Jump to content
Planeta.Ge

წახვალთ თუ არა პრაიმერზე?!


Recommended Posts

მე კი

 

თან აგიტაციასაც გავწევ რომ ყველა მივიდეს, რომ ნაცაქტივისტებმა ვერ იგულაონ...

 

თქვენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ვის პრაიმერში ერთი ამიხსენით და როგორ წარმოგიდგენიათ ეს პრაიმერი. კობას და ძიძიგურის ახირება, რომლის უკან არაფერი არ დგას იმის გარდა, რომ მათ რამენაირად ზედაპირზე ამოსვლა სურთ.

ვიმეოროთ მიშა მოვედი და ვიყოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის ალიანსის საერთო გადაწყვეტილება, რომელიც 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. ყველა სხვა დანარჩენი ფორმა ერთიანობის მისაღწევად და ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად ჩვენთვის მისაღებია”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს სუფთა ფურცლიდან მოლაპარაკებებს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსი მიდის მოლაპარაკებაზე თავიანთი კანდიდატებით და ელოდება არგუმენტებს იმის შესახებ, რით სჯობს მათ სხვა კანდიდატები. “ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამოვრიცხავთ სახელისუფლებო ხაფანგში – პრაიმერში მონაწილეობას. სხვა ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქართველი ხალხის სასიკეთოდ

 

აბსოლუტურად ვეთანხმები დათოს.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პრაიმერი ხელისუფლებას აწყობს ჩემის აზრით.

ცხადია,მაგრამ თუ ამ ეტაპზე შეეშინდა.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე კი

 

თან აგიტაციასაც გავწევ რომ ყველა მივიდეს, რომ ნაცაქტივისტებმა ვერ იგულაონ...

 

თქვენ?

წავალ.

თუ ალასანია მიიღებს მონაწილეობას შემოვხაზავ მას.

თუ ალასანია არ მიიღებს მონაწილეობას შემოვხაზავ კანდიდატებს შორის ყველაზე იდიოტს.

 

ალასანიას ვურჩევდი არ მიიღოს მონაწილეობა. ვინაიდან შეიძება "წააგოს". და თუ "წააგო" ეს არ ნშნავს რომ არჩევნებსაც წააგებს,

მაგრამ ხელფეხი ექნება შეკრული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიქრია ჩიხრაძე - პრაიმერი ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგია

22 / 02, 2010 20:05

 

“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ პრაიმერი ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგია.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ დღეს, რადიო “პალიტრის” ეთერში განაცხადა, პრაიმერში ხელისუფლებას შეუძლია სახელისუფლებო რესურსი სუსტი კანდიდატისაკენ მიმართოს და ძლიერი და მისთვის არასასურველი კანდიდატი ჩამოიშოროს.

“პრაიმერი შეიძლება იყოს კარგად დაგებული და მოფიქრებული ხაფანგი და ვინც ამაში ჩაერთვება, ყველა უნდა დაფიქრდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს დაწყებული აქვთ მობილიზება. პრაიმერში ხელისუფლებას შეუძლია სახელისუფლებო რესურსი სუსტი კანდიდატისაკენ მიმართოს და ძლიერი და არასასურველი უკან დატოვოს”, _ განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი განმარტებით, ალიანსში ერთობისთვის მზაობაა, თუმცა, ირაკლი ალასანიასა და ალიანსის სხვა შემადგენლობას შორის ერთადერთი უთანხმოება პრაიმერთან დაკავშირებით არსებობს.

ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში „ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩაერთვება

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა აზრი აქვს ამ პრაიმერს და როგორ უნდა აირჩიონ სხვა და სხვა პარტიის წევრებმა ერთი კანდიდატი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...