Jump to content
Planeta.Ge

სკოლა და რელიგია


Recommended Posts

სკოლაში რელიგიას უნდა ასწავლიდნენ მხოლოდ იმ მოსწავლეებს რომლებმაც თვითონ გამოთქვეს სურვილი რელიგიის სწავლის

 

ხოლო თუ რელიგია სავალდებულო იქნება ეს არის თავზე მოხვევა

 

რაც დაუშვებელია მით უმეტეს დაუშვებელია საკლასო ოთახებში საეკლესიო კუთხე ხატები და ასე შემდეგ

 

ვისაც რელიგია უნდა შეუძლია იაროს ეკლესიაში სკოლა ეკლესია და მონასტერი არ არის

 

ამისთვის არსებობს სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 86
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე როცა მიტარებდნენ რელიგიის გაკვეთილებს ასე ვიწყებდით:

ყველანი ფეხზე ვდგებოდით, აღმოსავლეთისკენ ვტრიალდებოდით (სავარაუდოდ) და ვიწყებდით მამაო ჩვენოს

მერე დავჯდებოდით და იწყებოდა გაკვეთილი რომლის დროსაც ძილი ნეტარება იყო და მხოლოდ მაშინ მეღვიძებოდა როცა რელიგიის მასწავლებელი რომელიმე ბავშვს სახეში ისეთს უთავაზებდა რომ ხმა ექოდ ისმოდა მთელ კლასში

Edited by MR:RAZIEL
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს რელიგია და რელიგიის ისტორია!" — ამბობდა ერთი მართლმადიდებელი. ამ აზრს ბევრი არ იზიარებს, რადგან საქართველოში არა მხოლოდ მართლმადიდებლები ცხოვრობენ, არამედ კათოლიკები, პროტესტანტები, ბუდისტები, კრიშნაიდები, ათეისტები და სხვები.

 

თქვენ რას ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს სახელმწიფო სკოლებში რელიგია და რელიგიის ისტორია? თუ დიახ, ახსენით რატომ და როგორ უნდა ისწავლებოდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა რადგან ამ პასუხს არ მოყვებოდა კითხვა რატომ და როგორ :D

MR:RAZIEL

 

:D კარგი, მაშინ ახლა გკითხავ, რატომ არ უნდა ისწავლებოდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება თვითონ აირჩიოს რელიგია ან საერთოდ არ აირჩიოს და ათეისტებს შეუერთდეს : D

როცა 5 წლის ბავშვს ასწავლი რელიგიას , ასეთი ბავშვების 90% ამ რელიგიის მიმდევარი იქნება და რელიგია ისეთი რაღაცაა რომ შენით უნდა ირწმუნო და არა ვიღაცამ შთაგაგონოს , ღმერთმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

აზრი

ეს თემა უკვე გვაქვს განათლებაში, მოგვიანებით შევუერთებ თემებს

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=1669...mp;#entry205779

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება თვითონ აირჩიოს რელიგია ან საერთოდ არ აირჩიოს და ათეისტებს შეუერთდეს

»SlaCk€r..

100%-იანი ხარ. ადამიანს უნდა მიცემული უნდა ქონდეს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი.

 

 

როცა 5 წლის ბავშვს ასწავლი რელიგიას , ასეთი ბავშვების 90% ამ რელიგიის მიმდევარი იქნება

5 წლის ბავშვი სკოლაში კი არა საბავშვო ბაღში დადის. :D თემაში საუბარია სახელმწიფოს საშუალო სკოლებზე. :*

 

და რელიგია ისეთი რაღაცაა რომ შენით უნდა ირწმუნო და არა ვიღაცამ შთაგაგონოს , ღმერთმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა

100%-იანი ხარ. ადამიანს უნდა მიცემული უნდა ქონდეს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი.

 

ჭანო მაპატიე არ ვიცოდი თუ ასეთი თემა არსებობდა. თუ არ შეწუხდები, შეუერთე იმ თემას. მადლობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

5 წლის ბავშვი სკოლაში კი არა საბავშვო ბაღში დადის. :)

 

 

მე სასულიერო გიმნაზიას ვამთავრებ და 5 წლის პირველ კლასში ვიყავი და საღვთო რჯულს , საქართველოს საეკლესიო ისტორიას და გალობას ვსწავლობდი და უცებ ვეღარ აღვიქვი რომ სხვა სკოლებში ესე არ არის და ჩემი თავიდან გამომდინარე დავცერე ეგ : D

 

ხოდა ამ სწავლებამ პირადად ჩემში უკუშედეგი გამოიღო :)

Edited by »SlaCk€r..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე სასულიერო გიმნაზიას ვამთავრებ და 5 წლის პირველ კლასში ვიყავი და საღვთო რჯულს , საქართველოს საეკლესიო ისტორიას და გალობას ვსწავლობდი და უცებ ვეღარ აღვიქვი რომ სხვა სკოლებში ესე არ არის და ჩემი თავიდან გამომდინარე დავცერე ეგ : D

 

ხოდა ამ სწავლებამ პირადად ჩემში უკუშედეგი გამოიღო :)

»SlaCk€r..

 

არ მიკვირს ორმ გამოიღებდა ცუდ შედეგს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკუშედეგზე მინდა გკითხო, ბარემ დაწერე ის ფაქტორები თუ რატომ შეიძლება გამოიღოს უკუშედეგი ბავშვში ადრეულ ასაკში რომ ეკლესიურ დოგმატებს ჩასჩიჩინებენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

MR:RAZIEL

 

:) კარგი, მაშინ ახლა გკითხავ, რატომ არ უნდა ისწავლებოდეს?

მაინც არა რადგან რამოდენიმე მიზეზი არსებობს

 

ეს ისეთი საკითხია (სარწმუნოება) რაც სკოლის საგანი არაა, ამავედროს არსებობს სხვადასხვა რწმენის ხალხი და არამგონია სხვასარწმუნოების მქონეთათვის სასურველი იყოს კერძოდ ერთ ერთი რელიგიის სწავლა...

მე მახსოვს ჩემი რელიგიის გაკვეთილები და მგონი უკვე ავღნიშნე რომელიღაც თემაში რამდენად ძლიერი გაკვეთილები მქონდა

 

აბა ვინც თანახმა ხართ როგორ წარმოგიდგენიათ რელიგიის გაკვეთილი...

 

რელიგია ადამიანმა თავისით უნდა გაიგოს თავისი აზროვნებით და არავითარ შემთხვევაში სხვის გავლენაში ან სხვის თვალთახედვის მიხედვით არ უნდა აღიქვავდეს ასეთ რამეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც არა რადგან რამოდენიმე მიზეზი არსებობს

 

ეს ისეთი საკითხია (სარწმუნოება) რაც სკოლის საგანი არაა, ამავედროს არსებობს სხვადასხვა რწმენის ხალხი და არამგონია სხვასარწმუნოების მქონეთათვის სასურველი იყოს კერძოდ ერთ ერთი რელიგიის სწავლა...

მე მახსოვს ჩემი რელიგიის გაკვეთილები და მგონი უკვე ავღნიშნე რომელიღაც თემაში რამდენად ძლიერი გაკვეთილები მქონდა

 

აბა ვინც თანახმა ხართ როგორ წარმოგიდგენიათ რელიგიის გაკვეთილი...

 

რელიგია ადამიანმა თავისით უნდა გაიგოს თავისი აზროვნებით და არავითარ შემთხვევაში სხვის გავლენაში ან სხვის თვალთახედვის მიხედვით არ უნდა აღიქვავდეს ასეთ რამეს...

MR:RAZIEL

 

მე არ ვარ იმის მომხრე რომ საშუალო სკოლებში რომელიმე ერთი რელიგიის შესახებ ისწავლებოდეს რაიმე. ჩემი აზრით, ზოგადი რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. რელიგიის ისტორიაში ვგულისხმობ:

 

მსოფლიოს რელიგიების შესახებ ზოგადი სწავლება.

 

უმთავრესი რელიგიების წარმოშობის ისტორია და ზოგადი სწავლება.

 

მგონი ეს სკოლაში უნდა ისწავლებოდეს რადგან სკოლადამთავრებულ ადამიანს ზოგადი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს რელიგიების შესახებ. რას იტყვი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი მეუღლე და მისი სადაქალო თავის კლასელის( მღდელია) მრევლი იყვენ. ქალიშვილი რო შეგვეძინა 4-5 წლის ასაკიდან საღამოთი მამაოჩვენოს აბობდნენ. მოკლეთ ეკლესიაშიც დაყავდა მარა ძაან არა-ისე რა სასტავში. უყვარდა ბავშვს იქ სიარული ცოტა ნერვნი იყო და იქ მოსწონდა-სიმშვიდეა. მე-6 კლასში შევიდა მღვდელი გაკვეთილზე, 4 ბიჭი ცოტახანში სამოდამოთ გამოაძევა და სამასწავლებლოში ისხდენ ხოლმე, ერთს ენის ზაიკანიე დაეწყო, ერტს ენურეზი, ჩემი გოგო და კიდე რამდენიმე ისეთი ზიზღითაა დღემდე( სკოლას ამთავრებს) ეკლესიის და მღვდლების მიმართ რო გული გაგისკდება-----იმ დარტყმული მღვდელის ბრალია სულ ჯოჯოხეტის მაშხალებს გვეძახდა და მომისმინეთ თორე მშობლებივით სიძვაში ჩალპებითო ყვიროდაო..კიდე რაცხები მოყვა მარა არ მახსოვს-ასე მგონია ეკლესიის მსახური არ უნდა გააკარო სკოლას!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...