Jump to content
Planeta.Ge

კატასტროფული ფასები


Recommended Posts

შაქარი ბილბაოში (დაფასოებული 1 კგ ქაღალდის ყუთში) ღირს 49 სენტიმო... დეფიციტი არა სპლიყვი კიდევ.

 

ზეთი ღირს 1ლიტრი 99 სენტიმო

 

25 კგ კარტოფილის მეშოკს ვყიდულობ 5.99 ევროდ

 

მითხარით კიდევ რამე და შევადაროთ.

ბილბაო პროვინციაა :)) არააა განვითარებული ეკონომიკურად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ბილბაო პროვინციაა :)) არააა განვითარებული ეკონომიკურად

ხუმრობ?

 

ბასკეთი ესპანეთის ყველაზე განვითარებული, ეკონომიურად ძლიერი და საცხოვრებლად ძვირი ავტონომიაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Цена на сахар достигла 20-летнего максимума03.08 2009, 14:50 «Вести.Ru»

Стоимость сахара достигла в мире максимального значения за 20 лет. Причина тому — ожидание дефицита мировых запасов в связи с засухой в Индии — второго по величине производителя сахара.

 

Аналитики прогнозируют, что Индия, которая также является крупнейшим в мире потребителем сахара, в 2009-2010 маркетинговом году ввезет 5 миллионов тонн сахара против 2,7 миллионов тонн в этом году, передает в понедельник «Интерфакс» со ссылкой на агентство Bloomberg.

 

Стоимость белого сахара с начала года взлетела на 56% — на опасениях, что снижение производства в Индии приведет к дефициту его мировых запасов второй год подряд. Цена октябрьского фьючерса на сахар в ходе торгов в понедельник выросла

 

Подробнее: http://news.mail.ru/economics/2790379/на 6,90 доллара (1,4%) — до 498,70 доллара за тонну.

 

 

საბითუმო ფასი გამოითვალეთ ლარებში კილოგრამზე და ეგაა,

რავი მე რაც დავთვალე 1. 15 L გამოვიდა, გადააამოწმეთ,

დაუმატეთ ამას სატრანსპორტო ხარჯები, საბაჟო და კომერსანტსსაც ხომ უნდა დარჩეს 10-15 თეთრი კილოზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაუმატეთ ამას სატრანსპორტო ხარჯები, საბაჟო და კომერსანტსსაც ხომ უნდა დარჩეს 10-15 თეთრი კილოზე

რას ამბობ კაცო, კომერსანტია თუ მხედრიონელი...

 

ვა, დაბოლილის სმაილი სად წავიდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

დეფიციტი არა სპლიყვი კიდევ

დეფიციტი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას რომ რაღაც არ იშოვება. უბრალოდ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არის სერიოზული სხვაობა, რაც ბუნებრივია ზრდის ფასს. დაგუგლეთ ბოლო-ბოლო და ნახავთ თუ გაინტერესებთ, თუ არა და მეც რა ძალა მადგია :))

 

Siknadmo

დაუმატეთ ამას სატრანსპორტო ხარჯები, საბაჟო და კომერსანტსსაც ხომ უნდა დარჩეს 10-15 თეთრი კილოზე

კე როგორ არა, ქართველი კომერსანტი კილოზე 10-15 თეთრს დასჯერდება :*)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

 

დეფიციტი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას რომ რაღაც არ იშოვება. უბრალოდ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არის სერიოზული სხვაობა, რაც ბუნებრივია ზრდის ფასს. დაგუგლეთ ბოლო-ბოლო და ნახავთ თუ გაინტერესებთ, თუ არა და მეც რა ძალა მადგია :))

ეგ გასაგებია, მაგრამ ჩავიდე მარკეტში და გადავუღო შაქარს თავის ფასით სურათი?

Edited by Jonathan Livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ გასაგებია, მაგრამ ჩავიდე მარკეტში და გადავუღო შაქარს თავის ფასით სურათი?

ნახევარი წლის წინანდელი სურათიც თუ გაქვს, გადაუღე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნახევარი წლის წინანდელი სურათიც თუ გაქვს, გადაუღე

ვაა, დაანებე ამ დეფიციტს თავი, მე ფასების შედარებაზე მაქვს ლაპარაკი მხოლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უპს, ბოდიში, ეხლა ვნახე და 81 სენტიმო ღირს შაქარი, შეგიძლიათ ზედა პოსტები შაქართან დაკავშირებით წაშალოთ :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შენ არ ქირაობ, მაგრამ შენ რომ შაქარს ყიდულობ იმ მაღაზიის გამყიდველი ქირაობს მაღაზიის ფართს და ძვირი რომ უჯდება შაქრით და სხვა პროდუქტებით იღებს იმ საფასურს. ამიტომ არის ცენტრში ცხოვრება უფრო ძვირი ვიდრე გარეუბანში. და იგივე მიზეზის გამო განვითარებულ ქვეყნებშიც კი ქალაქის ცენტრი ნაკლებად გამოიყენება საცხოვრებლად.

ვაკე არ არის ცენტრი - არის ( უფრო სწორედ იყო) მყუდრო "სპალნიი რაიონ"-ს რომ უწოდებენ

ცენტრია აღმაშენებელი და რუსთაველი.

ძვირი რომ არის ვაკეში ფართი ეს სულაც არ არის ვაკელების ბრალი, უბრალოდ ყველა გოიმს და ქაჯს მოუნდა აქ და აწიეს ეს ფასი

არ არის ვაკე "სითი" და არც უნდა იყოს, სატრანსპორტო თვალსაზრითითაც გვერდზეა მორჩენილიო ცენტრალურ არტერიებს, მეტრო ჩვენ არ გვაქ და დედისერთა ჭავჭავაძე აერთიანებს დანარჩენ ქალაქთან, ხო თან საბურთალოს ტრანზიტიც აქ გადის - მეტი არაფერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

შაქარი არ ახსენოთ!!! არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს!

 

ბოლო მიზეზი, რის გამოც მე საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე (თუ მაისის არჩევნების მერეც ესენი დარჩებიან) ასეთი გახლდათ:

 

თორმეტი ათასი ტონა შაქრის შეკვეთა მქონდა (მთელი გემის!), 6 000 000$ ჯდებოდა სულ, გზის ფულიანად,ფოთში მოტანით, ოღონდ შემკვეთისთვის გარანტია მე უნდა მიმეცა რომ შემოტანის და დისტრიბუციის უფლებას მისცემდნენ. არ დავასახელებ იმ თანამდებობის პირებს (მათ შორის 2 მინისტრს, 1 ყოფილ მინისტრს და რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელს), რომლებთანაც ამ საკითხზე მქონდა შეხვედრები. პასუხი კატეგორიული უარი გახლდათ, თხოვნით და გაფრთხილებითურთ. ამ ბიზნესს პირადად ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. პირველადი მოხმარების პროდუქტების ბიზნესის 100%-ს ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებენ. აქამდე თუ მცირე რაოდენობით პატარ-პატარა პარტიების შემოტანის შანსი მაინც იყო, ეხლა ეს გამორიცხულია. ჯერ ერთი რომ ახალი ქართული შოკოლადების ქარხანა, რომელიც მიშამ გახსნა ნატახტარში და ყველა ნაციონალური ტელევიზია აქტიურად ეწევა მის რეკლამას ("ბარამბოს"-ს ვგულისხმობ), ვანო მერაბიშვილის არის, ასევე მის კონტროლქვეშაა "აგარის" შაქრის ქარხანაც, თანაც კანონი შემოიღეს ეხლა, იმ პროდუქციაზე, რაც ადგილობრივად იწარმოება, უკვე 18-ის ნაცვლად 30 პროცენტს გახდევინებ საბაჟოზე. უბრალოდ აზრი არ ქონდა, შეუშვებდნენ მერე გემზე სანიტარულ ინსპექციას და ვითომდა დარღვევებს აღმოაჩენდნენ, დააჯარიმებდნენ, მერე განბაჟებამდე დროს გაწელავდნენ, რომ გემი დიდ ხანს დაეყოვნებინათ ზღვაში დატვირთული, რაც გარდა პორტის გადასახადებისა, დამატებით დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს, როგორც დაქირავებული გემის პატრონი კომპანიისადმი, ასევე გადმოტვირთვის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით, განუბაჟებელი ტვირთის დიდხანს გაჩერებისთვის, ანუ არგანბაჟებისთვის. ეს იმხელა ვალებს დაგვადებდა ან იმ ჯარიმებს ვერ გადავიხდიდით და დაგვიჭერდნენ ან პროდუქტის თვითღირებულებას იმდნად გაზრდიდა იმ 2 ლარი და 20 თეთრსაც ვერ გავუწევდით კონკურენციას. ყველა სეგმენტში ვცადე უკვე და ყველაფერს "აზიან". სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც იმპორტზეა, ნებისმიერი პროდუქციის შემოტანა შემიძლია ხვალვე, რომლის საცალოც ფასიც ქართულ ბაზარზე იმაზე მინიმუმ 25%-ით იაფი იქნება, რაც ეხლა ღირს, საშუალოდ კი 50-100%-ით იაფი. მარა არ არსებობს. არ შემოატანინებენ არავის არაფერს. შემოაქვთ მხოლოდ თვითონ, თანაც თვითონ რომ შემოაქვთ საბაჟოზე მაქსიმუმ შემოტანილი რაოდენობის მეოთხედი გაატარონ და საქართველოს რკინიგზას უფასოდ აზიდინებენ, ანუ მათი თვითღირებულება ჩემსაზე 20-30%-ით ნაკლებია და ფასნამატს აკეთებენ 100%-ს და ზევით.

გამორიცხულია ეს სიტუაცია შეიცვალოს. ჩემი ნაცნობი ბიზნესმენების 80%-მა უკვე დატოვა საქართველო (იმათ ვინც ექსპორტ-იმპორტზე ჩალიჩობდა და არა დისტრიბუციაზე, ამიტომ მათ საზოგადოების ფართო ფენები არ იცნობენ, თუმცა ისინი გაცილებით უნარიანები და შემოსავლიანები არიან, ვიდრე ტელევიზიით რეკლამირებული ბიზნესმენები), უახლოეს პერიოდში მამაჩემიც ტოვებს საქართველოს და კიდევ გავიმეორებ. არჩევნების მერე თუ ისევ ესენი დარჩნენ მეც მივდივარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ვაკე არ არის ცენტრი - არის ( უფრო სწორედ იყო) მყუდრო "სპალნიი რაიონ"-ს რომ უწოდებენ

გეოგრაფიული ცენტრი არ იგულისხმება ცენტრში. ვაკე არის თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული რაიონი ყველა მხრივ.

 

analgin

თორმეტი ათასი ტონა შაქრის შეკვეთა მქონდა

მაგარი ტიპი ხარ :D რაზეც არ უნდა ჩამოვარდეს საუბარი, ყველაფერთან გქონია უშუალო შეხება :bushti:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...