kisa Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Saturn აბა ავყვეთ ამხანაგებოსამადაშვილის პატრონი რომ დაიწყებს სოზარზე შაყირს - Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Saturn სამადაშვილის პატრონი რომ დაიწყებს სოზარზე შაყირს - ერთი მე ვარ სამადაშვილის პატრონი და მეორე შენ - სუბარის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 kisa Saturn თემას ნუ მიოფებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 24 თებერვალს ოპოზიციის ნაწილის შეხვედრას ჭადრაკის სასახლეში „ახალი ალიანსის“ მხოლოდ ერთი სუბიექტი, ირაკლი ალასანია, ესწრებოდა, რომლის ნაბიჯსაც ყოფილი პარტნიორები სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ. მათ შორის არის სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელსაც „ახალი ალიანსის“ წევრები, ალასანიას მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისათვის ამზადებდნენ. თუმცა, როგორც ჟენევაში მყოფმა სოზარ სუბარმა “თავისუფლებას” განუცხადა, გზა, რომელიც ირაკლი ალასანიამ აირჩია, მისთვის მიუღებელია. სხვათა შორის, ვიდრე სუბარის პოზიცია საჯაროდ ცნობილი გახდებოა, ექსომბუდსმენის მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ “ფაქტნიუსს” ინფორმატორმა აცნობა. სოზარ სუბარი: - ჩემი და ზოგადად „ალიანსის“ სხვა წევრების პოზიცია არის უცვლელი - ჩვენ მივესალმებით ერთობას და, პირიქით, ყველაფერს ვაკეთებდით ამ ხნის განმავლობაში ერთობისათვის, ოღონდ ეს ვერ იქნება ერთობა შეუთავსებელთა შეთავსების. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ერთობა ყოფილიყო სწორედ ირაკლი ალასანიას გარშემო. დღეს, რასაც შორიდან ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ალასანიამ არჩია სხვა გზა, მან არჩია ერთობა ზურაბ ნოღაიდელის გარშემო. ეს მისი გადასაწყვეტია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ეს არ იქნება პირადად ჩემთვის ძალიან გასახარი ამბავი. თუ ეს ასე მოხდა, „ალიანსი“ დარჩება, ბუნებრივია, ოღონდ ეს იქნება არა ოთხწევრიანი, არამედ, ჯერჯერობით, სამწევრიანი „ალიანსი“, სანამ ის კიდევ უფრო არ გაფართოვდება. - რატომ იწვევს ნოღაიდელის პერსონა ასეთ კრიტიკას? ის არ ამბობს, რომ იგი უნდა იყოს ერთიანი კანდიდატი. ეს ხომ არ არის ხელოვნური მიზეზის ძებნა, რომ ამით გაჩეჩილაძეს ურტყათ, როგორც ამას ხშირად ამბობენ? - უამრავი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკურ პლატფორმასთან დაკავშირებით. მართლაც, არის რაღაც ხაზი, რომლის გადალახვაც არის შეუძლებელი. ეს ხაზია, როდესაც ვინმე აშკარად რუსულ ხაზს აწარმოებს საქართველოში. და ამ შემთხვევაში, ნოღაიდელის ფიგურა არის გამოკვეთილი. არის კიდევ ბევრი თემა, რომელზეც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. იმავე ირაკლი ალასანიას აქვს ნათქვამი, რომ ის დაუპირისპირდება ყველას, ვინც კი რევოლუციის წამოწყებას ეცდება. მეორე მხრივ, ლევან გაჩეჩილაძის თუ მისი ძმის მხრიდან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ არჩევნები არის საბაბი ჭექა-ქუხილის გამოსაწვევად. მე არ ვიცი, ჭექა-ქუხილში რას გულისხმობენ ისინი, მაგრამ თუ აქ ლაპარაკია რევოლუციის ან აჯანყების გზაზე, ძალიან მაინტერესებს, მაშინ რა პოზიციას დაიკავებს ირაკლი ალასანია? მანამდე კი მე შემიძლია გითხრათ, რომ სანამ ეს მათ მკაფიოდ არ აქვთ ნათქვამი და სანამ ისინი ამ გზაზე არ დგანან, ცხადია, მათთან თანამშრომლობა შეიძლება. თუკი ისინი აჯანყებისა და რევოლუციის გზას აირჩევენ, ჩვენი გზა იქაც მკაფიოდ გაიყოფა. ასე რომ, არის რაღაცები, რაზეც არ შეიძლება ჩვენი შეთანხმება. ახლა, ოღონდ ნუ იქნება მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ნუ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის გულისთვის ეშმაკსაც შევეკვრებით, - პირადად ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი გზა და მიუღებელი გზავნილია.“- ხომ არ გიცდია, პირადად ირაკლი ალასანიასთან გაგერკვია, თუ რა არგუმენტები აქვს და რა მოტივებით მოქმედებს? - არა, უფრო სწორად, აქ, ჟენევაში, ჩამოსვლის შემდეგ არა, რადგან მანამდე ყოველდღე ერთად ვიყავით, ყოველდღე ერთად ვსაუბრობდით და საკმაოდ კარგად ვხვდები, თუ რას აკეთებს და საით მიდის. და ახლა არ მგონია, რომ დამატებით კონსულტაციებს რაიმე აზრი ჰქონდეს. ეს ხუთი თვე გავლიეთ პრაქტიკულად კონსულტაციებში ისე, რომ რეალური ქმედებები ძალიან ცოტა განვახორციელეთ. და არ მგონია, რომ ამის გაგრძელება ღირდეს. - მეჩვენება, რომ ირაკლი ალასანიაზე, როგორც პარტნიორზე, წარსულ დროში ლაპარაკობ. - გამოჩნდება რამდენიმე დღეში. ახლა ის, რასაც მე დღეს ვხედავდი, ფაქტობრივად, მაგას ნიშნავს. მაგრამ ვნახოთ, შეიძლება აქედან, შორიდან, რაღაცები არასწორად ჩანს ან სხვანაირად ჩანს. http://factnews.ge/index.php?lang_id=GEO&a...6067&act=ns Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 მე რასაც ვუყურებ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში,არც ერთი პოლიტიკოსი არ იმსახურებს სიმპატიას.ზოგი პროამერიკულია,ზოგიც პრორუსული.გამოცდილება გვაქვს,რომ ვერც ერთმა მხარემ საქართველოსთვის კარგი ვერაფერი გააკეთეს და ამიტომ მე აგიტაციას ვიწყებ სოზარ სუბარის სასარგებლოდ. პროქართულივიხოხე :nekro: :D პროქართული სუბარუ რესპებთან ერტად :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 dire პროქართული სუბარუ რესპებთან ერტადხო აბა კუკავა,ნა ვერტელე, გრეჩო და ნოღაიდელის კავშირთან რა მოსატანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 სუბარი როგორც ლიდერი ვერ გაქაჩავს. ალბათ ერთ ერთი ყველაზე ნათელი წერტილია, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. მაგრამ ლიდერობას ვერ გაქაჩავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ძუკუ ხო აბა კუკავა,ნა ვერტელე, გრეჩო და ნოღაიდელის კავშირთან რა მოსატანია.ეს ინჩა? ისევ ვიხოხე რა ლოგიკააა???? ან სუბარუ უნდა აღიარო პროქარათულად ან კუკავა და გრეჩო )ყველას მოუდგან სათითაოდ სოროსები, სტარსენდსტრიპსები, გლობალიზაციაბი, ტრიკოლორები, იმეპრიები, ბაიანები და ზოგადად დედები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 (edited) dire ვიხოხე ისე,ჯერ გამარჯობა უნდა გეთქვა და მერე რაც გინდა ის ქენი. შენი მოსაწონი კაცი არ დადის საქართველოში და რა გიშველოთ? Edited February 25, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 მომეწონა სუბარის პრინციპული პოზიცია ამ პრაიმერიზე.დღითი დღე ყალიბდება პოლიტიკოსად და პრინციპულობა მთავარია პოლიტიკაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 მომეწონა სუბარის პრინციპული პოზიცია ამ პრაიმერიზე.დღითი დღე ყალიბდება პოლიტიკოსად და პრინციპულობა მთავარია პოლიტიკაში.ყალიბი გვაქვს მეტად უხარისხო, თორემ აგერ ალასანიაც ყალიბდებდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted March 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2010 გავიდეს ჯერ საკრებულოს თავმჯდომარედ, მერე ვნახოთ. პრინციპულობა არ აკლია, გამოდნება რაცხა კოჭებში ეტყობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.