one Posted May 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 ქუინი არის ბრიტანული როკ ბენდი, რომელიც მოღვაწეობდა 1970-1991 წლებში (ფრედი მერკურის გარდაცვალება მიიჩნევა ბენდის არსებობის დასასრულად, მიუხედავად იმისა, რომ 1992 და 1995 წლებში კიდევ ორი ახალი სტუდიური ალბომი გამოვიდა ჯგუფის სახელით) მრავალ ჟანრში: არენა როკი, დისკო, გლამ როკი, მძიმე როკი, მსუბუქი მეტალი, პოპ როკი, პროგრესიული როკი, ფსიქოდელიური როკი. ბენდის გავლენის შესახებ საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ: დეფ ლეპარდი, ფუ ფაიტერსი, სტივი ვეი, გრინ დეი, განზ-ენ-როუზიზ, აირონ მეიდენი, ჯუდას პრისტი, მეტალიკა, ჯორჯ მაიკლი, მერილინ მენსონი, მიუზი, My Chemical Romance, სმეშინგ პამპკინსი. ჯგუფს ჩაწერილი აქვს 15 სტუდიური და 3 Live ალბომი. ბენდის ლოგო ფრედი მერკურიმ შექმნა ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი დატვირთვა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა - ბრაიანს, ორი ფერია კი ფრედის. მთლიანობაში ლოგო გაერთიანებული სამეფოს გერბისადმი მსგავსებას ამჟღავნებს, განსაკუთრებით კი ლომები განაპირობებენ ამას. ბენდმა პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა 1973 წელს, რომლის სახელიც თვითონ ჯგუფის სახელწოდება (Queen) გახლდათ. ეს იყო ალბომი სადაც მძიმე როკი სჭარბობდა და მაშინდელი ამ ჟანრში მოღვაზე გავლენიანი შემსრულებლების ეფექტი ჩანდა. მაგრამ ეს არ ყოფილა არაფერი მიბაძვის მსგავსი. ამ ალბომით ჯგუფი მთელმა ბრიტანეთმა გაიცნო. მეორე ალბომი 1974 წელს ჩაიწერა და ერთი ცნობილი პრეცედენტისა არ იყოს ალბომების ასეთი ნუმერაციისა, Queen II ერქვა. ეს იყო ბენდის ყველაზე მძიმე ალბომი, რთული ინსტრუმენტალითა და მრავლისმომცველი ლირიკით. ამავე წელს ჯგუფმა ტურნე ჩაატარა აშშ-ში, სადაც მათ დაიმკვირდეს სახელი ძალზედ ენერგიული ლაივ შემსრულებლებისა. მიუხედავად ამისა ამ ქვეყანაში არც მეორე ალბომს მოუტნია ფინანსური წარმატება პირველის მსგავსად. ასევე 1974 წელს გამოსული ალბომი, Sheer Heart Attack, ჯგუფის მიერ ჩაწერილ პირველ კლასიკად არის მიჩნეული. ალბომი მოიცავდა მეტად მრავალფეროვან კომპოზიციებს, დაწყებული ბალადებიდან მსუბუქი მეტალით დამთავრებული. ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად აშშ-სა და მთელს ევროპაში. ბრიტანეთის ჩარტებში კი მან პირველი ადგილი დაიკავა. პირველად აქ გაიგეს ბენდის წევრებმა რას ნიშნავდა ფინანსური წარმატება. ალბომში შესული სიმღერის, Stone Cold Crazy, ქავერ ვერსიისათვის მოგვიანებით Metallica-მ გრემი დაიმსახურა. Def Leppard-ის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ ალბომის პირველად მოსმენისას საჭესთან იჯდა და იმდენად გაერთო და იმდენად მოექცა მუსიკის გავლენის ქვეშ, რომ საგზაო პატრულმა გააჩერა და გამოკითხვა დაუწყო, ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს თუ არა. ამ ყველაფერს 1975 წელს A Night At The Opera-ს გამოსვლა მოყვა. ალბომი გამოვიდა ისეთი ნამუშევრების პარალელურად როგორებიცაა Led Zeppelin - Phisical Graffiti, Rainbow - Ritchie Blackmore's Rainbow, Deep Purple - Come Taste The Band, Pink Floyd - Wish You Were Here, Black Sabath - Sabotage... და მაინც ჰიტი გახდა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Bohemian Rhapsody, რომელიც ფრედი მერკურის ეკუთვნის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ითვლება დღემდე. ასევე მნიშვნელოვანი სიმღერაა Love Of My Life, რომელის განსაკუთრებულ ჟღერადობაც ბრაიან მეის 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარის დამსახურებაა. ჰანოვერი, 1979 წელი1976 წელს ჩაწერილი ალბომი A Day At The Races, ძალიან ჰგავს ყდითაც და შიგთავსითაც მის წინამორბედს. ალბომი მიჩნეული იქნა როგორც A Night At The Opera-ს გაგრძელება და დიდი გახმაურება მოყვა. მასში შესული სიმღერა Somebody To Love ყურადღებას იქცევს გასაოცარი გუნდური ხმოვანებით. ამავე წელს ქუინმა ჩაატარა კონცერტი Hyde Park-ში, რომელსაც ოფიციალურად 150 000 ადამიანი დაესწრო, არაოფიციალური მონაცემებით კი დამსწრეთა რიცხვი 180 000-ს აღწევდა. 1977 წელს გამოსულ ალბომს News Of The World კრიტიკოსები საკმაოდ მკაცრად შეხვდნენ, მოგვიანებით კი 70-იანების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ალბომად შერაცხეს ჰარდ როკში. ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა Arena Rock-ის შექმნაზე. ის შეიცავდა ისეთ ჰიტებს როგორებიცაა We Are The Champions და We Will Rock You-ს. ორივე მათგანი შეყვანილია საერთაშორისო სპორტული ჰიმნების სიაში. 1978 წელს დღის სინათლე შემდეგმა სტუდიურმა ალბომმა იხილა. ეს იყო Jazz. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა: Fat Bottomed Girls, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Mustapha... მაგრამ არცერთი მათგანი არაა ჯაზის სტილში შესრულებული. ამაზე Rolling Stones-მა დაწერა: "ქუინს არ აქვს საკმარისი წარმოსახვა ჯაზის დასაკრავად, ამის გამო ქუინს არ აქვს წარმოსახვა Rock N' Roll-ის დასაკრავადაც". 1979 წელს ჯგუფს სტუდიური ალბომი არ გამოუშვია, მაგრამ მაინც წარმატებული მოღვაწეობის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბენდი მომავალ წელს გამოსაშვებ ალბომზე მუშაობდა. პარალელურად გამოვიდა პირველი Live ალბომი Live Killers, რომელიც ორ გზის გახდა პლატინის ალბომი აშშ-ში. ამავე წელს გამოვიდა მეტად წარმატებული სინგლი, Crazy Little Thing Called Love, რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო შესრულებული და დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელებისაგან. DOWNLOAD დანარჩენ ლაივებს და კლიპებს მერე ავტვირთავ. ჯგუფს რაც შეეხება. წინა თემა იმიტომ წაიშალა რომ არიმსახურებდა ეს ჯგუფი და ფრედი მერკური ისეთ თემას. აქ არამგონია იყოს ვინმე ქვინის მსმენელი სერიოზული. ჯერ მარტო ფრედი მერკურზე შეიძლება ცალკე ძალიან ბევრი ლაპარაკი და მერე ქვინზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Secrets Posted June 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2008 გენია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PerfectSkin Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 დასაწყისისთვის კაი ჯგუფია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jood Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 რათა დედი რათა ასე ცოტა პოსტი ჰააა როგორ შეიძLება ქუეენზე არ იყოს რამდნეიმე გვერდი მაინც მერე ავტვირთავ სურატებს და ჯუზიკებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 რათა დედი რათა ასე ცოტა პოსტი ჰაააროგორ შეიძLება ქუეენზე არ იყოს რამდნეიმე გვერდი მაინც მერე ავტვირთავ სურატებს და ჯუზიკებს Aug 13 2008 ---------- რადგან გადაწერა ყველას ეზარება და კარგი ხარისხი არ გაინტერესებთ იუთუბის ლინკებს დავყრი უფრო ხშირად. ხოდა წავიდა ამ გენიოსების შედევრები: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Hotel California Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ბოჰემიან რიპსოდი და შოვ მასტ გო ონ მევასება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted September 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2009 ამაზე უკომენტაროდ რადგან ლეგენდა!! და ძალიაან მაგარია! ყველა ვეში უძლიერესი აქვთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
clown^^ Posted September 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2009 უძაანმაგრესი ჯგუფიი :ლოვე: :> Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted September 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2009 უძაანმაგრესი ჯგუფიი :ლოვე: :> ძალიან კარგია რომ ასეთ ცნობილ ბენდებს იცნობ და მოგწონს მაგრამ ხომ არ აჯობებდა ცოტა შინაარსიანი პოსტებით გაგემდიდრებინა ეს შესანიშნავი თემები? ;) ან ცოტა კონკრეტულად გამოგეთქვა აზრი, ან რამე სიახლე დაგეწერა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 აუ ფრედი მერკურის ხმა რო მქონდეს ჯეოსტარის შესარჩევზე გავიდე და არ მიმიღOნ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.