analgin Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 Pompiero მიუხედავად თქვენი დიდი პატივისცემისა მაგ აზრს ვერ გავიზიარებ. გარდა უშუალოდ აქტივისტებისა, რომლებიც ხელფასს იღებენ ნაციონალური მოძრაობისგან და კონკრეტული "შავი ზონდერებისა", რომელთა ჯამური რაოდენობაც მაქსიმუმ 5000 ადამიანი იყოს, არავინ მოვა. თქვენ მიხვიდოდით და მონაწილეობას მიიღებდით სახელისუფლებო პრაიმერში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 თქვენ მიხვიდოდით და მონაწილეობას მიიღებდით სახელისუფლებო პრაიმერში?მე არჩევანში თავისუფალი ადამიანი ვარ და მიშას აქტივისტებს მადარებთ? მიშას ვინც ხმას აძლევს და ემსახურება, ისინი იმას გააკეთებენ, რასაც ბელადი ეტყვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 Pompiero ზუსტად მაგ კუთხიდან ვცდილობ დაგანახოთ საკითხი. აქტივისტები მივლენ, მომხრეები არა. აქტივისტთა რაოდენობა კი რამდენი იქნება? არ ყავთ იმდენი აქტივისტი რომ ამან გავლენა იქონიოს.ჩემი მოკრძალებული აზრით ასეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 მომხრეები არა.იცი რამდენიმე დღსი წინ დაგეთანხმებოდი მარა ამსწინად ანტიმიშულად განწყობილ, გაზაფხულის აქციებზე აქტიურად მავალ ხალხში მოვხვდი...ყველა მიშისტი იყო -ნუ სამეგობროა ერტმანეტის და ერტად დადიოდნენ იქაც და აქც ერტად იწამეს ალბატ მარა -ეგეტიც ხომ ბევრი იქნება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 (edited) აქტივისტები მივლენ, მომხრეები არა.რა დიდი წარმოდგენა გქონიათ მომხრეებზე. მომხრე და აქტივისტი ნაცმოძრაობაში თითქმის იდენტური რიცხვია -- დევნილები, პატრიოტები, საბიუჯეტო დაწესებულებების პერსონალი, ინვალიდები და სხვა სოციალურად შეჭირვებულები, ზონდერბრიგადები . . . Edited February 23, 2010 by Pompiero Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 სტაბილურშემოსავლიანი კომფორმისტი ფენა ნუ გავიწყდებათ მეგობრებო ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 მიშისტები დავყოთ ორ ნაწილად 1. აქტივისტები და ეგ. წოდებული ადმინისტრაციული რესურსი2. უმოტივო მომხრეეები ეგ. წოდებული უმოტივო მომხრეები არ მივლენ,ან ძნელი წარმოსადგენია რატომ უნდა მივიდნენ და თუკი მივლენ მისცემენ თუ არა ხმას ალასანიას კონკურენტი კანდიდატის სასარგებლოდ ესეც დიდი კითხვის ქვეშ დგას, როგორც ცნობილია, მიშისტების დიდი ნაწილი კეთილგანწყობილი ალასანიას მიმართ რაც შეეხება 1 კატეგორიას, აქტივისტები მივლენ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეეხება ეგ. წოდებულ ადმინისტრაციულ რესურსს, ანუ გამგეობის, მერიის თანამშრომლებს, პოლიციელებს და ას. შ.ანუ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებსაი მათი მობილიზაცია მოხერხდება თუ არა სათუოა,ვთქვათ და ეგენიც მივიდნენ, ვის მისცემენ ხმას?ამის გადამოწმება ნაცმოელებს გაუჭირდებათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 (edited) analgin Siknadmo ჩვენ ასევე იმის დათვლა მოგვიწევს ოპოზიციის მხრიდან ვინ მოვა პრაიმერზე.თუ გავითვალისწინებთ რომ ლეიბები და ფორუმი, ასევე ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, (ხოლო სალომე პრაიმერში) არ მონაწილეობენ არცევნებში,აგრეთვე ასლანიჩები და სხვა მიშას სატელიტებიც გამოვრიცხოთ. თანაც როგორც ავღნიშნე არავინ იცის უბნები რომელ შენობებში უნდა გაიხსნას და კიდევაც რომ მოახერხონ რამდენიმე ათეული უბნის გახსნა, სრული ქაოსი იქნება იქ და ვერავინ გაიგებს თუ სად უნდა მისცეს ხმა.მოკლედ ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეს, მაგრამ ლიცს და ლაშას ემახსოვრებათ ეროვნული კონგრესის არჩევნებზე როგორ მიდიოდა ხალხი. იმას დაემსგავსება. Edited February 23, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 (edited) ძუკუ მაგაში გეთანხმებით, რომ ფორმა და ტექნიკური საკითხები აუცილებლად მოსაფიქრებელი და შესარჩევია, მაგრამ რას აკეთებენ რესპუბლიკელები??? მოფიქრებაც ეზარებათ???იმის მაგივრად დათანხმდენენ და სწორედ მაგ საკითხების გადაწყვეტაზე იმუშავონ, გვერდზე გადიან და პირდაპირ ტალახის გოროხებს ესვრიან სხვა ოპოზიციურ ძალებს.ამოვიდა ყელში რა : "ეს მიშას სცენარია, ეს რუსული სცენარია, ეს იმას შეეკრა, ის იმას გადაეფსკვნა, ეს გაიყიდა, ის გაქირავდა, ამას ვემიჯნები, იმას ვეტყნაურები"...რა ამბავია ვერ გავიგე???ასეთი ეჭვიანობა და ურთიერთბრალდებებია მიშას სცენარიც, რუსეთის სცენარიც და ხალხის ნიჰილიზმის საფუძველიც. და მერამდენედ უნდა იყვნენ ამის ინიციატორები რესპები? ბოდიში და მაგის მექანიზმი თუ ვერ მოგიფიქრებიათ, თქვენივე ჩატარებულ არჩევნებში (პრაიმერში), სადაც ყველაფერი თქვენს ხელშია, ვიღაც წვინტლიანმა და დუჟიანმა ხალხი არ შემოგაპაროთ და შედეგები არ გაგიყალბოთ, მაშინ საერთოდ რაღატომ მონაწილეობთ იმ არჩევნებში, რომელსაც ეგ წვინტლიანი და დუჟიანი ატარებს? იქ მითუმეტეს არა აქვს აზრი და პირდაპირ რევოლუცია დაგეწყოთ ან გეთქვათ და წავიდოდით საქართველოდან. ვაააჰ!ჩემგან ასე გადაეცით ლიდერებს! Edited February 23, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 analgin Siknadmo თანაც როგორც ავღნიშნე არავინ იცის უბნები რომელ შენობებში უნდა გაიხსნას და კიდევაც რომ მოახერხონ რამდენიმე ათეული უბნის გახსნა, სრული ქაოსი იქნება იქ და ვერავინ გაიგებს თუ სად უნდა მისცეს ხმა.მოკლედ ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეს, მაგრამ ლიცს და ლაშას ემახსოვრებათ ეროვნული კონგრესის არჩევნებზე როგორ მიდიოდა ხალხი. იმას დაემსგავსება.პრაიმერის ჩატარების ტექნიკური მხარე დასახვეწია, ჩვენ ასევე იმის დათვლა მოგვიწევს ოპოზიციის მხრიდან ვინ მოვა პრაიმერზე.თუ გავითვალისწინებთ რომ ლეიბები და ფორუმი, ასევე ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, (ხოლო სალომე პრაიმერში) არ მონაწილეობენ არცევნებში,აგრეთვე ასლანიჩები და სხვა მიშას სატელიტებიც გამოვრიცხოთ.მათი პარტ აქტივი არ მივა, მაგრამ თუკი მომხრეებს პრაიმერზე ვერ მიიყვანთარჩევნებზეც არ მივლენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 Siknadmo მათი პარტ აქტივი არ მივა, მაგრამ თუკი მომხრეებს პრაიმერზე ვერ მიიყვანთარჩევნებზეც არ მივლენმთავარი მიზანი სწორედ მათი არჩევნებზე მიყვანა უნდა იყოს. თორემ პრაიმერი შემოგდებული რამეა და ძალიან მინდა ოპოზიცია ყოველგვარი პრაიმერების გარეშე შეთანხმდეს ერთიან კანდიდატზე.გამოვიდნენ კუკავა და კობა და თქვან რომ ნოღაიდელის გარეშე სთავაზობენ ალასანიას რამეს. არ ამბობენ. რა ძალიან თავხედური მოთხოვნაა გრეჩიხამ თავისი ამბიციები დათმოს და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ალასანიას.რესპები და ახლები ხომ ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერას არ ვითხოვთ, არამედ ალასანიას და სუბარის. ხოლო სოზარმა გარკვევით თქვა რომ თუ საქმეს დაჭირდა ის თავის კანდიდატურას მოხსნის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
UTUFURS Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 ვეთანხმები ძუკუს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 თუ შეიძლება აუცილებლად მიპასუხეთ იმ ფრაზაზე, რომელიც წითლად მაქვს აღნიშნული.სხვა შემთხვევაში თქვენი არგუმენტები ყველანაირ ძალას კარგავს პირადად ჩემთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 analgin ბოდიში და მაგის მექანიზმი თუ ვერ მოგიფიქრებიათ, თქვენივე ჩატარებულ არჩევნებში (პრაიმერში), სადაც ყველაფერი თქვენს ხელშია, ვიღაც წვინტლიანმა და დუჟიანმა ხალხი არ შემოგაპაროთ და შედეგები არ გაგიყალბოთ, მაშინ საერთოდ რაღატომ მონაწილეობთ იმ არჩევნებში, რომელსაც ეგ წვინტლიანი და დუჟიანი ატარებს?კარგი რა ირაკლი ეტყობა არ გინდა გაიგო რაღაცა. არავითარ შემოპარებაზე არაა საუბარი. სრყლიად კანონიერად ჩაგეჭრება და მიიღებს მონაწილეობას ასეთ ღონისძიებაში.არჩევნებში კი გაყალბებაზე უნდა წავიდეს, რაც ან შერჩება ან არა.გარდა ამისა კიდევ უამრავი სხვა მიზეზია.იქნებ არ დაიზარო და წაიკითხო უსუფას სტატია ჩემ პოსტში#27. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 analgin ბოდიში და მაგის მექანიზმი თუ ვერ მოგიფიქრებიათ, თქვენივე ჩატარებულ არჩევნებში (პრაიმერში), სადაც ყველაფერი თქვენს ხელშია, ვიღაც წვინტლიანმა და დუჟიანმა ხალხი არ შემოგაპაროთ და შედეგები არ გაგიყალბოთ, მაშინ საერთოდ რაღატომ მონაწილეობთ იმ არჩევნებში, რომელსაც ეგ წვინტლიანი და დუჟიანი ატარებს? ვერაფრით ვერ გააკონტროლებენ პრაიმერს.აქაც ზოგიერთ შტატში პრაიმერი ტარდება და კაცმა არ იცის რესპუბლიკელი ვინ არის და დემოკრატი ვინ.მიდიხარ და ეუბნები შენ გიჭერ მხარსო და გაარკვიე აბა რომელ პარტიას უჭერს მხარს და რატომ აკეთებს იმ არჩევანს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.