Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

უსინდისო ვიყო ნოღაიდელი უფრო პროდასავლელი თუ არ გამოჩნდეს!

 

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 1-ელი მარტიდან გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაცია ~ინტერპრესნიუსს~ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში დაუდასტურეს.

~1-ელი მარტიდან პუნქტის გახსნა ოფიციალურად იგეგმება. დასამუშავებელი იყო გარკვეული დეტალები, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პუნქტი ასამუშავებლად უკვე მზად არის. ქართულმა და რუსულმა მხარეებმა შვეიცარიის შუამავლობით შესაბამისი ნოტები გაცვალეს~, - განაცხადეს დეპრატამენტში.

1-ელი მარტიდან ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოსალოდნელი გახსნის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უსინდისო ვიყო ნოღაიდელი უფრო პროდასავლელი თუ არ გამოჩნდეს!

 

ნოღაიდელი რა შუაშია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უსინდისო ვიყო ნოღაიდელი უფრო პროდასავლელი თუ არ გამოჩნდეს!

პრიჩომ>?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ლარსი იხსნება

 

 

ლარსიც გაიხსნება,საჰაერო მიმოსვლაც აღდგება და ბედნიერი ცხოვრებაც გაგრძელდება საქართველოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ნოღაიდელი რა შუაშია?

ხელისუფლებასთან შედარებით თქო..იგულისხმებოდა...

 

მალე დიპ ურთიერთობაც აღდგება...ან შეიძLება ფორმისთვის არც აღდგეს...

 

რუსეთი მზად არის, საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ “გოლოს როსიასთან” და ტელეკომპანია Russia Today-სთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, შესაძლებელია პირველი მარტიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ამუშავება. თუმცა, ლავროვმა აქვე აღნიშნა, რომ რუსეთი პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არანაირ კონტაქტს არ აპირებს.

“ამასთან, ქართულ მხარესთან კონტაქტს ჩვენი ქვეყანა არ გაურბის. ცნობილია, რომ შობის დღესასწაულის დღეებში ჩარტერული რეისები შესრულდა. ეს ქართული მხარის თხოვნა იყო და მივიჩნიეთ, რომ ეს სწორი იქნებოდა, გარდა ამისა, მზად ვართ, გავხსნათ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა და ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს ამ საკითხის განხილვა შეუძლიათ”, - განაცხადა ლავროვმა.

ლარსის პუნქტთან დაკავშირებით კი, ლავროვმა აღნიშნა, რომ პუნქტი, როგორც ქართული, ისე რუსული მხრიდან შესაბამისად არის აღჭურვილი. რუსი მინისტრი იმედოვნებს, რომ პირველი მარტიდან აღნიშნული პუნქტი ამუშავდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ყაზბეგისა”(საქართველოს) და “ზემო ლარსის”(რუსეთის ) სასაზღვრო-გამშვები პუნქტები პირველი მარტიდან ამოქმედდება.

განმარტებები პუნქტებზე მიმოსვლის განახლების პირობების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს გააკეთა.

მისი განცხადებით, "ყაზბეგის" (საქართველო) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ზემო ლარსის" (რუსეთის ფედერაცია) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება კი, განხორციელდება რუსეთის ფედერაციის კანონებისა და წესების შესაბამისად.

გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად, 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში - 6.00-დან 22.00 საათამდე, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში - 7.00-დან 19.00 საათამდე.

კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე, დაშვებულია გამშვები პუნქტების გავლით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო (სატრანსპორტო) და 30 ადგილზე მეტი რაოდენობის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა.

ამასთან, გამშვებ პუნქტებზე აკრძალულია სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა.

ერთ-ერთი მხარის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებაზე უარის შემთხვევაში, მეორე მხარე ნებას მისცემს, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაუბრკოლებლად და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს საკუთარ ტერიტორიაზე.

"ყაზბეგი" (საქართველო) გამშვებ პუნქტზე არ გაიცემა საქართველოს ვიზები.

როგორც ნალბანდოვმა განმარტა, შესაბამისი შეთანხმება 2009 წლის 28 ოქტომბერს ერევანში, სომხეთის მხარის შუამავლობით და 2009 წლის 23 დეკემბერს "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე, შვეიცარიის მხარის მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთის ექსპერტთა შეხვედრებზე შედგა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ აგვისტოს ომი დადგმული სპექტაკლი არ იყო და ის საცოდავი ხალხი(ჯარისკაცები) საზარბაზნე ხორცად-დეკორაციად გამოიყენეს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ერტი ჩემი დაქალის მშურს მანოლო ბლანიკის ორიგინალი შიბლეტები რომ აქვს და მეორე შენი...ეხლა გასამებაზე ვჩალიჩობ გამწარებული.......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ერთი ამიხსენი, თუ არც პოლიტიკურად არც ეკონომიკურად მომგებიანი არ არის ლარსის გახსნა, რატომ ვხსნით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ერთი ამიხსენი, თუ არც პოლიტიკურად არც ეკონომიკურად მომგებიანი არ არის ლარსის გახსნა, რატომ ვხსნით?

მე რატომ მეკითხები ამას? მე ვთვლი რომ არ უნდა გაიხსნას ლარსი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადგილობრივებს არ უნდათ ლარსის გახსნა, ყველას ეშინია, ჯერ ერთI იმიტომ რომ ვინ ძაღლი და მამაძაღლი გადმოვა კაცმა არ იცის, ვლადიკავკაზში უკვე რამოდენიმე მოხევე მოკლეს კიდეც. თან თრუსოს ხეობაში მიტოვებული ოსურის სოფლები რამოდენიმეჯერ გაიძარცვა ისევ და ისევ იქვე მდებარე კობში მაცხოვრებელი ოსების მიერ (ასე ამბობენ და რა ვიცი). რას იზამენ დაბრუნებული ოსები არავინ იცის. მოკლედ ყველას გონია იქ, რომ ლარსის გახსნით სიტუაცია დაიძაბება. მთავრობას იქაური ხალხი არ აინტერესებს და შესაბამისად რამე რომ იყოს არც დაიცავს მოხევეებს. მაშინ ვითომდა მიტინგი რომ ჩატარდა ლარსის გახსნის მომხრეების სულ ძალით მიყვანილი ხალხი იყო. ეგ მაინც ვიცი სხვა თუ არაფერი. წეღან ვუსმენდი კურიერში - ხალხიც ვერ გადავა და პროდუქტების გატანაც აკრძალულიაო. ნეტავ რატომ უნდა შეეწიროს იქაური ხალხი სომხების ინტერესებს. აუ ვეღარ გავიგე რაა რა ხდება სინამდვილეში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

ნეტავ რატომ უნდა შეეწიროს იქაური ხალხი სომხების ინტერესებს.

იმიტომ რომ ტერი გვყავს სათავეში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...