newstudio Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 საქართველოს ყველა თავისუფალ მოქალაქეს!სამშაბათს, 22 თებერვალს ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული გადაცემა ”სიმართლის დრო” რომელშიც მონაწილეობა კონკრეტული მიზნის გამო მივიღე, მნიშვნელოვანდ იქნა დამახინჯებული საპატრიარქოსა და ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში პროფესია ჟურნალისტი და ზოგადად, მედია საშუალებები, მძლავრ ზეწოლას განიცდიან რელიგიური ფუნდამენტალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან. სინოდის უკანასკნელ ოქმში საპატრიარქო პირდაპირ ემუქრებოდა ხელისუფლებას და აცხადებდა: ”სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან. ... თუ ასე გაგრძელდა, იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.” მუქარამ გაჭრა და დღეს ვხედავთ რა ადვილია ფანატიზმმა დააჩოქოს სახელმწიფო და ხელი შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების უხეშ და არაკეთილსინდისიერ შეზღუდვას. ის რომ კონკრეტული ტელევიზია სახელმწიფოს კონტროლ ქვეშაა, სინოდის განცხადებიდანაც ჩანს. რა მსურდა მეთქვა ქართული საზოგადოებისთვის? უკანასკნელ დროს ჩემთან დაკავშირებული საკნდალის შესახებ ინფორმაცია ან საერთოდ იბლოკებოდა ან არასაკმარისი სიცხადით მიეწოდებოდა საზოგადოებას. მიღებული გადაწყვეტილება, წავსულიყავი აბსოლუტურად ვულგარულ გადაცემაში, არ იყო დაკავშირებული იმ მიზნებთან, რა მიზნებითაც იქ ჩვეულებრივ მიდიან სტუმრები. ეს ერთგვარი რევანში იყო საყოველთაო დუმილის წინააღმდეგ. ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იძულებულია ხარკი უხადოს ეკლესიას, რომელიც უკვე მედიის ერთ-ერთი ცენზორი გახდა. მოგმართავთ საქართველოს ყველა თავისუფალ მოქალაქეს, თქვენ შეიძლება მიუღებლად, გამაღიზიანებლად და შეურაცხმყოფლად მიგაჩნდეთ ჩემი განცხადებები, რაც თქვენი წარუვალი უფლებაა, რომელიც ბუნებამ და ღმერთმა მოგანიჭათ. მაგრამ თუ თქვენ განაგრძობთ ამაზრზენ დუმილს, როგორც დიდი ხნის წინ ჩემმა კოლეგამ, ლარი ფლინტის სასამართლოზე წარმოთქვა: ”ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძოთ და კედლები დაგხვდება იქ, სადაც მის დანახვას არ მოველოდით. მაშინ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ვერაფრის დანახვას, ვეღარ შევძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ეს უკვე აღარ იქნება თავისუფლება.” წამყვან ნანკა კალატოზიშვილის დაცული პატრიარქი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ფარისევლობის ტიპური და სამწუხაროდ მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. გადაცემაში მე მომიწია ვრცლად მესაუბრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შესახებ და აღმენიშნა რომ ”კგბ”-ს აგენტი, ჩემი სულიერი მოძღვარი ვერასდროს იქნებოდა, რადგან მთელი მისი საქმიანობა არის აბსოლუტური წინააღმდეგობაში მისივე წინამობრედი უწმინდესი პატრიარქების, ამბროსი ხელაიასა და კირიონ საძაგლიშვილისა. ეს და მსგავსი კომენტარები ჩემი მხრიდან პასუხი იყო წამყვანის კითხვებზე, რომელიც თავად იჩენდა ინიციატივას ესაუბრა მისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე. როგორც ჩანს ამ გადაცემის სრული სახით გაშვება ხელისუფლებისთვის წარმოადგენდა ძალიან დიდ დისკომფორტს, რადგან ასეთ შემთხვევაში საპატრიარქო აამოქმედებდა იმ ბერკეტს, რისიც ხელისუფლებას ძალიან ეშინია, მით უფრო მოახლოვებული არჩევნების ფონზე. პირდაპირობა, რომელიც ამხელს ანტიმართლმადიდებლურ და ანტილიბერალურ გაკულტებას, ხელისუფლების მხრიდან დაიბლოკა. რადგან ჩემი აზრით სახელმწიფოს მიზანი დიდი ხანია აღარ არის ლიბერალური რეფორმების გატარება. ეს არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ განათლების სფეროშიც ვლინდება. ლიბერალების ნაწილი, თვლის რომ არაპირდაპირი მიწოდების გზით შეიძლება რაიმეს შეცვლა საზოგადოებაში, რომ მოსანახია უკეთესი ფორმა და ა.შ. რაც ჩემთვის აბსურდული და მიამიტური კომფორმიზმია. სახელმწიფო მანიპულირებს თქვენი რელიგიური შეხედულებებით, ზომბირების ფსევდომართლმადიდებლური მანქანა პოლიტიკოსების სასარგებლოდ მუშაობს. ხელისუფლებას, ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელ გიორგი არველაძეს, პოლიტიკოსებს, საპატრიარქოსა და მასმედიას ამ ქვეყანაში მივაჩნივართ ნახირად, რომლის რელიგიურ გრძნობებზე თამაშიც შეიძლება გამოიყენო პირადი სარგებლის ან პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით. მოვითხოვ დაუმახინჯებელი ფორმით გადაიცეს გადაცემა, რომელიც ჩემი მონაწილეობით ჩაწერა ტელეკომპანია იმედმა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებლული ვიქნები მივმართო სასამართლოს და ამ გზით მოვითხოვო სასამართლო ხელისუფლებისგან ტელეკომპანია იმედის დავალდებულება ხელახლა გაუშვას გადაცემის სრული ჩანაწერი. პ.ს. ტელეკომპანია იმედისა და TBC TV-ის პროდუსერები პრაქტიკულად არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და ისღა დარჩენიათ მსგავს ნაცისტურ ორგანიზაციებში ოფიციალურად გაწევრიანდნენ. თეა თუთბერიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 ვა, მალადეც :irusha: არის მაგის ჩანაწერი სადმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 ”სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან. ... თუ ასე გაგრძელდა, იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.” მუქარამ გაჭრა და დღეს ვხედავთ რა ადვილია ფანატიზმმა დააჩოქოს სახელმწიფო და ხელი შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების უხეშ და არაკეთილსინდისიერ შეზღუდვას. ის რომ კონკრეტული ტელევიზია სახელმწიფოს კონტროლ ქვეშაა, სინოდის განცხადებიდანაც ჩანს. რაის ხელისუფლებას დეპრეს და აი ეს არის მთავარი მაგის განცხადებაში.აი ნახავ თუ მთლიანად არ გაუშვან ეგ დაცემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 მაგან საერთოდ თუ იცის რა უნდა მაგრად მეეჭვება რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 საქართველოს ყველა თავისუფალ მოქალაქეს! ვის მიმართავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 (edited) იმედზე ჩივილი არის ლობაზარი.გინდაც მართლა რომ უჩივლოს ვერაფერს ვერ გახდება და საერთოდ ეს ყველაფერი მეორე ზახოდი მგონია საპატრიარქოზე შეტევის. ვიღაცა ჭკვიანის მოფიქრებული კომბინაციაა. Edited February 23, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 თუთბერიძე უკვე ჩემთვის მარაზმთან ასოცირდება.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 (edited) MR:RAZIEL თუთბერიძე უკვე ჩემთვის მარაზმთან ასოცირდება.... დამიჯერე,ეგ ქალი არავინ არ არის ამ სიტუაციაში.პროსტა ეს ახმოვანებს სხვის სათქმელს.გამოიყენებენ და მოისვრიან. Edited February 23, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 (edited) Jonathan Livingston არის მაგის ჩანაწერი სადმე?იმედზეა...მყვიდეოზე...გადაახვი ე ... ზუსტი დრო არ ვიცი... Edited February 23, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 თეას სასტავი ნანკას აგინებს.. ნანკას სასტავი თეას.. ეხლა ვინმე ორივეს შეაგინეს და ესე ... მუდმივი მარაზმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 SHARI ძალიან ლამაზი იყო ნანკა გუშინდელ გადაცემაში. განსაკუთრებით კრუპნი პლანში რომ აჩვენებდნენ იმ ბაყაყის ფონზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 არ დაგავიწყდეთ რომ თეა ჩვენი თანაფორუმელია. მოვერიდოთ არაკორექტულ მიმართვებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 პი ესი მევასა :viking:: ისა და ამ ქართველ ჟურნალისტებს ბოდიში და ვანოს ბოლოში რამე ხო არ გაეჭედათ??? რას მიდიან და რას აშუქებენ, რა ინტერვიუებს ართმევენ და რა გადაცემებში იწვევენ??? ვინ არის ეგ საერთოდ? თანამდებობის პირია, პოლიტიკური პარტიის ლიდერია, წარმატებული ბიზნესმენია, ჩემპიონია სპორტის რომელიმე სახეობაში, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა, მეცნიერია თუ ვინაა, ჰა???რაში აინტერესებს ეგ და მაგის აზრები საზოგადოებას ან ვის აინტერესებს? რა მიზანს ემსახურება თქვენს მიერ მისი გაშუქება გარდა იმისა რომ ათიდან ცხრა ადამიანს მყრალ და გინების ხასიათზე აყენებთ? მე რო გამოვიდე ეხლა და ჩემ მეზობელს ვაგინო - რამდენი სარეცხი გაუფენია, ფანჯარაში სიგარეტს ვერ ვეწევი, თავზე მეწუწება თქო, უნდა გამაშუქოთ? რაღაც ეგეთი პონტია რა. რა შეგვიკიტინეთ, ბლიად. ვაბშე ნუ მიდიხართ, ნუ იღებთ, ნუ ავრცელებთ და ნუ გვიფუჭებთ ხასიათს. ყირაზეც გადასულა, არ გვკიდია კაცო? თუთბერიძე თუთბერიძე თუთბერიძე...2 წუთი ვცოცხლობთ ისედაც და აქედანაც ამდენი დრო თუთბერიძეზე ლაპარაკს დავუთმოთ? ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჭეიშვილი, რეზო გაბრიაძე, მუხრან მაჭავარიანი, ოტია იოსელიანი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, იმათთან მიდით და იმათი გვითხარით რამე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 პ.ს. ტელეკომპანია იმედისა და TBC TV-ის პროდუსერები პრაქტიკულად არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და ისღა დარჩენიათ მსგავს ნაცისტურ ორგანიზაციებში ოფიციალურად გაწევრიანდნენ.რაო, ვირთხებო, დაიწყეთ ერთმანეთის ჭამა? :viking: ეგრეა, როდესაც კრიზისი მწვავდება ჩვენ რა, ჯერ გიყურებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 choxa რაო, ვირთხებო, დაიწყეთ ერთმანეთის ჭამა? არ დაუწყიათ ჩოხაჯან არა.ეს საპატრიარქოს შესატევად ახალ ტრიუკს იგონებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.