newstudio Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე განცხადებას პრესისთვის 18.00 საათზე გააკეთებს.ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს” ოფისში განაცხადეს. ოფისთან მედიის წარმომადგენლები ლევან გაჩეჩილაძის გამოჩენას დილიდან ელოდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად სწორედ ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა დასახელდეს.დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ საკითხზე ოპოზიციაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.ამასთან, დღესვე საგანგებო განცხადებას გააკეთებს ”საზოგადოებრივი დარბაზიც”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ასე თუ მოხდა, მე პირადად არჩევნებზე არ მივალ, შეიძლება ჯინაზე უგულავასაც კი მივცე ხმა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 (edited) 18.00 საათის შემდეგ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას ამ საკითხზე Edited February 22, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 მოიცა! ფორუმებზე აპელირებისტვის კეთდება ეს გამოკითხვები? იქ თუ ალასანია ლიდერობს გრეჩიხა კანდიდატათ რაცხა ვერ ლავეს ხომ?პ.ს. ასე თუ მოხდა, მე პირადად არჩევნებზე არ მივალ, შეიძლება ჯინაზე უგულავასაც კი მივცე ხმა!+გიგიგიგიგი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 გიგი და დაგეგნგრავთ ტავზე ეს ესტაკად-შემოვლითი ტრასები! არიქა ახალი ტრაკი აქ მაგის ცოლს მისაბმელი - აირჩიეთ, ფული არ ყოფნის საწყალს! გადამრევთ თქვენ მე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 ახალი ტრაკი აქ მაგის ცოლს მისაბმელი:beach: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 kisa არიქა ახალი ტრაკი აქ მაგის ცოლს მისაბმელი - აირჩიეთ, ფული არ ყოფნის საწყალს! :beach: ტრაკიანი ცოლი ეყოლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 Saturn რა?არ გაუკეთა ჩვენი ფულით პლასტიკური ოპერაცია?წეაიკითხე ჟურნალები ( ფუ რა უგემოვნობის და გოიმობის ზეიმია მანდ) და ნახავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 კაცო!!!!!!!! მიაბა უკვე -კიდევ უნდა? :beach: ისე ტბილისში როგორ არაფერი იმალება მიუხედავად ტოტალური მიგრაციისა...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 Grig ტრაკიანი ცოლი ეყოლებაეგეთი მოეყვანა ბარემ რა ვქნა?დავაშავეთ რამე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 გრეჩიხა ერთიანი ოპო კანდიდატი? მართალია მაგი ვითომ? kisa ეგეთი მოეყვანა ბარემ რა ვქნა? :beach: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 Grig მართალია მაგი ვითომ?მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, მარა თუ მართალია , მე პირადად არჩევნებზე არ მივალ, შეიძლება ჯინაზე უგულავასაც კი მივცე ხმა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 T_A_T კაცო!!!!!!!! მიაბა უკვე -კიდევ უნდა? rofl.gif ისე ტბილისში როგორ არაფერი იმალება მიუხედავად ტოტალური მიგრაციისა...... ტრაკთან დაკავშირებული ამბების დამალვა ძნელია. იმხო :beach: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 (edited) Для общества бунт - вещь не менее полезная, чем гроза для природы... Это лекарство, необходимое для здоровья правительства. - Т. Джефферсонმაგარი ვიპოვე:beach:ისე სხვა გულისამრევ მამენტებტან ერტად 7 ნოემბრიდან მოყოლებული: ხალხი ბრძენია...პატრიარქი პლენშია...წმინდა უცნობი და წიპა ტავო..ყველაზე მეტად გული მერეოდა გამოტქმაზე-ოპოლიდერები აგნსაკუთრებით შემგინებელ-დამგინებელი რომ ამარიაჟEბდნენ-ერტი ტოტი არ მოტეხილა ერტი შუშა არ ჩამტვრეულაო...ამასწინთ დისქავერიზე აგდაცემა იყო ბუნტებზე და ბუნტებისას პოლიციის მოქმედებებზე...აფრო-აზიური ქვეყნები მკიდია,,მარა 2 ბუნტი აჩვენეს რამდენიმე მილიონიანი ზარალის შედეგით_ ერტი ვანკუვერში, როცა ადგილობრივმა გუნდმა ეჰხაელი წააგო-ბრბო უმარტავი გარეტ გამოვიდა და ლეწა ყველაფერი -წაგების ბუნტი!და მეორე როცა ლოსანჟEლესლეიკერსმა მოიგო ენბეას ტასი--ეგზალტირებულ-გახარებულამ ბრბომ იგივე ჩაატარა-ქალაქი დალეწა.....პოლიტიკურ პროტესტს რომ გამოხატავ ამისი საკანივატირე---რაა შენარჩუნებულ გაზონებზე სამარიაჟო ამიხსენიტ რა ვინმემ? Edited February 22, 2010 by T_A_T Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 სულ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის საქმე მკაფიო და ნათელი იყო: ალასანია გააქტიურების პირობას დებდა, ძიძიგური და დავითაშვილი პრაიმერისთვის ემზადებოდნენ, სხვები კი ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. დღეს პროცესის სათავეში მოექცა ფიგურა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სამაგალითოდ პასიური იყო და არცთუ უმიზეზოდ. თუ ამჟამინდელ ვითარებას კარგად ავწონ-დავწონით, დავინახავთ, რომ ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია პროცესებზე არჩევნებამდე დარჩენილ დროში – ლევან გაჩეჩილაძეა. დავიწყოთ იმით, რომ ძმებს – ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებს – არ მოსწონთ ფორმულა „ყველას მინუს ერთი“. აქედან მარტივი დასკვნა: ლევან გაჩეჩილაძისთვის დასაშვებია, იყოს იმ პოლიტიკურ ბანაკში, სადაც ცნობილი „მინუს ერთია“, – ზურაბ ნოღაიდელი. ეს სიახლე მთლიანად ცვლის ძალთა განლაგებას ოპოზიციაში და განსაკუთრებით საშიშია ირაკლი ალასანიასთვის. რადგან იმ ბანაკში ლევან გაჩეჩილაძე უპრობლემოდ დაიკავებს პირველი ლიდერის აქამდე თავისუფალ ნიშას. „ალიანსის“ ლიდერს კი მოუხდება, რომ ბევრი იფიქროს, როგორ გაანეიტრალოს ლევან გაჩეჩილაძის ფაქტორი. ყველაზე მოკლე გზა ისაა, რომ ალასანიამ გვერდით დაიყენოს გაჩეჩილაძე, რაც ცადა კიდეც მან მარჯანიშვილის თეატრში საზოგადოების ერთ ნაწილთან შეხვედრისას. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ირაკლი ალასანიასთვის ლევან გაჩეჩილაძის გვერდით დადგომა მხოლოდ „ალიანსთან“ განშორების შემდეგ იქნება შესაძლებელი. დავუშვათ, ალასანია არ გაემიჯნა „ალიანსს“. მაშინ მას მოუხდება, არა გვერდით, არამედ, პირისპირ დაუდგეს ლევან გაჩეჩილაძეს, თანაც, არჩევნების დღეს. სავარაუდოდ, ალასანია ამას არ და ვერ დაუშვებს, რადგან მისი დაპირისპირება გაჩეჩილაძესთან საპროტესტო ხმების გაყოფას და სახელისუფლო კანდიდატის გამარჯვებას ნიშნავს. სავარაუდოდ, წაგება გაცილებით უმტკივნეულო იქნება ლევან გაჩეჩილაძისთვის, ვიდრე ირაკლი ალასანიასთვის, რომელიც პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატია. გაჩეჩილაძე კი უკვე იყო საპრეზიდენტო კანდიდატი და, ოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ხმაც აქვს მიღებული ამომრჩევლებისგან. ხოლო ალასანია ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში და თუ თბილისის მერის არჩევნებს წააგებს, თანაც, ოპოზიციის შეცდომების გამო, ცხადია, მის მომავალ კარიერასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება. ამიტომ, დღეს ალასანიას გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე – გაჩეჩილაძეს. ამ დანაკარგის შესამცირებლად, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოუწევს. უფრო ზუსტად, ალასანია არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ან გვერდით დაუდგეს ლევან გაჩეჩილაძეს პრაიმერში, ან მთლიანად დაუთმოს მას ასპარეზი. მესამე გადაწყვეტილება – არჩევნების დღეს ამ ორი ფიგურის დაჯახება – კიდევ უარესია, ვიდრე წინა ორი. აქ ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: თუკი ლევან გაჩეჩილაძე ფუნქციურად იმდენად ძლიერ პოზიციაშია, რომ მასზეა დამოკიდებული ირაკლი ალასანიას პოლიტიკურად გაძლიერება ან დასუსტება, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაჩეჩილაძე მაინცდამაინც ალასანიას გაძლიერებისთვის იზრუნებს? რატომ არ შეიძლება, პრაიმერში მან თავად იბრძოლოს პირველი ადგილისთვის და მეორე ადგილს არ დასჯერდეს? ამ კითხვაზე პასუხი გამოაჩენს, რა მოტივით დაინტერესდა გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებით: ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, თუ კიდევ ერთი შანსის მისაცემად საკუთარი თავისთვის. პოლიტიკისთვის ორივე მიზანი მისაღებია. თუმცა, ფაქტია, რომ რაც მეტად ფერმკრთალდება ერთობის კონტურები, მით უფრო იზრდება ლევან გაჩეჩილაძის მიმართ ინტერესი. როგორც კი იგი საჯაროდ გამოთქვამს პრაიმერში მონაწილეობის მზადყოფნას, ირაკლი ალასანია ან პრაიმერისტებს უნდა შეუერთდეს, ან საკუთრი ნებით გამოეთიშოს არჩევნებს. ასე რომ, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელმაც რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში უკან დაიხია და, ბოლოს, შარშან, 26 მაისს, სხვა ლიდერებთან ერთად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადააბარა, – ახლა კვლავ მოვლენების გულისგულში აღმოჩნდა. ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია, ოპოზიციისთვის სრულიად საგანგებო – დადებითი ან უარყოფითი – როლი შეასრულოს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში. იგი, შესაძლოა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატიც აღმოჩნდეს არჩევნებზე. გასარკვევი და გასარჩევი მხოლოდ ის დარჩება, რატომ დაუშვა ასეთი სერიოზული შეცდომები ირაკლი ალასანიას გუნდმა და რატომ ჩაიყენა ამ პერსპექტიულმა ლიდერმა თავი უპერსპექტივო მდგომარეობაში. ია ანტაძის საინტერესო სტატია http://www.tavisupleba.org/content/article/1963874.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 გრეჩიხა ერთიანი ოპო კანდიდატი? არაა მასე. ჩემი ინფორმაციით, პრაიმერში ალასანია და გრეჩიხა გადიან. ღმერთო, შენ გვიშველე! :beach: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.