Nukriko Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ისტორიაში, ყალიბდებოდა ისეთი ინსტიტუტები რომლებიც მოითხოვდნენ აბსოლიტურ მორჩილებას. მორჩილება თავისთავად კარგ „საქმედ“ მიიჩნეოდა და იყო პერიოდები როდესაც მორჩილება გაიდეალიზებული იყო. ძირითადად ძლიერი სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების მორჩილების იდეალიზება იყო. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში შიდა დაპირისპირება იყო, თუ რომელ ინსტიტუტს სახელმწიფოს თუ რელიგიურს უნდა ჰქონოდა უფრო მეტი ავტორიტეტი. შემდეგ მოხდა ე.წ „სულიერი ამბოხი“ ძველი ავტორიტეტებისადმი, მონარქის ავტორიტეტისადმი თუ რელიგიური ავტორიტეტებისადმი. ამბოხი გამოიხატა იმაში რომ გაიდეალდა ადრე არსებული ანტიიდეალები, ის რაც იგმობოდა ამ ინსტიტუტების მიერ. ამბოხი იყო სხვადასხვა გვარი, თუმცა საერთო ჯამში ამ ამბოხმა გამოიწვია საზოგადოების განთავისუფლება ყოვლისმომცველი სისტემებისგან. ადამიანის ცხოვრება გახდა უფრო დაცული გარე ავტორიტეტების ჩარევისგან და ადამიანმა მოიპოვა გარკვეულწილად თავისუფლება, რელიგიური ინსტიტუტებისგან. ევროპული კულტურა ეს არის ერთი მხრივ იმ შუა საუკუნოვან ღირებულებების (ქრისტანობის) მეორე მხრივ „ამბოხებული“ ღირებულებების ნაზავი. ეს ორი ერთმანეთისგან დაპირისპირებულმა ღირებულებებმა შექმნეს ახალი თავისუფალი სივრცე. საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან დაწყებული სექსუალური რევოლუციით დამთავრებული, შეიქმნა უამრავი ალტერნატივა და ყოვლისმომცველი სისტემები და ავტორიტეტები გაანადგურა. მეორე მხრივ ბევრი უარყოფითი მოვლენა ჰქონდა ამ რევოლუციებს, მაგალითად საფრანგეთის რევოლუციამ ერთი ყოვლისმომცველი სისტემა მეორე ყოვლისმომცველ სისტემით ჩაანაცვლა, ბრბოს მართველობა იყო ყოვლისმომცველი და ადრე თუ კონკრეგული სასულიერო პირი ბრბოს მეშვეობით ეროდა ადამიანიანის პირად ცხოვრებაში, რევოლუციის დროს ბრბოს მეშვეობით პოლიტიკოსი ეროდა ადამიანების პირად ცხოვრებაში. უავტორიტეტო და არა მყარმა სისტემამ გამოიწვია ე.წ თავისუფლებისგან გაქცევა. შედეგად კი თავისუფლებისგან გაქცეული ხალხმა კვლავ დააბრუნა ახალი ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი, მუსოლინი და ა.შ ავტორიტეტის გაქრობა დაუცველობის შეგრძნებას ტოვებს, ადამიანი რომელიც ემორჩილება ავტორიტეტს, იმის მიუხედავად რომ ავტორიტეტის ბრძანება არის უსამართლო, მორჩილებით ის თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან მისთვის უფრო მთავარია მყარი სისტემის არსებობა, იმის მიუხედავად რომ ეს სისტემა უსამართლოა, ვიდრე არამყარ სამყაროში სადაც მუდმივად ყველაფერი მოძრაობს და არ იცი ხვალე რა იქნება. ამიტომ საზოგადოება თუ არ არის მიჩვეული ამ ქაოსურ სამყაროში ცხოვრებას და მას ურჩევნია უსამართლო მაგრამ მყარ სამყაროში იცხოვროს, იგი მუდამ ეძებს ავტორიტეტებს, რომელიც მას დაპირდება მყარ და სტაბილურ სამყაროში აცხოვროს. აბრაამისეული რელიგიები უპირველესაყოვლისა პირდებოდა საზოგადოებას“შეუცვლელ“ სმყაროში ცხოვრებას. მსგავსი რელიგიები გმობენ ყოველივე ახალს (თუ არ გმობენ უჭირთ ახლის მიღება) და იდეალიზებას უკეათებენ იმ უცვლელ პრინციპებს, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე იყო მიღებული. ამ პრინციპების შეუცვლელად დაცვას აიდეალებენ და ამავე დროს ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი იცხოვრებენ სტაბილურ სამყაროში, რომელიც არ იცვლება. ამბოხებული ადამიანი ეს რეალურად არის ყოფილი მონა, რომელმაც თქვა „არა“! მან უთხრა არა იმ უსამართლობას რაც მას მიაჩნდა უსამართლობად, მან უთხრა იმ უსამართლობის წყაროს უარი დამორჩილებოდა რომელიც მას აიძულებდა ისე მოექცა როგორც რომელიმე კონრეტულ ავტორიტეტს უნდოდა. ამბოხებული ადამიანი ეს მეორე მხრივ არის არტისტიც რომელიც საზოგადოებას თავის საქციელით ეუბნება რომ ის საზოგადოებაც უნდა შეიცვალოს, რომ აღარ შეიძლება ისე ცხოვრება როგორც ამას ჩვენ რომელიმე ავტორიტეტები გვეუბნებიან. როგორც წესი ამბოხებული ადამიანი, უარყოფს იმ ღირებულებებს რა ღირებულებებსაც ატარებს არსებული სისტემა და საპირისპირო ღირებულებებს ირჩევს. როგორც წესი ეს საპირისპირო ღირებულებები არსებულ სისტემისთვის აღიქმევა როგორც გარყვნილება და როგორც დეგრადაცია. ხოლო ამბოხებულისთვის კი ის ღირებულებები რომელსაც ატარებს სისტემა, მიიჩნევა როგორც უსამართლობის წყარო და როგორც მისი და საზოგადოების უბედურების წყარო, შესაბამისად ბოროტებად აღიქმევა. ქართული საზოგადოება ცხოვრობდა სტაბილურ კომუნისტურ სისტემაში, რადგან ყველამ იცოდა რა მოხდებოდა ხვალე, რომ იმის მიუხედავად რომ უსამართლოა სისტემა, მაინც სტაბილურად არსებობა შეიძლება. მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწყო ქაოსი, ადამიანებმა აღარ იცოდნენ თუ რა მოხდებოდა ხვალე და დაიწყეს ახალი ავტორიტეტის ძიება. უარი თქვეს საკუთარ თავისუფლებაზე და ეს თავისუფლება ავტორიტეტებს გადასცეს.ერთადერთი ინსტიტუტი რომელიც სტაბილურად არსებობს და ძლიერდება (მატერიალურად) ეს არის ეკლესია, იდეალიზება სწორედ ამ სტაბილურობის დანახვამ გამოიწვია, ყოფილი ე.წ „ინტელიგენცია“ დაიწყო საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ დამალვა. ყოველგვარი ამბოხება ამ სისტემისადმი მიიჩნევა დანაშაულად. დღეს ქართული საზოგადოება იმყოფება იმ პროცესში, რასაც ქვია „თავისუფლებისგან გაქცევის“ პროცესი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.