Jump to content
Planeta.Ge

კახა შარტავა - ხელისუფლებამ საკუთარ თამაშში


Recommended Posts

ოპოზიციას წაგებულ არჩევნებში მიჰყავს მოსახლეობა"

 

"ხელისუფლება ეცდება, რომ ისეთი კანდიდატი შეირჩეს, რომელიც მისთვის ნაცნობია, რომელთანაც ბრძოლა მოუგია და წარუმატებლობასთან ასოცირდება... იმ შემთხვევაში, თუ გაჩეჩილაძე გადაწყვეტს მონაწილეობას მერობისთვის ბრძოლაში, ხელისუფლება ეცდება, რომ ის იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი", - ამბობს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თამაშში უკვე ირაკლი ალასანიაც ჩაითრია.

 

კახა შარტავა: 2009 წელს საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და ამის შემდეგ დაინიშნოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ხოლო სხვა შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნულ არჩევნებში არავინ მიიღებდა მონაწილეობას. მას შემდეგ კი, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა დაინიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აქ უნდა წაივარჯოშოს ოპოზიციამ, ვისწავლოთ ერთად დემოკრატია, ამის შემდეგ მაშინ შეკრებილმა ოპოზიციურმა სპექტრმა ჯერ კატეგორიული უარი განაცხადა, ხოლო როდესაც თარიღი გამოცხადდა საპროტესტო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უმალ რიგში ჩადგა მონაწილეობის მისაღებად.

საარჩევნო გარემო და მასზე ბრძოლა უნდა გადაქცეულიყო გამაერთიანებელ ამოცანად, რაც მოგვცემდა პოლიტიკური ვითარების ცვლილებას და ე.წ. მერის არჩევნები იქნებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინაპირობა. ოპოზიციამ კი კანდიდატების დასახელება და ლიდერის შერჩევა დაიწყო, რაც არასწორია.

 

"რეზონანსი": რატომ არ უნდა შეირჩეს საერთო კანდიდატი?

 

კ.შ.: თუ საერთო კანდიდატზე ვილაპარაკებთ, კანდიდატურის შერჩევას დიდი აჟიოტაჟი არ სჭირდება და ადვილია იმის გარკვევა ვის ჰქონდა ყველაზე მეტი შანსი და რეიტინგი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო ირაკლი ალასანია და მასზე შეთანხმებას დიდი ბჭობა არ სჭირდებოდა. საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მივიღოთ არა საუკეთესო, არამედ უარესი კანდიდატურა, რომლის დამარცხება ხელისუფლებას არ გაუჭირდება. იმ პროცესმა, რომელიც წარიმართა ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, გაერთიანების მაგივრად დაქსაქსვა გამოიწვია.

 

"რ": ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ ერთიანი ლიდერი შეკრავს ამომრჩეველს...

 

კ.შ.: ვფიქრობ, რომ ჯგუფმა რომელმაც ჭადრაკის სასახლეში შეკრება ჩაატარა, არ აირჩია სწორი გზა. ერთი მითიური ლიდერის ძიება გვაგონებს იმ სიტუაციას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. მაშინ ოპოზიცია გაცილებით პოპულარული იყო და მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობდა, მაგრამ იმის გამო, რომ არ იყო სათანადო გარემო, მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა. ახლა კი პრაიმერების და სოციოლოგიური კვლევების შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ ჩაერიოს და კანიდატად გამოიყვანოს ნებისმიერ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელსაც ან გამაერთიანებელი მუხტი არ ექნება ან იოლადაა დასამარცხებელი. რომელი ოპოზიციის გამარჯვებაზეა ლაპარაკი?

 

დღეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს. ერთიანი კანდიდატის შერჩევა გარკვეულწილად ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული და არა იმისთვის, რომ საკუთარი სკამი აზარალოს, არამედ იმისთვის რომ ეს რეჟიმი დარჩეს.

 

"რ": ბოლო პერიოდში გააქტიურდა ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც შესაძლოა საერთო კანდიდატის შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა

 

კ.შ.: ვფიქრობ, რომ ლევანი აპირებს კანდიდატად იყაროს კენჭი. რამდენად სასარგებლოა ეს საზოგადოებისთვის, ერთია, მაგრამ ხელისუფლება ეცდება, რომ ისეთი კანდიდატი შეირჩეს, რომელიც მისთვის ნაცნობია, რომელთანაც ბრძოლა მოუგია, რომელიც წარუმატებლობასთან ასოცირდება, მიუხედავად მასშტაბური პროცესებისა და იმ შემთხვევაში, თუ გაჩეჩილაძე გადაწყვეტს მონაწილეობას, ხელისუფლება ეცდება, რომ ის იყოს ოპოზიციის კანდიდატი.

 

ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეს პოზიცია შეთანხმებულია.

ხელისუფლება ასევე ეცდება იმ მითის დამსხვრევას, რომლის მიხედვითაც ახალი ლიდერის გამოჩენა გააერთიანებს საქართველოს და ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ალასანია. ხელისუფლება ცდილობს ირაკლისაც მიაღებინოს ამ პროცესში მონაწილეობა.

 

"რ": რაც შეეხება ალასანიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რას ემსახურება იგი და შეიძლება კი მან ამ სტრატეგიით გამარჯვება მოიპოვოს?

 

კ.შ.: რამდენად სწორია ამას საქმე გვიჩვენებს. მე უბრალოდ გული მწყდება, როდესაც იქმნება გაერთიანება კონკრეტული საქმის გადაჭრისათვის და შემდეგ იშლება. ერთი ცხადია, რომ გამაერთიანებელი მუხტის ნაცვლად, დაბნეულობა და დაქსაქსვა შემოიტანა იმან, რა განცხადებებიც ჭადრაკის სასახლეში გაკეთდა. ეს ერთობა დაპირისპირების გამღვივებელი იქნება.

 

"რ": ბოლო პერიოდში ნოღაიდელი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. ერთია, რომ ხელისუფლება მას მოღალატედ მოიხსენიებს, თუმცა ვრცელდება ვერსია, რომ ის სახელისუფლებო თამაშს თამაშობს...

 

კ.შ.: სამწუხაროა, რომ მოხერხდა გადაჭარბებული ყურადღების აქცენტირება იმაზე, რისი განეიტრალებაც შეიძლებოდა. ზოგიერთებმა ისიც კი სცადეს, რომ ეს პერსონა წყალგამყოფად ექციათ, რაც არასწორად მიმაჩნია. ის, რაც ხდება, ხელს აძლევს ხელისუფლებას. მართულია თუ არა ნოღაიდელი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ხელისუფლებას რომ ხელს აძლევს - ფაქტია.

 

ერთია, რომ ხდება ძალების მოგროვება იმ ფლანგზე, რომელიც ადვილად განადგურდება - "დაშალე და იბატონეს" გარდა ხელისუფლებას აქვს მეორე ტაქტიკა - "ერთად მოუყარე თავი და გაანადგურე", მანამდე კი იმიჯი უნდა შეულახო და ტალახში გასვარო. რამდენად გამოდგება ნოღაიდელი ამისთვის, მალე გამოჩნდება.

 

"რ": თუმცა, ოპოზიციის ერთი ნაწილი კბილებით იცავს ნოღაიდელს, რა ინტერესი აქვთ? გაჩნდა ეჭვები, რომ ეს ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდება...

 

კ.შ.: მსგავს სიტუაციებში ერთ-ერთი მთავარი დამაინტერესებელი შესაძლებლობების არმქონე პოლიტიკური სპექტრისთვის არის ფინანსური წყარო, თუ არ შემოდის ფასეულობათა სისტემა, რომელიც გაგაკეთებინებს არჩევანს, თუ ვისთან შეიძლება თანამშრომლობა. ამას ემატება პრორუსული განწყობების არსებობა, რომელსაც ეპიცენტრი სჭირდება და აი, არსებობს პიროვნება, რომელსაც საჯარო ურთიერთობები აქვს

კრემლთან და ამით შეიძლება პოლუსის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვან პოზიციას დააკავებინებს პარტიებს, ვინც მის გვერდითაა.

 

"რ": თქვენი პარტია ალსანიასადმი სიმპატიებს გამოხატავს, მაგრამ პროცესებისგან დისტანცირებულები ხართ. თუ აპირებთ ამ პროცესში ჩართვას?

 

კ.შ.: არ ვაპირებთ და არც სხვას ვურჩევთ, მაგრამ ჩვენ ვთავაზობდით საზოგადოებას ალტერნატიულ პროცესს. არ მივყვეთ იმას, რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, არამედ რეალურად ვიბრძოლოთ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად. თუ საერთო ამოცანის ირგვლივ საზოგადოების დარაზმვას მოვახერხებდით, ეს გამოააშკარავებდა იმას, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და ხალხის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა. თუ გავიმარჯვებთ, მაშინ ჩატარდებოდა გაუყალბებელი არჩევნები - ჩვენ ამას ვთავაზობდით საზოგადოებას და არა იმ პიროვნებების ძიებას, რომელიც ბუნებაში არ არსებობდნენ. ასეთი საერთო ლიდერი რომ არსებობდეს, გამოჩნდებოდა. ხელოვნურად შერჩევა უარეს შედეგს იძლევა და ასეთი ხელოვნურად შერჩეული პიროვნებისადმი კრებითი ქარიზმის გადაცემა ძალიან რთულია.

 

"რ": ძალთა ამ კონფიგურაციის პირობებში აქვს ოპოზიციას შანსი, რომ თბილისის მერი იყოს ოპოზიციონერი?

 

კ.შ.: დღევანდელი მონაცემებით არანაირი შანსი არ აქვს. იმის მიხედვით, რასაც დღეს სხვადასხვა ტიპის კვლევა გვაჩვენებს, ოპოზიციას წაგებულ არჩევნებში მიჰყავს მოსახლეობა. არ არის გამოკვეთილი რისთვის სჭირდება ოპოზიციას ეს არჩევნები. წარმოდგენილი კანდიდატები არ იწვევენ იმის ასოციაციას, რომ იქნებიან გამოკვეთილი ფალავანი ამ რეჟიმის წინააღმდეგ და არგუმენტირებული განცხადებები არ კეთდება.

 

"რ": უკვე ისმის განცხადებები, რომ მაისის არჩევნები გამოიწვევს დიდ ჭექა-ქუხილს. რამდენად გამართლებულია წინასწარ ამ განცხადებების გაკეთება და თუკი ოპოზიცია წააგებს, შეუერთდებით საპროტესტო აქციებს?

 

კ.შ: თუ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს, ეს იმის ბრალი იქნება, რომ ვერ გათვალა საფრთხეები და წაგებას ვერაფერს უზამ. მაგრამ თუ იგებ და გართმევენ გამარჯვებას, ეს სხვა საკითხია. ამ შემთხვევისათვის წინასწარ უნდა ემზადებოდე და 30 მაისს ვერ დაიწყებ ამისათვის მზადებას. იმ დროს, როდესაც რეგიონებში არ აქტიურობს ოპოზიცია, ისევ თბილისი დარჩება მარტო და იმისათვის, რომ გამარჯვებულ არჩევნებში შეიყვანო ოპოზიცია, მარტო ლოზუნგები არ კმარა. ჯერჯერობით ეს პროცესი მიგორავს და მოსახლეობაში ბრძოლის ხალისს ვერ აჩენს, რადგან დამარცხებულ ბრძოლაში მიჰყავთ ხალხი.

 

"რ": რას გეგმავს ფორუმი და ხომ არ უნდა ველოდოთ არჩევნებში თქვენს ჩართვას?

 

კ.შ.: არჩევნებში არ ვეგმავთ მონაწილეობას. ახლა ადეკვატური პასუხი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა. ეს ადგილობრივი არჩევნები შეგვეძლო გადაგვექცია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებად. ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ეს გაზაფხული სერიოზული გარდატეხის შემტანი მაინც იყოს. თუ ეს არ მოხდა, მომავალი წლები უმძიმესად წარმომიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი მიეცა მერის არჩევნებში და ხელისუფლებამ ეს გააყალბა, მაშინ არავინ დარჩება განზე და არ აპატიებს გაყალბებას. ჯერ-ჯერობით კი ოპოზიცია, რომელიც არჩევნებზე მიდის, ისე აკეთებს ყველაფერს, რომ ხელისუფლებას გაყალბება არ დასჭირდეს.

 

გიორგი ფუტკარაძე

 

გაზეთი ”რეზონანსი”

 

http://www.ambebi.ge/politika/17267-qopozi...sakhleobaq.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახა შარტავა - ხელისუფლებამ საკუთარ თამაშში, უკვე ირაკლი ალასანიაც ჩაითრია

 

 

შარტავაზე ადრე ვთქვი მე ეგ,მაგრამ არ სჯერათ რომ ეგრეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისადა რა განსაკუთრებული მიზეზები გვქონდა გვეფიქრა, რომ ალასანიას რამეში ჩატრევა ძნელი იყო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰ კახა, კახა გვაბოლებ.

თუ წაგებული იყო უკანალი გაგენძრიათ?

ეს ხალხი გაგიჟდა თუ რა. რას ლაპარაკობენ ბლინ. ნერვებზე მოითხრები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

თუ წაგებული იყო უკანალი გაგენძრიათ?

ქე მაინც გაჩუმდეს რა...და დაელოდოს შედეგებს...

 

თქვენი პარტიული პატარა კაცუნა დედა ###ნ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ წაგებული იყო უკანალი გაგენძრიათ?

და რა უნდა ექნათ? წაგებულია და არ იღებენ მონაწილეობას, ეგ სხვებმა იკითხონ ეგრევე სააკაშვილის გადმოგდებულ "საჩუქრებს" რომ გაჰყვებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

თქვენი პარტიული პატარა კაცუნა დედა ###ნ!

 

 

ნუ იგინები დეპრეს.არ არის მართალი საქციელი ფორუმზე.

 

 

მე ამას დიდი ხანია ვამბობდი.ეს არის ჩემი აზრი და ვნახოთ ვისი აზრი გამართლდება.ალასანიას ჩათრევაზე ვამბობ რა თქმა უნდა და დანარჩენში ისე რა ვეთანხმები შარტავას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა უნდა ექნათ? წაგებულია და არ იღებენ მონაწილეობას

რეისთვის შექმნეს ეს პარტია კრიმანჭულის სამღერელად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეისთვის შექმნეს ეს პარტია კრიმანჭულის სამღერელად?

 

 

შარტავა და პოლიტიკა ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან.მამამისის სახელით ვერ გაქაჩავს ეგ კაცი ვერასოდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ალასანია იყო პირველ არხზე...ალიანსი არ იშლეობაო!

 

და უახლოეს პერიოდში სხვა პოლიტძალებიც გვერდზე დაგვიდგებიანო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეისთვის შექმნეს ეს პარტია კრიმანჭულის სამღერელად?

სავარაუდოდ როგორც ყველა პარტია იქმნება იმისთვის, ხელისუფლების შესაცვლელად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სავარაუდოდ როგორც ყველა პარტია იქმნება იმისთვის, ხელისუფლების შესაცვლელად

ასე შეცვლიან კი თუ ხელები აწიეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე შეცვლიან კი თუ ხელები აწიეს

არჩევნებში რომ მიიღეს მონაწილეობა 2008 ში რამე მოხდა ისეთი ცვლილება რო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...