Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილზე საუბრების მოსმენის შემდეგ "მიშისტი" გავხდი.


Recommended Posts

ვალერია ნოვოდვორსკაია - თბილისში საქართველოს მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ჩამოვედი

თბილისში დღეს კრემლის შეურიგებელი ოპონენტები, ცნობილი უფლებადამცველები ვალერია ნოვოდვორსკაია და კონსტანტინ ბაროვოი ჩამოვიდნენ.

 

 

როგორც ვალერია ნოვოდვორსკაიამ განაცხადა, თბილისს ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის მოწვევით სტუმრობენ.

 

“თბილისში საქართველოს მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ჩამოვედი. პრაქტიკულად, არსად დავდივარ, მაგრამ თბილისში ჩამოსვლაზე უარს ვერ ვიტყოდი“,_ განაცხადა ნოვოდორსკაიამ, რომლის თქმითაც, სამწუხაროდ, არც ოლოგარქი და არც სამხედრო პირია, რომ საქართველოს ფინანსებით ან სამხედრო ძალით დაეხმაროს.

„ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია - მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ვაგრძნობინო საქართველოს, რომელმაც არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა და ქვეყანაში წარმატებული რეფორმები განახორციელა. თუ საჭირო გახდა, საქართველოს დასაცავად მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო“,_ აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელიც ქართული ოპოზიციის დაუფიქრებელი მოქმედებების გამო გაოცებას არ მალავს.

“ქართული ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდგომ რუსულ ტანკებს თბილისში ეპატიჟება. შექმნილ ვითარებაში ქართული ოპოზიცია უფრო ფრთხილად უნდა მოქმედებდეს და მკვეთრ ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს“,_ აღნიშნავს ნოვოდვორსკაია, რომლის აზრითაც, ქართული ოპოზიცია ამაოდ იმედოვნებს, რომ თუ რუსეთის დახმარებით სააკაშვილს დაამხობენ, მოსკოვი მათ საქართველოს პრეზიდენტს აარჩევინებს.

ნოვოდვორსკაია ოპოზიციას მოსკოვის ოლქში, სახელმწიფო

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: დედა ტერეზას "ალი კვალია" ვალერია . ის დიდებული ქალბატონიც ხომ თავად დადიოდა კეთროვანთა ბანაკებში და პირადად ანუგეშებდა ტანჯულებს :viciousgirl :

სერიოზულად კი, აღტაცებული ვარ ამ ქალბატონით, რამეთუ პუტინის რეჟიმის პირობებში , როდესაც რუსული პოლიტელიტის აბსოლუტური უმრავლესობა მეძაობის გზას დაადგე, ამ ქალბატონმა პოლიტიკური "ქალწულობა" არ დაკარგა.

+ერორის ინფორმაციით , მათი ვიზიტი რუსულენოვანი "პირველი კავკასიური" ტელევიზიასთან თანამშრომლობას უკავშირებდა.

 

უზერებო, რაში ეთანხმებით და რაში არ ეთანხმებით ვალერია ნოვოდვორსკაიას?

 

 

...........................................................................................................................................

 

+

ვალერია ნოვოდვორსკაია: სააკაშვილი სერიოზული სახელმწიფო მოღვაწეა

 

ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია პროგრამა "ოსობოე მნენიეში" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ "იმ ლაწირაკებისგან განხვავებით, რომლებიც რუსეთს მართავენ, საქართველოს პრეზიდენტი სერიოზული სახელმწიფო მოღვაწეა".

 

"სააკაშვილზე საუბრების მოსმენის შემდეგ "მიშისტი" გავხდი. იცით, როგორ უწოდებს თავის თავს ქართული დიაპორა? ამ დიდ პატრიოტებს შტატებში ყოფნისას შევხვდი. ისინი თავს "მიშისტებს" უწოდებენ, რადგან უყვართ მიხეილ სააკავილი. აი, ნამდვილად გავხდები "მიშისტი", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია და დასძენს: "მაინცდამაინც არ მიყვარდა სააკაშვილი, ვიდრე მისი ლანძღვა არ დაიწყეს და ვიდრე მართლაც არ დავინახე, რომ ის, ჩვენი ლაწირაკებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენ გვმართავენ, სერიოზული სახელმწიფო მოღვაწეა. ნახეთ, როგორ ატარებს იგი რეფორმებს", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია.

http://www.ghn.ge/news-5820.html

 

ეს ქალი გიჟია? :)

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელიც ქართული ოპოზიციის დაუფიქრებელი მოქმედებების გამო გაოცებას არ მალავს.

“ქართული ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდგომ რუსულ ტანკებს თბილისში ეპატიჟება. შექმნილ ვითარებაში ქართული ოპოზიცია უფრო ფრთხილად უნდა მოქმედებდეს და მკვეთრ ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს“,

კარგად გადახედოს ნოვოდვორსკაიამ ქართულ ოპოზიციას და მერე გააკეთოს განცხადებები. თორემ გამოდის რომ ბენდიქიძის სტუმარი მხოლოდ მასპინძელის პოზიციას იცავს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგად გადახედოს ნოვოდვორსკაიამ ქართულ ოპოზიციას და მერე გააკეთოს განცხადებები

ძუკუ

სად უკაკუნებთ ბატონო მიშა? :viciousgirl :

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვალერია ნავადვორსკაიას სძულს რუსეთი და სადაც ხედავს

თანამოაზრეებს გულიც იქითკენ მიუწევს,

 

ადამინს რომელსაც სძულს საკუთარი სამშობლო მე პატივს არ ვცემ,

 

 

ხოლო ადამიანი რომელიც თავის დროზე ზვიადისტების მიმართ სიმპატიით იყო განსჭვალული

და ამჯერად სააკაშVვილის ფანია,

ასეთ არსებაზე დადებითს ვერაფერს ვიტყვი,

რბილად რომ ვთქვათ მე და ასეთ პიროვნებას აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობები გვაქვს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

სად უკაკუნებთ ბატონო მიშა?

ეხლა რამაზ, ვალერია რომ მაგარი ქალია არ ვუარყოფ, მაგრამ მისი და ლატინინას პოზიცია ქართული ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.

ეხლა გუშინ ჭადრაკის სასახლეში თუ იმყოფებოდა , მაშინ გასაგებია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

რაში ეთანხმებით და რაში არ ეთანხმებით ვალერია ნოვოდვორსკაიას?

ამაში ვეთანხმები:

მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ვაგრძნობინო საქართველოს, რომელმაც არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა და ქვეყანაში წარმატებული რეფორმები განახორციელა
“ქართული ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდგომ რუსულ ტანკებს თბილისში ეპატიჟება. შექმნილ ვითარებაში ქართული ოპოზიცია უფრო ფრთხილად უნდა მოქმედებდეს და მკვეთრ ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს“

 

Siknadmo

ვალერია ნავადვორსკაიას სძულს რუსეთი

რუსეთი კი არ სძულს, მის პუტინიზაციას ხედავს და ამის წინააღმდეგია. საქართველოს პუტინიზაციაც არ უნდა ეტყობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა რამაზ, ვალერია რომ მაგარი ქალია არ ვუარყოფ, მაგრამ მისი და ლატინინას პოზიცია ქართული ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.

+ გაუგებარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

საერთოდ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს ე.წ. "დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების" ფონდებიდან დაფინანსებული გრანტიჭამია არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების მიმართ. ეგ ქალი ფულს მაგაში იღებს, რომ ეგ ილაპარაკოს რასაც ლაპარაკობს.

თავისთავად ცუდს არაფერს არ ამბობს ჩვენი მისამართით და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მეღიმება იმ ადამიანების რეაქციაზე, ვისაც ის უანგარო, საქართველოს მოსიყვარულე და სიმართლით გულანთებულ გმირად მიაჩნია. გმირი არ არის, ათიათასობით ადამიანიდან ერთერთია ვინც ამით ცხოვორობს და სარჩოს გამოიმუშავებს. სოროსის ფონდი, NDI და მსგავსი ათეულობით ფონდი აჭმევს პურს და რატომ იტყვის განსხვავებულ რამეს? მისთვის ამ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის საქართველო წარმოაჩინოს ღირსეულად, არამედ ის, რომ რუსეთში არსებულ დემოკრატიის ნორმების უხეშ დარღვევებზე მიუთითოს. ანუ რასაც თავის დროზე ბოკერია-თარგამაძე-რამიშვილი აკეთებდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რუსეთი კი არ სძულს, მის პუტინიზაციას ხედავს და ამის წინააღმდეგია. საქართველოს პუტინიზაციაც არ უნდა ეტყობა.

მიშიკოს მმართველობა პუტინის მმართველობას რითი სჯობია?

დემოკარტია გგონია საქართველოში?

უსწორდება ქალს რომ რუსებს აგინებენ აქ და იმიტომაც აძლევს პადდერშკას

ამ ავტოკრატიულ რეჟიმს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მიშიკოს მმართველობა პუტინის მმართველობას რითი სჯობია?

დემოკრატიის ხარისხით. აქ არ კლავენ ჟურნალისტებს და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მებრძოლებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აქ არ კლავენ ჟურნალისტებს და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მებრძოლებს.

სწორედ მარტო ესაა განსხვავება და კიდევ სააკაშვილი წარუტებელი პუტინია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

დემოკრატიის ხარისხით. აქ არ კლავენ ჟურნალისტებს და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მებრძოლებს.

არ დაგავიწყდეს რომ პუტინის რეჟიმისგან განსხვავებით

სააკაშვილის რეჟიმი ამერიკისგან ფინანსდება,

შესაბამისად იძულებულია არ მოკლას ჟურნალისტები,

არამედ მოისყიდოს ან გაძუყნოს, ან შეუზღუდოს მაუწყებლობა,

:love: :

დემოკრატიის ხარისხის სხვა მაგალითს ხომ ვერ მომიყვან?

მაგალითად დამოუკიდებელ სასამართლოს,

ან დემოკარტიულ გაუყალბებელ არჩევნებს,

 

ერთი ფეხია რა, უბრალოდ პუტინმა სააკაშვილისგან განსხვავებით

შეძლო ორი რამ

 

1. რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება

2. რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს უცხო ქვეყნის სახელმწიფოები არ აკონტროლებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

Saturn

ციტატა(Saturn @ 25th February 2010 - 03:47 PM) *

აქ არ კლავენ ჟურნალისტებს და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მებრძოლებს.

 

სწორედ მარტო ესაა განსხვავება და კიდევ სააკაშვილი წარუტებელი პუტინია.

+1

და გარდა ამისა, ცოტახანი იცხოვროს ნოვოდვორსკაიამ საქართველოში - ვნახავ როგორ აჭიკჭიკდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილზე საუბრების მოსმენის შემდეგ "მიშისტი" გავხდი.

არ მჯერა მაგი ამბავი მე!

 

და ჟურნალისტები აუცილებლად უნდა მოკლან? სხვები რო მოკლეს არაფერია?

 

მე ვერ ვხედავ რუსეთისა და საქართველოს რეალურ მმართველების შორის განსხვავებას ქვეყნის მართვის სტილში!

და ნოვოდვორსკაიასაც დიდ პატივს არა ვცემ, ისიც ისევე უყურებს საქართველოს როგორც ყველა რუსი. იმ განსხვავებით, რომ მაგ ქალბატონს დასავლური ორიენტაციის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი საქართველო უნდა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

Siknadmo

kisa

სწორედ მარტო ესაა განსხვავება

ჯერ ერთი არაა მხოლოდ ეგ. და ეგეც რომ იყოს, ადამიანის სიცოცხლე პატარა რამეა თქვენთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...