Guest ჭანო Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 რომ არა ომი, ვიქნებოდით მაიმუნები, ხეებზე რაღაცეებს ვიპოვიდით, არ შევეომებოდით ერთმანეთს და არც ტექნოლოგიები დაგვჭირდებოდა..აი ხიდან ჩამოსვლის მიზეზებს თუ გაეცნობი სხვა აზრი გექნებოდა. იტალიელმა მეცნიერებმა არმოაჩინეს ერთერთ (ყოფილ)კუნძულზე ორ ფეხზე მოსიარულე პრიმატების ნაშთების, მათი ორ ფეხზე სიარულის მიზეზი გახდა ის ფაქტი რომ სანამ ეს კუნძულად არსებობდა იქ არ იყო მტაცებლები,რამაც ამ პრიმატებს მისცა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ხოლო როცა სახმელეთო კავსირი ისევ აღსდგა ზღვის დონის დაწევის გამო, ისინი გადაშენდნენ მტაცებლების გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 ომი საჭიროა, მან განავითარა კაცობრიობა.. Private Nodari ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის ჩემ პოზიციას, მაგრამ უნდა გითხრა რომ არანაირად არ ვიზიარებ იმას, რასაც ამბობ. ომმა ადამიანებს განვითარება და წინსვლა კი არა, უბედურება, დაავადება, ინვალიდობა, სიკვდილი, მწუხარება, ეკონომიური უკუსვლა, პოლიტიკური არეულობა, მშვიდობიანი და უდანაშაულო ადამიანების განადგურება და მრავალი უამრავი ტკივილი და საშინელება დაატეხა თავს. 2006-2007 წლებში უორლდუოჩის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ "ვაიტალ საინსი" იუწყება, რომ 2005 წელს მსოფლიოში 28 დიდი და 11 პატარა შეიარაღებული შეტაკება მოხდა. მის მწარე შედეგებზე სიმწრით ლაპარაკობენ მთელ მსოფლიოში. ჯონათან გლოვერი თავის წიგნში "ჰუმანურობა — მეოცე საუკუნის ზნეობის ისტორია", აღნიშნავს, რომ: "1900-დან 1989 წლამდე ომებმა 86 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. . . მეოცე საუკუნეში მომხდარმა ომებმა იმდენად ბევრი ადამიანი შეიწირა, რომ წარმოდგენაც კი გვიჭირს. დაღუპულთა საშუალო რიცხვი მხოლოდ სიმბოლურია, რადგან მათი ორი მესამედი (58 მილიონი) პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იქნა მოკლული. თუ სიკვდილიანობის ამ მაჩვენებელს მთელ საუკუნეზე თანაბრად გავანაწილებთ, მაშინ ომი დღეში 2 500 ადამიანს მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. გამოდის, რომ 90 წლის განმავლობაში ყოველ საათში 100 ადამიანი კვდებოდა". ეხლა მითხარი, შეგიძლიათ წარმოიდგინო ის მწუხარება და ტკივილი, რაც დაღუპულთა ახლო ნათესავებმა და მეგობრებმა განიცადეს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. არანაირად არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ომზე იტყვიან კარგია, კარგის მოტანა შეუძლია, განვითარებას უწყობს ხელს და მსგავსი (მაპატიე და) სისულელეები. კაცობრიობის დასაიმედებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1986 წელი "საერთაშორისო მშვიდობის წლად" გამოაცხადა. ამ წლის მთავარი თემა იყო "მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანთა მომავლის უზრუნველყოფა". მებრძოლ სახელმწიფოებს მოუწოდეს, ერთ წელს მაინც არ აეღოთ იარაღი ხელში. მიუხედავად ამისა, სამშვიდობო პრობლემატიკის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა 1986 წელს მიმდინარე ომებში. ცივი ომის დამთავრების შემდეგ იარაღით ვაჭრობა შემცირდა. მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იარაღით ვაჭრობამ კვლავ იმატა. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, 2004 წელს მსოფლიო მასშტაბით სამხედრო ხარჯებმა ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს თანხა მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ყველა მამაკაცზე, ქალსა და ბავშვზე რომ გადანაწილებულიყო, თითოეულს 162 დოლარი შეხვდებოდა. მოკლედ, ალბათ ცოტა მაინც ვთქვი ჩემი სათქმელი. მძულს ომი, მძულს ძალადობა, მძულს შუღლი და მძულს მსხვერპლი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ცივი ომიცივი ომის დროს მეცნიერებამ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.