განუცხადა, დღეს ცნობილი გახდება პრაიმერის ჩატარებისას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის ახალი წესის შესახებ, რაც შეეხება კანდიდატებს რეგიონებში, მათი შერჩევის წესები პრაიმერის დებულებაში უცვლელი დარჩება. პრაიმერის ინიციატორთა შეხვედრა ‘’თბილისი მარიოტში’’ დღეს, 11:00 საათისთვის იგეგმება.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 საბავშვო გამოცანა გამახსენდა მარტო ...მიდის მოდის ადგილზე დგასპასუხი: ალასანიაბოვშია ჯერედ, გეიზრდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 (edited) “ქართული აკადემია” ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს "ქართული აკადემია” მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასთან საზოგადოების შეხვედრის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.აღნიშნულ საკითხზე “ქართული აკადემიის” წევრები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ.როგორც “ინტერპრესნიუსს” ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, დღესვე გაახმოვანებენ “ქართული აკადემიის” პოზიციას უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.რაც შეეხება ალასანიასთან შეხვედრას, ქანთარიას განცხადებით, საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ამ კითხვებს ირაკლი ალასანიამ პასუხები უნდა გასცეს.საზოგადოებასთან შეხვედრას ალასანიას “ქართული აკადემიის” წევრები დღეს შესთავაზებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ალასანიას პასუხი დადებითი იქნებაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ირაკლი ალასანია "ალიანსში" ბრუნდება.პირველი შემთხვევაა, როდესაც კომენტარის გაკეთება მიჭირს... Edited March 1, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 კაცს თავისი ბედი ვერ გაურკვევია, დახტის წინ და უკან, სადაც ჰგონია, რომ ბულკებს აჭმევენ, საქართველოს ბედი როგორ უნდა ანდო?მესია მისგან არ გამოვიდა, ახალგაზრდაა ძალიან. მაგას სჯობდა უსუფაშვილს თვითონ ეყარა კენჭი, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი მაინცაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ბოვშია ჯერედ, გეიზრდებამაგაშია უბედურება ეს ქვეყანა ზოგისთვის სადორბლე წინსაფარი რომაა , ზოგისთვის პამპერსი და ზოგისთვის ღAმის ქოთანი ან პაგრიმუშკა!ამოვიდნენ ყელში ყველა ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 კაცს თავისი ბედი ვერ გაურკვევია, დახტის წინ და უკან, სადაც ჰგონია, რომ ბულკებს აჭმევენ, საქართველოს ბედი როგორ უნდა ანდო?მესია მისგან არ გამოვიდა, ახალგაზრდაა ძალიან. მაგას სჯობდა უსუფაშვილს თვითონ ეყარა კენჭი, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი მაინცაა.რესპებს არა ჰყავთ ბევრი ამომრჩეველი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 რესპებს არა ჰყავთ ბევრი ამომრჩეველიგეთანხმებით.საპარლამენტოზე 3.8% ავიღეთ, ნაცებს რომ თავისთვის არ მოემატებინათ მამენტ ხუთსაც გამოვკრავდით ხელს. ეგაა და ეგ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 (edited) "მათ პიროვნულად ვძულვარ"ნოღაიდელის მონაწილეობით ოპოზიციის გაერთიანების მცდელობად მონათლული უცნაური მანევრის ავტორად ლევან გაჩეჩილაძე დასახელდა. შესაბამისად, მას დაჰბრალდა ალასანიას შეცდომაში შეყვანა და "ჭაობში ჩათრევა". ამიტომაც ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნის შესახებ "მთავარ დამნაშავეს" ლევან გაჩეჩილაძეს ვესაუბრეთ: - პოლიტიკაში თერთმეტწლიანი საქმიანობის შედეგად არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების გამოცდილება დამიგროვდა. ყველა ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ ის პარტიებიც, რომელთა ლანძღვის ობიექტიც დღეს სრულიად უსაფუძვლოდ გავხდი. ეს პარტიები ვერც ჩემზე მეტი გამოცდილებით დაიკვეხნიან და არც ჩემზე დიდი შედეგები ჰქონიათ არჩევნებზე. ვილანძღები იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას შევთავაზე არა სახელდობრ "ალიანსის", არამედ ეროვნული ლიდერი გამხდარიყო. ამის მიღწევა კი მხოლოდ ოპოზიციის ერთობით შეიძლება. ირაკლის ეს ნაბიჯი სულაც არ ნიშნავს "ალიანსიდან" მის წასვლას. თუ "ალიანსის" ზოგიერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ალასანია ხელიდან გაუსხლტათ, ეს ნიშნავს, რომ გამოჭერილი ჰყოლიათ. თუ კაცს გამოუცდელს უწოდებ და არ ენდობი, ლიდერად რაღად ირჩევ? - ალასანიასთვის ეროვნული ლიდერობის შეთავაზებით უარს ამბობთ, კონკურენცია გაუწიოთ მას, თუ შეთანხმდით, რომ ერთი თქვენგანი მერი გახდება, მეორე კი - პრეზიდენტი?- ზოგიერთი ამბობს, აქციებით არაფერი მოგვიპოვებიაო, არადა, პირდაპირი წესით მერის არჩევა სწორედ ჩემი თავის ხეთქის შედეგია, მაშინ როდესაც ზოგი უვნებელი და თეთრი ხელთათმანებით გამოვიდა ბრძოლიდან. ადგილობრივი არჩევნები ამ რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისია. არსებულ რეჟიმს აღარა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის უნარი. სააკაშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა, მისთვის ყველა ქვეყნის კარი დაიხურა. იზოლაციისკენ მივდივართ. ასეთ ვითარებაში მერის არჩევნები ეროვნული ლიდერის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. - ე. ი. კიდევ არ გადაწყვეტილა, ვინ იქნება ლიდერი?- მხოლოდ ის არის გადაწყვეტილი, რომ ირაკლიმ მარჯვენა ხელი უნდა მოჰკიდოს "ალიანსს", მარცხენა ხელი ე. წ. პრაიმერისტებს და ერთად გამოვავლინოთ ერთიანი ლიდერი. თუ ისინი არ ჩაერთვებიან ამ მოლაპარაკებებში, საბოლოოდ მე და ირაკლი ალასანია მაინც მოვილაპარაკებთ, თუ როგორ გამოვავლინოთ ლიდერი. არანაირი ამბიცია არ მამოძრავებს. მინდა, საზოგადოებამ ისევ გაიღვიძოს და გამარჯვება ირწმუნოს. რწმენის დაბრუნება გამარჯვებას უდრის. - ჭადრაკის სასახლეში ცრემლი ამიტომ მოგადგათ თვალზე?- ეს სიხარულის ცრემლი იყო, რადგან ერთობისთვის ხალხის განწყობა დავინახე მაშინ, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მლანძღავდა როგორც პოლიტიკოსს. ვისაც ხელი მოვკიდე და პოლიტიკურ ველზე გამოვიყვანე, იმათ დამიწყეს გინება. მათ პიროვნულად ვძულვარ. იმის გამო, რომ ხალხმა ჩემი წინადადება მიიღო, სიძულვილით აივსნენ. დავით ბერძენიშვილმა ისიც კი გაიხსენა, ლევან გაჩეჩილაძემ სამგორში წააგოო. სამგორში იმდენი ხმა ავიღე, რაც მთელმა რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოში. სამგორშიც იმიტომ წავედი, რომ ოპოზიციის ლიდერი ვიყავი და ყველაზე რთულ უბანზე უნდა მებრძოლა. სამგორში ჯარისკაცები დარაზმეს. ეს განზრახვა წინასწარ ვიცოდი, მაგრამ ბრძოლაზე ხელი არ ამიღია. არ მინდა ოპონენტების ღვარძლიან განცხადებებს ვუპასუხო. ამაზე მაღლა შემიძლია დადგომა. დღეს, როცა საქართველო იღუპება. ამ რეჟიმის დატოვება იმის გარანტია იქნება, რომ ჩვენს შვილიშვილებს ქართული პასპორტი აღარ ექნებათ. ხელისუფლების კონტროლირებადი მედია ახალგაზრდობას მენტალიტეტსა და ფასეულობებს უცვლის. "ახალ მემარჯვენეებს" რომ ვტოვებდი, ცრემლი მაშინაც ჩამომივარდა. წამოვედი და პარტია დათოს ჩავაბარე. - მაგრამ ოპოზიციის გაერთიანების კონტურები არ ჩანს. "ალიანსი", "ფორუმი" და სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, სადაც ნოღაიდელია, ჩვენი ადგილი იქ არ არისო.- ყველა ამ პოლიტიკურმა ძალამ კარგად იცის, რომ ერთიანი კანდიდატის გამოვლენის საქმეში ნოღაიდელის მნიშვნელობა და როლი ძალზე მცირეა. როგორ შეუძლია ერთ პარტიას რომელიმე სხვა პარტიას აუკრძალოს, პრაიმერს არ დაუჭირო მხარიო. ნოღაიდელს ხმის მიცემა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ხომ არ უნდა ავუკრძალოთ? დარწმუნებული ვარ, ნოღაიდელი არც მიიღებს ეროვნული ლიდერის, მერის კანდიდატურის გამოვლენაში მონაწილეობას. - ნოღაიდელის ან თუნდაც რუსული ფულის ფაქტორიც უნდა გამოვრიცხოთ?- ფულის თემა თითიდან გამოწოვილია მაშინ, როდესაც საქართველოში მილიარდზე მეტი რუსული ფულია შემოსული ხელისუფლების წყალობით.ყველა ლიდერის გასაგონად ვამბობ: ფული პოლიტიკაში საჭიროა, მაგრამ არ გვჭირდება ისეთი ფული, რომელიც რაიმე ვალდებულებებს დაგვაკისრებს. არც ერთ ოპოზიციურ ლიდერზე არ ვიფიქრებ, რომ ის ფულის გამო დაივალდებულებს თავს ვინმესთან. ეჭვიანობა ერთიანობას ყოველთვის ანგრევს. რადგან ჩემზე ეჭვიანობ, ე.ი. პოლიტიკურად მე უფრო გეზიზღები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. დღეს კი პრიორიტეტული მისი მოცილებაა. - ითქვა, რომ საგურამოში ბიძინა გეგიძის აგარაკზე სააკაშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე გიმსჯელიათ.- ამაზე ბიძინას აგარაკზე კი არა, სხვა დროსაც გვილაპარაკია, მაგრამ პრიორიტეტული თემა ამჯერად საერთო კანდიდატზე შეთანხმება იყო. ვმსჯელობდით იმ პრობლემებზეც, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა. ხალხი გაშმაგებული უყურებს "კავკასიას". ეს ტელევიზია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალზე სუბიექტური იყო. მთელი კვირა ჩემზე ლაპარაკობდნენ და ერთხელაც არ მივუწვევივარ ვინმეს. დავით აქუბარდია, ეტყობა, ჩემზე გაღიზიანებულია. მიუხედავად ამისა, ხომ შეუძლია გადაცემაში მაინც მიმიწვიოს, ბოლომდე გამწუროს, ყველა კითხვა დამისვას და პასუხის გაცემის საშუალება მომცეს. ცეცხლი, რომელიც ტყუილად დაინთო ოპოზიციაში, უნდა ჩაქრეს. - სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ახსენა, პოლიტიკოსები მზად არიან ქართველების სისხლით დასვრილი ჩექმაც კი აულოკონ მტერსო.- რუსული ჩექმა, შულავრის კომიტეტი და ყვირილი, რუსები მოდიანო, პროპაგანდაა იმისათვის, რომ ლევან გაჩეჩილაძესა და მის მეგობრებს რუსეთის აგენტობა დააბრალოს და თვითონ სავარძელში დარჩეს. ჭკვიანი პრეზიდენტი სარკოზის მექრთამეს უწოდებდა? ან გამოაცხობდა წერილს ჩრდილოკავკასიელებისთვის, რომ მათ რუსეთის გვერდის ავლით ელაპარაკოს? - ზოგისთვის თქვენ ხართ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არჩევნებისთვის კი არა, ჭექა-ქუხილისთვის ემზადებიან.- როდესაც არ არის კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, ეს უკვე ნიშნავს არჩევნების გაყალბებას, რადგან ამ გარემოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსხვავებული მდგომარეობა აქვთ. თბილისი პატარა ქალაქია, ხალხი ისედაც გაიგებს, ვინც გაიმარჯვებს. თუ ოპოზიციონერმა გაიმარჯვა და ხელისუფლებამ გამარჯვებულად უგულავა გამოაცხადა, ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ შეძლებს ხალხის უკმაყოფილების შეჩერებას, რადგან მესამედ წაართმევენ თავისუფალი არჩევანის უფლებას. ვისაც გამარჯვება უნდა, გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ჩვენ არა ვართ ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც მხოლოდ სამსახურად აქვთ ოპოზიციაში ყოფნა. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდება, მერის სავარძელი ქუჩაში გამოიტანოს და მოგვართვას.”კვირის პალიტრა”01-03-2010 Edited March 1, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ეეჰ...რა უბედურებაა ეს რა არის... ჭოჭმან-ჭოჭმან საართველოს სამე არ გაკეთდება იმჰჰო... ან რომელი მრჩეველის იმედი უნდა ჰქონდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 (edited) გვინდა არ გვინდა, დღEს ყველაზე ჯანსაღი ძალა ალიანსშია,ცხვირის აბზუება ეს ის კომფორტია, რომლის შესაძლებლობა ნაღდად არ გვაქვს, დაბრუნდა და ძალიანაც კარგი, რა თქმა უნდა, მაგრად არ მომეწონა ის რაც მოხდა, მაგრამ ნუ, რას იზამ სამგორში იმდენი ხმა ავიღე, რაც მთელმა რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოში ლევააააან, ვინ ჩემი ფეხები ხარ შენ, კი, ნდობა გამოგიცხადეთ, დაჟე მუევასებოდი,კაცი მეგონე, შენ კი პრასტიტუტკა ყოფილხარ, ასე რომ ჩუუუუ-ეხლა Edited March 1, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ლ ი ც ი სამგორში იმდენი ხმა ავიღე, რაც მთელმა რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოში.რამაზ საპარლამენტო არჩევნებსი რესპებმა დაახლოებით 70 000 ხმა ავიღეთ, გრეჩომ სამგორში დაახლოებით 19 000. ჯერ ერთი რომ მაჟორიტარების და პარტიის ხმების შედარება ძნელია, კიდევ დღეს რეზონანს სათაურსი ქონდა გამოტანილი რამაზ საყვარელიძეს სიტყვები: გრეჩოს თურმე უფრო მეტი მეგობარიო ყავს ვიდრე ჩვენ მხარდამჭერები. მაგარია როცა 70 000 მეგობარი გყავს. ესეთ რამეებს რომ ამბობ ცოტა ტვინი უნდა დაატანო.მოუთმენლად ველი პრაიმერისტების განცხადებას,ეგებ აზრზე მოვიდნენ და აკვიატებულ იდეას, მითუმეტეს ნოღაიდელის თაოსნობით თავი დაანებონ.მე პირადად სოციოლოგიური გამოკითხვის მომხრე ვარ, ოღონდ რაც შეიძლება ჩქარა. საარჩევნო კამპანიაა დასაწყები და არა ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.