nik0L0za Posted May 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 ვგიჟდები ქართულ ნაგაზზე! :love2: http://www.simba.com.ge/photos/simbastrongc.jpg http://bpg.sytes.net/nagazi/images/Image/Kavkasiis_Mtebi/lekva.jpg წარმოშობა: საქართველო, განეკუთნება მოლოსოიდურ ჯიშებს...ზოგადი დახასიათება: ქართული ნაგაზი არის დიდი ზომის, უხეში კონსტიტუციის მქონე, უცხოსადმი არასანდომიანი და ყოველთვის საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი. აქვს მოკლე, მაგრამ ხშირი ბეწვი, კარგად განვითარებული თივთიკით, რაც უზრუნველყოფს კარგ თერმორეგულაციას წელიწადის ნებისმიერ დროს. ჯიში წარმოიშვა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში. გამოიყენება საქონლისა და სხვადასხვა ობიექტების დასაცავად. ერთგულია პატრონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. კარგად ეგუება ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებს. თავისი ისტორიით, ანატომიური და გენეტიკური მონაცემებით ახლონათესაურ კავშირშია მოლოსოიდურ ჯიშებთან. ქართული ნაგაზი არ არის მომთხოვნი შენახვის პირობების მიმართმ, კარგად ეგუება ცივ კლიმატს, ფართოდ გამოიყენება დანიშნულებისამებრ საქართველოს სხვადასხვა რეგიოლში.მნიშვნელოვანი პროპორციები: აქვს რამდენადმე გაჭიმული კორპუსი ანუ სიმაღლისა და სიგრძის შეფარდება იქნება 100-108. ძუებისათვის დასაშვებია კორპუსის დაჭიმულობა 110. არასასურველია კვადრატული ფორმატი.ქცევები და ტემპერამენტი: კლფხიზელი, ყურადღებიანი, დიდი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლი. არასანდომიანი და აგრესიული უცხოს მიმართ. მეტად ერთგული, გულადი, რბილი და მოსიყვარულე მფლობელისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. არის კარგი კომპანიონი.თავი: პროპორციულად დიდი და განიერი. ზედმეტი ნაოჭებისა და ნაკეცების გარეშე. თავი მშრალი, ყოველგვარი სიუმის ნიშნების გარეშე.თავის ქალა: მასიური, კარგად განვითარებული, განიერი და სწორი ან ოდნავ ოვალური ფორმის. შუბლი დაბალი, საკმაოდ განიერი და გაყოფილი, კარგად გამოხატული ღარით. კარგად არის განვითარებული და გამოხატული ყვრიმალები.ცხვირი: კარგად განვითარებული, განიერი, კარგად განვითარებული ნესტოებით ძირითადად შავი ფერის. თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის დასაშვებია ყავისფერი შეფერილობის ცხვირი.დინგი: თავის ქალის სიგრძეზე ოდნავ ნაკლები, საკმაოდ განიერი, კარგი მოცულობისა და სიღრმის მქონე.ტუჩები: კარგად განვითარებული ელასტიური და ყბებზე კარგად აკრული მშრალი ან უმნიშვნელოდ უმი. აუცილებლად პიგმენტირებული ძაღლის შეფერილობის შესაბამისად.ტუჩის კუთხე: მშრალი, დასაშვებია მცირედი უმნიშვნელო სიუმე.კბილები და ყბები: ძლიერი კარგად განვითარებული ყბები, დიდი ზომის, თეთრი ფერის, ძლიერი, ერთმანეთთან ახლოს დასმული კბილების ყოველგვარი სიმეჩხერის გარეშე. მეორე და მესამეს პრემოლიარის არარსებობა დასაშვებია, მაგრამ არასასურველია.თანკბილვა: მაკრატლისებრი. დასაშვებია მაგრამ არასასურველია პირდაპირი თანკბილვა და პროგენია.თვალები: საშუალო ზომის, ოვალური ფორმის, ღრმად ჩასმული და სახის არეზე პროპორციულად განლაგებული. ძირითადად მუქი ფერის. ღია ფერის თვალი დასაშვებია მხოლოდ თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის.ყურები: ჩამოყრილი, საკმაოდ მაღლა დასმული, დასაშვებია მოკლედ კოპირებული ყურები.კისერი: საკმაოდ მოკლე და განიერი, მძლავრი, კარგად დაკუნთული. დააქვს საკმაოდ დაბლა ისე, რომ ზურგის ზოლთან მიმართებაში ჰქმნის 30-40 გრადუსიან კუთხეს.მკერდი: განიერი, ოვალური, მაგრამ არაკასრისებული ფორმის, ღრმა ანუ ეშვება იდაყვის სახსრის ქვემოთ ან ჩერდება იდაყვის დონეზე.მუცელი: ოდნავ აკრეფილი.კუდი: მაღლა დასმული, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში წვდება სახტომ სახსარს, მსვლელობის დროლ ძაღლს კუდი დააქვს ნებისმიერ მდგომარეობაში. დასაშვებია კუდის კუპირება. კუპირებული კუდი სიგრძით უტოლდება მისი ფუძიდან, სახტომ სახსრამდე, სიგრძის მახევარს.კონსტიტუციის ტიპი: უხეში, აქვს მასიური, კარგად განვითარებული და გამოხატული ძვალი, ძლიერი კუნთოვანი სისტემა. დამახასიათებელია სქელი დაელასტიური კანი.წინა კიდურები: წინხედში სწორი და პარალელური. წინა კიდურების სიგრძე მიახლოებით უდრის მინდაოში სიმაღლის ნახევარს ანუ ძაღლის სიმაღლის ნახევარს.უკანა კიდურები: უკნიდან დათვალიერების დროს სწორი და პარალელური, გვერდხედში სახტომ სახსარში კუთხე რამდენადმე გახსნილი.თათები: დიდი ზომის, კომპაქტური, ოვალური ფორმის, მტკიცე და კარგად შეკრებილი.სქესობრივი დემორფიზმი: კარგად აქვს გამოხატული. ხვადი გაცილებით მასიური, დიდ ძვლიანი და ძლიერია. აქვს უფრო მასიური თავი, კარგად განვითარებული და გამოხატული ყვრიმალებით. ძუ შედარებით მცირე ზომისაა, აქვს შედარებით მსუბუქი ძვალი, მომცრო ზომის თავი, ნაკლებად გამოხატული ყვრიმალები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ძუ ისევე, როგორც ხვადი ტოვებს ძლიერი, უხეში კონსტიტუციის მქონე ძაღლის შთაბეჭდილებას.მოძრაობა: თავისუფალი, დაბალანსებული, მძლავრი წინგდებით. მოძრაობისას ყველა კიდური მუშაობს შეთანხმებულად, სწორხაზოვნად, ყოველგვარი გადახრების გარეშე. ზურგი მსვლელობისას უძრავ მდგომარეობაში რჩება.ბეწვი: მოკლე, კარგად განვითარებული თივთიკით, პრიალა, სქელი და კარგად მომჯდარი სხეულზე. ბეწვის ზომა მინდაოს, კისრისა და ბარძაყის უკანა მხარეზე დასაშვებია რამდენიმე უფრო გრძელი, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში.შეფერილობა: ნებისმიერი, ყველანაირი კომბინაციით. ალბინიზმი წარმოადგენს მადისკვალიფიცირებულ ნაკლს.სიმაღლე მინდაოში: ხვადებისათვის: არანაკლებ 65-სმ-ისა, ძუებისათვის: არანაკლებ 60-სმ-ისა. სტანდარტული სიმაღლიდან ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში ძაღლი უნდა რჩებოდეს პროპორციული და ჰარმონიულად აწყობილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeferino Posted May 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 მაგარი ძაღლია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nik0L0za Posted June 1, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2008 სხვას არავის გიყვართ? ) ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Poisonblack Posted June 2, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2008 ვგიჟდები ამ ძაღლზე მართლა აუ მამაჩემის ბიძას ყავდა თაბორში ისეთი ჭკვიანი და საყვარელი, მაგრამ მერე მგლებმა დაცოფეს და იძულებული გახდა მოეკლა ( ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
I'm_a_Table Posted June 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2008 მიყვარს ეს ჯიში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2008 აი, ძმაო, ძაღლი, ჭკვიანი, ლამაზი, საყვარელი, მე მააგათი ქცევა მაქვს ნანახი მთაში, გაგიჟდებით ისეთი ჭკვიანები არიან მწყემსები ფარას რომ დააბინავებენ ერთ ადგილას მთაში წასვლის გზაზე, ნაგაზი ყოველ 20 წუთში, შემოურბენს ხოლმე ყეფა-ყეფით რომ შეამჭიდროვოს და ძალიან გაფანტვის ნება არ მისცეს მერე დაწვება, 20 წუთში ისევ წამოხტება და ისევ შემოურბენს და ასე მთელი ღამე სანამ მწყემსი გზას არ გაუყენებს, გზაშიც მაგარ რაღაცეებს აკეთებს, ადამიანი ვერ გამოთვლის დროს ეგენი რომ გრძნობენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dato g Posted November 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2008 მაგარი ცხოველია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anuka Posted November 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2008 ვგიჟდები ამ ძაღლზე!!! :genatale: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kshengelia Posted May 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2010 გამარჯობა მომხმარებლებო და ადმინისტრაცია,პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს თემა საიტის რეკლამაზე მეტად ქართული მთის ძაღლის პოპულარიზაციას ემსახურება, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ - უნდა წაიშალოს ეს თემა, როგორც რეკლამა (სპამი) თუ უნდა დარჩეს, როგორც ქართული მთის ძაღლის (ნაციონალური ჯიშის) პოპულარიზაციის ხელშემწყობი თემა. საიტის მისამართი: http://nagazi.ge/ საიტის შესახებ:საიტზე ნახავთ ინფორმაციას ქართულ, კავკასიურ, შუააზიურ ნაგაზებზე და მათ მონათესავე (ჯიშებს მსგავსი დანიშნულებით) ჯიშებზე სხვადასხვა ქვეყნებიდან. გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ მთის ძაღლს. მენიუ:ნაგაზების/სამწყემსო ძაღლების წვრთნა პროფესიონალურადნაგაზების/სამწყემსო ძაღლების კვებავეტერინარია, ცხოველთა დაცვა, ლიტერატურა (ნაგაზებზე)ვიდეო მასალაუდიდესი ფოტო-გალერეა, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ნაგაზის სურათიცჯიშის სტანდარტებიზოგადი ინფორმაცია ჯიშებზეგამოფენებიყიდვა-გაყიდვადართვა ("შეჯვარება") - განცხადებებიელ.წიგნები (ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი)ფორუმი საიტის ლოგო და დასახელება:http://nagazi.ge/ksdesign/Logo.pngმცველი ძაღლები | ნაგაზების მოყვარულთა კლუბი "ბალთა" რატომ ბალთა? ბალთა არის ჩემი ძაღლის (ქართული მთის ძაღლის) სახელი, თავიდან გადავწყვიტე მხოლოდ მისი ფოტო ალბომის გაკეთება, შემდეგ საიტს დავამატე ინფორმაცია ქართულ მთის ძაღლზე და ამის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა ინფორმატიული, საინტერესო, სასარგებლო ვებ-საიტი (რადგან საქართველოში ძალიან ცოტაა მსგავსი საიტები და პრეტენზიებიც ხშირად ისმის ინფორმაციის ქართულად "ვერ-მოძიების" თემაზე). ასეთი საქმე (ძირითადად სტატიებს ეხება) საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ საიტს შეძლებისდაგვარად ვავსებთ ინფორმაციით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.