Jump to content
Planeta.Ge

დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება


Recommended Posts

ლ ი ც ი

დაიწყო უკვე სწორუპოვარმა

დამიგვიანია :D

მაგრამ არაუშავს, ფონ კაროიანივით თუ გამოსდის შემატყობინე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

analgin

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ქარველ დეპუტატებს ამერიკული ოჯახი წარმოუდგინა, რომელიც საცხოვრებლად ამერიკიდან საქართველოში გადმოვიდა.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ბაიდენების ოჯახის წევრები ამერიკის მოქალაქეები არიან და პროფესიით მხატვრები.

თუმცა, სააკაშვილის თქმით, ბაიდენებმა ამერიკაში სახლი გაყიდეს, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ სამ შვილთან ერთად და საბურთალოზე პიცერია გახსნეს, სადაც პიცებს საკუთარი ხელით აცხობენ.

,,ბაიდენების ოჯახის სამი ვაჟი ქართველებად მიიჩნევენ საკუთარ თავს და საქართველოს სამშობლოდ ასახელებენ. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ლიბერალური პოლიტიკის ქვეყანა, სადაც ცხოვრება შეეძლება თქვენს შვილებს’’, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ვაცალოთ და ნიუ-ვასიუკის აგვიშენებს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დემოკრატიის მეორე ტალღაო :yes:

 

პირველი როდის იყო? :D

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის სფეროსაც შეეხო. პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველო ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობის შედეგად 5 წელიწადში ქვეყანაში ენერგოწარმოება გაორმაგდება და ათობით ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

“სამი წლის წინ საქართველო მსოფლიოში ყველაზე ენერგოდამოკიდებული ქვეყანა იყო. მე დაგპირდით, რომ საქართველოს გადავაქცევდი ერთ-ერთ პირველ ქვეყნად ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის ამ სფეროში. დაიწყო ისეთი ინვესტიციების განხორციელება, რომელზე ოცნებაც შეუძლებელი იყო. დაიწყო ჰესების მშენებლობა, რომლის შედეგადაც ენერგოწარმოება გაორმაგდება 5 წელიწადში ჰესების მშენებლობაზე ათიათასობით ადამიანი დასაქმდება”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

 

 

..................................................................................................................................

 

მიხეილ სააკაშვილი - 2010 წელი საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება

 

 

2010 წელი საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას მთავარი აქცენტი ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე აქვს და მიმდინარე წელს ეკონომიკის მინიმუმ 3%-ით ზრდაა ნავარაუდევი. “სწორედ ლიბერალურობაა იმის მიზეზი, რომ საქართველო გაჩნდა მსოფლიო ინვესტორთა რადარებზე. საქართველოს უკვე განიხილავენ როგორც ქვეყანას, სადაც წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ გაჯანსაღების გზას ვადგავართ”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დეპუტატებს ამერიკული ოჯახი წარუდგინა, რომელმაც საქართველოში ცხოვრება სწორედ ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და კორუფციის არარსებობის გამო გადაწყვიტა. სააკაშვილმა დეპუტატებს წარუდგინა ასევე ბიზნესმენი შოთა აფხაზავაც.

“მინდა გაგაცნოთ ამერიკელი ბაინდერების ოჯახი, რომელთაც ნახეს, რომ საქართველოში ადვილია ბიზნესის კეთება. ნახეს, რომ არ არის კორუფცია და გადაწყვიტეს აქ ცხოვრება. საბურთალოზე მათ გახსნეს პიცერია, აქვთ თავიანთი ბიზნესი, მათი შვილები სწავლობენ ქართულ სკოლაში და ქართველებად მიიჩნევენ თავს. მე მინდა თქვენს შვილებს ვუთხრა, რომ საქართველო აღარასოდეს გადაუხვევს ლიბერალური ეკონომიკის კურსს და თქვენ თქვენს გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებთ”, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გახსოვთ კომუნისტების დროს როგორ ითიშებოდა დენი და წყალი გრაფიკით იყო? :D :032: :medzikneba:

იტოგში ედიკას პერიოდი აღარ აკმაყოფილებს და კომუნისტებს

გადასწვდა :yes:

 

საბჭოტა კავშირის დროს მეორეხარისხოვანი ერი ვიყავითო,

 

ეხლა მერადმენეხარისხოვანი ერი ვართ საინტერესოა :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

oddo

გახსოვთ კომუნისტების დროს როგორ

კი მახსოვს - ყველა არხზე ბრეჟნევი იყო , მიშაც ეგრეა დღეს

ჯერ სად ვართ ეხლა განხილვა დაიწყება - ეს რა თქვა პრეზიდენტმაო

 

 

ლ ი ც ი

დემოკრატიის მეორე ტალღაო D.gif

 

პირველი როდის იყო?

"დევიატიი ვალ" ვიცი - მეორე ტალღა არ ვიცი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"დევიატიი ვალ" ვიცი - მეორე ტალღა არ ვიცი :)

kisa

ჰოდა ბელადისგან ვისწავლოთ :beee:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმე და ვერაფრით ჩავერთვე- ვინ ახვლედიანზეა ბაასი მიშას მაგრები უტხრაო პარლამენტში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმე და ვერაფრით ჩავერთვე- ვინ ახვლედიანზეა ბაასი მიშას მაგრები უტხრაო პარლამენტში?

T_A_T

http://planeta.ge/index.php?showtopic=16781

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმე და ვერაფრით ჩავერთვე- ვინ ახვლედიანზეა ბაასი მიშას მაგრები უტხრაო პარლამენტში?

T_A_T

+

გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტს უსურვებს, მისი პრეზიდენტობის შემდეგ, "ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოს“

 

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტს უსურვებს, როგორმე მოახერხოს, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ, "ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოს“.

ამის შესახებ ახვლედიანმა გუშინ პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „თქვენ, თქვენი საპრეზიდენტო ვადები პრაქტიკულად გაფლანგეთ, ასე რომ, მადლობას წასვლისას აღარავინ გეტყვით, ახლა იქნებ ის მაინც მოახერხოთ, რომ თქვენს შემდეგ ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოთ, რათა ჩვენ დღეს მხოლოდ ქვეყანა საქართველოსგან, ღირსეული სახელმწიფო ავაშენოთ“, – მიმართა ახვლედიანმა პრეზიდენტს, რომელიც დებატებს ესწრებოდა.

მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილი ღირსეული სახელმწიფოს აშენებას ვერ ახერხებს, არა მხოლოდ სოციალ-ეკონომიკურ სფეროში ვლინდება და იგივე ხდება ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივაც. ახვლედიანმა მანიფესტაციების შესახებ კანონზეც ისაუბრა და პრეზიდენტს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ კანონის კრიტიკა შეახსენა.

"მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ერთადერთი, რაშიც ეს ცვლილებები გამოგადგათ, იყო სამკაციანი აქციის დარბევა და აქციის მონაწილეთათვის ჯარიმების დაკისრება. თქვენ შესაძლოა ამას დემოკრატიას უწოდებთ, ჩვენ კი გეტყვეთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ამას ავტორიტარიზმი ჰქვია“ – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ვეღარასოდეს გახდება პროგრესის მომტანი ხელისუფლება, რადგან მათ საკუთარი ხალხის არჩევანის ეშინია. ამის არგუმენტად, ახვლედიანმა ის გარემოება დაასახელა, რომ თვითმმართველ არჩევნებში მერის პირდაპირი წესით არჩევა, ხელისუფლებამ არ დაუშვა.

"და ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, იქნებ ერთხელ მაინც ცივი გონებით, გვერდიდან შეხედოთ თქვენს ექვსწლიან მოღვაწეობას და დაინახავთ, რომ თქვენ საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფერუმარილს უსვამთ სახეზე და ამით გინდათ დაფაროთ ის ძონძები, რომელიც მას თქვენი და თქვენივე მთავრობის საქმიანობის წყალობით აცვია“, – მიმართა ახვლედიანმა პრეზიდენტს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაუ სულ არ მახსოვდა მაგ ჟურნალისტი -იმდენი მოახერხა:)

ტექსტი მშვენიერია...ქვეტექსტი კიდევ უფრო-ქრისდემების ფლუგერმა მიმარტულება იცვალა-ესეიგი ქარი სხვა მხრიდან უბერავს და აშკარად სააკაშვილის ზურგის ქარი არაა..............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაუ სულ არ მახსოვდა მაგ ჟურნალისტი -იმდენი მოახერხა:D

ტექსტი მშვენიერია...ქვეტექსტი კიდევ უფრო-ქრისდემების ფლუგერმა მიმარტულება იცვალა-ესეიგი ქარი სხვა მხრიდან უბერავს და აშკარად სააკაშვილის ზურგის ქარი არაა..............

ტატა, შენ მეტ ნაკლებად კულუარულ ამბებში აზრზე ხარ რაც ხდება და მითხარი,

ის ინფორმაცია რაც შენ გაქვს გაძლევს იმის საფუძველს რომ თქვა -მიშას ერხევა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ოოო მოვედი გაყინული, ვზივარ ჩემთვის ყავას ვწრუპავ. ნიუსტუდიოს ოპტიმიზმს კოჭს ვუგორებ..არ შემარგოთ ხო!

წავედი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,, ბაიდენების ოჯახის სამი ვაჟი ქართველებად მიიჩნევენ საკუთარ თავს და საქართველოს სამშობლოდ ასახელებენ. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ლიბერალური პოლიტიკის ქვეყანა, სადაც ცხოვრება შეეძლება თქვენს შვილებს’’, – განაცხადა პრეზიდენტმა.

:v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...