Jump to content
Planeta.Ge

მისტერ ალასანია მტრის ზურგში.


Recommended Posts

დავით მაღრაძე - თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გამოკვეთას ალტერნატივა არ აქვს

 

საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული ბრძოლა დიდი კოშმარის დასრულებამდე, ნორმალური ცხოვრების დასაწყისამდე, -ასეთი განცხადება გააკეთა ჭადრაკის სასხლეში მიმდინარე შეკრებაზე “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა, პოეტმა დავით მაღრაძემ.

მისივე აზრით, ირაკლი ალასანიამ გადადგა ნამდვილი ლიდერის ნაბიჯი, როდესაც განაცხადა თანხმობა ღია კონსულტაციებზე ერთიანი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.

“ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს და გარანტირებულს გახდის ჩვენს გამარჯვებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებასთან ერთად გამოკვეთს ერთიან კანდიდატს და სიმბოლო იქნება მისი რეალურად ოპოზიციური გაერთიანების”, - აღნიშნა მაღრაძემ.

მაღრაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გამოკვეთას ალტერნატივა არ აქვს.

“საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა პრაიმერის მექანიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ნუ შექმნიან შთაბეჭდილებას, “პროვინციაში უცხო სიტყვას რომ გაიგებენ და აიტაცებენ ხოლმე”.

“უნდა შეჯერდნენ ისეთ მექანიზმზე, სადაც ნაკლებად იქნება შესაძლებელი ხელისუფლების ჩარევა”,-დასძინა მაღრაძემ.

მანვე წამოაყენა ინციატივა, რომ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რათა თბილისში კიდევ ერთი დიდი შეკრება გაიმართოს.

“ამ შეკრებაზე მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს თბილისის მოსახლეობის განწყობა და სულისკვეთება”,-აღნიშნა დავით მაღრაძემ.

ჭადრაკის სასახლეში “საზოგადოებრივი დარბაზის” ინიციატივით ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრება მიმდინარეობს.

დღევანდელ შეკრებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმზე უნდა იმსჯელონ.

შეხვედრას უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

ჭადრაკის სასახლეში იმყოფებიან “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა პრაიმერის მექანიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ნუ შექმნიან შთაბეჭდილებას, “პროვინციაში უცხო სიტყვას რომ გაიგებენ და აიტაცებენ ხოლმე”.

კარგი იყო. რბილად თქვა გოიმები რაღაცას ყურს რომ მოკრავენ და თუთიყუშივით იმეორებენ, ისე რომ აზრზე არ არიან რას ამბობენო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან გაჩეჩილაძე: ერთიან კანდიდატზე შეჯერებას ორი-სამი დღე დასჭირდება

 

 

ოპოზიციაში ერთიან კანდიდატზე შეჯერებას ორი-სამი დღე დასჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ჭადრაკის სასახლეში რამდენიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა ერთიანი თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გამოვლენას ორი-სამი დღე დასჭირდება.

 

გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ საერთო კანდიდატის გამოვლენა საზოგადოებასთან ერთად გადაწყდება.

http://presa.ge/index.php?text=news&i=9309

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია ზურაბ ნოღაიდელთან ერთიან კანდიდატზე კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

 

 

 

 

ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, “შევიდეს ღია დისკუსიაში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთიანი კანდიდატის გამოვლენის ფორმასთან დაკავშირებით”.

როგორც ალასანიამ დღეს ჭადრაკის სასახლეში ჟურნალისტებს განუცხადა, ერთიანი კანდიდატის შესარჩევად ნაბიჯები სწორად არის გადადგმული.

“ახლა მთავარია საზოგადოების გადაწყვეტილება, თუ როგორი ფორმით უნდა მოხდეს ერთიანი კანდიდატის შერჩევა”,-აღნიშნა “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

რაც შეეხება “დაიცავი საქართველოს” ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას, რომ ერთიან კანდიდატზე შეჯერებას ორ-სამი დღე დასჭირდება, ალასანიამ განაცხადა, რომ არანაირი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ალასანიამ კომენტარი გააკეთა ზურაბ ნოღაიდელთან კონსულტაციების შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მზად არის, ნოღაიდელთანაც გამართოს კონსულტაციები და შეჯერდნენ ერთიან კანდიდატზე.

ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია “ალიანსის” დაშლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თბილისის მერობის გარდა ერთიან კანდიდატზე აზრთა სხვაობისა, სხვა საკითხში თანხმობა აქვთ.

ირაკლი ალასანია ჭადრაკის სასახლეში “საზოგადოებრივი დარბაზის” მიერ ორგანზიებულ შეხვედრას ესწრება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია ერთობისა და ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის უკან დახევას აღარ აპირებს

 

ირაკლი ალასანია ერთობისა და ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის უკან დახევას აღარ აპირებს.

“ერთობისა და ერთიანი კანდიდატის გამოვლენისკენ გადაიდგა ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, რომლისგანაც უკან აღარ დავიხევთ”, - განაცხადა “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე შეხვედრაზე.

“ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ როგორ შეიძლება, არ მოუწოდო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და ვიღაცა გამიჯნო ამ პროცესისგან”,-აღნიშნა ირაკლი ალსანიამ.

მისივე თქმით, მთავარია, ყველა ერთად დადგეს და თქვას, რომ აღარ მოითმენს ქვეყანაში ადამიანების პოლიტიკური უფლებების დაუცველობას, მედიის ტერორსა და ბიზნესზე ზეწოლას.

“თბილისი არ უნდა იყოს ერთი კაცის და მას დავიბრუნებთ არჩევნებით. პოლიტიკა რთულია ისეთ პოლარიზებულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, მაგრამ პოლიტიკოსებს უნდა ეყოთ პასუხისმგებლობა, რომ ერთმანეთის გვერდით დადგნენ და ერთიანი შეთანხმებით დაამარცხონ არსებული რეჟიმი. ჩვენ მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ, თბილისს ვაქცევთ ერთობისა და სიყვარულის ქალაქად”, - განაცხადა ალასანიამ

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი შესაძლოა, “თბილისის დიდი კრებაზე” დასახელდეს

 

“თბილისის დიდი კრების” მოწვევაზე საინციატივო ჯგუფი იმუშავებს.

საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა ჭადრაკის სასახელში გამართულ დღევანდელ შევხედრაზე დასახელდა - ზაზა მამალაძე, თემურ ნანეიშვილი, მიხეილ ონიანი, გოგა ხაინდრავა, დავით მაღრაძე, დაჩი ცაგურია და ზაქარია ქუცნაშვილი.

როგორც “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, “თბილისის დიდ კრებაზე” შესაძლოა, დასახელდეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. თუმცა, ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ვარაუდები და სურვილები გამოთქვა.

ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაში, ოპოზიციური ლიდერების გარდა, მონაწილეობდნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.

შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნუკრი ქანთარიამ, ნონა გაფრინდაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ნანა კაკაბაძემ, ოთარ მეღვინეთუხუცესმა. მათ ირაკლი ალასანიას ნაბიჯი დადებითად შეაფასეს.

მათ, ასევე, ღიად მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებს, შეთანხმდნენ და გამოავლინონ ერთიანი ლიდერი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებრივი დარბაზის ინიციატივით გამართული შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებები დააფიქსირეს.

აღინიშნა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება.

გადაწყდა, რომ გაიმართება “თბილისის დიდი კრება”, სადაც შესაძლოა, მერის არჩევნებზე ერთიანი კანიდიდატიც დასახელდეს. კრების გამართვის დრო ჯერ უცნობია და ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.

ჭადრაკის სასახლეში იმყოფებოდნენ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თინა ხიდაშელი - დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციაში ზურაბ ნოღაიდელის დამკვიდრებას ემსახურებოდა

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართული შეხვედრა ოპოზიციაში ზურაბ ნოღაიდელის დამკვიდრებას ემსახურებოდა.

ამის შესახებ ხიდაშელმა “ინტერპრესნიუსს” ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

მან შეხვედრის მონაწილეებს ზურაბ ნოღაიდელის “ტაშის გრიალით შეხვედრა მიულოცა”.

“ყოველმა ადამიანმა, ვინც დღეს ნოღაიდელს ტაშს უკრავდა, ქვეყნის მომავალზე მასთან ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ყველფერზე სიმართლე უნდა ითქვას და სიმართლე ძალიან ნათელია. ამ შეხვედრაზე ცრემლების ღვრა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ დღეს გმირად გამოცხადებული ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ ყოველი მათგანი ერთი წინადადებით უნდა გამოსულიყო. კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს უნდა ეთქვათ, რომ ამ გმირის სასარგებლოდ ხსნიან კანდიდატურებს, ლევან გაჩეჩილაძეს უნდა ეთქვა, რომ ამ გმირის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მის გვერდით დადგება. ერთობა და ქვეყნის სამსახური ეს იქნებოდა. ხოლო ის ვაშა და ტაში, რომელიც ამ შეხვედრაზე იყო, არ არის პრობლემის გასაღები, რომლის მოსაგვარებლადაც ეს პატივცემული საზოგადოება შეიკრიბა”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე ვარაუდით, “თბილისის დიდ კრებამდე”, რომელზეც, სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი დასახელდება, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს შორის “დიდი ვაჭრობა” გაიმართება.

“იქიდან გამომდინარე, იქნებიან თუ არა კმაყოფილნი ვაჭრობის შედეგებით ესა თუ ის ადამიანები, მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაც. როგორც ჩანს, ამის ლეგიტიმაცია სჭირდებოდათ დღეს და ამ ვაჭრობისთვის ლეგიტიმაცია მიიღეს~, - განაცხადა ხიდაშელმა.

ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართულ შეხევდრზე იმყოფებოდნენ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ამ შეხვედრაზე ცრემლების ღვრა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ დღეს გმირად გამოცხადებული ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ ყოველი მათგანი ერთი წინადადებით უნდა გამოსულიყო. კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს უნდა ეთქვათ, რომ ამ გმირის სასარგებლოდ ხსნიან კანდიდატურებს, ლევან გაჩეჩილაძეს უნდა ეთქვა, რომ ამ გმირის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მის გვერდით დადგება. ერთობა და ქვეყნის სამსახური ეს იქნებოდა.

არ ეთანხმები ლიც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ეთანხმები ლიც?

ძუკუ

პარტიული დისციპლინა არ გესწავლება, ჩემო მიშა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

პარტიული დისციპლინა არ გესწავლება, ჩემო მიშა

მე მაგალითად არ გამოვირჩევი პარტიული დისციპლინით. შემიძლია ჩემი პარტიის ქმედებები ვაკრიტიკო, რაც ხშირად გამიკეთებია, განსაკუთრებით შარშანდელი აქციების გამო.

ისე არ ვიცი, შენ რომელ პარტიას განეკუთვნები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“მემარჯვენეები” დავითაშვილის “მუხლმოდრეკილ თხოვნას’’ არ იღებენ

 

‘’ახალი მემარჯვენეები’’ ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციის კონსულტაციებში მონაწილეობაზე ‘’ხალხის პარტიის’’ ლიდერის კობა დავითაშვილის ‘’მუხლმოდრეკილ თხოვნას’’ არ იღებენ.

‘’ინტერპრესნიუსთან’’ საუბრისას ‘’მემარჯვენეების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ კობა დავითაშვილს და სხვებსაც მიულოცა ერთობა ზურაბ ნოღაიდელის გარშემო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ამ ერთობაში ‘’ახალ მემარჯვენეებს’’ და ‘’რესპუბლიკელებს’’ ვერასდროს ნახავენ.

‘’ალიანსს”, ‘’რესპუბლიკელებს’’, ‘’მემარჯვენეებს’’, სოზარ სუბარს და პირადად მამუკა კაციტაძეს, არც ერთ ჩემს მეგობარსა და პარტნიორს დავითაშვილის ‘’შეძახილი, თხოვნა და მით უმეტეს მუხლის მოდრეკა’’ ერთიანობასთან დაკავშირებით არ სჭირდება’’, - აღნიშნა კაციტაძემ და დასძინა, რომ ერთობის მხარდაჭერას ისინი ყოველთვის საქმით ამტკიცებენ.

კაციტაძეს უცნაურად ეჩვენება ის ფაქტი, რომ ოპოზიციაში ერთიანი კანდიდატისკენ ილტვიან, პარალელურად, მერობის უამრავი კანდიდატი ჰყავთ და ამ კანდიდატებს კიდევ ახალი კანდიდატები ემატება პერსპექტივაში. ‘’აქედან გამომდინარე ვერ მივიღებ მე ამ ‘’მუხლზე დრეკას’’ დავითაშვილისა, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ’’, - თქვა მან.

თბილისის მერის არჩევნებზე საერთო კანდიდატის გამოვლენის პროცესში ჩართვა ‘’ეროვნული ფორუმის’’, “ახლებისა” და “რესპუბლიკელების” ლიდერებს კობა დავითაშვილმა “მუხლმოდრეკით’’, ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართულ შეკრებაზე სთხოვა. დავითაშვილის თქმით, არც ერთი პოლიტიკური პარტიის რესურსი არ შეიძლება იყოს დაკარგული, მით უმეტეს იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ბრძოლის გამოცდილება და უნარი აქვთ

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ისე არ ვიცი, შენ რომელ პარტიას განეკუთვნები?

ძუკუ

პირადში მოგწერე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მისტერ" ალასანია აღარ

 

"ამხანაგი" ალასანია

 

მან დაადასტურა თავისი არჩევანით რუსული ვექტორი

 

და დაადასტურა თავისი საქციელით

 

რომ მას არანაირი მხარდაჭერა არ ქონია დასავლეთისგან

 

წინააღმდეგ შემთხვევაში

 

"დასავლეთის ფავორიტი ლიდერი"

 

ნოღაიდელთან ერთად არ გამრთავდა შეხვედრებს გვერძე არ მოუჯდებოდა

 

და ასე შემდეგ

 

"ამხანაგი" ალასანია შეუერთდება პოლიტიკური გვამების რიგს

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისტერ ალასანია მტრის ზურგში

მისტერ ალასანია საავადმყოფოში როდის იქნება? http://s18.rimg.info/773458d0b5d6e157666b13748227aa7f.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...