tako:)) Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ქალაქ ზვოლეში ვინსენტ ვან გოგის ნახატი გამოფინეს, რომლის ავტორიც ბოლო დრომდე უცნობი იყო.ამის შესახებ ”NRC Handelsblad” იტყობინება. მუზეუმის დირექტორის, რალფ კენინგის თქმით, ნახატის "Le Blute-fin Mill" ავტორი რომ დიდი პოსტიმპრესიონისტი იყო, ამსტერდამში მდებარე ვან გოგის მუზეუმის ექსპერტებმა დაადგინეს. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ნამუშევრის ავტორის ვინაობის დადგენა ექსპერტებმა ტილოს ზომისა და სტრუქტურის, საღებავების სახეობის, ხატვის ტექნიკის გარკვეული თავისებურებებისა და ასევე ნახატის უკანა მხარეს პარიზის მხატვრული ნამუშევრების მაღაზიის ბეჭდის მიხედვით დაადგინეს.http://s57.radikal.ru/i157/1002/34/707b5aca3878.jpgვან გოგის ნამუშევრად აღიარებული ნახატი ზვოლეს მუზეუმის დამაარსებელმა, დირკ ჰანემმა 1975 წელს ათასი ევროს ექვივალენტურ ფასად შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანემი ნამუშევრის ავტორის ვინაობაში დარწმუნებული იყო, ექსპერტები მაინც ეჭვით უყურებენ მის განცხადებებს. ჰანემს როტერდამის მუზეუმისთვის ადრეც შეუძენია რამდენიმე ნახატი, რომელთა ავტორიც თითქოს იოჰანს ვერმეერი იყო, თუმცა მოგვიანებით ნახატები ყალბი აღმოჩნდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”Reuters” აღნიშნავს, 1986 წელს ნახატის მფლობელის გარდაცვალებამდე ის მის პირად კოლექციაში ინახებოდა, შემდეგ კი მუზეუმის სათადარიგო საცავში მოხვდა. ექსპერტები ექსპერტიზის ჩატარებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდნენ, რაც ზვოლეს მუზეუმმა ეს დაჟინებით მოითხოვა. ბოლოს ვან გოგის უცნობი ნამუშევარი 1995 წელს აღმოაჩინეს. მხატვრის ნამუშევართა 1970 წელს შექმნილ კატალოგს მისი პირველი გამოქვეყნების შემდეგ სულ 5 ნახატი დაემატა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.