ლ ი ც ი Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 ვაცლავ ჰაველი ერთხელ ადამიანების პოლიტიკაში ჩართვის სამ მიზეზზე საუბრობდა: იდეოლოგია, იდეების გავლენა, თუ როგორ სჯობს სახელმწიფოს და საზოგადოების ორგანიზება. მეორე მიზეზად მან დაასახელა პრივილეგიათა ნუსხა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩნდება და როგორც წესი, ძნელად შესალევია ხოლმე და მესამე-ადამიანების ბუნებრივი ლტოლვა, სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ და პოლიტიკის როგორც იარაღის არჩევა გარემოზე გავლენის მოსახდენად. ჩემი დაკვირებით კი ქართველები მხოლოდ მეორე მიზეზის გამო მოდიან პოლიტიკაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა), რამეთუ აპრიორი მხოლოდ მერკანტილური, ჩარჩული ინტერესები ამოძრავებთ . ამიტომაც არის მათთვის პოლიტიკა ნარკოტიკივით. როგორც ნარკოტიკი ჩაგითრევს და მხოლოდ იმას გაკეთებინებს, რაც ნარკომანს შეეფერება, ასევეა მათთვის პოლიტიკა. პოლიტიკა ითრევს ქართველ არაკაცებს ჭაობში , რომლისაგან ხსნა აღარ ხერხდება, როგორც წამალი აკარგვინებს ადამიანს ღირსებას, ასევე უშვება პოლიტიკა ქართველს. მით უმეტეს , თუ გაძღა, თუ პოლიტიკით კეთილდღეობა მოიპოვა. ამ დროს , თუ კიდევ შერჩა ოდნავი სინდის-ნამუსი, იმასაც კარგავს და ბრმა "ისპალნიწელი" ხდება. მას პატიოსნების, კაცობის დაკარგვაზე მეტად სკამის დაკარგვა აშინებს და ამიტომ ყველაფერზე წამსვლელია. ასეა ეს, სასწაულ მეტამორფოზას ახდენს ქართველზე პოლიტიკა. უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? და "ზაადნო" კიდევ ერთი კითხვა: რა გვჭირს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 ლ ი ც ი ემი დაკვირებით კი ქართველები მხოლოდ მეორე მიზეზის გამო მოდიან პოლიტიკაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა), რამეთუ აპრიორი მხოლოდ მერკანტილური, ჩარჩული ინტერესები ამოძრავებთ .სამწუხარო რეალობა... ნორმალური ხალხი რატომღაც პოლიტიკას ერიდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mamoo Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 საქართველოში პოლიტიკა ყველაფერია. ბიზნესის კეთება გინდა -ჯერ პოლიტიკაში უნდა მოხვიდე, კარიერული წინსვლა გინდა- ისევ პოლიტიკური ნიშნით, ხელოვნება და ე.წ. ხელოვანები ხო "ვააბშე" და რა გიკვირს. პოლიტიკაა საქართველოში საშუალება რამის კეთების Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 პოლიტიკაა საქართველოში საშუალება რამის კეთებისmamoo ხოდა მაგიტომაც გვერხევა "მოშნად" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 ციტატა(mamoo @ 21st February 2010 - 06:48 PM) პოლიტიკაა საქართველოში საშუალება რამის კეთების mamoo ხოდა მაგიტომაც გვერხევა "მოშნად" არა ბატონო ლიცი, "მოშნად" მაგიტომ კი არ გვერხევა არამედ იმიტომ რომ სამშობლო არ გვიყვარს საკმარისად, საკუთარი თავი უფრო გვიყვარს ვიდრე ჩვენი ქვეყანა. ძალიან კარგი წერილია კახი კაციტაძის, მე პირველწყარო არ მახსოვს, მაგრამ politforum-ზე წავიკითხე. თუ რა საძაგელი ოპოზიცია გვაყვს და ყველაფერში არა მარტო ვეთანხმები ბატონ კახის, არამედ შეიძლებას კიდევ დავუმატო მათი უარყოფითი მხარეების დახასიათებას, მაგრამ ერთი საკითხია, როდესაც მათ ვლანძღავთ და მეორე, როგორები ვართ ჩვენ თვითონ.თავის მოტყულება საჭირო არ არის. ფორუმების პოლიტგანყოფილებაში მწერალი კაცი უკვე პოლიტიკოსობაზე აცხადებს პრეტენზიას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუძლია წეროს ლიტერატურის, მეცნიერების ან სპორტის განყოფილებაში, მაგრამ რადგან ის პოლიტიკოსობს, წერს აქ და არა სხვაგან. როგორია სხვადასხვა ფორუმების მწერალთა უმრავლესობა? აბა რა უნდა თქვა ადამიანზე, რომელსაც არ იცნობ? სახელი არ იცი, გვარი არ იცი. რატომ ხდება ასე?იმიტომ, რომ ყველა ფორუმი ემსახურება ორ მიზანს: შექმნას დემოკრატიულობის ილუზია და დაეხმაროს მეტ-ნაკლებად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ორთქლის გამოშვებაში.თვითონ ფორუმები, მიუხედავად მათი ოპოზიციონერობისა, არავითარ საშიშროებას არცერთი დროის ხელისუფლებისათვის არ წარმოადგენენ, რადგან იქ არ ხდება "ჯიბის ოპოზიციის" (ისეთის, როგორზეც ამ თემაშია საუბარი) ოპოზიციონერთა (შემცვლელთა) მომზადება.განა ფართო საზოგადოებისთვის გასაგებია, ვინ არის ლიცი, შავლეგო, ლაშა, აჩიკო. ნუკრიკო (სახელები ზოგადია, პიროვნებებს არ ეხება) და ა. შ.? ვინ შეცვლის მაგალითად გრეჩიხას? მე სიამოვნებით დავუდგებოდი გვერდით მაგ. აჩიკოს, მაგრამ ვინ არის აჩიკო? არ ვიცი, ფორუმელია ვიღაც. მას რომ ავატარად საკუთარი სურათი ედოს და სახელი და გვარი ეწეროს, ხალხისთვის გასაგები იქნებოდა მისი პიროვნება და დროთა განმავლობაში ჩემს გარდა შეიძლება ბევრი დადგომოდა გვერდით.თუ დაგებადებათ შეკითხვა, შენ მიტომ წერ საკუთარი სახელითო, გიპასუხებთ: უკვე აღარ, მაგ როლისთვის მე ილუზია არა მაქვს, მაგრამ გვერდით დადგომა შემიძლია და ჩემს სიტყვაზე პასუხსაც ვაგებ.რატომ არ წერენ ფორუმელები საკუთარი სახელით? იმიტომ რომ სამშობლოზე მეტად საკუთარი კეთილდღეობა აღელვებთ, რადგან სახელით წერა გარკვეულ რისკებთანა დაკავშირებული. თავის დროზე გარისკეს და დაისაჯენ ბევრი დღევანდელი ოპოზიციონერები და ამით დაიმსახურეს მათ იმ ადგილზე ყოფნის უფლება. ჩვენ კი მათი კრიტიკოსები, ამდენსაც ვერ ვქაჩავთ. აი ერთ - ერთი მიზეზი, რატომ გვერხევა "მოშნად". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 ბადრი_წიქორაძე მაგიტომ კი არ გვერხევა არამედ იმიტომ რომ სამშობლო არ გვიყვარს საკმარისად, საკუთარი თავი უფრო გვიყვარს ვიდრე ჩვენი ქვეყანა.გეთანხმები!!! მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აიცილებს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 (edited) არა ბატონო ლიცი, "მოშნად" მაგიტომ კი არ გვერხევა არამედ იმიტომ რომ სამშობლო არ გვიყვარს საკმარისად, საკუთარი თავი უფრო გვიყვარს ვიდრე ჩვენი ქვეყანა.ბადრი_წიქორაძე ბადრი_წიქორაძე გეთანხმები , ჩემო ბატონო ბადრი. არ ვართ ერთგულნი ანდერძისა, რაც ოცდაექვსი წლის ახალგაზრდამ დაგვიტოვა: "არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარს დაემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს" Edited February 22, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 დილა მშვიდობისა ბატონებო! იცით ჩემს სიმართლეს კიდევ რა ადასტურებს? სერიოზული თემაა და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რაც არ უნდა მლანძღონ ამის შემდეგ, მაინც ვიტყვი: ჩემი სიტყვების სიმართლეს ისიც ადასტურებს, რომ კომენტარი ჩემს პოსტზე, მარტო ორმა კაცმა გააკეთა და ისც მოკლე. იცით რატომ?იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. ჩვენ მზად ვართ ვაკრიტიკოთ ვინც გნებავთ, მაგრამ არ ვსვამთ კითხვას: თვითონ, თვითონ რითი ვჯობივართ კრიტიკის ობიექტს? რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკეთესი ვიყოთ? ქართველებს ყველაფერი ჭკუის სწავლება გვგონია და თითეულ ჩვენთაგანს რა თქმა უნდა ასეთი რამ არ გვსიამოვნებს, რადგან ჩვენი პერსონა არის ყველაზე, ყველაზე... ამიტომ მე მინდა მოგიწოდოთ და არა ჭკუა გასწავლოთ:დაიწყეთ სამშობლოს სიყვარული იმით, რომ ნუ ამოეფარებით სახვადასხვა გამოგონილ სახელებს. გვქონდეს სამშობლოსათვის იმის უნარი, რომ საკუთარი სახელი მაინც გავამხილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტი ჯიუტია. ის ადამიანები, ვისაც ეს თემა ეხება (მხედველობაში მაქვს "მარადიული" ოპოზიცია), არ არიან ჩვენზე უარესები და ჩვენ არამც თუ ხელისუფლებისათვის, არამედ მათთვისაც არ წარმოვადგენთ არავითარ ოპოზიციას. ჩვენი მცდელობა, რაღაც გავლენა მოვახდინოთ ოპოზიციაზეც კი, არის ფუჭად დახარჯული შრომა და ჰქავს ერთ რუსულ ანდაზას: "Бабушка во дворе сказала". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 ლ ი ც ი ვაცლავ ჰაველი მაგარი კაცია და ესეთი აზროვნების პოლიტიკოსიც ვერ გვიშველის ჩვენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 დაიწყეთ სამშობლოს სიყვარული იმით, რომ ნუ ამოეფარებით სახვადასხვა გამოგონილ სახელებს. გვქონდეს სამშობლოსათვის იმის უნარი, რომ საკუთარი სახელი მაინც გავამხილოთ.ბადრი_წიქორაძე არავინ არ ეფარება ნიკებს, ბატონო ბადრი. ყველამ ვიცით ვინ ვინ არის. ერთხელ თქვენც მობრძანდით ჩვენ შეხვედრებზე და ამაში თავად დარწმუნდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 ბადრი_წიქორაძე რატომ არ წერენ ფორუმელები საკუთარი სახელით? იმიტომ რომ სამშობლოზე მეტად საკუთარი კეთილდღეობა აღელვებთ, რადგან სახელით წერა გარკვეულ რისკებთანა დაკავშირებულინიკი ჩვეულებრივი მოვლენაა ფორუმზე, მე მაგალითად არაერთხელ დამიწერია ჩემი სახელი და გვარი ფორუმზე და ვერაფერ განსაკუთრებულ სარისკოს ვერ ვხედავ ამაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 (edited) ლ ი ც ი არავინ არ ეფარება ნიკებს, ბატონო ბადრი. ყველამ ვიცით ვინ ვინ არის. ერთხელ თქვენც მობრძანდით ჩვენ შეხვედრებზე და ამაში თავად დარწმუნდებით.ძუკუ ნიკი ჩვეულებრივი მოვლენაა ფორუმზე, მე მაგალითად არაერთხელ დამიწერია ჩემი სახელი და გვარი ფორუმზე და ვერაფერ განსაკუთრებულ სარისკოს ვერ ვხედავ ამაში. ჩემი აზრით, გავრცელებული აზრი რომ ნიკით წერა ფორუმული ტრადიციაა, ასეა მიღებული და ა. შ. ემსახურება გარკვეულ იდეოლოგიურ მიზნებს. კერძოდ: ჩვენი პიროვნების და ჩვენი გამოთქმული აზრის დაკნინებას. თუ კრიტიკა პოზიციის თუ ოპოზიციის მიმართ გამოთმული პიროვნებისაგან აყენებს უხერხულ მდგომარეობაში ადრესატს, იგივე კითხვა ძუკუსაგან, ლიცისაგან ან ბაზაკადესაგან (ჩემი ნიკია) არავითარი პასუხისმგებლობისაკენ არ მოუწოდებს. ალბათ სურვილის შემთხვევაში უნდა დამეთანხმოთ.ზემოთ ჩამოთვლილი ნიკები და ათასობით სხვაც "პუსტიშკაა", მაგრამ ათასი ადამიანი თავისი სახელით და გვარით, რეალობა, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს. Edited February 22, 2010 by ბადრი_წიქორაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 ბადრი_წიქორაძე ჩემი აზრით, გავრცელებული აზრი რომ ნიკით წერა ფორუმული ტრადიციაა, ასეა მიღებული და ა. შ. ემსახურება გარკვეულ იდეოლოგიურ მიზნებს. კერძოდ: ჩვენი პიროვნების და ჩვენი გამოთქმული აზრის დაკნინებას. თუ კრიტიკა პოზიციის თუ ოპოზიციის მიმართ გამოთმული პიროვნებისაგან აყენებს უხერხულ მდგომარეობაში ადრესატს, იგივე კითხვა ძუკუსაგან, ლიცისაგან ან ბაზაკადესაგან (ჩემი ნიკია) არავითარი პასუხისმგებლობისაკენ არ მოუწოდებს. ალბათ სურვილის შემთხვევაში უნდა დამეთანხმოთ.ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ნიკები ყველა ქვეყნის და ყოველგვარი ფორუმების ტრადიციაა. შეგიძლიათ შეხვიდეთ ავტომოყვარულთა ან ვთქვათ კულინარიის თუ თევზაობის მოყვარულთა ფორუმებზე და იქაც ნიკებით არიან წარმოდგენილი ადამიანები და ვერავითარ იდეოლოგიას ამას ვერ დავუკავშირებთ.სხვათა შორის ფორუმ.გე-ზე მე ავატარად ჩემი პარტიის(ყოფილი თქვენი) ემბლემაც მქონდა,რაც პირდაპირ უსვამდა ხაზს ჩემს პოზიციას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 შეგიძლიათ შეხვიდეთ ავტომოყვარულთა ან ვთქვათ კულინარიის თუ თევზაობის მოყვარულთა ფორუმებზე და იქაც ნიკებით არიან წარმოდგენილი ადამიანები და ვერავითარ იდეოლოგიას ამას ვერ დავუკავშირებთ. პოლიტიკა ერთი მხრივ და სხვა ზემოთ ჩამოთვლილები, ბატონო ძუკუ, სხვადასხვა დატვირთვის მატარებლები არიან და ზუსტად იმიტომ, რომ ისინი არავითარი იდეოლოგიის მატარებლები არ არიან, შეიძლება ნიკიც გამოიყენო, ფსევდონიმიც და თუ კი რამე შეიაძლება კიდევ პოლიტიკისგან განსხვავებით, სადაც ჩვენ არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ პიროვნებებსაც ვაკრიტიკებთ და გვინდა, რომ ისინი ისე იქცეოდნენ როგორც ჩვენ გვსურს. P.S. ნუ მომჭრით თავს ბატონო ძუკუ მილეთის ხალხში. შევცდიიიიიიიიიიი. (თუმცა, იმდენად ჭკვიანურად ლაპარაკობენ, რომ მხოლოდ შედეგი აჩვენებს, რანი არიან რესპები: მიშა 2-ის მომყვანები, თუ საქართველოს პატრიოტები) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 ბადრი_წიქორაძე ფსევდონიმიც და თუ კი რამე შეიაძლება კიდევ პოლიტიკისგან განსხვავებით, სადაც ჩვენ არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ პიროვნებებსაც ვაკრიტიკებთ და გვინდა, რომ ისინი ისე იქცეოდნენ როგორც ჩვენ გვსურს. P.S. ნუ მომჭრით თავს ბატონო ძუკუ მილეთის ხალხში. შევცდიიიიიიიიიიი. (თუმცა, იმდენად ჭკვიანურად ლაპარაკობენ, რომ მხოლოდ შედეგი აჩვენებს, რანი არიან რესპები: მიშა 2-ის მომყვანები, თუ საქართველოს პატრიოტები)მე მიუხედავად ჩემი პარტიული კუთვნელებისა, რაც ყველამ იცოდა(პარტიაშიც იცოდნენ ჩემი ნიკი) არ მიჭირდა მათი კრიტიკა, კერძოდ შარშანდელ აქციებში მონაწილეობის გამო, რასაც დღეს აღიარებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.