Jump to content
Planeta.Ge

იქა, იქა, იმა ფრთათა ქვეშე, იმა, იმა, ორთავიანი არწივის ფრთათა ქვეშე.


Recommended Posts

ყველა იმ ქართველის დედას ###, ვინც რუსის ჩექმას ალოკავს

 

 

 

 

 

იქა, იქა, იმა ფრთათა ქვეშე, იმა, იმა, ორთავიანი არწივის ფრთათა ქვეშე. ისევ ის ენატრებათ, ის ჩინმედლები, რო აფურთხა აღა მაჰმადხანმა. აფურთხა. და. აფურთხა.

 

არ უთქვამთ?..

 

დაგიმალეს?..

 

მე მოგახსენებთ:

 

თბილისი რო აიღო აღა მაჰმადხანმა, აიღო და აღაოხრა, ინატრა ისიცა: მაჩვენეთ ერთი რუსული ჯილდოები, რაზე ჰყიდიან ქართველები სამშობლოსაო. უჩვენეს, წარუდგინეს ერეკლეს სარდალი, - დატყვევებული რაღა თქმა უნდა, - მკერდმოკირწყლული ორდენებითა რუსთა. ეს არისო. ამაზე ჰყიდიანო. აღა მაჰმადხანმა. და აფურთხაო. აფურთხა. და. აფურთხაო. ეს რა არისო. ამაზე ჰყიდითო. მე ხალათს მაინც გაჩუქებდით, შიშველი ტანის დასაფარადო. და აფურთხაო. და აფურთხაო.

 

და ისევეა ყველაფერი. ფურთხზე ჰყიდიან საქართველოსა.

 

ნუ გაგაკვირვებთ ნურაფერი. ნუ გაგაკვირვებთ.

 

ამონარიდი ოთარ ჩხეიძის წერილიდან: "თვით ფაქტის გამო: მე გიხდით ბოდიშს, ქალბატონო ქეთევან"!

 

ნამდვილად არ მინდა რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნდეს საქართველო და ამ "არ მინდა"-ს გულისთვის ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ_თქვენ?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად არ მინდა რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნდეს საქართველო და ამ "არ მინდა"-ს გულისთვის ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ_თქვენ?

რა შეგვიძლია ჩვენ?

თუკი აშშ მიგვყიდის რუსეთს?

თუკი ევროპა შფოთვას განაგრძნობს?

 

გულების გახეთქვა, მეტი არაფერი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mogzauri

თუკი აშშ მიგვყიდის რუსეთს

თანამედროვე ისტორიაში არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როცა აშშ-მ "გადააგდო" თავისი მოკავშირე ქვეყანა. ამ ქვეყნის პოლიტიკაში ასეთი რაღაც უბრალოდ არ ხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები ბატონო ლიცი. სიმწრისგან ვიცინე კიდეც, რაო, ხალათს მაინც გაჩუქებდიო?

ისტორიული ფაქტი თუ არის, წყარო დამისახელე. ამას ალბათ ხშირად გავიმეორებ. ახლა მეუღლეს და ბავშვებს მოვუყვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ნამდვილად არ მინდა რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნდეს საქართველო და ამ "არ მინდა"-ს გულისთვის ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ_თქვენ?

და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაწეწავს ხალხს, ნაცები თუ რუსები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გვინდა რუსეთის ფრთის ქვეშ, ამერიკის ფრთის ქვეშ გვინდა,

 

ამერიკააა მოდეეეეეე :)

 

მე დიდი ხანია მაქვს იდეა რომ საქართველო გახდეს ამერიკის

ერთ-ერთი შტატი, რას იტყვით :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დიდი ხანია მაქვს იდეა რომ საქართველო გახდეს ამერიკის

ერთ-ერთი შტატი, რას იტყვით

 

ამერიკაში შტატები ეროვნულობის ნიშნით არაა. თანახმა ხარ თქვა უარი საკუთარ ეროვნულობაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაწეწავს ხალხს, ნაცები თუ რუსები?

რუსები ნაცების გაწეწვას, ეროვნულ დამცირებასაც დაამატებენ და სამშობლოში კი არა რუსეთში ვიცხოვრებთ. მოსკოვში ჩორნო..პას დაგვიძახებენ. არის განსხვავება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თანამედროვე ისტორიაში არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როცა აშშ-მ "გადააგდო" თავისი მოკავშირე ქვეყანა. ამ ქვეყნის პოლიტიკაში ასეთი რაღაც უბრალოდ არ ხდება.

კარგით ერთი რა ბატონო სატურნ. შორს არ წავალ, მაგრამ ერაყის პირველი ომის ამბებს შეგახსენებთ. როცა ამერიკამ ააჯანყა შიიტები და ქურთები, შემდეგ კი სადამას შეატოვა.ოღონდ არ მითხრათ ისინი ქვეყნები არ იყვნენო.

საერთოდ ამერიკაზე აზრი ერთი მის მეზობლებს კითხეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

რუსები ნაცების გაწეწვას, ეროვნულ დამცირებასაც დაამატებენ და სამშობლოში კი არა რუსეთში ვიცხოვრებთ. მოსკოვში ჩორნო..პას დაგვიძახებენ. არის განსხვავება?

რა მნშვნელობა აქვს მგელი შეჭამს თუ მგლისფერი ტურა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

არ მითხრათ ისინი ქვეყნები არ იყვნენო

რა იყვნენ?

 

ამერიკაზე აზრი ერთი მის მეზობლებს კითხეთ

რომელ მეზობლებს? უდაბნოში ათეულობით კილომეტრს რომ გადიან სიკვდილის რისკის ფონზე ამერიკაში მოსახვედრად? :) რა მიარბენინებთ ასე "ცუდ" ქვეყანაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რომელ მეზობლებს? უდაბნოში ათეულობით კილომეტრს რომ გადიან სიკვდილის რისკის ფონზე ამერიკაში მოსახვედრად? რა მიარბენინებთ ასე "ცუდ" ქვეყანაში?

სხვა კონტექსტით თქვა ძუკუმ აშკარად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანამედროვე ისტორიაში არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როცა აშშ-მ "გადააგდო" თავისი მოკავშირე ქვეყანა. ამ ქვეყნის პოლიტიკაში ასეთი რაღაც უბრალოდ არ ხდება.

 

უიუიუი:))) დაწერაც კი მეზარება რეპლიკის!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

ეგ ყველაზე რთული და მძიმე საკითხია. დილემა, რომელიც თითოეულ ქართველს უნდა აწუხებდეს.

 

ბოლო ხანს მეფე ერეკლეს საქციელის გამტყუნება ხშირად მიჭირს ხოლმე. მივდივარ დასკვნამდე, რომ მას ფიზიკურად განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი ერის გადარჩენასა და ფიქტიური დამოუკიდებლობის ფაქტიურ დათმობას შორის მოუწია არჩევანის გაკეთება.

და ეხლა აღარ ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ ის შეცდა, რადგან საქართველოს ყველაზე დიდი მტრები ალბათ აღა მაჰმად ხანი და მისი ჯალათები კი არა, პირობითად, დადიანები, გურიელები, წერეთლები იყვნენ. საქართველო დაქუცმაცებული იყო. დანაწილებული ქონდათ სხვადასხვა ძალებს. იმ ნაბიჯით კი მართალია ბინძურ ფრთის ქვეშ და შეურაცხყოფილნი, მაგრამ მაინც ერთად მოიყარნენ ყველანი და აჰა, აქამომდე მოვედით, თავს ქართველებად ვთვლით, ქართულად ვსაუბრობთ, რწმენა არ დაგვიკარგავს და კაცმა რომ თქვას იმაზე მყარად ვდგავართ ფეხზე, ვიდრე ერეკლეს დროს ვიდექით.

 

ნამეტანი მხატვრულად გამომივიდა, მაგრამ... :)

 

იმის თქმა მინდა, რომ არ მინდა ეს გამუდმებული ომობანა რუსებთან ცალკე აფხაზეთის, კოდორის, სამაჩაბლოს, ახალგორის ფასად დაგვიჯდეს და ცალკე ეს მოძალადე ფარისევლები გვეჯდნენ თავზე.

 

საფიქრალი და სატკივარია ეგ ყველაფერი მაგრამ ამათ დამოკიდებულებას ხომ ხედავთ? აგერ ერთი ჩვენი სასჯელაღმსრულებელი ფორუმელი არ იყო რომ თქვა - რუსი თუ აქ შემოვა, ჯერ თურქეთში, მერე კი დასავლეთში გადავიხვეწები და მოგსტყვნიათ პატრონიო, აგვისტოს ომი ეხლახანს არ იყო? ჩემს თვალწინ არ კრავდნენ ბოხჩებსა და საპალნეებს და ყვერებში არ იტენიდნენ ოქროთი გატენილ ქისებს?

ქვეყნის და ხალხის დარდი, ერეკლესგან განსხვავებით, ამათ მაინც არა აქვთ და საქართველოსთვის ომში ოთხმოცზე მეტ ჭრილობამიღებულ, ოთხმოც წელს მიტანებული ადამიანი ამათზე ნაკლებ პატრიოტი იყო თუ ნაკლებ ბრძენი ვითომ? იქნება და ერთად დგომა ჯობია, აფხაზეთიან-სამაჩაბლოიანად, იქნება და დალოდება ჯობია იმ დროს, როდის დალპება და გაიხრწნება ეს ჩრდილოელი მეზობელი?

მეფის რუსეთი გაიხრწნა და უვნებლად გამოვედით, საბჭოთა კავშირიც გაიხრწნა და სრულიად უვნებლად გამოვიდოდით, ჩვენივე სიფიცხით დათვებთან სილაქებით რო არ გვეჩხუბა. ეს არ დაიშლება ვითომ?

რატომ ვღვრით ამდენ სისხლს? რატომ ვფანტავთ ჰაერში ქართულ მიწებს და რისთვის ვკვდებით???

რად ვისვამთ თავზე დადიანებს, გურიელებს და წერეთლებს?

 

ციხიდან ღობეზე გადახტომით და მითუმეტეს ჭიშკრის გავლით თუ მოინდომებ გაქცევას ზედამხედველის ტყვია არ აგცდება და საუკეთესო შემთხვევაში სასჯელს დაიმძიმებ და მოიმატებ კარგა ხნით. გვირაბის თხრას თუ დაიწყებ ან ადმინისტრაციას მოისყიდი კი, იქნებ გაგიმართლოს კიდეც.

 

გამგებმა გაიგოს.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...