UTUFURS Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) მოდი, დავიქაქოთ თავზემეგობრებო, ხომ არ იცით, რატომ ტიროდა ის უცნაური ხალხი გუშინწინ ჭადრაკის სასახლეში? ლაშა ბუღაძე24 საათი 26.02.10 მეგობრებო, ხომ არ იცით, რატომ ტიროდა ის უცნაური ხალხი გუშინწინ ჭადრაკის სასახლეში? როგორც ჩანს, ცრემლიანობა ჩვენი პოლიტიკური მოდის აუცილებელ კომპონენტად იქცა. მახსოვს, ჩვილი ბავშვივით ტიროდა მ. სააკაშვილი, რომელსაც ძალიან უნდოდა ხელმეორედ პრეზიდენტად დარჩენა, ხოლო გუშინწინ ლ. გაჩეჩილაძემაც გადმოჰღვარა ქალწულებრი ცრემლი, თანაც მეტადრე ფიზიოლოგირ-პროზაული სიტყვების შემდეგ ("თავზე დამაქაქეს"). ხო, ამანაც იტირა (რომელსაც, მგონი, უკვე წესად ექცა ყველაფერში სააკაშვილის მიბაძვა - ოღონდ, გამაოგნებლად უნიჭოდ!), რადგან ჩვენთან კაცები მხოლოდ მაშინ ტირიან საჯაროდ, როცა ხელისუფლებაში დარჩენა ან მოხვედრა სურთ. თუ იქნებ ყოფ. პრ. ნოღაიდელის გამოჩენამ აატირა? ჩვენ ხომ სენტიმენტალურები ვართ: რა თბილად მიიღო პუტინმა ნოღაიდელი - მართლა ქვის გულები კი არ გვაქვს, როგორ არ უნდა ავეცრემლებინეთ ამ სათნო შეხვედრას! რა კარგი კაცია, არა, ეს ნოღაიდელი? პუტინს მადლობები უხადა 75 წლის წინ ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების უკვდავსაყოფი (თეორიული) მოსკოვური მემორიალის გამო და ის კი არ გაახსენდა (უფრო სწორად, რა არ გაახსენდა, უბრალოდ, ფეხებზე დაიკიდა), რომ ორი წლის წინ სწორედ ეს პუტინი ხოცავდა იმ ქართველი ჯარისკაცების შთამომავალ ქართველ ჯარისკაცებს, მოხუცებს, ჟურნალისტებს... ხალხს. მადლობებს უხდიდა იმ კაცს, რომლის ბრძანებითაც ბომბავდნენ ქართულ ქალაქებსა და სოფლებს და რომლის ტანკებიც დღემდე დგას იმერეთში (აფხაზეთს და ოსეთს კიდევ ვინ ჩივის!), - "მადლობა, რომ დაგვხოცე" და "ბოდიშს გიხდი, რომ ასე გაგაღიზიანეთ"... ეს ზუსტად იგივეა, ებრალებს ჰიტლერისთვის რომ ეთხოვათ ჰოლოკოსტის მსვერპლთათვის მიძღვნილი მუზეუმის აშენება, და თან მადლობებიც ეხადათ, ჩვენი რაბინების ბრალია, თქვენ რომ ასე გაბრაზდითო, ბოლოს კი ნაცისტურ პარტიასთანაც დაედოთ ძმობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება. ანდა სტალინისთვის რომ ეთხოვათ 1937 წელს რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს, თქვენ რომ ხალხს ხვრეტდით, ბარემ იქნებ მემორიალიც დაუდგათ იმათო... ის უცნაური ხალხი კი ტაშს უკრავს ამ ვინმე ნოღაიდელს, ადამიანს, რომელიც ქართველების მკვლელ და საქართველოს დამოუკიდებლობის გაცხადებულ მტერ (რა, რამეს ვაჭარბებ?) პუტინთან უღირს ბლუყუნს "რუსეთთან დიალოგს" უწოდებს! როგორ გვიყვარს თბილისელებს თბილისის ჩაბარება. ისტორიული ტრადიციაა უკვე. თბილისს ვაბარებდით არაბებს, სპარსებს, რუსებს და ახლა - გუშინწინ - კრემლის ოქროს იმედებით გაბრწყინებულ ვინმე ნოღაიდელს... ხო, რა გაგიკვირდათ? განა ეს კაცი არ იყო გუშინწინდელი დღის ლიდერი? თუ სხვისი "გალიდერების" იმედი გქონდათ? ვერგალიდერებულმა იმდენი იჭოჭმანა, სანამ ბრძენთა ბრძენი ქართველი "აკადემიკოსების", "პლენიდან" პატრიარქის ვერგამომხსნელი, უიღბლო მესაკნე უცნობისა და ამხ. ნოღაიდელის ხელში არ მოხვდა. ვერ გავიგე, რატომ ჩათვალა ბ-ნმა ალასანიამ "გაერთიანებად" ქვეპოპულარული კუკავა-დავითაშვილ-ჯანსუღ ჩარკვიანის ერთობა და რატომ არ ჩათვალა ამად რესპუბლიკელების და მემარჯვენეების ალიანსი? და, საერთოდ, რას ნიშნავს ეს "გაერთიანება"? ბარემ ერთპარტიულ სისტემაზეც ალაპარაკდნენ და მერე, პოეტო (მგონი, თქვენ გაგახსენდათ კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლის სათაური): ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ მარქსიზმ-ლენინიზმში! ნუთუ მერის არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ქვეყნისთვის ღირსების შენარჩუნება და იმ პრინციპების დაცვა, რაც შენი ერის უმთავრეს პრინციპს - თავისუფლების პრინციპს არ შებღალავს. ამ მხრივ, მხოლოდ პატივისცემის ღირსები არიან ისინი, ვინც გუშინწინდელ "ქალაურ მარაზმს" არ შეუერთდნენ. მე არ ვიცი, რამდენ ხმას მოუგროვებს ბ-ნ ალასანიას ცრემლიანი ვაკელი, ნინელი ჭანკვეტაძე და აგნოსტიკოსი პეტრე მამრაძე, მაგრამ ჩემი ხმა კი მან ნამდვილად დაკარგა გუშინწინ სტატიის მისამართიhttp://24saati.ge/index.php/category/culture/2010-02-26/3958 Edited February 26, 2010 by UTUFURS Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 მტლიანად სტატია წაიდემაგოგებს მარა ამაში ასიანია: მე არ ვიცი, რამდენ ხმას მოუგროვებს ბ-ნ ალასანიას ცრემლიანი ვაკელი, ნინელი ჭანკვეტაძე და აგნოსტიკოსი პეტრე მამრაძე, მაგრამ ჩემი ხმა კი მან ნამდვილად დაკარგა გუშინწინ-გიშღAმიდან მოყოლებული ბევრი მეუბნება ასე..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 იდეაში ტიროდა რომ ვატყობ მეღირსება მიშას მოცილებაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 UTUFURS მეგობრებო, ხომ არ იცით, რატომ ტიროდა ის უცნაური ხალხი გუშინწინ ჭადრაკის სასახლეში?ნოდარის და ფრიდრიხის საჭადრაკო შერკინება წარმოიდგინეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 დაუწერს მიშისტი ასეთ სტატიას ,თან 24 საათში ზეშეფასებას , გაბლატავდება ამ მუხტით ანთებული "ცენტრისტი" პოლიტიკოსი და ცალკე მონაწილეობას გადაწყვეტს (იფიქრებს უი ამომრჩეველი მყოლიაო) მიშისტი ხმას მაინც ნაცებს მიცემს , ცენტრისტი კი დააგროვებს 2 პროცენტს .... ვცდები? :rolleyes: იქიდან დავაკოპირე .თემის გამხსნელს არ ეხება კაცო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2010 დაუწერს მიშისტი ასეთ სტატიას ,თან 24 საათში ზეშეფასებას ,lasha_alo და არა მარტო მიშისტი, ჩემო ლაშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.