analgin Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 Saturn სატურნ, ბოლო დროს ქარები იყო და რამე ხო არ გაწუხებს? ეგეც რომ იყოს, ადამიანის სიცოცხლე პატარა რამეა თქვენთვის? ამას ვანო მერაბიშვილის და მასტერას ხელქვეითი კითხულობს? მართვის სტილი და მეთოდები 100% ერთი და იგივე აქვთ! განსხვავება იცი რა არის?პუტინი - ქვეყნის შიგნით: "დამცინეთ და ვისაც გინდათ ჭამეთ, ოღონდ ჩემზე მეტი არა".---------ქვეყნის გარეთ მისი ეშინიათ.სააკაშვილი - ქვეყნის შიგნით: "გეშინოდეთ და ყველაფერი ჩვენ უნდა ვჭამოთ. ყველაფერი!"----------ქვეყნის გარეთ მას დასცინიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ძუკუ +1და გარდა ამისა, ცოტახანი იცხოვროს ნოვოდვორსკაიამ საქართველოში - ვნახავ როგორ აჭიკჭიკდებათეა 2-ს მივიღებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 analgin სატურნ, ბოლო დროს ქარები იყო და რამე ხო არ გაწუხებს?ქარები და მანიები ვისაც აწუხებს ვიცით ამას ვანო მერაბიშვილის და მასტერას ხელქვეითი კითხულობს?ამას კანონმორჩილი მოქალაქე კითხულობს. განსხვავება იცი რა არის?პუტინი - ქვეყნის შიგნით: "დამცინეთ და ვისაც გინდათ ჭამეთ, ოღონდ ჩემზე მეტი არა".---------ქვეყნის გარეთ მისი ეშინიათ.სააკაშვილი - ქვეყნის შიგნით: "გეშინოდეთ და ყველაფერი ჩვენ უნდა ვჭამოთ. ყველაფერი!"----------ქვეყნის გარეთ მას დასცინიან.ანალგინი ეზოპე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 (edited) ძუკუ Siknadmo kisa ჯერ ერთი არაა მხოლოდ ეგ. და ეგეც რომ იყოს, ადამიანის სიცოცხლე პატარა რამეა თქვენთვის?ცხინვალი მე დავბომბე? Edited February 25, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 აჰა,...... მიხვდა ხალხი ჩემი მიშისტობის არსსსსს, საფუძველსსსსს და რეგლამენტს.............. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ვალერია ნოვოდვორსკაია - 2008 წელს აშშ-ს პრეზიდენტი ობამა რომ ყოფილიყო, რუსეთი საქართველოს მთლიანად დაიპყრობდა საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, რუსეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობაზე „ინტერპრესნიუსი ცნობილ უფლებადმცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა. _ ქალბატონო ვალერია, რუსეთში თქვენ ხშირად გარიტიკებენ საქართველოსადმი გამორჩეული კეთილგანწყობის გამო. რა განაპირობებს საქართველოსადმი თქვენს დამოკიდებულებას და რა არის თბილისში თქვენი ჩამოსვლის მიზანი? _ მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა რუსეთის სატელიტად ყოფნაზე, რუსეთის ფეხქვეშ ერთგვარი ხალიჩის როლზე და სსრკ-დან შორს დგომის გზა აირჩია, საქართველოს რუსეთში ცოტა მეგობარი დარჩა. თუ ბოლომდე გულწრფელები ვიქნებით, იმათგან, ვინც ოდესღაც პოლიტიკით იყო დაკავებული, რუსეთში საქართველოს ერთგული მე და კონსტანტინ ბაროვოი დავრჩით. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩვენ საქართველოს მხარდაჭერთა წინა ხაზზე ვიდექით. იცით ალბათ, რომ ბაროვოიმ საქართველოს მხარდამჭერი საიტი შექმნა. 2008 წლის აგვისტოში მე „ეხო მოსკვიში“ იმის გამო ამიკრძალეს გამოსვლა, რომ საქართველოზე სიმართლეს ვლაპარაკობდი. გახსოვთ ალბათ, როგორ დაიბარა პუტინმა სოჭში „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი ვენედიქტოვი, დააშინა და სულ ქვეყნის მტერი ეძახა. რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველებმა კრემლის ქმედებების წინააღმდეგ მაშინ ამოიღეს ხმა, როცა ქართველებს მოსკოვში, როგორც „კრევეტკებს“, ისე აგროვებდნენ და სამშობლოში აგზავნიდნენ. მაშინ რუსეთში არავის არ უნდოდა იმის გაგონება, რომ საქართველოს თავის ტერიტორიაზე ჰქონდა უფლება, იარაღით ხელში დაეცვა თავისი ტერიტორია. მე საქართველოთი ვამაყობ. ყველა საფუძველი მაქვს, ვიამაყო საქართველოთი იმის გამო, რომ არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა, ქვეყანაში რეფორმები შესანიშნავად განახორციელა, აქვს ღირსების გრძნობა და არ უნდა ისევ საბჭოთა კავშირის აღდგენა. ვამაყობ საქართველოთი, შეიძლება ითქვას, მოგებული ომის გამოც. მოგებული იმიტომ, რომ რუსეთს მარტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მითვისება კი არა, მთლიანად საქართველოს დაპყრობა უნდოდა, მაგრამ საქართველომ შეძლო რუსეთის შეჩერება. საქართველო იმიტომაც წარმოადგენს სიამაყის საგანს, რომ რუსეთის წინაშე ნავთობისა და გაზის მისაღებად არ დაიწყო მათხოვრობა და თავის დამცირება, როგორც ეს გერმანიამ და უკრაინამ გააკეთეს. საქართველომ ღირსება მაშინაც კი შეინარჩუნა, როცა არც კი იცოდა, ზამთარში რით შეძლებდა გათბობას. ვამაყობ საქართველოთი იმის გამოც, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც, რაც კი რუსეთის იმპერია არსებობს, გაბედა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის გაკეთების საფუძველი ჰქონდა უკრაინას, პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ამის გაკეთება ვერ გაბედა. თუ კიდევ უფრო გულწრფელები ვიქნებით, ამის საფუძველი აშშ-საც ჰქონდა მაშინ, როცა რუსეთმა აშშ-ს მოქალაქე დააკავა და შპიონაჟში დასდო ბრალი და მის გასათავისუფლებლად დაკავებულისგან ბრალის აღიარება მოითხოვა. მე რომ აშშ-ს პრეზიდენტი ვყოფილიყავი, აუცილებლად მოვითხოვდი კონგრესისა და სენატისაგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთოების გაწყვეტას. რაც შეეხება თბილისში ჩამოსვლის მიზანს. თბილისში კახა ბენდუქიძის მოწვევით ჩამოვედი. მონაწილეობა უნდა მივიღო მრგვალ მაგიდაში, რომელზეც პოსტსაბჭოთა სივრცის პერსპექტივები განიხილება. გარდა ამისა, დაგეგმილია ჩემი ლექციებით გამოსვლა თბილისის ეკონომიკურ სკოლასა და გორის უნივერსიტეტებში. მიუხედავად იმისა, რომ მე, პრაქტიკულად, არსად არ დავდივარ, საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ვერაფრით ვიტყოდი. სამწუხაროდ, მე არც ოლიგარქი ვარ და არც სამხედრო პირი, რომ საქართველოს ფინანსებით ან სამხედრო ძალით დავეხმარო, ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. თბილისში საქართველოს მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ჩამოვედი. თუ ამის საჭიროება იქნება, მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო. _ რუსეთში არსებულ სიტუაციაზე თქვენ შეხედულებებს სხვადასხვა გამოცემებში ხშირად ვეცნობით, მაგრამ რამე ახალი და საინტერესო ხომ არ ხდება დღევანდელ რუსეთში?_ რუსეთში ხდება ის, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელსაც არ უნდა არაფრის სწავლა, ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნების გაკეთება. რუსეთი არ აკეთებს დასავლურ არჩევანს, დეგრადირებს. რუსეთში საბჭოთა წესრიგის რესტავრაცია და ბიზნესის გაკულაკება ხდება და არ ვიცი, ეს ყველაფერი რით დასრულდება. დიდია ალბათობა, რომ რუსეთში კარგა ხანს არც არაფერი შეიცვალოს. რუსეთი გააგრძელებს ლპობას და გაგრძელდება ის ვითარება, როცა ამ ქვეყნისაგან ყველა შოკში იქნება და არავინ არ შეუწყობს ხელს მის აღორძინებას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საშიშია. სამწუხაროდ, მას ჯერ აქვს რესურსები, ბირთული იარაღი და სულ უფრო რთული ხდება ქვეყნის მართვა. რუსეთი სულ უფრო ემსგავსება ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და კუბას. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არ არის ინსტანცია, რომელსაც შეუძლია რუსეთისა და ამ ქვეყნების პრობლემის მოგვარება. _ რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფას. თქვენი აზრით, ასეთ ვითარებაში როგორ განვითარდება პროცესები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?_ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პროცესები ისევე განვითარდება, როგორც - რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებში. ახლა რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტებიდან ისმის პროტესტისა და ტირილის ხმა. ამის კარგი მაგალითია ბაშკირეთი, ყალმუხეთი, თათრეთი, აღმოსავლეთ ციმბირი, კალინინგრადის ოლქი და სხვა რეგიონები. მოსკოვის მიერ გამოყოფილ თანხებს გაიყოფენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მმართველი ბანდიტური კლანები. ამ რეგიონებში არ იქნება არც ეკონომიკა და არც ნორმალური ცხოვრება, მაგრამ როცა რუსეთს ფინანსები შემოელევა, ამ რეგიონებში მცხოვრები ხალხი შიმშილით მოკვდება. ცოტა ხანს დაიცადეთ და თავად ნახავთ, რომ აფხაზები და ოსები ქართველებს ბოდიშის მოხდას დაუწყებენ და შეეხვეწებიან, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევ საქართველოს შემადგენლობაში მიიღოთ. _ საქართველოში ბევრს საუბრობენ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი აგრესიის შესაძლებლობაზე. ამგვარი საფრთხის შესახებ განცხადებები პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლონდონშიც გააკეთა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება? _ მე თეთრი სახლის ქცევა მაშფოთებს. ბუში, რომელსაც ყველა დასცინოდა, როგორადაც არ უნდა თქვან, გმირი პიროვნება იყო. მას ღმერთის სწამდა და მიიჩნევდა, რომ მისი მთავარი ამომრჩეველი ღმერთია. ობამას კი, ღმერთის არ სწამს და სჯერა რეიტინგების. ვეჭვობ, 2008 წლის აგვისტოში აშშ-ს პრეზიდენტი ბუშის ნაცვლად ობამა რომ ყოფილიყო, აშშ საქართველოში ხომალდებს არ გააგზავნიდა და რუსეთი საქართველოს მთლიანად დაიპყრობდა. ობამას ძალიან დიდი სურვილი აქვს, მოელაპარაკოს რუსეთს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რცხვენია იმ როლის, რომელსაც აშშ მსოფლიოში თამაშობდა. აშშ მსოფლიოს ჟანდარმი კი არა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მსოფლიოს კურატორი იყო, სხვაგვარად არც შეიძლება, ვინაიდან, ვიღაც ხომ უნდა აკონტროლებდეს პლანეტა დედამიწას. როცა საქართველოს სავარაუდო საფრთხეებზე ვფიქრობ, მე ქართული ოპოზიციის მოქმედება მაოცებს. ქართული ოპოზიცია ისე არანორმალურად იქცევა, გეგონება საქართველო მარსზე იყოს, ხოლო რუსეთი - სატურნზე და ამ პლანეტებს შორის კავშირი ჯერაც არ არსებობს. როცა თბილისიდან სულ ახლოს მტრული ქვეყნის ტანკები დგანან, ასეთი მოქმედება გაუგებარია. ქართული ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდგომ რუსულ ტანკებს თბილისში ეპატიჟება. ასეთი ქცევით შეიძლება, რუსეთს მოქმედება მართლაც გამოსტყუო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული ოპოზიცია რუსეთს ემუდარება _ თუ ღმერთი გწამს, თბილისში შემოდიო. _ თქვენი აზრით, საქართველოსთვის საფრთხეს, აშშ-ს პასიურობის გარდა, ქართული ოპოზიცია ქმნის? _ დიახ, სწორედ ამას ვამბობ. ქართული ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს საქართველოს ოკუპაცია სურს და იმ უცნობი ხალხის როლის შესრულებისთვის მზად არის, ვინც 1968 წელს საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში მიიწვია. მათ ავიწყდებათ, რომ რუსული ტანკები თბილისიდან არც ისე შორს დგანან. ოპოზიციონერები ამაოდ იმედოვნებენ, რომ თბილისში რუსული ტანკების გამოჩენის შემთხვევაში კრემლი მათ პრეზიდენტს აარჩევინებს, ვინაიდან, მოსკოვს საქართველოს პრეზიდენტად დიდი ხანია, მზად ჰყავს იგორ გიორგაძე, რომელიც მოსკოვთან ახლოს, სახელმწიფო აგარაკზე ცხოვრობს. ქართული ოპოზიციის მოქმედების შემყურე ხშირად მიჩნდება სურვილი, მათ ქეჩოში ვწვდე და იცით რატომ? იმიტომ, რომ კარგად ვიცი, რა უსიამოვნებები შეიძლება შეხვდეთ საქართველოს უბრალო მოქალაქეებს საქართველოში რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან თავი უნდა შეიკავოს და უფრო ფრთხილად იქცეოდეს. საქართველოსთვის საფრთხეს, ასევე, წარმოადგენს ორმაგი მოქალაქეობა. საქართველომ საქართველოში არ უნდა დაუშვას საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა. ამას იმის გამო ვამბობ, რომ ვშიშობ, არ განმეორდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ გათამაშებული ისტორია. მხედველობაში მაქვს ამ რეგიონებში რუსული პასპორტების დარიგება. რუსეთი უჭკუოდ და პრიმიტიულად მოქმედებს. პასპორტების დარიგება და შემდეგ სხვა ქვეყნებში თავისი მოქალაქეების დაცვის მოტივით მოქმედება ჰიტლერმა დაიწყო, რუსეთმა კი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში გამოიყენა. ორმაგი მოქალაქეობა დიდი საფრთხეა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და, უპირველესად, საქართველოსთვის. ვიდრე რუსეთი არ გაუნეიტრიალებიათ, ორმაგი მოქალაქეობა ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ უნდა გააუქმოს. ახლა, როცა რუსეთი და საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილმეზობლურ ურთიერთობებში არიან, საერთოდ არ მესმის, საქართველოში როგორ უნდა იდგეს ერთდოულად საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის საკითხი. ჩემი აზრით, რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ორმაგიhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126521.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ვალერია ნოვოდვორსკაია - 2008 წელს აშშ-ს პრეზიდენტი ობამა რომ ყოფილიყო, რუსეთი საქართველოს მთლიანად დაიპყრობდა აჰა, ახლა ობამაც ისაა... ხომ არ გახსოვთ, რომელ ტანკს შეუვარდა ჟორიკა ხელყუმბარების აცმით? :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ეს ქალი გიჟია?გიჟი არაა, მაგრამ გიჟებით აკეთებს ფულს :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
UTUFURS Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 თქვენ ვერტ გაიგეთ. რუსეთის აგრესია მსოფლიოს მიმართ და საქართველოს როგორც ასეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიშას სიცუდე, "დემოკრატია", "მედიის ტავისუფლება" და ასეთი რამეები მაგასთან შედარებით არის - არ არსი! ამიტომც სავსებით შეგნებულად ხუჭავენ თვალებს, აკეთებნ რა არჩევანს ცუდსა და უარეს შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.