Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბითლზი (ინგლ: The Beatles) - როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1960 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში. ბითლზი არის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფი მუსიკის ისტორიაში. მათმა ნოვატორულმა ხერხებმა და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მოდა, მათი ზემოქმედება პოპ კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. მათი ერთ-ერთი დამსახურებაა ე.წ. "ბრიტანული შემოსევის" პიონერობა, რომელიც ამერიკაში დაიწყო მათი გამოჩენის შემდეგ.

1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი. ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი. მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.

 

ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.

 

1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად.კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა დრამერი და მასთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი ტომი მური. მურმა დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი დრამერი იყო ნორმან ჩეპმენი. შემდეგი წევრი იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში და ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დრამერის პრობლემა.

 

ლინკები:

 

26 სიმღერა ბითლზის

 

DOWNLOAD

 

69 წლის კონცერტი სტუდიის სახურავზე. ბითლზის უკანასკნელი კონცერტი.

 

DOWNLOAD

 

ცოტახანში დავწერ ამ ჯგუფზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

პირველი ჯგუფი, რომელმაც მაზიარა როკს. 2000 წელი იყო როგორც მახსოვს.

 

ბუნდოვნად მახსოვს ეს იყო პეტერბურგში...

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეეგი არც ისე მომწონს მაგრამ მაინც ლეგენდარული ჯგუფია და პატივს ვცემ

 

თავის დროზე მუსიკაში რევოლიუცია მოახდინა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

The Beatles არის ჯგუფ ბითლზის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1968 წლის 22 ნოემბერს. ამ ალბომს ხშირად The White Album (თეთრი ალბომი) უწოდებენ, მისი თეთრი ყდის გამო, რომელიც მოიგონა პოპ არტის ჟანრში მოღვაწე მხატვარმა რიჩარდ ჰამილტონმა. ეს აგრეთვე იყო პირველი ალბომი, რომელიც ჩაიწერა ბრაიან ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად დისკს A Doll's House ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სახელწოდება შეცვალეს.

სიმღერების უმრავლესობა შეიქმნა 1968 წელს, ჯგუფის ინდოეთში მოგზაურობის გავლენით. იქ ოთხეული ესწრებოდა მაჰარიში მაჰეშ იოგის ტრანსცენდენტული მედიცინის სეანსებს. თუმცა, ეს ჯგუფისათვის უფრო სხვა პრობლემებისგან დასვენების საბაბი იყო. მომავალი ალბომისათვის შეგროვდა სიმღერები, რომლებსაც კოლექტივი უმთავრესად წარუმატებელ მასალად თვლიდა, თუმცა ლენონი აღიარებდა, რომ ზოგიერთი საუკეთესო სიმღერა სწორედ "თეთრი ალბომისათვის" დაწერა.

 

ინდური ცერემონიების მიმართ ინტერესი ჯერ რინგომ, შემდეგ პოლმა დაკარგა, ლენონმა და ჯორჯმა ინდოეთი ერთად დატოვეს. ლენონზე განსაკუთრებულად იმოქმედა დაუდასტურებელმა ინფორმაციამ, თითქოს მაჰარიშის ჰქონდა სექსუალური ლტოვა მია ფეროუს მიმართ, რომელიც ასევე თან ახლდა ბითლზს ამ მოგზაურობისას. მოგვიანებით ლენონმა მაჰარიშის მაკრიტიკებელი სიმღერაც კი დაწერა, "Sexy Sadie".

 

1968 წლის მაისში ოთხეული შეიკრიბა და დემო ვერსიების სახით ჩაწერა 23 სიმღერა, რომელთა უმრავლესობის შავი ვერსია დაიწერა ინდოეთში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • 4 weeks later...
  • 1 month later...
  • 4 weeks later...

დიდი იმედი მქონდა რომ abbey road-ს ჩამომიტანდა დედაჩემი ლივერპულიდან მაგრამ სადაა :user:

magical mystery tour-ზეც ვერ წავიდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...
ტიპებზე მთელი მსოფლიო აფანატებდა არადა რას გავდნენ :)

:blink: :rolleyes:

 

http://s39.radikal.ru/i085/0904/b1/e6ad55ae77af.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
  • 1 month later...

ბითლზიიიიიიიიი იოოოოოოოოოოოოო

ვაბოდეეეეებ მაგარია ძაააააააააააააააააააააააან

ჩემი საყვარელი ჯგუფია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...