Blaugranator Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 (edited) კახა შარტავა - საერთო კანდიდატი შეიძლება უარესი აღმოჩნდეს და ისე წააგოს, რომ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარიც ვეღარ შეძლოს! გაზეთი ”ვერსია”; 19-20 თებერვალი; 2010 წელიავტორი მაია თეთრაძე როდემდე გაგრძელდება ოპოზიციური აურზაური, ეს კითხვა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ისეთივე მარადიული გახდა, როგორც ჰამლეტის - „ყოფნა-არყოფნა...“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე ალასანიას ალიანსი მერობის საერთო კანდიდატის აუცილებლობაზე ალაპარაკდა და ახალი ფორმულით - „ყველა მინუს ნოღაიდელი“ კონსულტაციები დაიწყო. თუმცა ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ ძალასთან მანამდეც ჰქონდათ, არც ერთი სუბიექტი ამას არ ადასტურებს, მათ შორის, არც „ეროვნული ფორუმი“, რომლის ლიდერი კახა შარტავა „ვერსიასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს, რას აპირებს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალა და მიიღებს თუ არა მონაწილეობას ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაში. - ქართული პოლიტიკა, თუ ის ჯერ კიდევ არსებობს, განადგურების ზღვარზეა. პოლიტიკასთან ახლოს ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც პროცესი გარდაუვალ რეალობად აღიარო და იმ ძალების „მაჩანჩალად“ იქცე, სიტუაციას რომ განკარგავს. ხანდახან, ვინც ოპოზიციონერობას ვიბრალებთ, ალტერნატიული რეალობის შექმნასაც უნდა ვახერხებდეთ. თუ ეს ვერ შევძელით, მუდამ რეჟიმთან „მებრძოლები“ ვიქნებით, სინამდვილეში კი, ვიქნებით თამაშის მონაწილენი და ადგილობრივ არჩევნებში წამსვლელები მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სააკაშილმა თქვა. ჩვენს სამოქმედო გეგმებს მის გადმოგდებულ სიტყვაზე ვაწყობთ ხოლმე. ნაწილი, ვინც ამ ანკესს გადაყლაპავს, შეიძლება განადგურდეს, დანაჩენები პოლიტიკაში იტივტივებენ. მერე, როცა რეჟიმი დაკნინდება და გადაგვარებას დაიწყებს, თავისივე წიაღში ისევ შობს ფსევდო-ოპოზიციას, რომელიც ისევ ხელისუფლებაში მოვა და სულ ამ „პოლიტიკური ტურიზმის“ მაყურებლები ვიქნებით. აქედან გამოსავალს ეძებს ყველა, მაგრამ ბრძოლას რა მიმართულება ექნება, დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ თავსა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. - თითქოს დღემდე ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ ალასანიას ”ალიანსის” ინიციატივამ მერობის საერთო კანდიდატის შერჩევაზე, სიტუაცია თავდაყირა დააყენა. როგორც ალასანია აცხადებს, ამ თემაზე კონსულტაცია „ფორუმთანაც“ ჰქონია... - ჩვენ ამ არჩევნებში არ ვმონაწილეობთ და, შესაბამისად, არც საერთო კანდიდატის განხილვებში ვერთვებით. ვინც არჩევნებზე მიდის, ეს საკითხი მათ გაარკვიონ. საზოგადოებასაც მოყირჭდა გამუდმებით ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი. ჯერ ერთი, რატომ უნდა გაერთიანდეს და მეორეც - როგორ, როცა გამაერთიანებელი პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი არ არსებობს. ამის ხელოვნურად შექმნა სახიფათოა. სჯობს, გამაერთიანებელი ამოცანა ვიპოვოთ - მაგალითად, საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში თავის ისე წარმოჩენა, რომ გამარჯვების შანსიც იყოს. ჩვენ კოლეგებს ამ წინადადებით მივმართეთ კიდეც და შევთანხმდით, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლის დაწყება ღირს. უნდა შევიმუშავოთ კონკრეტული მექანიზმები, რაც გაყალბებისგან დაგვიცავს. საერთო პაკეტით შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივმართოთ და ხელისუფლებას საზოგადოების კატეგორიულ მოთხოვნად გავუგზავნოთ. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული შემდგომი რეაგირება, რისთვისაც იმ ეროვნული კრების იდეის ამუშავებაც შეიძლება, რაც საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს აწუხებს. - ჯგუფს არა, ჯგუფებს, სადაც, ასევე, დიდი გაუგებრობაა. - დიახ, ბევრი რამ ბურუსითაა მოცული და არსებობს საფრთხე, ამ იდეის პროფანაცია მოხდეს. ვფიქრობ, გარკვეული ამოცანის ირგვლივ საზოგადოების ნაწილი თუ გაერთიანდება, გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულებისთვის კრება შეიძება გამოგვადგეს. თუმცა, ეს მომავლის საქმეა. ჯერ პროცესი უნდა დაიწყოს. მანამდე იდეებზე ჩაციკვლას აზრი არა აქვს. - მართალია, აცხადებთ, რომ ბურჯანაძესთან არ აპირებთ ბლოკის შექმნას, თუმცა, ფაქტია, თქვენი პოზიციები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა. - კი, თუმცა, შინაარსსა და შესრულების გზებს შორის დიდი განსხვავებაა და ამიტომ არ გამოდის დიდი პოლიტიკური ძალების ერთად დადგომა. თუ ერი თვითგადარჩენისთვის იბრძვის და მას მომავალი გააჩნია, მაშინ ქაოტურად, მაგრამ მაინც დაიწყება წინააღმდეგობის კერების შექმნა და ახალი ძალების წარმოქმნა. - თუ ალასანიას პარტიასთან მოლაპარაკებები არ გაქვთ, არც პრაიმერში მონაწილეობთ, ამ საარჩევნო პროცესში სად იქნებით, რას აპრებთ და თქვენი მომხრეები ვის დაუჭერენ მხარს? - არც ერთ მხარეს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მიზნად თბილისის მერის არჩევნებს არ განვიხილავთ და არც ამ პრაიმერებსა და საერთო კანდიდატების დასახელებაში ვაპირებთ მონაწილეობას. კონსულტაციები ”ალიანსსა” თუ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მხოლოდ საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლის დაგეგმვაზე გვექნება. ერთიან კანდადზე საუბრებში არ შევდივართ და არც შევალთ. - ნოღაიდელი თქვენს გეგმებშიც „მინუსია“? - რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ პიროვნებას, მის და მის ორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება დიდი ხანია პრაქტიკაში ხორციელდება. დანარჩენი იმ ძალებმა არკვიონ, ვინც არჩევნებში მიდის. ჩვენ არ გვაქვს ამ პიროვნებასთან ურთიერთობა და არც გვექნება. გაგახსენებთ იმასაც, რომ 2009 წლის აპრილის აქციების დროს სწორედ ჩვენ არ დავუშვით იქ მისი და მისი მეგობრების გამოჩენა... რატომ უნდა ყოფილიყო იქ? არა აქვს მნიშვნელობა, ვისი პროექტია. იგი იმ ხელისუფლებას წარმოადგენს, რომლის დროსაც ქვეყანა დაინგრა. ვისაც ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება უნდოდა და ვიღაცისთვის რაღაცის მიმტვრევ-მომტვრევა, იქ იყვნენ თავისი სკამებიანად და ამის კეთების მეტი საშუალებაც ჰქონდათ. ასე რომ, ამ ”პოლიტიკურ ტურიზმს”, რაზედაც წეღან გესაუბრეთ, ჩვენ არათუ ხელს შევუწყობთ, შევეწინააღმდეგებით. - კითხვას დავუბრუნდეთ, რატომ დაიწყო ერთიან კანდიდატზე ოპოზიციამ საუბარი, ამბობენ, ალასანია-გაჩეჩილაძე შეთანხმდნენ. ლევანი პრაიმერში აპირებდა მონაწილეობას, რაც ალასანიასთვის საფრთხეს წარმოადგენდა და შეთანხმების მიხედვით, საერთო კანდიდატი შეიძლება სწორედ გაჩეჩილაძე იყოსო? - სააკაშილი თბილისის პირწმინდად მოგებისთვის ემზადევბა და გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს გაუჩნდათ შეგრძნება, რომ ცალ-ცალკე მომგები არავინაა. ამიტომ საზოგადოებას ის იდეა შესთავაზეს, რაც პოპულარულია. თუმცა, არსებობს სხვა საფრთხეც, რასაც ერთიან კანდიდატზე მოლაპარაკე სუბიექტები არ ითვალისწინებენ. საერთო კანდიდატი შეიძლება დამარცხდეს, რაც მთელი ოპოზიციის დამარცხება იქნება. საერთო კანდიდატი შეიძლება უარესი აღმოჩნდეს და ისე წააგოს, რომ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარიც ვეღარ შეძლოს. ვერ გეტყვით, ვინ როგორ მოიქცევა, ერთი ცხადია, ოპოზიცია ერთმანეთს უქმნის პრობლემებს. პრობლემები ”ალიანსსაც” ექმნება. მათ მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტი შანსი მათ კანდიდატს აქვს. ამავე დროს კი, დანარჩენი სუბიექტები გამუდმებით საერთო კანდიდატის საჭიროებაზე საუბრით, ”ალიანსს” საზოგადოების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. ამიტომაც, ისინი იძულებულები ხდებიან, ეს იდეა მიიღონ და მოახერხონ ისე, რომ ან ალასანია გახდეს საერთო კანდიდატი, ან, თუ მას შანსს არ უტოვებენ, როგორმე ღირსეულად გამოიყვანონ შექმნილი სიტუაციიდან. - გია ჭანტურიას რატომ არ უჭერენ მხარს, რომელიც ასევე პერსპექტიული კანდიდატია. ფაქტია, მის წინააღმდეგაც ილაშქრებენ და არის საფრთხე, ამ ძიძგილაობაში გამარჯვებული ისევ სახელისუფლებო კანდიდატი დარჩეს... - გია ჭანტურია ოპოზიციური სპექტრისათვის უცხო ფიგურაა და მასთან ურთიერთობები გარკვეული არავის აქვს. ამავე დროს, ჭანტურია არ აღიქმება პოლიტიკურ ფიგურად, რომელმაც მერობისთვის ბრძოლა უნდა გადაიტანოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ოპოზიციურ სპექტრზე ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რასაც ქმნის. ძირითადად, საუბრობს ნავთობბიზნესზე და ამასთან დაკავშირებულ კაპიტალდაბანდებებზე. თბილისის მერობასა და სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლასთან არ ასოცირდება, ამიტომ რჩება უცხო სხეულად და ოპოზიცია ვერ არკვევს, როგორ მიუდგეს. სჯობს, თავიანთ მოედანზე შემოიყვანონ, ვიდრე იქეთ შევიდნენ, რადგან, მისდაუნებურად, შეიძლება ჭანტურია ხელისუფლებამ გამოიყენოს... ახლა ისევ მხოლოდ საერთო კანდიდატზე იქნება ლაპარაკი. მერე, ვინც ამაზე არ ილაპარაკებს, მათი მხილება დაიწყება და ა.შ. ამ მორალური ზეწოლით ეცდებიან, ასეთი გაუცხოებული, მაგრამ შანსიანი კანდიდატები როგორმე ამ ველშ შემოიყვანონ და მასთან ურთიერთობა დაამყარონ სამომავლო პერსპექტივების გაანგარიშებით… რამდენად გამოვა ეს, ძნელი სათქმელია. თუმცა, ჭანტურიასთვის ეს სულაც არ იქნება პრობლემა, რადგან პოლიტიკურ ამოცანებს არ ისახავს და საჯაროდ არც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამბიციებს ამჟღავნებს. იგი თავისი გზით ივლის და მიიღებს იმას, რაც მისაღები აქვს. ჭანტურია ამ საერთო-ოპოზიციურ წვენში არ იხარშებოდა, პროცესში სხვა ამოცანით შემოვიდა, ამიტომ თავისუფლებაც აქვს და ძნელი მოსახელთებელიც იქნება. არ მინდა ცუდი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება. დასახელებულ კანდიდატებს შორის, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერ ვხედავ პიროვნებას, რომელიც ფალავანი იქნება და სააკაშილის რეჟიმს შეერკინება. არჩევნებში გამარჯვებას კი რეჟიმის მოცილებისთვის გამოიყენებს. საჭიროა ისეთი რამის მოფიქრება, რაც რეჟიმსაც მოგვაშორებს და თან ქვეყნის შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემს. - და ამისთვის ”ფორუმი” რას აპირებს? - ბევრ რამეს. ქვეყნის მასშტაბით ტოტალურ ბრძოლას. თუ საჭირო გახდა და რეჟიმი ვერ მიხვდა, რომ თანდათან უკან უნდა დაიხიოს, ვეცდებით, ეს ყველაფერი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში გადავიყვანოთ. მთავარი ამოცანა ახლა ამის აუცილებლობის გამოკვეთაა, პარტნიორებიც მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდებიან. თუმცა, ვიმეორებ, ერთი და იგივე ტერმინებით საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ საქმეს ერთი და იგივე გზით ვაკეთებთ. http://forumi.ge/index.php?option=com_cont...&Itemid=177 Edited February 21, 2010 by Blaugranator Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 Blaugranator კახა შარტავა - საერთო კანდიდატი შეიძლება უარესი აღმოჩნდეს და ისე წააგოს, რომ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარიც ვეღარ შეძლოს!ასე ვიტყოდი , კანდიდატს გააჩნია...ნორაიდელის შემთხვევაში ოპოზიციას შანსი არა აქვს...გაჩეჩილაძის შემთვევაში ფრიად საეჭვოა ალასანიას შემთვევაში ძალიან რეალურია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.