Jump to content
Planeta.Ge

წახვალთ თუ არა პრაიმერზე?!


Recommended Posts

ძუკუ

lasha1997

 

მთავარია "კარუსელი" გააკონტროლო რომ ერთიდაიგივე წითელმა ბრიგადნიკმა რამდენჯერმე არ მიიღოს მონაწილეობა, თორე მეასედ გავიმეორებ, რამდენი კაცის მობილიზებას შეძლებს ნაციონალური მოძრაობა თბილისში? მაქსიმუმ 5000. რამდენი რეალურად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივა პრაიმერში? მინიმუმ 100 000. ასე რომ ვერ იქონიებს ეგ გავლენას. ისე კი გაცილებით მარტივი იქნებოდა ყველა პოლიტიკურ ძალას დაესახელებინა თითო კანდიდატი (მათი კანდიდატის გარდა) ვისაც მხარს დაუჭერენ და ასე გადაწყდებოდა მშვიდად, მაგრამ ასეთი რაღაცეების წინააღმდეგი ყოველთვის რესპები და ლეიბები გამოდიან ხოლმე პირველი. რესპები იმიტომ, რომ მათ ნებისმიერ საარჩევნო სიაში, პირველ 20 კაცში 8-10 თავისიანის ჩასმა უნდათ და ლეიბები იმიტომ რომ " ან შალვა ან არავინ".

ძუკუმ ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდეს წესით. :)

საერთოდაც, რესპები ეხლა 2 რამეს ხვდებიან კარგად:

1. ალასანიას დაკარგვით მაგრად იძირებიან.

2. ამ ეტაპზე თბილისში ალასანია-გრეჩიხა გაძილებით რეიტინგულია საარჩევნოდ, ვიდრე ალასანია-რესპები.

ოპოზიციამ თუ საერთო კანდიდატის დაყენება მოახერხა, თუნდაც რესპების და ახლების გარეშე, ვაკეში, დიდუბეში და საბურთალოზე 60%-ზე მეტი ავტომატურად გარანტირებული აქვს, დანარჩენ უბნებში კი მინიმუმ 40%. ასე, რომ რესპუბლიკელები სამომავლოდ ყველაფრიდან ტყდებიან ასეთ ვარიანტში და იმიტომ ატეხეს ალიაქოთი. ღორობამ იცის. თუ ჭკუა აქვთ დაფიქრდებიან და დათმობენ რაღაცეებს. არადა მათ ჩემზე უკეთ იციან პერსპექტივაში ცალკე დარჩენა რას უქადის მათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

analgin

მთავარია "კარუსელი" გააკონტროლო რომ ერთიდაიგივე წითელმა ბრიგადნიკმა რამდენჯერმე არ მიიღოს მონაწილეობა,

 

როგორ წარმოგიდგენია ამის გაკეთება?

მაქსიმუმ 5000

 

 

გაცილებით მეტს შეძლებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა არ გესმით თუ თავს ისულელებთ რომ არ გესმით?

 

ერთია მომხრე, მეორე პარტიის წევრი და მესამე აქტივისტი.

აქტივისტში იგულისხმება ისეთი ადამიანი, ვინც მსგავს ბინძურ საქმეებს აკეთებს. იღებს ფულს და ამის გამო კლავს კაცს. იღებს ფულს და ამის გამო აყალბებს არჩევნებს. (აძლევენ ყალბ პირადობის მოწმობას, უკეთებენ ფიქტიურ ჩაწერას, შემდეგ აკითხავენ მანქანით და მიყავთ სადღაც, სადაც ხმა უნდა მისცეს, რაღაც გააფუჭოს, ვიღაცას ეჩხუბოს და ა.შ.) ასეთი ადამიანი 5000-ზე გაცილებით მეტი ყავს ნაცმოს? :) კამათს აზრი არა აქვს მაშინ. მე კი ის ვიცი დანამდვილებით, რომ თუ ისევ გაატრაკებენ და ცალკე დარჩებიან რესპები ამით მხოლოდ ისინი წააგებენ. მათთვის კარგი და უკეთესი მინდა და იმიტომ ვღელავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა არ გესმით თუ თავს ისულელებთ რომ არ გესმით?

 

 

აი ჩაატარონ პრაიმერი და მერე ვიბაზროთ ვის არა ესმის.ნაცები ყველაფერს გააკეთებენ,რომ სუსტი კანდიდატი დაუპირისპირდეს უგულავას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

მაგის გაკეთების საშუალება ბევრია, მაგალითად მარკირება (თითზე სპეციალური სითხის დასხმა, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერ შუქზე ჩანს). ისე კი რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მივდივარ იმ აზრამდე, რომ აზრი არა აქვს, მაინც ვერ გააყალბებს მაგ პრაიმერს მიშა სულ რომ შუაზე გაიფხრიწოს.

არც ადამიანური რესურსი ეყოფა ამისთვის და არც მის კანდიდატებს (გია ჭანტურია-დათო იაკობიძე) მიაღებინებს ოპოზიცია პრაიმერში მონაწილეობას. გამორიცხულია მიშას არასაპარლამენტო ოპოზიციაში დასაყრდენი ძალა ეგულებოდეს. აი ვარიანტი არ არის. არ გააკეთებს მაგათზე სტავკას არავისზე. რომ აკეთებდეს იმ კანდიდატს პირდაპირ არჩევნებს მოაგებინებდა, რაღად უნდა ამას პრაიმერში ფულების ხარჯვა და დეტექტიური ჟანრის სცენარების დაწერა? ძალიან არალოგიკური იქნებოდა ეგრე. თანაც მიშა მაგარი წუწურაქი, ამაყი და ეგოისტია. ტყუილად გგონიათ რომ ასე მარტივად არიგებდეს მილიონებს ვიღაც ოპოზიციონერებისთვის ან ძალიან აწუხებდეს რეალური ოპოზიციის არყოლა ან როდესმე, ვინმეს საჩვენებლად მაინც დაუშვებს, რომ მან არჩევნები არათუ წააგო, არამედ მოსახლეობის 51%-ზე ნაკლები უჭერს მხარს :P

არ არის ეგ მიშას სცენარი, აქ სხვა რაღაცაშია საქმე. დიდი ალბათობით მართლა "ჭექა-ქუხილი" იქნება საქართველოში, რადგან 100000% გააყალბებს მიშა არჩევნებს.არჩევნებში დამარცხებას და ოპოზიციის ზეიმს სიკვდილი ურჩევნია თითოეულ ნაცს. ამიტომ ამას არაფრით დაუშვებენ და...მერე ძალიან ცუდს მიგრძნობს გული. "ჭექა-ქუხილი" ნამდვილად ისეთი ძალის იქნება, რომ ვერაფრით და ვერავის დახმარებით ვერ გაუძლებს :) ეს იციან რესპებმა და ამას ატორმუზებენ.

ნუ მაფიქრებინებთ რომ სხვა კი არა სწორედ თქვენ თამაშობთ მიშას თამაშს და სწორედ ამაში ითრევთ ალასანიასაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ მაფიქრებინებთ რომ სხვა კი არა სწორედ თქვენ თამაშობთ მიშას თამაშს და სწორედ ამაში ითრევთ ალასანიასაც.

 

 

მე მეუბნები ამას კაცო? :) კარქი და ვნახოთ რა როგორ მოხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

რამდენი რეალურად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივა პრაიმერში? მინიმუმ 100 000.

100 000 არჩევნებზე მოვა ალბათ, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო.ისე ვიკითხავ რომელ საარჩევნო უბნებზე აპირებენ ამდენი ხალხის მიღებას, თუ ხელისუფლება რამე შენობებს დაუთმობს.

1. ალასანიას დაკარგვით მაგრად იძირებიან.

2. ამ ეტაპზე თბილისში ალასანია-გრეჩიხა გაძილებით რეიტინგულია საარჩევნოდ, ვიდრე ალასანია-რესპები.

პირველს დავეთანხმები. რაც შეეხება მეორეს, ვინ უთხრა უარი გრეჩიხას, ეხლა მე რომ არ მომწონს ეს სხვა საქმეა, მე არაფერს არ ვწყვიტავ. კუკავა, კობა ნოღაიდელის პრაიმერზეა საუბარი.

თავი დავანებოთ ჩემი აზრით სერიოზულ არგუმენტებს. ერთს დააკვირდი, როგორ აპიარებენ სახელისუფლო ტელევიზიები პრაიმერს. გაიმართა პრაიმერის საარჩევნო კომიისის სხდომა...გვესმის ეკრანიდან. როდის იყო ერორები ოპოზიციის საქმეს აკეთებდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

შენ რა შუაში ხარ? :P:

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს მივმართავ.

 

ძუკუ

 

ვუკვირდები, მარა რას ეძახით თქვენ გაპიარებას? :)

იმას რომ იგივე ადამიანებზე დღეში 900 სიუჟეტს აკეთებენ სადაც მათ რუსული სცენარის განმხორციელებელ მოღალატეებად, რუსული ფულის ამღებ პუტანებად და 91 წლის განმეორების მოსურნეებად მოიხსენიებენ? თუ არ არის ასე და მე ვაბრალებ ერორს?

ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის გარდა არავინაა შეკრული ხელისუფლებასთან. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. ისინიც იმიტო ყავთ რო ერთი ერთში სკკპ-ს არ დამსგავსებოდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ვუკვირდები, მარა რას ეძახით თქვენ გაპიარებას?

თემის გაპიარებაზეა საუბარი და არა პიროვნებების.მე იმისაც არ მჯერა რომ ნოღაიდელი და მიშა მოლაპარაკებულები არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაქვს იდეა,თუ როგორ უნდა ჩატარდეს პრაიმერი (რომლის იდეა არ მომწონს,მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს ძიძიმ და კო, მოუწევთ ჩატარება), ის უნდა ჩატარდეს დინამოს სტადიონზე, რომლის პერიმეტრზე განლაგდება ასაწყობი კარვები(შემოღობილი მხოლოდ სიმბოლური ბარიერებით),სადც დაჯდებიან კომისიის წევრები (თითო კაცი მონაწილე პარტიიდან),რომლებიც გააკონტროლებენ ამომრჩეველის პირადობის მოწმობას (თბილისის რეგისტრაცია აუცილებელი იქნება) და მარკირებას(სპეც სითხით).არავითარი სარეგისტრაციო ჟურნალი,ეს არავის არ დასჭირდება.

ბიულეტენები შესაძლოა იყოს ფერადები (ალასანია -ლურჯი, გრეჩო-თეთრი და ა.შ.) ამომრჩეველი შესაბამისი ფერის კარტას ჩადებს კონვერტში და ჩააგდებს გამჭვირვალე ურნაში.

 

ურნების დაცლა მოხდება ყოველ 1 საათში, ერთიანი დამთვლელი კომისია დაითვლის ე.წ. ბიულეტენებს ,ფერადი ქაღალდი

საშუალებას მისცემს ძალიან მალე დათვალონ და შედეგები ონლაინ რეჟიმში გამოქვეყნდება ტაბლოზე,ვებ გვერდზე და რომელიმე ტელე-არხზე. შედეგები ცნობილი იქნება უკვე საღამოს 9 საათზე.

ყველაფერი ძალიან სწრაფად და იაფად ჩატარდება.

 

სტადიონის პლიუსები, მისასვლელად ადვილია, ვერავითარი კუდი და სოდი ასეთი რაოდენობის ხალხის მოძრაობას ვერ გააკონტროლებს. ეს არის მართვადი ქაოსი,სადაც ნებისმიერი ისე შევა და მიცემს ხმას საკუთარი ოჯახი წევრი ვერაფერს გაიგებს.

 

ოპო საზოგადოებას აღარ ექნება შიშის გრძნობა, ამდენ ხალხის მოსვლა გააჩEნს ერთობის განცდას და წარმატების შესაძლებლობას.

წინასაარჩევნო ნიჰილიზმიც დაიძლევა.

 

ხო კიდევ იქვე გაიმართება კონცერტი, ეს ყველაფერი ფესტივალს (ფესტინს, სახალხო მხიარულებას) დაემსგავსება, როგორც ამას შვეიცარიაში აკეთებენ.

უსაფრთხოებას სტადიონის ღობის გარეთ საპატრულო პოლიცია დაიცავს, შიგნით კი ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ წესრიგი (იმ ხალხის მეშვეობით,ვინვ აპრილის აქციებს იცავდა).

პროვოკატორები მყისიერად უნდა შეიბოჭონ,გაძევდნენ ტერიტორიიდან და ჩაბარდნენ პოლიციას შემდგომი რეაგირებისათვის

Edited by prologic
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

 

:D

 

ყველაფერი ძალიან მომწონს.

 

ერთ მცირე შენიშვნას შევიტანდი - ეგ კარტების იდეა არ მომწონს, ანუ ფერების მიხედვით გარჩევადობისა, უფრო მარტივი და უმჯობესი იქნება ყველა კანდიდატის წარმომადგენელი ერთად იჯდეს თითო მაგიდასთან, წინ ელაგოთ ეგ კარტები (ყველა ერთნაირი), სამაგიეროდ ყუთები იყოს ყველა კანდიდატისთვის ცალ-ცალკე და ამომრჩეველმა ჩააგდოს იმ ყუთში, რომელზე დაწერილ კანდიდატსაც მხარს დაუჭერს. მართლა ვერ ვხვდები რამდენი აქტივისტი უნდა მიუშვას ნაცმომ და სოდ-მა რო ეს გააყალბონ...კარგი იქნება თუ ცუდი, ეგ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თორე დავიღალე ამ ინტელიგენტი რესპების ერთ ადგილზე ბუქსაობით, უკან დაცურებით და მერე რომელიმე ახალი სახის მიერ მიწოლით დაქოქვებით. ეგენი რა გზასაც გვთავაზობენ ეგრე არ წავა მიშა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი ძალიან მომწონს.

 

ერთ მცირე შენიშვნას შევიტანდი - ეგ კარტების იდეა არ მომწონს, ანუ ფერების მიხედვით გარჩევადობისა, უფრო მარტივი და უმჯობესი იქნება ყველა კანდიდატის წარმომადგენელი ერთად იჯდეს თითო მაგიდასთან, წინ ელაგოთ ეგ კარტები (ყველა ერთნაირი), სამაგიეროდ ყუთები იყოს ყველა კანდიდატისთვის ცალ-ცალკე და ამომრჩეველმა ჩააგდოს იმ ყუთში, რომელზე დაწერილ კანდიდატსაც მხარს დაუჭერს. მართლა ვერ ვხვდები რამდენი აქტივისტი უნდა მიუშვას ნაცმომ და სოდ-მა რო ეს გააყალბონ...კარგი იქნება თუ ცუდი, ეგ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თორე დავიღალე ამ ინტელიგენტი რესპების ერთ ადგილზე ბუქსაობით, უკან დაცურებით და მერე რომელიმე ახალი სახის მიერ მიწოლით დაქოქვებით. ეგენი რა გზასაც გვთავაზობენ ეგრე არ წავა მიშა.

 

 

ჰო ეგ მე-2 ვარიანტია, იმისათვის ,რომ დათვლა გაადვილდეს და გამარტივდეს, ყველაფერი იმ დღესვე უნდა დამრთავდეს,თორე ღამე რა მოხდება ხეზ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

მეც ძალიან მომეწონა, მაგრამ არ იქნება პრაიმერი!

 

 

თუ არ იქნება უკეთესია, ოღონდ ალასანია დაასახელონ მაგათმაც!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...