Jump to content
Planeta.Ge

გრეჩიხა: "ვაჟკაცობაა საჭირო, რათა თბილისში გამარჯვების მესამე ტალღა დაიწყოს”


Recommended Posts

ლ ი ც ი

მეშინია, რომ კიდევ არ გაიყიდოს, ჩემო არჩილ

ნუ გრეჩიხაზე ბევრი არ არის დამოკიდებული!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 43
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

T_A_T

მოკლედ რეზუმირებულად მოყევით რა რა ისაუბრა მაესტროზე

ჩართე ეხლა საუბრობს მერე ალასანია იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ რეზუმირებულად მოყევით რა რა ისაუბრა მაესტროზე

ჭკვიანი ქალი მგონიხარ, გრეჩიხას საუბრიდან შინაარსის გამოტანა შეიძლება?

 

მოკლედ ისაო ესაო და ბოდიშიო, მარა ისევ მიშა მოვდივართო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mogzauri

ჭკვიანი რომ ვარ იმიტომ არ ვუყურებ:beee:

 

მარა ისევ მიშა მოვდივართო!

ეხლა ჭურები დადგას რუსტაველზე და ხალხი ჩასვას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

 

“ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს.

თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობენ “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, “კონსერვატორი” კახა კუკავა, აგრეთვე, კოკა გუნცაძე და “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე. თავად ირაკლი ალასანია პარტიის ოფისში არ იმყოფება.

შეხვედრის დაწყებამდე კონკრეტული კომენტარები არ გაკეთებულა, კახა კუკავამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “ყველაფრის შესახებ ისაუბრებენ”.

ერთიანი კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციების დღეიდენად დაწყებაზე ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციის შედეგად გადაწყდება, ერთიანი კანდიდატი პრაიმერის გზით გამოვლინდება, თუ - სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად.

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი მიესალმება ირაკლი ალასანიას ინიციატივას, თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს არის ~გამარჯვების ნაბიჯი~.

ირაკლი ალასანიამ 22 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში “ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან “ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატები” ერთად ჩაერთვება.

მისი განმარტებით, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთს.

რაც შეეხება პრაიმერის ფორმას, ალასანიას ინფორმაციით, პარტიას აქვს პოლიტიკური შეთანხმების ვარიანტი.

“პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან... თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”,-აღნიშნა ალასანიამ და დასძინა, რომ პრაიმერში ზურაბ ნოღაიდელის ფინანსების გამოყენებას ემიჯნება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავით ბერძენიშვილი - "ალიანსი საქართველოსთვის" ირაკლი ალასანიას თბილისის მერობისთვის შენარჩუნებას ეცდება

 

 

 

"ალიანსი საქართველოსთვის" ირაკლი ალასანიას თბილისის მერობისთვის "შენარჩუნებას" ეცდება. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, ამის შესაძლებლობას ალასანიას პრაიმერში "ჩათრევა სპობს".

"ალიანსი" დაინტერესებულია, შეინარჩუნოს ირაკლი ალასანია თბილისის მერობისთვის, ქართული პოლიტიკისა და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებისთვის, რის შესაძლებლობასაც მისი პრაიმერში ჩათრევა სპობს", - აცხადებს ბერძენიშვილი.

P"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ ალასანია ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციასთან კონსულტაციებისას ეცდება, მოძებნოს მისაღები ფორმა, ნოღაიდელის ფაქტორის გარეშე.

Mმისივე აზრით, "ალასანია შეცდომას აპირებს, მაგრამ სხვები შეუწყობენ ხელს, რომ ეს შეცდომა არ გამოუვიდეს".

რაც შეეხება კონსულტაციებში "რესპუბლიკელების" მონაწილეობას, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციებში მხოლოდ პრაიმერის თემის დახურვის შემდეგ ჩაერთვებიან.

ირაკლი ალასანიამ 22 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში “ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან “ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატები” ერთად ჩაერთვება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არამგონია პრაიმერი კატასტროფა იყოს,

ეხლა თუკი რესპები და მემარჯვენეები ნიჰილიზმს დათესავენ თავიანთ მომხრეებში

ეს დაასუსტებს ალასანიას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეხლა თუკი რესპები და მემარჯვენეები ნიჰილიზმს დათესავენ თავიანთ მომხრეებში

ნიჰილიზმს სწორედ პრაიმერის ჩატარება და მისი შედეგები დათესავს. პრაიმერზე ხალხის მოყვანას ასჯერ ჯობია არჩევნებზე ხალხის მასიურად მოყვანაზე ვიზრუნოთ.მაშინ ხელისუფლებას არაფერი არ უშველის.

ძალიან მაგონებს პრაიმერი კიდევ ერთ ოპოზიციის აკვიატებულ იდეას 1991წელს-ეროვნულ კონგრესს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრეჩიხა: "ვაჟკაცობაა საჭირო, რათა თბილისში გამარჯვების მესამე ტალღა დაიწყოს”,

 

ეს ნაგლი ნახეთ რა.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ნიჰილიზმს სწორედ პრაიმერის ჩატარება და მისი შედეგები დათესავს. პრაიმერზე ხალხის მოყვანას ასჯერ ჯობია არჩევნებზე ხალხის მასიურად მოყვანაზე ვიზრუნოთ.მაშინ ხელისუფლებას არაფერი არ უშველის.

ძალიან მაგონებს პრაიმერი კიდევ ერთ ოპოზიციის აკვიატებულ იდეას 1991წელს-ეროვნულ კონგრესს.

თუკი თქვენ მართლები ხართ და ალასანია ცდება,

გამოდის რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ მასზე,

მაშინ იბადება კითხვა, რატომ შეცდით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაქროII

 

ისე, ახალ მაინც იქნებ შეასრულოს გრეჩიხამ რაიმე პოზიტიური როლი?

თუ ამდენი ხნის მერის არჩევნებში პასიურობის შენდეგ ჩაერთვება, რომ ალასანიას აურიოს საქმეები, ერთ პოზიტიურ როლს შეასრულებს. ყველას დაანახებს, რომ მიშასავით ახირებული და გაუწონასწორებულია. რომ მაგით მიშას შეცვლა არის უაზრობა. რომ ძმების ამბიციები ჩალიჩობაა და უნდა ჩამოსცილდნენ ოპოზიციას, როგორც მიშას ტროიას ცხენი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახა კუკავა - მალე გაიგებთ, რომ ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი

 

ოპოზიცია მალე მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის, - ამ შესახებ “კონსერვატორმა” კახა კუკავამ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ალასანიას პარტიის, “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენელთა კონსულტაციები მიმდინარეობს.

“მალე ყველანი გაიგებთ კარგ ახალ ამბავს, რომ ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი”, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე “კონსერვატორების” პოზიციად კვლავ რჩება მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარების იდეა.

“ეს პოზიცია იქნება შენარჩუნებული, თუმცა შეთანხმებას სჭირდება არა ერთი, არამედ ორივე მხარის კონსტრუქციული პოზიცია. პრაიმერის საკითხი ჯერ არ არის შეთანხმებული, მაგრამ რამდენიმე დღეში ეს თემა შეთანხმდება”,- აღნიშნა კუკავამ.

დღევანდელ კონსულტაციებს არ ესწრება პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ამდენი ხნის მერის არჩევნებში პასიურობის შენდეგ ჩაერთვება, რომ ალასანიას აურიოს საქმეები, ერთ პოზიტიურ როლს შეასრულებს. ყველას დაანახებს, რომ მიშასავით ახირებული და გაუწონასწორებულია. რომ მაგით მიშას შეცვლა არის უაზრობა. რომ ძმების ამბიციები ჩალიჩობაა და უნდა ჩამოსცილდნენ ოპოზიციას, როგორც მიშას ტროიას ცხენი!

გრეჩიხები არაა პრობლემა, თუკი მათ ლიდერებად არ ვაქცევთ და ეგაა,

ვერავინ ვერ აუკრძალავს მათ რომ ოპოზიციურ მოძრაობაში მონაწილეობა მიიღონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუკი მათ ლიდერებად არ ვაქცევთ და ეგაა,

 

აი ესაა მთავარი.

რამდენჯერაც ეგენი მოგვევლინებიან ლიდერებად, იმდენჯერ ჩააფახებენ საქმეს.

მერე კიდევ ერთ რესტორანს გახსნიან, მერე კიდევ იმის ფილიალს და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...