lasha_alo Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 (edited) 1990წ 28 ოქტომბერი საზოგადოებრივი დაკვეთა- კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟიშედეგი- მრგვალი მაგიდის მაღალი პროცენტი , კომუნისტების მარცხი და ბარიერს მიღმა დარჩენილი "ცენტრისტები"- "ბლოკი თავისუფლება" , სახალხო ფრონტი , დემოკრატიული პარტია და ა.შ. რატომ? ხალხს უნდა აერჩია ერთი და არა რამდენიმე პოლიტიკური ძალა . აქცენტი კი გამსახურდიას ავტორიტეტზე გაკეთდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან. პუტჩის შემდეგ პიარ ტექნოლოგიები ნელნელა დაიხვეწა , ხელოვნური მტრის ხატის შექმნა ისწავლეს.1995 წელს შეიქმნა 3 სუბიექტიანი პარლამენტი ,რადგანაც კვლავინდებურად პოლიტიკური ვექტორი 2 პოლუსს შორის გათამაშდა და სმკ ასლანიჩებთან გაიყო მანდატები ამ შემთხვევაში ცენრისტულმა ძალებიდან მხოლოდ ედეპემ გადალახა ბარიერი. სხვებმა , ვთქვათ ნოდარ ნათაძის გარშემო კონსოლიდირებული გაერთიანებულ რესპუბლიკურ პარტიას კვლავ არ გაუმართლა . 1999წელი გ ი ხ ა რ ო დ ე ნ არჩევნები . სმკს "ძლევაი საკვირველი" და ჩაბნელებული თბილისი.რამდენიმე პარტია პარლამენტში არ შეუშვეს, მაგრამ "მესამე ძალის" ამბიციის მქონე რესპები ედეპესთან კოალიციაში სასტიკად დამარცხდა ,ისე როგორც სხვა ანალოგიური ტიპის პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო პარტია-დიდგორი" . 2003 წელი ცენტრისტებიდან რამდენიმე ძალა ძლივს გადალახავს ბარიერს ,ხოლო ნაცების მიერ მოწყობილი პუტჩის მეშვეობით იქმნება ორპარტიული პარლამენტი . იგივე გამსახურდიას ბლოკი ვერ აგროვებს 7 პროცენტს და კვლავაც ჩავარდა მესამე ძალის შექმნის მცდელობა. უახლოეს ხანში გავიხსენოთ გამყრელიძის 4 და რესპების 3 პროცენტი და დავფიქრდეთ არის კი ეს სწორი პოლიტიკური სტრატეგია .აღიარო რომ არის ბუა მტერი , მტერს ყავს მეორე მტერი და შენ ორივე არ მოგწონს და ხარ ნეიტრალი .....არა ,ესაა აბდაუბდა,მაშინ როცა ჩვენ ჯერ არ გადავსულვართ პარტიულ პლურალიზმზე და ოპოსაზოგადოებრივი დაკვეთა არის ნაცების რეჟიმის დემონტაჟი და არა შიდაგარჩევები. გვინდა არ გვინდა არსებობს ეს ფაქტორი ,რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს და ალიანსის უმთავრესი ამოცანაა არ აყვეს ემოციებს და მტრის ჟინაზე მთელი ენერგია მიმართონ მომავალი არჩევნებისთვის სრულ მობილიზაციას ,რათა იგივე ბლოკის ლიდერს არ ესაჭიროებოდეს ხელოვნური კავშირები. დღეს ამ კავშირების გარეშე ვერავინ ვერ იბრძოლებს გამარჯვებისათვის , შანსი არაა. . ფორმულა "ნოღაიდელის გარეშე"კი ტელევიზორში კი არ უნდა განცხადებულიყო ,არამედ სწორად წარმართულ საარჩევნო მუშაობას უნდა მოეტანა შესაბამისი რეზულტატი.საკმარისი დრო ჰქონდათ. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა ,რის გამოც მოხდა, რაც მოხდა 3ვე სუბიექტის მხრიდან. ხაზგასმით ვამბობ -რაც იყო ,იყო. თუ ალიანსს უნდა გამარჯვება, გააგრძელონ პარტიათა ინტეგრაცია , შექმნას მდგრადი კავშირი, უარი თქვან ლეღვურ "მესამე" გზის კონცეფციაზე და იბრძოლოს მხოლოდ პირველი ადგილისათვის . პრაიმერთან დაკავშირებით კი პოზიცია უნდა იყოს ცალსახა- ბოლომდე ვდგავართ ირაკლის გვერდით,ვეხმარებით ,რათა ნოღაიდლები არ გაბლატავდნენ, მაგრამ თუ ალასანია თავის შეცდომების გამო ვინმეს დაუთმობს ადგილს , მაშინ ჩვენ ახალ კანდიდატურას ვაყენებთ ,რადგანაც მას ბრძოლაში გავყვებით და არა ინერტულობაში . ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკური სვლა და არა იაფფასიანი ჭორაობა სხელმწიფო არხებზე .სამწუხაროდ ისეთი საზიზღრობები ითქვა გული მერეოდა .მომიტევეთ პირდაპირობისათვის. შეჩერდით ნუ გამესამეგზავდებით რესპებო,ახლებო. გაიხსენეთ წარსული, რომელიც მეც შეგახსენეთ. ყოველთვის იყავით სიმპათიური ძალა ,მაგრამ მაინც ხმას არ გაძლევდნენ, რადგანაც თქვენ გზავნილებს ვერ იგებდა ხალხი ან ვერ თამაშობდით ისე ,როგორც თქვენ თავს პირობას უყენებდით. ირაკლის გუნდს კი კი არ ვთხოვ, ვითხოვ ისტერიული ხმით არ დაუშვან რღვევა.დაჯდნენ 4ვე სუბიექტის ლიდერები და პრაიმერზე და სისულეებზე ფიქრს , ის გააკეთონ რომ მთავარ ოპოძალად იქცენ. :viciousgirl : Edited February 25, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 რა გინდათ რესპებისკან და მემარჯვენეებისგან, რას სთხოვთ?უპრინციპობას, საკუთარი პოზიციებზე უარის თქმას? ალასანია არის სუსტი პოლიტიკოსი, ტოჩკა, კარგია რომ დროზე გამოავლინათავისი სისუსტე, დროზე, გაგვიმართლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 Siknadmo მე მაინტერესებს ოპოების შედეგი და არა პიროვნების კულტი.დღეს ეს ალიანსი უნდა გადაარცინოს 4ვე სუბიექტმა ,თუ არა იქნებიან ლეღვები. :viciousgirl : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 lasha_alo თუ ალიანსს უნდა გამარჯვება, გააგრძელონ პარტიათა ინტეგრაცია , შექმნას მდგრადი კავშირი, უარი თქვან ლეღვურ "მესამე" გზის კონცეფციაზე და იბრძოლოს მხოლოდ პირველი ადგილისათვის . პრაიმერთან დაკავშირებით კი პოზიცია უნდა იყოს ცალსახა- ბოლომდე ვდგავართ ირაკლის გვერდით,ვეხმარებით ,რათა ნოღაიდლები არ გაბლატავდნენ, მაგრამ თუ ალასანია თავის შეცდომების გამო ვინმეს დაუთმობს ადგილს , მაშინ ჩვენ ახალ კანდიდატურას ვაყენებთ ,რადგანაც მას ბრძოლაში გავყვებით და არა ინერტულობაში . ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკური სვლა და არა იაფფასიანი ჭორაობა სხელმწიფო არხებზე .სამწუხაროდ ისეთი საზიზღრობები ითქვა გული მერეოდა .მომიტევეთ პირდაპირობისათვის.ძალიან ზუსტი ნათქვამია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 lasha_alo ყოველთვის იყავით სიმპათიური ძალა ,მაგრამ მაინც ხმას არ გაძლევდნენ, რადგანაც თქვენ გზავნილებს ვერ იგებდა ხალხი ან ვერ თამაშობდით ისე ,როგორც თქვენ თავს პირობას უყენებდით.ამაში ლაშა სრულად გეთანხმები. თუმცა ჩვენ ჩვენს პრინციპებს რომ ვღალატობდეთ ეხლაც ნაცებთან ვიქნებოდით ჩახუტებული და თბილ თანამდებობებზე.გავერთიანდეთ პრინციპით ყველა ერთის წინააღმდეგ, რა გითხრათ კარგი ამისგან არაფერი არ გამოვა. ეს ძალიან ვრცელი თემაა.უბრალო მაგალითს მოვიყვან, რასაც დიდი ხანია ვამბობ. მაგ: კუკავა გენერალურ პროკურორად არაფრით უკეთესი არ იქნება ადეიშვილზე.ბოლო დღეები ალასანიაზეც გამიჩნდა ეჭვები. მხოლოდ ერთ რამე არ შეცვლილა. მიშასგან განსხვავებით გიჟი არ არის და ომს არ დაიწყებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ძუკუ ჩვენ ჩვენს პრინციპებს რომ ვღალატობდეთ მე გამოსავალს ვეძებ და ვცდილობ ლიდერებს ჩავუკაკუნო თავში. ამ ეტაპზე ესაა პრიორიტეტი,რადგანაც აქ რესპი ლიდერებიც დაძვრებვიან და სხვა პარტიებისაც :viciousgirl : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 lasha_alo დღეს ეს ალიანსი უნდა გადაარცინოს 4ვე სუბიექტმა ,თუ არა იქნებიან ლეღვებიარავინ არ თვლის ამ ეტაპზე ალასანიას ალიანსიდან გასულად. პირიქით მოვუწოდებთ სხვებს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მხარი დაუჭირო მას.ამის შემდეგ ალიანსის მხრიდან შეიძლება საუბარი მათ როლზე შესაძლო ახალ გაერთიანებაში.ანდა კუკავა, კობა, გრეჩო ხომ ამისთვიშ ირძვიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 არავინ არ თვლის ამ ეტაპზე ალასანიას ალიანსიდან გასულად.არაა საჭირო ზუსტად ეს პოზა. ან სადაც ვიწროა იქ გაწყდეს ან აღადგინონ შეცდომების გათვალისწინებით ურთიერთობები.ნახევარზომები სისულელეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 პირად ამბიციაზე არავინ ამბობს უარს, თუ ამბობს, ეგეც პირადი მიზნებისთვის..... სწორი გათვლები უნდა ისწავლონ......და სწორი პიარი.... გულწრფელობა პოლიტიკაში აბსურდია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 (edited) ამასთან, ზურაბ აბაშიძემ გუშინ ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული არ იყო, ის იყო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მოწყობილი შეკრება და სწორედ საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, თუ ვის მიიწვევდნენ ამ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ზურაბ აბაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი პარტია ზურაბ ნოღაიდელთან არანაირ ალიანსში ან პოლიტიკურ შეთანხმებაში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან მათ დიდი იდეოლოგიური და მსოფლმხედველური განსხვავება აქვთ. რაც შეეხება ერთიანი კანდიდატის გამოკვეთისთვის ბრძოლას, ალასანიას გუნდი კონსულტაციებს იმ პოლიტიკურ პარტიებთან გააგრძელებს, რომლებსაც საკუთარი კანდიდარტები ჰყავთ წარდგენილი. Edited February 25, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 პირად ამბიციაზე არავინ ამბობს უარს, თუ ამბობს, ეგეც პირადი მიზნებისთვის..... სწორი გათვლები უნდა ისწავლონ......და სწორი პიარი.... გულწრფელობა პოლიტიკაში აბსურდიარატომ? ეტყობა ძალიან ცუდი წარმოდგენები გაქვს ადამიანებზე,მე სულაც არ მეშინია გულწრფელოს, არაფერი მაქვს დასამალი,არც ხალხის მოტყუებას არ ვაპირებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ახლების და რესპების თემაში დავწერე და აქაც დავაკოპირებ: რეალური ოპოზიციური ძალები (რომელთა რეიტინგი 5%-ზე მეტია) დღეს არიან ალიანსი, ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტები და ლევან გაჩეჩილაძე. უბრალოდ იმის გამო რომ ამ ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ რეალური არჩევნები არ ჩატარებულა, ოპოზიციაში დღემდე მოიაზრებიან სრულიად ურეიტინგო ერთ და ორ კაციანი პარტიები, რომელთა უგუნური გადაწყვეტილებებით ძალიან ბევრი საქმე ფუჭდებოდა და ფუჭდება. იგივე შარშანდელი აქციები ავიღოთ. ალიანსი 3 ხმა+ლევან გაჩეჩილაძე 1 + ეროვნული ფორუმი 1. ჯამში 5 ხმა. ასევე დანარჩენ პარტიებს (ბურჯანაძე, ბესელია, სალომე ზურაბიშვილი, კონსერვატორები, კობა დავითაშვილი) ქონდათ 5 ხმა. ამ უკანასკნელებს + უცნობი და შედეგად მივიღეთ 26 მაისი. თან 26 მაისი უბრალოდ კულმინაცია იყო. მანამდე ვინ და როგორ გეგმავდა ამ აქციებს, კიდევ სხვა საკითხია. ახლა ლევან გაჩეჩილაძე რომ სალომე ზურაბიშვილივით მოქცეულიყო და ყველანაირი პრეტენზიების და პრაიმერების გარეშე მხარი დაეჭირა ალასანიასთვის, იმ 1%-იან პარტიებსაც მოუწევდად იგივეს გაკეთება. მაგრამ გრეჩიხა პრაიმერისტებს დაუდგა გვერდში. ჩემთვის რესპუბლიკელების და მემარჯვენეების პოზიციაც გაუგებარია ყველას -1 ზე. რატომ აკეთებენ აქცენტს ერთ ერთ ასეთ 0%-იან პარტიაზე? მაგრამ კიდევ უფრო გაუგებარია ალასანიას პოზიცია, რომელიც იმის მაგივრად რომ რეალური პროდასავლური ძალების კონსოლიდირება მოახდინოს, ტოვებს საკმაოდ რეიტინგულ ალიანსს, და იბრძვის რაღაც 1%-იანი პარტიების კანდიდატობისთვის. ახლა ალასანია რომც დაასახელონ პრაიმერისტებმა ერთიან კანდიდატად, ის უკვე ალიანსის კანდიდატი კი არ იქნება, არამედ იქნება იმ 1%-იან 1 კაციანი პარტიების ლიდერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ახლების და რესპების თემაში დავწერე და აქაც დავაკოპირებ: რეალური ოპოზიციური ძალები (რომელთა რეიტინგი 5%-ზე მეტია) დღეს არიან ალიანსი, ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტები და ლევან გაჩეჩილაძე. უბრალოდ იმის გამო რომ ამ ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ რეალური არჩევნები არ ჩატარებულა, ოპოზიციაში დღემდე მოიაზრებიან სრულიად ურეიტინგო ერთ და ორ კაციანი პარტიები, რომელთა უგუნური გადაწყვეტილებებით ძალიან ბევრი საქმე ფუჭდებოდა და ფუჭდება. იგივე შარშანდელი აქციები ავიღოთ. ალიანსი 3 ხმა+ლევან გაჩეჩილაძე 1 + ეროვნული ფორუმი 1. ჯამში 5 ხმა. ასევე დანარჩენ პარტიებს (ბურჯანაძე, ბესელია, სალომე ზურაბიშვილი, კონსერვატორები, კობა დავითაშვილი) ქონდათ 5 ხმა. ამ უკანასკნელებს + უცნობი და შედეგად მივიღეთ 26 მაისი. თან 26 მაისი უბრალოდ კულმინაცია იყო. მანამდე ვინ და როგორ გეგმავდა ამ აქციებს, კიდევ სხვა საკითხია. ახლა ლევან გაჩეჩილაძე რომ სალომე ზურაბიშვილივით მოქცეულიყო და ყველანაირი პრეტენზიების და პრაიმერების გარეშე მხარი დაეჭირა ალასანიასთვის, იმ 1%-იან პარტიებსაც მოუწევდად იგივეს გაკეთება. მაგრამ გრეჩიხა პრაიმერისტებს დაუდგა გვერდში. ჩემთვის რესპუბლიკელების და მემარჯვენეების პოზიციაც გაუგებარია ყველას -1 ზე. რატომ აკეთებენ აქცენტს ერთ ერთ ასეთ 0%-იან პარტიაზე? მაგრამ კიდევ უფრო გაუგებარია ალასანიას პოზიცია, რომელიც იმის მაგივრად რომ რეალური პროდასავლური ძალების კონსოლიდირება მოახდინოს, ტოვებს საკმაოდ რეიტინგულ ალიანსს, და იბრძვის რაღაც 1%-იანი პარტიების კანდიდატობისთვის. ახლა ალასანია რომც დაასახელონ პრაიმერისტებმა ერთიან კანდიდატად, ის უკვე ალიანსის კანდიდატი კი არ იქნება, არამედ იქნება იმ 1%-იან 1 კაციანი პარტიების ლიდერი.არაისტერიული , გონივრული პოსტია. მაგრამ აქ იყო დილემების მთელი სერია .როგორც ვატყობ გურჯისტანული სიტუაციები გათამაშდა. ამ ეტაპზე ალიანსი ან უნდა დაიშალოს სრულად ან აღდგეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას პოზიციის ცვლილებას სოზარ სუბარი სამწუხაროს უწოდებს.როგორც “ინტერპრესნიუსს” სოზარ სუბარმა განუცხადა, როდესაც ალასანია დგება ნოღაიდელის გვერდით, მკაფიოდ არ ემიჯნება პრაიმერს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნები საბაბია, რეალურად კი, ჭექა-ქუხილისთვის ემზადებიან, ეტყობა მას გაუკეთებია არჩევანი. სოზარ სუბარის თქმით, “ალიანსიდან” მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარეობის, ალასანიას კანდიდატურა კი - თბილისის მერის პოსტზე შესაძლოა, გადაიხედოს, ამაზე მოლაპარაკებები გაიმართება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.“ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პრინციპების რისთვისაც ვიბრძოდით. “ალიანსმა” მკაფიოდ ვთქვით, რომ მიუღებელია რუსული გზა და რუსული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა, მიუღებელია ნოღაიდელთან და იმათთან თანამშრომლობა, ვინც მასთან დადგება, მიუღებელია, ასევე, პრაიმერი”,-განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ამ აზრში მათ ალასანიაც ეთანხმებოდა.მისივე თქმით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის იდეას მხარს უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ნოღაიდელის მონაწილეობის გარეშე, სოციოლოგიური გამოკითხვის გზით უნდა მოხდეს.სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ალასანიას არ შეხვედრია და არ უსაუბრიათ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 არ გაგიჟდენ ალიანსი ამ სახით არ დაშალონ. ოთივე სუბიექტი უნდა შეეცადოს შეინარჩუნონ მოჩვენებითი ერთიანობა მაინც მერის არჩევნებამდე. ამ ნაბიჯს თუ გადადგავენ, რესპები და მემარჯვენეები თავს დაისამარებენ , მათ კი ეხერხებათ ფენიქსივით აღდგენა , მაგრამ სოზარი,რომელსაც დიდ პატივს ვცემ ,იქცევა ერთ უსახო პოლიტიკოსად. მისი გამოსვლა ძალიან ,ძალიან სუსტი იყო კავკასიაზე და მაესტროზე. აქვე ვადასტურებ ჩემ აზრს-ალასანიამ მკაფიოდ უდა დააფიქსიროს რომ არაფრის გამო პრორუსებთან პოლიტიკურ ალიანსს არ შექმნის !!!!!!!!!!!!!!!! ყველაფერი, ვიმეორებ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა ალიანსი ადგილობრივ არჩევნების დასასრულამდე მაინც გადარჩეს. ნოღაიდელი ნამდვილი ტროას ცხენია რა ჭადრაკის დარბაზის აუდიტორია სამარცხვინო და საზიზღარი იყო ,მაგრამ არ აირჩიოთ "მესამე გზობა " წააგებთ თან დიდი ანგარიშით.ალასანია თუ წამოაყენეს , უნდა ღიად ითქვას საფასური. თუ ამის ფასია ღირებულებები .....ოოოო, მაგრამ ეჭვი მაქვს ალასანიას ეს ნამდვილად აწყობს და ალიანსმაც შეიძლება გამოიყენოს მესმის ,მესმის ,რასაც დაწერთ ალასანიას განცხადებზე,მაგრამ დრევანდელი სუბარის განაცხადიც არ იყო მოსაწონი. Edited February 26, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.