ლ ი ც ი Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით დღეს ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტი პარლამენტში, სავარაუდოდ, 18:00 საათისთვის მივა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: მოკლედ, დღეს ბევრ ბინძურ ზღაპარს და ბოღმა "სადღერგძელოს" მოვისმენთ, რამეთუ მიშა არის ტურა-ტაბაკის(ყველა ჩვენთაგანისთვის ნაცნობი წიგნის "მაუგლის" ყველაზე საზიზღარი პერსონაჟი) ტიპის ადამიანია, რომლებიც თესავენ სიბილწეს, წამლავენ ატმოსფეროს, ერთმანეთს უსისინებენ ადამიანემს და მხოლოდ ამით იხანგძლივებენ "ნირვანას" . ფსიქოლოგიაში ჩახედული ადამიანისთვის ცნობილია არაცნობიერი აგრესია, რომელიც საკუთარი თავის ვნებით გამოიხატება. "ცისფერყანწელებს" ჰქონდათ ერთი სახე-მეტაფორა: გააფრთებული მორიელი, როცა მსხვერპლს ვერ მოიხელთებს , თავს იგესლავს. ჰოდა, ჩემი აზრით , ამ გესლის ნთხევით მიშა თავს იგესლავს. მაშ-ს ასე, ფარდა გაიხსნა,წარმოდგენა დაიწყო.. Edited February 26, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ტარგამოსებსი ინციატივა რომ იყო რეგლამენტის შეცვლასთAნ დაკავშირებIთ?-შეცვალეს თუ ისევ ერტი მსახიობის თეატრი გველის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დღევანდელი გამოსვლების ფორმატი შეთანხმდა პარლამენტში დეპუტატების დღევანდელი გამოსვლების ფორმატი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა.გამოსვლები, დაახლოებით, პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.კერძოდ, უმრავლესობას და უმცირესობას გამოსვლისთვის ექნება 45-45 წუთი, ფრაქციის თავმჯდომარეებს - 15-15 წუთი, თუმცა გამოსვლისთვის ცალკე დრო არ ექნებათ ვიცე-სპიკერებს.რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს, გამოსვლის უფლება ექნება მხოლოდ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს, რისთვისაც მას 5 წუთი გამოეყოფა.როგორც ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, სიტყვით გამოსვლის უფლება ექნება იმ დამოუკიდებელ დეპუტატს, რომელმაც შესაბამისი თხოვნით პარლამენტის ხელმძღვანელობას მიმართა."ასეთია მხოლოდ გიორგი ცაგარეიშვილი", – განაცხადა ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა.პრეზიდენტი პარლამენტში 18 :00 საათისთვის მივა. პრეზიდნეტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დეპუტატები სიტყვით გამოვლენ.ამასთან, შესაძლოა, პრეზიდენტი დეპუტატების გამოსვლის შემდგაც გამოვიდეს სიტყვით.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) ვალერია ნოვოდვორსკაია - მიხეილ სააკაშვილს მერვე და მეცხრე საოცრების მოხდენა შეუძლია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლას რუსი ჟურნალისტები ოლეგ პანფილოვი და ვალერია ნოვოდვორსკაია დაესწრებიან.როგორც ნოვოდვორსკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მერვე და მეცხრე საოცრების მოხდენა, მეშვიდე კი უკვე მოახდინა, რეფორმების და აგვისტოში, რუსეთის აგრესიის მოგერიებით."ეს არ იყო იოლი დავალება. ზვიად გამსახურდიამაც კი, რომელიც ღრმა პატიოსნებით ემსახურებოდა ქვეყანას, ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა", – განაცხადა სტუმრმა.მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ისწავლა, რომ უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარ პრეზიდენტს, ვიდრე ეს იყო გამსახურდიას დროს, თუმცა, ნოვორდოსკაიამ ისიც აღნიშნა, რომ არ გულისხმობს ოპოზიციურ ძალებს."იმედი მაქვს, რომ წამყვან მელოდიას ვიოლინოზე ისინი არ ასრულებენ", – განაცხადა ნოვოდვორსკაიამ და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც აფორმებენ "ედინაია რასიასთან" ხელშეკრულებებს, დასაგმობია. "საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლაით, რუსეთში ასეთი ძალა აღარ არსებობს", – დასძინა მან.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 :D Edited February 26, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ვინმეს ააქ ამ ადამიანის მოსმენის ნერვი და ატანანის უნარი?მე, პას! წამოვა ეხლა აბსურდების კორიანტელი და თეატრალიზებული წარმოდგენა ისე რა მაინტერესებს - ვინმეს ახსოვს პრეზოს პირველი გამოსლა პარლამენტში - ჟგუფ-ჯგუფად, რომ ყავდა ხალხი დაბარებული და პერმორმანსი რომ გამართეს იქ? გახსოვთ ის ოფიცერი ქალი ია?სხვათაშორის იმ "წარმოდგენის" მერე ის ქალბატონი ამერიკის სამხედრო სასწავლებელში სკანდალში გაეხვია და გაიპარა იქედან - სადღაც ამერიკის ბარში მუსაობს ეხლა აი ესეთი "გმირები" ყავს მიშიტოს - ზუსტად თავისნაირები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 მიშაააა, მოდეეეეეეე შეგაგინოოოო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) კათოლიკოს-პატრიარქიც დაესწრებაო Edited February 26, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ლ ი ც ი როდის არის სპექტაკლის დაწყება - მოვასწრებთ საპარიკმახეროში წასვლას, თუ დავხვდეთ ესე გაწეწილები მანიკიურისა და პედიკიურის გარეშე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 როდის არის სპექტაკლის დაწყება - მოვასწრებთ საპარიკმახეროში წასვლას, თუ დავხვდეთ ესე გაწეწილები მანიკიურისა და პედიკიურის გარეშე? D.gifkisa დაიწყო უკვე სწორუპოვარმა პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდის პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას სხვა სტუმრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უსმენს. პრეზიდენტის გამოსვლას ტრადიციულად დიპლომატიური კორპუსისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. წლევანდელ გამოსვლას ესწრებიან რუსი ჟურნალისტები ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინ ბარავოი და ოლეგ პანფილოვი. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, ორსაათიანი შესვენება უნდა გამოცხადდეს, რის შემდეგაც დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას გამოსვლისთვის ექნება 45-45 წუთი, ფრაქციის თავმჯდომარეებს 15-15 წუთი, თუმცა გამოსვლისთვის ცალკე დრო არ ექნებათ ვიცე-სპიკერებს. დამოუკიდებელ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისთვის 5-5 წუთი დაეთმობათ.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 45 წუთის დაგვიანებით მივიდააჩუკუნებდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ქართველი დეპუტატები რუს ჟურნალისტებს განსაკუთრებით მიესალმნენ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე დეპუტატები განსაკუთრებით მიესალმნენ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეს ადამიანები საქართველოს გვერდით იდგნენ და ქართველი დეპუტატების ტაში და ოვაცია დაიმსახურეს. “ყველას გვახსოვს მათი სამოქალაქო და ვაჟკაცური პოზიცია სიმართლის სასარგებლოდ და არა საქართველოსთვის”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ. პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებიან რუსი ჟურნალისტები ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინ ბარავოი, ანდრეი ილარიონოვი და ოლეგ პანფილოვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) ჟურნალისტები ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინ ბარავოი, ანდრეი ილარიონოვი და ოლეგ პანფილოვი. http://www.youtube.com/watch?v=6NV9706F6GQ აშკენაზები Edited February 26, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) პრეზიდენტმა გასული წლის გამოწვევებად რუსული აგრესია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და შიდა დაძაბულობა დაასახელა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის გამოწვევებად რუსულ აგრესიას, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და 2009 წლის აპრილში შიდა დაძაბულობას ასახელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ჰქონდა წლები, როდესაც ებრძოდნენ, მაგრამ ის მაინც ახერხებდა მთავარი მიზნისთვის მიღწევას. ქვეყნის სირთულეები კი, პრეზიდენტის თქმით, ძირითადად რუსულმა აგრესიამ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და შიდა დაძაბულობამ განაპირობა. "ამ სამივე მოვლენამ ცუნამის ტალღებივით გადაუარა ჩვენს ქვეყანას და მისი ზრდის დინამიკას დარტყმა მიაყენა", – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ სირთულეების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს არაერთი პრობლემა შეექმნა და ცხოვრება გაურთულდა. სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ წელს ოპოზიციის აქციებზე და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მთავრობას ომის და ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრაზე უნდა ეზრუნა, დედაქალაქის ცენტრი პარალიზებული იყო და სავსე იყო "გალიებით". "შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გვიქადდა 90-იანი წლების ქაოსში დაბრუნებას, თბილისის მკვდარ ქალაქად გადაქცევას", – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად ქაოსში დაბრუნების შესაძლებლობისა, საქართველომ ეს ქაოსი არ დაუშვა და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited February 26, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) მიშა-"ძვირფასო თანამემამულენო, მადლობას გიხდით, რომ გამოავლინეთ ყველა ეროვნული ღირსება" როდის გამოვავლინეთ? Edited February 26, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ქარველ დეპუტატებს ამერიკული ოჯახი წარმოუდგინა, რომელიც საცხოვრებლად ამერიკიდან საქართველოში გადმოვიდა.როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ბაიდენების ოჯახის წევრები ამერიკის მოქალაქეები არიან და პროფესიით მხატვრები.თუმცა, სააკაშვილის თქმით, ბაიდენებმა ამერიკაში სახლი გაყიდეს, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ სამ შვილთან ერთად და საბურთალოზე პიცერია გახსნეს, სადაც პიცებს საკუთარი ხელით აცხობენ.,,ბაიდენების ოჯახის სამი ვაჟი ქართველებად მიიჩნევენ საკუთარ თავს და საქართველოს სამშობლოდ ასახელებენ. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ლიბერალური პოლიტიკის ქვეყანა, სადაც ცხოვრება შეეძლება თქვენს შვილებს’’, – განაცხადა პრეზიდენტმა. http://epn.ge/?p=1176 ვაი, ამის პატრონს. ამის და####ვებას ხო სასრული არა აქვს, რა. სირცხვილია არაა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ასეთი კვერცხობები??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.