machkatela Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 ჭექა-ქუხილი არ იქნება..... და თუ იქნა, მაგას ჭექა-ქუხილი არ ერქმევა.... დედა გვეტირება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Saturn არა და მარტივია თემის არსი. ანალგინი ფიქრობს რომ ოპოზიცია რომელიც რამდენიმე კანდიდატს დააყენებს არჩევნებზე, ხელისუფლების მხრიდან დაუძაბავად წააგებს არჩევნებს და ხელისუფლებას თხოვს დაუთმეთ ოპოზიციას, არ მოიგოთო.უგულავამ რომ მოიგოს არჩევნები. მას სჭირდება ხმათა 30%. რეალურად გგონია, რომ უგულავას 30% მისცემს ხმას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Saturn უგულავამ რომ მოიგოს არჩევნები. მას სჭირდება ხმათა 30%. რეალურად გგონია, რომ უგულავას 30% მისცემს ხმას?ხმათა არა. არჩევნებზე მისულთა ხმათა 30 % სჭირდება. თუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველის ნაწილი სახლში დარჩება საერთო ოპოზიციური კანდიდატის არ ყოფნის გამო, არაა ეგ 30 % არარეალური. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Saturn გიგის აძლევ ხმას ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Saturn გიგის აძლევ ხმას ?არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Saturn ხელისუფლებას თხოვს დაუთმეთ ოპოზიციას, არ მოიგოთო. ცინიზმსაც საზღვარი აქვს საერთოდ! მე მიწერია არ გააყალბოთ თქო. მარა აზრი არა აქვს. ვინმესთვის თუ სახუმაროა, მე არ მეხუმრება ეს ამბავი. ერთადერთი რაც არ ვიცი, ფულის და იარაღის შოვნას საიდან აპირებენ, ამაზე არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და გაყალბების შემთხვევაში "ჭექა-ქუხილს" რომ აპირებენ ეგ კი ნამდვილად ვიცი.ამიტომ მე არ შემიძლია მასშტაბები ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ ვაი და იმდენი აქვთ და რუსეთიდან აქვთ, რომ დაგვერხეს? თან ყველაფერთან ერთად უბრალო ხალხია გაავებული და გაცოფებული. რა უბედურებაა, რა იყო, რით ვერ ეყოთ ჭამა...ან თქვენ რით ვერ გეყოთ მათი დაცვა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 analgin ერთადერთი რაც არ ვიცი, ფულის და იარაღის შოვნას საიდან აპირებენგაიგებ მერე როცა გადაუღებენ ვიდეოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 (edited) analgin ერთადერთი რაც არ ვიცი, ფულის და იარაღის შოვნას საიდან აპირებენ, ამაზე არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და გაყალბების შემთხვევაში "ჭექა-ქუხილს" რომ აპირებენ ეგ კი ნამდვილად ვიცი.მთავარი არ გცოდნია. ისე მე ფერარი მინდა. მაგრამ მაგის ფული საიდან ვიშოვო არ ვიცი შენი გამკვირვებია. მეოთხედ გვტენიან ნაციონალები მაგ ზღაპრებს, და შენ მაინც გჯერა. Edited February 24, 2010 by McLaren Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
UTUFURS Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 (edited) ნუ იცი შენ ქარაგმებით ლაპარაკი. Edited February 24, 2010 by UTUFURS Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 UTUFURS მე რო ჭექა ვიყო შენ ქუხილი იქნები ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 McLaren წინა რაღაცეები მართლა ზღაპრები იყო. თან მაგარი სასაცილო ზღაპრები. ერთადერთი კიტოვანი აპირებდა წინაზე რაღაცას და იმანაც არაფერი ქნა, იმიტო რო ფული არ მიცეს რუსებმა. ეხლა რა ვიცი რა ვიცი...და ნაციონალებთან რა ხელი მაქვს მე? მაგათი ერთი სიტყვიდან ორი არ მჯერა. Saturn ნეტა ერთი იმ საცოდავს მაინც რატო აწვალებთ, ვისაც მაგ ვიდეობს აჭრევინებთ და აკერინებთ. რისი ტრაკი აქვთ, ვის რა უნდა გადაუღონ? მაქსიმუმ ვიღაც საცოდავის 10 ლარს რო შეტენიან ქრთამად...შენ იმხიარულე და არ წავა შენი სამინისტროს საქმე კარგად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 analgin არ წავა შენი სამინისტროს საქმე კარგადახლავე გადავიდე თუ შევიცადო ცოტა ხანი იქნებ გვეშველოს რამე http://s18.rimg.info/a166b5a42e5c483dc3c208e310df2e0e.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2010 პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სწორად შენიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფრონტის ხაზი დღეს შიდაპოლიტიკაში კონსოლიდაციასა და კონსენსუსზე გადის. “მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას საგარეო პოლიტიკას მცირე დრო დაუთმო, დარწმუნებული ვარ, ეს შეგნებულად გააკეთა, ვინაიდან კარგად იცის, რომ შიდაპოლიტიკაში არსებულ პრობლემებს საგარეო პოლიტიკაში პრობლემების გაღრმავება შეიძლება მოჰყვეს”,-განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ბარნოვმა. პოლიტოლოგის აზრით, სააკაშვილს შემთხვევით არ გაუმახვილებია ყურადღება არჩევნების სამართლიანად ჩატარების სურვილზე, ვინაიდან მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის თემა დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხის რანგში განიხილება. “თუ არჩევნებისადმი საზოგადოებას ნდობა არ ექნა, დიდია ალბათობა, რომ დესტრუქციული ძალები არჩევნების შედეგებს ეჭქვეშ დააყენებენ და ქვეყანაში ვითარებას უკიდურესად დაძაბავას შეეცდებიან”, _ აღნიშნავს ანდრო ბარნოვი, რომლის აზრითაც, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებისადმი საზოგადოებას ნდობის მაღალი ხარისხი ექნება, ამ მიმართულებით იმავე დესტრუქციული ძალების მცდელობა წარუმატებელი იქნება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2010 “თუ არჩევნებისადმი საზოგადოებას ნდობა არ ექნა, დიდია ალბათობა, რომ დესტრუქციული ძალები არჩევნების შედეგებს ეჭქვეშ დააყენებენაი ერთი გამაგებინა, ამ წინადადებაში რატომ ფიგურირებს სიტყვა "დესტრუქციული". როგორ, თუკი არჩევნებისადმი საზოგადოებას ნდობა არ აქვს, მაშინ არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ ყველა დააყენებს, რა შუაშია აქ დესტრუქციული? ალბათ ამ დროს უფრო პირიქით, ეჭვქვეშ არ დააყენებს სწორედაც "დესტრუქციული" ძალა. ბარნოვი რომ პოლიტოლოგი იქნება და ჭკუას ეკითხებიან, იმიტომ ვართ ტრაკში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2010 analgin ბატონო მიხეილ,ნუ გააყალბებთ არჩევნებს!ესენი არასამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ და არა გაყალბებულს. გაყალბება კი თუ იქნება, ფაქტიურად ისეთი რომ ხელისმოსაკიდი არ გვექნება. მაგალითად თბილისში უკვე რეგისტრირებული ხალხი რეგიონებიდან.მიშას იასნია დიდხანს რა მომასმემინებდა გუშინ,ალაგ-ალაგ ვუსმენდი, კაცი პირდაპირ იძახდა რომ დაპირებები(იკითხე მოსყიდვა) ხელისუფლებამ უნდა გასცესო აბა რა ქნასო. დაგვიწერა ეს ეუთომ წინა არჩევნებზე შენიშვნად, მაგრამ რა, იგივეს აგრძელებენ.ამიტომ არავითარი ჭექა-ქუხილი არ შედგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.